სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა"
"მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა"

ბევ­რს არ ვიც­ნობ მის­ნა­ი­რი გა­უ­ტე­ხე­ლი სუ­ლის ადა­მი­ანს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 11 წლი­სამ უკვე ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა მი­ი­ღო - ტრავ­მის შე­დე­გად ფეხი და­კარ­გა, წუ­თი­თაც არ და­მორ­ჩი­ლე­ბია ბედს... სწო­რედ ისე, რო­გორც ალ­ბათ პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­სულ­მა თა­ვის თავს სძლია და თა­ნა­ტოლ­თა გვერ­დით დგო­მა არ შე­წყვი­ტა, მე­რეც, მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე მტკი­ცედ იდგა იქ, სა­დაც სწამ­და, რომ უნდა მდგა­რი­ყო...

მის ცხოვ­რე­ბა­ში ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ­მა მო­გო­ნე­ბამ ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა. გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ასე ჰყვე­ბო­და იმ დრა­მა­ტულ ეპი­ზოდს: "1938 წელს, ტრავ­მის შემ­დეგ ფეხი მომ­კვე­თეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი. სა­თუ­ოდ იყო ჩემი საქ­მე, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჰა­ე­რო­ვა­ნი გან­გრე­ნა და­მე­მარ­თა. პრო­ფე­სო­რი ჭე­იშ­ვი­ლი მად­გა თავ­ზე. ამ დროს გა­ი­ღო კარი და მა­მა­ჩე­მი შე­მო­ვი­და. დედა მის­კენ გა­ქან­და: - ახ­ლა­ვე, წა­დიო. ვა­ი­თუ, ვინ­მეს ეცნო და მთავ­რო­ბის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა. მამა მო­ვი­და, სა­წოლ­ზე ჩა­მო­მიჯ­და, სა­ბა­ნი გა­დამ­ხა­და და ამ­პუ­ტი­რე­ბულ ფეხ­ზე მა­კო­ცა...

მი­თხრა: მთა­ვა­რია, კაცი იყოო! დე­დამ ძლივს გა­აგ­დო. ფან­ჯრის ახ­ლოს ვი­წე­ქი და იქი­დან და­ვი­ნა­ხე, ქუ­ჩა­ში შავი "ემა­დი­ნი" იდგა... მამა ძა­ლით შე­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში. ათ წუთ­ში ჩე­კის­ტე­ბი დაგ­ვად­გნენ თავს. დე­დას ჰკი­თხეს, - თქვე­ნი მე­უღ­ლე იყო აქო? არაო. ერთი მე ჩა­მო­მიჯ­და.

- ბი­ჭი­კო, მა­მა­შე­ნი იყო აქ? - მკი­თხა.

პრო­ფე­სო­რი ჭე­იშ­ვი­ლი მი­უბ­რუნ­და: - გთხოვთ, ბავ­შვს თავი და­ა­ნე­ბოთ. კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. აქ უცხო არა­ვინ ყო­ფი­ლაო.

ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს და წა­ვიდ­ნენ. დედა პრო­ფე­სორ ჭე­იშ­ვილს მი­ვარ­და მად­ლო­ბის გა­და­სახ­დე­ლად, არა­ვი­თა­რი მად­ლო­ბაო... მა­ინც და­ი­ტო­ვა სათ­ქმე­ლი - არა­ფე­რი და­მი­ნა­ხავ­სო. ეს იმ დროს გმი­რო­ბა იყო".

ჯერ კი­დევ პა­ტა­რას თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და თბი­ლის­ში: "ომის დროა. მა­რი­კა და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და შინ გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და. დახ­ვდნენ... ყა­ჩა­ღო­ბა იყო, პალ­ტოს ხდიდ­ნენ, აბა, ფული ვის ჰქონ­და!.. და­ი­წყო მა­რი­კამ გახ­და. უცებ გა­ი­გო­ნა, ერთი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს, - ეს გი­გას და არ არი­სო!? ეტყო­ბა, ან ჩემი კლა­სე­ლი იყო, ან ვი­ღაც ვე­რე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მიც­ნობ­და. გა­მო­უშ­ვეს. მო­ვარ­და შინ მა­რი­კა - მოგ­კლავ, ეს რა ხალ­ხში გაქვს საქ­მეო... არა­ფე­რი საქ­მე არ მქონ­და, მაგ­რამ მიც­ნობ­დნენ და რა ვქნა", - ჰყვე­ბო­და ხა­ლი­სით...

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ალ­ბათ უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა... თუმ­ცა მისი შე­მოქ­მე­დე­ბა სა­თა­ვეს მი­სი­ვე ცხოვ­რე­ბი­დან იღებს და იმ გან­ცდე­ბით არის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი, რაც სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდამ თა­ვის თავ­ზე გა­მო­ცა­და... "1951 წელი იყო. ინ­სტი­ტუ­ტში მქონ­და გაკ­ვე­თი­ლი. ტე­ლე­ფონ­თან და­მი­ძა­ხა ქალ­ბა­ტონ­მა გო­გუ­ცამ - თა­ნამ­შრო­მელ­მა. დედა მი­რე­კავ­და: ვახ­ტან­გი და თი­ნი­კო (ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის შვი­ლე­ბი) წა­იყ­ვა­ნე­სო. მა­შინ იმ ბავ­შვებ­საც ასახ­ლებ­დნენ, ვი­საც მშო­ბე­ლი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, თან ნა­თე­სა­ვე­ბი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ. დე­დამ მი­თხრა: - ნავ­თლუ­ღის სად­გურ­ში არი­ან და რა­ღა­ცის მი­ტა­ნა და გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბაო. ქალ­ბა­ტო­ნი გო­გუ­ცა ურ­თი­ერ­თდამ­ხმა­რე სა­ლა­რო­საც გა­ნა­გებ­და. ვთხო­ვე ფული. 3.000 მა­ნე­თი გა­მო­მი­ტა­ნა. წა­ვე­დი ნავ­თლუღ­ში. ბავ­შვე­ბი სატ­ვირ­თო ვა­გო­ნებ­ში შე­ე­ყა­რათ. თინა და ვახ­ტან­გი ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. წა­საყ­ვა­ნად რომ მი­სუ­ლან, თი­ნას უტი­რია, - ვერ წა­მო­ვალ, სა­კონ­ტრო­ლო მაქ­ვსო...

ვყვი­რი სა­ხე­ლებს. უცებ სა­ქონ­ლის თა­ვის გა­მო­სა­ყო­ფი­დან ვახ­ტანგს ვხე­დავ. მა­ნიშ­ნებს, - ჩუ­მა­დო. ხომ არ გა­გიჟ­და ეს ბავ­შვი-მეთ­ქი. იმან: ნუ ყვი­რი, თი­ნი­კო ტი­რო­და და ახლა ჩა­ე­ძი­ნაო. უკვე კაცი იყო! მი­ვა­წო­დე ფული. აიღო. ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი ის იყო, რომ ვე­ღარ ვუძ­ლებ­დით ამ სა­ში­ნე­ლე­ბის ყუ­რე­ბას! მა­ტა­რე­ბე­ლი რომ და­იძ­რა, ატყდა ყვი­რი­ლი, ტი­რი­ლი, ხალ­ხი პალ­ტო­ებს იხ­დი­და, ვა­გონ­ში ტე­ნი­და... წა­იყ­ვა­ნეს ყა­ზა­ხეთ­ში"

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა"

"მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა"

ბევრს არ ვიცნობ მისნაირი გაუტეხელი სულის ადამიანს... მიუხედავად იმისა, რომ 11 წლისამ უკვე ცხოვრების უმძიმესი დარტყმა მიიღო - ტრავმის შედეგად ფეხი დაკარგა, წუთითაც არ დამორჩილებია ბედს... სწორედ ისე, როგორც ალბათ პირველად საავადმყოფოდან გამოსულმა თავის თავს სძლია და თანატოლთა გვერდით დგომა არ შეწყვიტა, მერეც, მთელი სიცოცხლის მანძილზე მტკიცედ იდგა იქ, სადაც სწამდა, რომ უნდა მდგარიყო...

მის ცხოვრებაში ბავშვობის დროინდელმა მოგონებამ ბევრი რამ განსაზღვრა. გიგა ლორთქიფანიძე ასე ჰყვებოდა იმ დრამატულ ეპიზოდს: "1938 წელს, ტრავმის შემდეგ ფეხი მომკვეთეს. საავადმყოფოში ვიწექი. სათუოდ იყო ჩემი საქმე, ეგრეთ წოდებული ჰაეროვანი განგრენა დამემართა. პროფესორი ჭეიშვილი მადგა თავზე. ამ დროს გაიღო კარი და მამაჩემი შემოვიდა. დედა მისკენ გაქანდა: - ახლავე, წადიო. ვაითუ, ვინმეს ეცნო და მთავრობისთვის შეეტყობინებინა. მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა...

მითხრა: მთავარია, კაცი იყოო! დედამ ძლივს გააგდო. ფანჯრის ახლოს ვიწექი და იქიდან დავინახე, ქუჩაში შავი "ემადინი" იდგა... მამა ძალით შეტენეს მანქანაში. ათ წუთში ჩეკისტები დაგვადგნენ თავს. დედას ჰკითხეს, - თქვენი მეუღლე იყო აქო? არაო. ერთი მე ჩამომიჯდა.

- ბიჭიკო, მამაშენი იყო აქ? - მკითხა.

პროფესორი ჭეიშვილი მიუბრუნდა: - გთხოვთ, ბავშვს თავი დაანებოთ. კრიზისულ მდგომარეობაშია. აქ უცხო არავინ ყოფილაო.

ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ. დედა პროფესორ ჭეიშვილს მივარდა მადლობის გადასახდელად, არავითარი მადლობაო... მაინც დაიტოვა სათქმელი - არაფერი დამინახავსო. ეს იმ დროს გმირობა იყო".

ჯერ კიდევ პატარას თავისი ავტორიტეტი ჰქონდა თბილისში: "ომის დროა. მარიკა დაბადების დღეზე იყო და შინ გვიან ბრუნდებოდა. დახვდნენ... ყაჩაღობა იყო, პალტოს ხდიდნენ, აბა, ფული ვის ჰქონდა!.. დაიწყო მარიკამ გახდა. უცებ გაიგონა, ერთი ეუბნება მეორეს, - ეს გიგას და არ არისო!? ეტყობა, ან ჩემი კლასელი იყო, ან ვიღაც ვერელი ბიჭი, რომელიც მიცნობდა. გამოუშვეს. მოვარდა შინ მარიკა - მოგკლავ, ეს რა ხალხში გაქვს საქმეო... არაფერი საქმე არ მქონდა, მაგრამ მიცნობდნენ და რა ვქნა", - ჰყვებოდა ხალისით...

გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებაზე საუბარი ალბათ უსასრულოდ შეიძლება... თუმცა მისი შემოქმედება სათავეს მისივე ცხოვრებიდან იღებს და იმ განცდებით არის გამდიდრებული, რაც სრულიად ახალგაზრდამ თავის თავზე გამოცადა... "1951 წელი იყო. ინსტიტუტში მქონდა გაკვეთილი. ტელეფონთან დამიძახა ქალბატონმა გოგუცამ - თანამშრომელმა. დედა მირეკავდა: ვახტანგი და თინიკო (ევგენი მიქელაძის შვილები) წაიყვანესო. მაშინ იმ ბავშვებსაც ასახლებდნენ, ვისაც მშობელი დაპატიმრებული ჰყავდა, თან ნათესავები უცხოეთში ცხოვრობდნენ. დედამ მითხრა: - ნავთლუღის სადგურში არიან და რაღაცის მიტანა და გადაცემა შეიძლებაო. ქალბატონი გოგუცა ურთიერთდამხმარე სალაროსაც განაგებდა. ვთხოვე ფული. 3.000 მანეთი გამომიტანა. წავედი ნავთლუღში. ბავშვები სატვირთო ვაგონებში შეეყარათ. თინა და ვახტანგი ძალიან პატარები იყვნენ. წასაყვანად რომ მისულან, თინას უტირია, - ვერ წამოვალ, საკონტროლო მაქვსო...

ვყვირი სახელებს. უცებ საქონლის თავის გამოსაყოფიდან ვახტანგს ვხედავ. მანიშნებს, - ჩუმადო. ხომ არ გაგიჟდა ეს ბავშვი-მეთქი. იმან: ნუ ყვირი, თინიკო ტიროდა და ახლა ჩაეძინაო. უკვე კაცი იყო! მივაწოდე ფული. აიღო. ყველაზე შემზარავი ის იყო, რომ ვეღარ ვუძლებდით ამ საშინელების ყურებას! მატარებელი რომ დაიძრა, ატყდა ყვირილი, ტირილი, ხალხი პალტოებს იხდიდა, ვაგონში ტენიდა... წაიყვანეს ყაზახეთში"

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია