პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირი ჰქონდა არტურ კონან დოილს მოჩვენებებთან?
რა კავშირი ჰქონდა არტურ კონან დოილს მოჩვენებებთან?

თურ­მე მა­შინ, როცა მკი­თხვე­ლი ლე­გენ­და­რულ მა­ძე­ბარ შერ­ლოკ ჰოლმსზე ახალ მო­თხრო­ბებს ელო­დე­ბო­და, მწე­რა­ლი გა­ტა­ცე­ბით აბამ­და კავ­შირს მოჩ­ვე­ნე­ბებ­თან. ფსი­ქი­კუ­რი კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლი 1693 წელს გა­წევ­რი­ან­და, ის ენ­თუ­ზი­აზ­მით მი­ი­ღეს: სპი­რი­ტუ­ა­ლის­ტე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის ავ­ტო­რი­სა და პრაქ­ტი­კო­სი ექი­მის გან­ცხა­დე­ბებს პუბ­ლი­კა უეჭ­ვე­ლად ენ­დო­ბო­და.

ამო­უხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი - ტე­ლე­კი­ნე­ზი, ტე­ლე­პა­თია - სიყ­მაწ­ვი­ლი­დან აინ­ტე­რე­სებ­და დე­დუქ­ცი­უ­რი მე­თო­დის შემ­ქმნელს. კო­ნან დო­ი­ლი არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც პოლ­ტერ­გე­ის­ტი მოხ­და, შავ ძა­ლას­თან ერთ სახ­ლში ღა­მე­ებს ათე­ნებ­და.

პირ­ვე­ლი სპი­რი­ტუ­ლი სე­ან­სი, რო­მელ­საც იგი და­ეს­წრო, 1886 წელს გა­ი­მარ­თა, სერ არ­ტურ­მა მე­დი­უ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა ადა­მი­ა­ნის სულ­თან, რო­მელ­საც ოდეს­ღაც კა­ი­რო­ში შეხ­ვდა - მე­დი­უმ­მა მათი ლა­პა­რა­კი, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც არა­ვის არ შე­იძ­ლე­ბო­და სცოდ­ნო­და, დე­ტა­ლებ­ში გად­მოს­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტა­ტი­ა­ში "იდუ­მა­ლი ნა­პი­რე­ბი", სერ არ­ტუ­რი მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლობ­თი მსჯე­ლობ­და იმა­ზე, თუ რო­გორ ჩნდე­ბი­ან მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი: ისი­ნი ეკტოპ­ლაზ­მი­დან მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბი­ან - სუბსტან­ცი­ის თეთ­რი ნაქ­სო­ვით, რო­მე­ლიც მე­დი­უ­მის ცხვირ­სა და ყუ­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყო­ფა.

რო­დე­საც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო, მწერ­ლის უფ­რო­სი ვაჟი, დის­შვი­ლი და სიძე ფრონტზე წა­ვიდ­ნენ. მათ­გან შინ არც ერთი არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ნა­თე­სა­ვებ­მა სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვეს, კო­ნან დო­ილს არ შე­ეძ­ლო. სპი­რი­ტიზ­მი მის­თვის შვე­ბა გახ­და. თა­ვის მა­მულ უინდლშემ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და იმ­ქვეყ­ნი­ურ სამ­ყა­როს­თან "კავ­ში­რის სე­ან­სებს".

მე­დი­უ­მი მისი მე­ო­რე ცოლი ჯინი იყო, რო­მელ­საც ამ საქ­მე­ში უჩ­ვე­უ­ლო ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა. ერთხელ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კო­ნან დო­ილს მხარ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ვაჟ კინგსლის ხელი შე­ე­ხო - მწე­რალ­მა შე­ხე­ბა გარ­კვე­ვით შე­იგ­რძნო, თა­ნაც ხელი თბი­ლი იყო. ამის შემ­დეგ იგი სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ­სე­ბობ­და.

გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ჰარი გუ­დი­ნი

ცნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც კო­ნან დო­ი­ლი ჯი­ნის დახ­მა­რე­ბით "იქი­დან" იღებ­და, იმე­დებს უსა­ხავ­და. ცოლ-ქმარ­მა მო­ა­ხერ­ხა იმის გა­გე­ბა, რომ გარ­დაც­ვლილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცოდ­ნენ, რა იყო დარ­დი და დროს სა­სი­ა­მოვ­ნო ზრუნ­ვა­ში ატა­რებ­დნენ. 1992 წელს მწე­რა­ლი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, რათა თა­ვი­სი ლექ­ცი­ე­ბით და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ყვე­ლას­თვის, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

- მის­ტერ დოილ, მარ­თა­ლია, რომ მოჩ­ვე­ნე­ბებს ცო­ლის მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლი­ათ?

- ჯინი თუ ვის­კი - რო­მე­ლი უფრო მოგ­წონთ?

- შე­იძ­ლე­ბა, სა­მო­თხი­დან ვინ­მე გოლფს მე­თა­მა­შოს? - პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მწე­რალს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მახ­ვილ­გო­ნივ­რულ შე­კი­თხვებს უს­ვამ­დნენ. 12 აპ­რილს "კარ­ნე­გი-ჰოლ­ში" ლექ­ცია იყო და­ნიშ­ნუ­ლი. ქა­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც ომში ახ­ლობ­ლე­ბი და­კარ­გეს, დარ­ბა­ზი გა­ავ­სეს. სერ არ­ტურ­მა მათ გა­ნუ­მარ­ტა, რო­გორ უნდა შე­ერ­თე­ბოდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის გუ­ლებს. დარ­ბა­ზი ზე­ი­მობ­და.

მე­ო­რე დღეს მწე­რალ­მა ილუ­ზი­ო­ნისტ ჰარი გუ­დი­ნის­გან ამე­რი­კე­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მარ­თულ ბან­კეტ­ზე და­სას­წრე­ბი მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო. და­ნიშ­ნულ დროს სერ არ­ტუ­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და. პა­ტა­რა, მარ­დმა გუ­დინ­მა სტუ­მარს სმო­კინ­გი გა­მო­არ­თვა და მხრებ­ზე მო­იგ­დო. შემ­დეგ ილუ­ზი­ო­ნის­ტი სქე­ლი თო­კით შეკ­რეს, სკივ­რში მო­ა­თავ­სეს, რო­მე­ლიც ბოქ­ლო­მე­ბით ჩა­კე­ტეს და გა­რე­დან ბრე­ზენ­ტი შე­მო­ახ­ვი­ეს. ერთ წამ­ში გუ­დი­ნი გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა, სკივ­რში მისი ცოლი იწვა.

სი­ურპრი­ზი კო­ნან დო­ილ­საც ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს იხი­ლავ­და. ახ­მა­ურ­და პრო­ექ­ტო­რი, კე­დელ­ზე ქრო­ნი­კის კად­რებ­მა გა­ი­ელ­ვეს. გი­გან­ტუ­რი დი­ნო­ზავ­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლად ნა­ვარ­დობ­დნენ პრე­ის­ტო­რი­ულ ტყე­ში. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბო­და, რომ კად­რე­ბი რე­ა­ლუ­რი იყო. მწე­რალ­მა არ აღი­ა­რა, რომ ეს იყო კად­რი ფილ­მი­დან, რო­მე­ლიც მისი წიგ­ნის "და­კარ­გუ­ლი სამ­ყა­როს" მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს.

კო­ნან დო­ილ­მა გუ­დი­ნი სპი­რი­ტულ სე­ან­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­იწ­ვია. გა­მო­ი­ძა­ხეს ჰა­რის დე­დის სული. ჯინ­მა ფან­ქა­რი აიღო და სწრა­ფად და­ი­წყო წერა. სული ეუბ­ნე­ბო­და, რომ ჰა­რის დედა ბედ­ნი­ე­რი იყო შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და მად­ლი­ე­რი იყო ცოლ-ქმარ კო­ნან დო­ი­ლის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჰარი გუ­დინ­ზე სე­ან­სმა დამ­თრგუნ­ვე­ლად იმოქ­მე­და. რო­დე­საც ქალ­მა წერა და­ამ­თავ­რა, თა­ვად აიღო ფან­ქა­რი და ლა­მა­ზი ასო­ე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნა "პა­უ­ე­ლი". კო­ნან დო­ი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. ასე­თი სა­ხე­ლის მქო­ნე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სპი­რი­ტიზ­მით და რო­მელ­საც ის კარ­გად იც­ნობ­და, სამი დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რალ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ მას კავ­შირ­ზე გა­მოს­ვლა უნ­დო­და, არც ის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რომ პა­უ­ელ­მა შუ­ა­მავ­ლად ჰარი აირ­ჩია - რო­მელ­საც მე­დი­უ­მის აშ­კა­რა ნიჭი ჰქონ­და, მაგ­რამ ჰა­რიმ მის მო­ლო­დინს ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა: "მე სხვა პა­უ­ელ­ზე ვფიქ­რობ­დი", - პირ­ქუ­შად აღ­ნიშ­ნა მან. მას არ სურ­და, სე­ან­სის შე­სა­ხებ ცნო­ბა გა­ზე­თებ­ში და­ბეჭ­დი­ლი­ყო, - მის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი იყო დე­დის ხსოვ­ნა. სე­ან­სის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია და გა­ნა­ცხა­და, რომ მშო­ბელ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ შემ­დგა­რა. ამ ფაქ­ტის გამო კო­ნან დო­ილ­მა თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა კავშირი ჰქონდა არტურ კონან დოილს მოჩვენებებთან?

რა კავშირი ჰქონდა არტურ კონან დოილს მოჩვენებებთან?

თურმე მაშინ, როცა მკითხველი ლეგენდარულ მაძებარ შერლოკ ჰოლმსზე ახალ მოთხრობებს ელოდებოდა, მწერალი გატაცებით აბამდა კავშირს მოჩვენებებთან. ფსიქიკური კვლევის ორგანიზაციაში, რომელშიც არტურ კონან დოილი 1693 წელს გაწევრიანდა, ის ენთუზიაზმით მიიღეს: სპირიტუალისტები იმედოვნებდნენ, რომ პოპულარული დეტექტივების ავტორისა და პრაქტიკოსი ექიმის განცხადებებს პუბლიკა უეჭველად ენდობოდა.

ამოუხსნელი მოვლენები - ტელეკინეზი, ტელეპათია - სიყმაწვილიდან აინტერესებდა დედუქციური მეთოდის შემქმნელს. კონან დოილი არაერთხელ ყოფილა იმ ადგილებში, სადაც პოლტერგეისტი მოხდა, შავ ძალასთან ერთ სახლში ღამეებს ათენებდა.

პირველი სპირიტული სეანსი, რომელსაც იგი დაესწრო, 1886 წელს გაიმართა, სერ არტურმა მედიუმის საშუალებით ურთიერთობა დაამყარა ადამიანის სულთან, რომელსაც ოდესღაც კაიროში შეხვდა - მედიუმმა მათი ლაპარაკი, რომლის შინაარსიც არავის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, დეტალებში გადმოსცა. მოგვიანებით, სტატიაში "იდუმალი ნაპირები", სერ არტური მთელი სერიოზულობთი მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ ჩნდებიან მოჩვენებები: ისინი ეკტოპლაზმიდან მატერიალიზდებიან - სუბსტანციის თეთრი ნაქსოვით, რომელიც მედიუმის ცხვირსა და ყურებიდან გამოიყოფა.

როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მწერლის უფროსი ვაჟი, დისშვილი და სიძე ფრონტზე წავიდნენ. მათგან შინ არც ერთი არ დაბრუნებულა. სამწუხაროდ, იმის დაჯერება, რომ ნათესავებმა სამუდამოდ დატოვეს, კონან დოილს არ შეეძლო. სპირიტიზმი მისთვის შვება გახდა. თავის მამულ უინდლშემში რეგულარულად ატარებდა იმქვეყნიურ სამყაროსთან "კავშირის სეანსებს".

მედიუმი მისი მეორე ცოლი ჯინი იყო, რომელსაც ამ საქმეში უჩვეულო ნიჭი აღმოაჩნდა. ერთხელ, მოულოდნელად, კონან დოილს მხარზე გარდაცვლილი ვაჟ კინგსლის ხელი შეეხო - მწერალმა შეხება გარკვევით შეიგრძნო, თანაც ხელი თბილი იყო. ამის შემდეგ იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობდა.

გამანადგურებელი ჰარი გუდინი

ცნობები, რომლებსაც კონან დოილი ჯინის დახმარებით "იქიდან" იღებდა, იმედებს უსახავდა. ცოლ-ქმარმა მოახერხა იმის გაგება, რომ გარდაცვლილმა ადამიანებმა არ იცოდნენ, რა იყო დარდი და დროს სასიამოვნო ზრუნვაში ატარებდნენ. 1992 წელს მწერალი აშშ-ში გაემგზავრა, რათა თავისი ლექციებით დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება.

- მისტერ დოილ, მართალია, რომ მოჩვენებებს ცოლის მოყვანა შეუძლიათ?

- ჯინი თუ ვისკი - რომელი უფრო მოგწონთ?

- შეიძლება, სამოთხიდან ვინმე გოლფს მეთამაშოს? - პრესკონფერენციაზე მწერალს ჟურნალისტები მახვილგონივრულ შეკითხვებს უსვამდნენ. 12 აპრილს "კარნეგი-ჰოლში" ლექცია იყო დანიშნული. ქალებმა, რომლებმაც ომში ახლობლები დაკარგეს, დარბაზი გაავსეს. სერ არტურმა მათ განუმარტა, როგორ უნდა შეერთებოდნენ გარდაცვლილის გულებს. დარბაზი ზეიმობდა.

მეორე დღეს მწერალმა ილუზიონისტ ჰარი გუდინისგან ამერიკელი ილუზიონისტების საზოგადოებისთვის გამართულ ბანკეტზე დასასწრები მიწვევა მიიღო. დანიშნულ დროს სერ არტური მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. პატარა, მარდმა გუდინმა სტუმარს სმოკინგი გამოართვა და მხრებზე მოიგდო. შემდეგ ილუზიონისტი სქელი თოკით შეკრეს, სკივრში მოათავსეს, რომელიც ბოქლომებით ჩაკეტეს და გარედან ბრეზენტი შემოახვიეს. ერთ წამში გუდინი გარეთ აღმოჩნდა, სკივრში მისი ცოლი იწვა.

სიურპრიზი კონან დოილსაც ჰქონდა მომზადებული. მან განაცხადა, რომ საზოგადოება რაღაც განსაკუთრებულს იხილავდა. ახმაურდა პროექტორი, კედელზე ქრონიკის კადრებმა გაიელვეს. გიგანტური დინოზავრები თავისუფლად ნავარდობდნენ პრეისტორიულ ტყეში. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კადრები რეალური იყო. მწერალმა არ აღიარა, რომ ეს იყო კადრი ფილმიდან, რომელიც მისი წიგნის "დაკარგული სამყაროს" მიხედვით გადაიღეს.

კონან დოილმა გუდინი სპირიტულ სეანსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გამოიძახეს ჰარის დედის სული. ჯინმა ფანქარი აიღო და სწრაფად დაიწყო წერა. სული ეუბნებოდა, რომ ჰარის დედა ბედნიერი იყო შვილთან ურთიერთობით და მადლიერი იყო ცოლ-ქმარ კონან დოილის. მიუხედავად ამისა, ჰარი გუდინზე სეანსმა დამთრგუნველად იმოქმედა. როდესაც ქალმა წერა დაამთავრა, თავად აიღო ფანქარი და ლამაზი ასოებით გამოიყვანა "პაუელი". კონან დოილი აღფრთოვანებული დარჩა. ასეთი სახელის მქონე მამაკაცი, რომელიც გატაცებული იყო სპირიტიზმით და რომელსაც ის კარგად იცნობდა, სამი დღის წინ გარდაიცვალა. მწერალმა ჩათვალა, რომ მას კავშირზე გამოსვლა უნდოდა, არც ის გაჰკვირვებია, რომ პაუელმა შუამავლად ჰარი აირჩია - რომელსაც მედიუმის აშკარა ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ჰარიმ მის მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა: "მე სხვა პაუელზე ვფიქრობდი", - პირქუშად აღნიშნა მან. მას არ სურდა, სეანსის შესახებ ცნობა გაზეთებში დაბეჭდილიყო, - მისთვის ძალიან ძვირფასი იყო დედის ხსოვნა. სეანსის შემდეგ გამოაქვეყნა სტატია და განაცხადა, რომ მშობელთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა. ამ ფაქტის გამო კონან დოილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს