გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი პიარის საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტად დაინიშნა. ეს ფაქტი ჟურნალისტმა თავად დაადასტურა. თუმცა როგორც ”ამბები.გე”-ს პრემიერის პრესსამსახურის თანამშრომელმა ანა გოჩაშვილმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი 1995 წლიდან ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე "კურიერის" წამყვანი იყო, 2006 წელს მან ტელევიზია კოლეგებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა. 2012 წელს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მან მუშაობა ტელეარხ "მეცხრე არხზე" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაიწყო. მეცხრე არხი ნათია ლაზაშვილმა 2012 წლის ოქტომბერში ასევე პროტესტის ნიშნად დატოვა.