სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლაი სვანიძე - "საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"
ნიკოლაი სვანიძე - "საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც იგი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მო­სურ­ნედ მოგ­ვევ­ლი­ნა, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სჯის საგ­ნად იქცა. ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" რუს პო­ლი­ტო­ლოგ­სა და პუბ­ლი­ცისტს ნი­კო­ლაი სვა­ნი­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლაი, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უკა­ნას­კნელ გან­ცხა­დე­ბას?

- სი­ტყვე­ბი საკ­მა­ოდ ზო­გა­დი იყო, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის ზო­გად გან­ცხა­დე­ბას მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­სა­მარ­თით ასე­თი მე­გობ­რუ­ლი სი­ტყვე­ბი კარ­გა ხა­ნია არ თქმუ­ლა. მე­ტიც, არა­ერ­თხელ იყო ნათ­ქვა­მი, რომ ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, რუ­სულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის კურსს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად მიჰ­ყვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ ისევ პრე­ზი­დენ­ტად რჩე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი მზა­დაა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ამ­ყა­როს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ჩვენ შო­რის გა­და­უ­წყვე­ტე­ლი დარ­ჩე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის პრობ­ლე­მე­ბი. ამ სა­კი­თხში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არც რუ­სეთს და არც სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­უძ­ლი­ათ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა.

არას­წო­რია ვი­ფიქ­როთ, რომ მოს­კო­ვი სამ­ხრეთ ოსეთს სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს. იქ საკ­მა­რი­სად არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, მოს­კო­ვის კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად. არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ცხინ­ვა­ლი და სო­ხუ­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით. ისი­ნი მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბი­ან მშვი­დად და კარ­გად, როცა მოს­კო­ვი და თბი­ლი­სი ერ­თმა­ნეთ­თან მკვეთ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან. თუ სრუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა იქ­ნე­ბა, მათი თა­მა­შიც დას­რუ­ლე­ბუ­ლი და უპერ­სპექ­ტი­ვო აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ მავ­თულხლარ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენ­ტში სამ­ხრეთ ოსე­თის ფაქ­ტო­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა.

- "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის დი­ა­ლოგ­ზე სა­უბ­რი­სას ხში­რად მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ისი­ნი არა მხო­ლოდ სა­ვაჭ­რო და სატ­რან­სპორ­ტო, არა­მედ სხვა სა­კი­თხებ­ზეც აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს.

- ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბი­ან. ამ თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბებს ვერც რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ა­კე­თებს და ვერც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­რა­სი­ნი და აბა­ში­ძე სა­ვაჭ­რო და სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხე­ბის გარ­და, ე.წ. სხვა სა­კი­თხებ­ზეც" მსჯე­ლობ­დნენ.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის დი­ა­ლოგ­ში ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ვა­რა­უ­დო პერ­სპექ­ტი­ვე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მაგ­რამ იმას კი გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მზა­დაა რუ­სულ მხა­რეს­თან სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში ითა­ნამ­შრომ­ლოს.

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ სა­კი­თხში იმი­ტო­მა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ოლიმ­პი­ა­დის თემა რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის ერ­თდრო­უ­ლად მტკივ­ნე­უ­ლი­ცაა და საყ­ვა­რე­ლიც. ვფიქ­რობ, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბა­ში ქარ­თულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო არ იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნიკოლაი სვანიძე - "საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"

ნიკოლაი სვანიძე - "საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული განცხადებები, რომლითაც იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მოსურნედ მოგვევლინა, ქართველ საზოგადოებაში განსჯის საგნად იქცა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რუს პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს ნიკოლაი სვანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლაი, როგორ შეაფასებთ საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელ განცხადებას?

- სიტყვები საკმაოდ ზოგადი იყო, მაგრამ პრეზიდენტის ზოგად განცხადებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს მისამართით ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა. მეტიც, არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, რუსულ-ქართულ ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლება თავის კურსს თანამიმდევრულად მიჰყვება. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სააკაშვილი ჯერ ისევ პრეზიდენტად რჩება და მიუხედავად ამისა, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დაამყაროს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ შორის გადაუწყვეტელი დარჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები. ამ საკითხში უახლოეს მომავალში არც რუსეთს და არც საქართველოს არ შეუძლიათ დათმობაზე წასვლა.

არასწორია ვიფიქროთ, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთს სრულად აკონტროლებს. იქ საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, მოსკოვის კონტროლიდან გამოსასვლელად. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხინვალი და სოხუმი დაინტერესებული არიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებით. ისინი მხოლოდ მაშინ იქნებიან მშვიდად და კარგად, როცა მოსკოვი და თბილისი ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული იქნებიან. თუ სრული ურთიერთგაგება იქნება, მათი თამაშიც დასრულებული და უპერსპექტივო აღმოჩნდება. ამიტომ მავთულხლართებთან დაკავშირებულ ინციდენტში სამხრეთ ოსეთის ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება.

- "ნაცმოძრაობის" ლიდერები კარასინი-აბაშიძის დიალოგზე საუბრისას ხშირად მიანიშნებენ, რომ ისინი არა მხოლოდ სავაჭრო და სატრანსპორტო, არამედ სხვა საკითხებზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

- ეს შესაძლებელია და იმიტომ, რომ ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს ვერ ხვდებიან. ამ თემაზე განცხადებებს ვერც რუსეთის პრემიერ-მინისტრი გააკეთებს და ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, კარასინი და აბაშიძე სავაჭრო და სატრანსპორტო საკითხების გარდა, ე.წ. სხვა საკითხებზეც" მსჯელობდნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგში ორ ქვეყანას შორის სავარაუდო პერსპექტივების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ იმას კი გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ამ კონსულტაციების შედეგები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება.

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა რუსულ მხარესთან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხებში ითანამშრომლოს.

- თანამშრომლობა ამ საკითხში იმიტომაცაა შესაძლებელი, რომ ოლიმპიადის თემა რუსეთის ხელმძღვანელობისათვის ერთდროულად მტკივნეულიცაა და საყვარელიც. ვფიქრობ, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში ქართულ მხარესთან თანამშრომლობა უმნიშვნელო არ იქნება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა