სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანკა კალატოზიშვილის დედა - "ირაკლი ბავშვს 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება"
ნანკა კალატოზიშვილის დედა - "ირაკლი ბავშვს 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება"

6 ივ­ნისს მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი დედა გახ­და. პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი ქვე­ყა­ნას 18 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე მო­ევ­ლი­ნა. მისი წონა 4 კილო და 100 გრა­მია, სი­მაღ­ლე - 53 სან­ტი­მეტ­რი. ბავ­შვს სა­ხე­ლი მშობ­ლებ­მა და­ბა­დე­ბამ­დე შე­ურ­ჩი­ეს. ახალ­ბე­და დედა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თავს იკა­ვებს. ჩვენ ნან­კას დე­დას, თა­მარ გო­ჩი­ტაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, პირ­ველ რიგ­ში, შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას გი­ლო­ცავთ! დედა-შვი­ლი თავს რო­გორ გრძნობს?

- დიდი მად­ლო­ბა, მო­ლოც­ვის­თვის. ნან­კაც და და­ნი­ე­ლიც კარ­გად არი­ან. დიდი ბავ­შვია და სულ შია. ახ­ლაც დე­დი­კოს­თან არის და გემ­რი­ე­ლად გე­ახ­ლე­ბათ.

- თქვენ­მა შვილ­მა - გი­ორ­გიმ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ და­ნი­ე­ლი 18-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ და­ი­ბა­და.

- ნან­კა სამ­შო­ბი­ა­რო­ში ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ტკი­ვი­ლე­ბი დიდ­ხანს გა­უგ­რძელ­და. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად იმ­შო­ბი­ა­რა.

- ამ პრო­ცესს ირაკ­ლიც და­ეს­წრო, არა?

- დიახ, ირაკ­ლი ნან­კას­თან ერ­თად იყო.

- ეს ნან­კას მო­თხოვ­ნა იყო?

- არა, თა­ვად ირაკ­ლიმ ჩათ­ვა­ლა ასე სა­ჭი­როდ. სა­კუ­თა­რი შვი­ლის და­ბა­დე­ბას ყვე­ლა კაცი უნდა ეს­წრე­ბო­დეს; უნდა ნა­ხონ, ამ დროს ქალი რო­გორ წვა­ლობს.

- მშო­ბი­ა­რო­ბას რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა ხომ არ მოჰ­ყო­ლია?

- ნან­კას 2 დღე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა კი ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. უბ­რა­ლოდ დაღ­ლი­ლია, 4 ღა­მის უძი­ნა­რია.

- და­ნი­ე­ლი ჭირ­ვე­უ­ლი ბავ­შვია?

- მხო­ლოდ შიმ­ში­ლის დროს ჭირ­ვე­უ­ლობს, მაგ­რამ რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სულ შია.

- ირაკ­ლიმ მა­მის ამ­პლუა რო­გორ მო­ირ­გო?

- 1 სა­ა­თით რომ და­ტო­ვებს, უკვე ენატ­რე­ბა. ნან­კაც და ირაკ­ლიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

- და­ნი­ე­ლი რო­მელს ჰგავს?

- ახლა ორი­ვეს ჰგავს, მაგ­რამ როცა გა­იზ­რდე­ბა, მერე ვნა­ხოთ, რო­გო­რი ბიჭი იქ­ნე­ბა.

- მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თვის. და­ნი­ელს ვუ­სურ­ვებთ, სა­სა­ხე­ლო ბიჭი გაზ­რდი­ლი­ყოს, ნან­კას კი დე­დო­ბას ვუ­ლო­ცავთ.

- მად­ლო­ბა თქვენ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნანკა კალატოზიშვილის დედა - "ირაკლი ბავშვს 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება"

ნანკა კალატოზიშვილის დედა - "ირაკლი ბავშვს 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება"

6 ივნისს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა. პატარა დანიელი ქვეყანას 18 საათსა და 30 წუთზე მოევლინა. მისი წონა 4 კილო და 100 გრამია, სიმაღლე - 53 სანტიმეტრი. ბავშვს სახელი მშობლებმა დაბადებამდე შეურჩიეს. ახალბედა დედა ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. ჩვენ ნანკას დედას, თამარ გოჩიტაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, შვილიშვილის დაბადებას გილოცავთ! დედა-შვილი თავს როგორ გრძნობს?

- დიდი მადლობა, მოლოცვისთვის. ნანკაც და დანიელიც კარგად არიან. დიდი ბავშვია და სულ შია. ახლაც დედიკოსთან არის და გემრიელად გეახლებათ.

- თქვენმა შვილმა - გიორგიმ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დანიელი 18-საათიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა.

- ნანკა სამშობიაროში ღამის 2 საათზე მივიყვანეთ, მაგრამ ტკივილები დიდხანს გაუგრძელდა. ფიზიოლოგიურად იმშობიარა.

- ამ პროცესს ირაკლიც დაესწრო, არა?

- დიახ, ირაკლი ნანკასთან ერთად იყო.

- ეს ნანკას მოთხოვნა იყო?

- არა, თავად ირაკლიმ ჩათვალა ასე საჭიროდ. საკუთარი შვილის დაბადებას ყველა კაცი უნდა ესწრებოდეს; უნდა ნახონ, ამ დროს ქალი როგორ წვალობს.

- მშობიარობას რაიმე გართულება ხომ არ მოჰყოლია?

- ნანკას 2 დღე მაღალი ტემპერატურა კი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ დაღლილია, 4 ღამის უძინარია.

- დანიელი ჭირვეული ბავშვია?

- მხოლოდ შიმშილის დროს ჭირვეულობს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სულ შია.

- ირაკლიმ მამის ამპლუა როგორ მოირგო?

- 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება. ნანკაც და ირაკლიც ძალიან ბედნიერები არიან.

- დანიელი რომელს ჰგავს?

- ახლა ორივეს ჰგავს, მაგრამ როცა გაიზრდება, მერე ვნახოთ, როგორი ბიჭი იქნება.

- მადლობა ინტერვიუსთვის. დანიელს ვუსურვებთ, სასახელო ბიჭი გაზრდილიყოს, ნანკას კი დედობას ვულოცავთ.

- მადლობა თქვენ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება