პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანში 65 წლის პედოფილი ლინჩით გასამართლებას გადაურჩა
გურჯაანში 65 წლის პედოფილი ლინჩით გასამართლებას გადაურჩა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი პე­დო­ფი­ლი­ის გახ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს ცი­ხი­დან დამ­ნა­შა­ვე­თა მა­სობ­რივ ამ­ნის­ტი­რე­ბას მი­ა­წერს, თუმ­ცა შემ­თხვე­ვა რო­მე­ლიც გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შა­ში­ან­ში მოხ­და, სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა ამ მოვ­ლე­ნის შე­დე­გი, - 65 წლის ხან­ში­შე­სულ­მა მა­მა­კაც­მა 4 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ბავ­შვის 10-ოდე მეტრში მყოფ მშობ­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს მო­ინ­დო­მა. უფრო მე­ტიც, მსხვერ­პლის სამი წლის და ამა­ვე ოთახ­ში იდგა და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი შეს­ცქე­რო­და, რო­გორ აშიშ­ვლებ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი მის დას.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ამ ფაქ­ტის უნებ­ლიე მოწ­მე­ებ­მა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის მე­ზობ­ლებ­მა გვი­ამ­ბეს. ისი­ნი არა მხო­ლოდ მომ­ხდა­რით არი­ან შეძრწუ­ნე­ბუ­ლე­ბი, არა­მედ პა­ნი­კურ შიშს გა­ნიც­დი­ან სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი­სას. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა მათ­გან­მა გვთხო­ვა მისი პი­როვ­ნე­ბა ინ­კოგ­ნი­ტოდ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ამ თხოვ­ნას ვას­რუ­ლებთ. თუმ­ცა აქვე დავ­ძენთ რომ დუ­მი­ლი მსგავს მოვ­ლე­ნებ­ზე და­ნა­შა­უ­ლია. შე­ვეც­დე­ბით, მათი მო­ნა­თხრო­ბით სი­ტუ­ა­ცია დე­ტა­ლუ­რად აღვწე­როთ, - მომ­ხდა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია, ბავ­შვე­ბი მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბი­სა­გან და­ვიც­ვათ.

აკა­კი დ.:

- გთხოვთ, სწო­რად გა­მი­გოთ, მაგ­რამ ვი­ნა­ო­ბის გახ­მა­უ­რე­ბას ისევ იმ მე­ზობ­ლის გამო ვე­რი­დე­ბით, რომ­ლის შვი­ლე­ბი ამ უბე­დუ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, არ გვინ­და ამ ბავ­შვე­ბის დედ-მა­მამ იფიქ­როს, რომ ვი­ღა­ცას მათ უბე­დუ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი სი­ა­მოვ­ნებს. ისე­დაც სა­ცო­და­ვი ოჯა­ხია, ბავ­შვე­ბის მამა ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და, გო­გო­ნე­ბის გარ­და მე­სა­მე შვი­ლი ბი­ჭიც ჰყავთ და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძალ­ზე უჭირთ. როცა ეს ფაქ­ტი გახ­მა­ურ­და ბავ­შვე­ბის დედა ტი­რო­და, ალ­ბათ ამ კაც­მა ასე­თი რამ იმი­ტომ გაგ­ვი­კე­თა, რომ ჩვე­ნი არ ეში­ნია, იცის რომ რაც ეკუთ­ვნის, იმ პა­სუხს ვერ გავ­ცემ­თო. რომ დავ­ფიქ­რდით, შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, თო­რემ იმ დროს იქვე სხვა ბავ­შვე­ბიც თა­მა­შობ­დნენ, ყვე­ლა ყვა­ვი­ლებს კრეფ­და და რა­ტომ სხვას არ უთხრა ამ ნა­ძი­რა­ლა ავ­ხორ­ცმა, შე­მო­დით ჩემს ეზო­ში, ჩემს ყვა­ვი­ლებს და­გიკ­რეფ­თო! ყვა­ვი­ლე­ბის დაკ­რე­ფით მი­ი­ტყუა ბავ­შვე­ბი...

- რა მოხ­და, კონ­კრე­ტუ­ლად?

- რაც მოხ­და, დღი­სით და მზი­სით მოხ­და. ამ კა­ცის სახ­ლის წინ სოფ­ლის წინ "ბირ­ჟაა" და სწო­რედ ამ "ბირ­ჟა­ზე" იჯდა ამ ბავ­შვე­ბის დედა სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად. სოფ­ლის ბავ­შვე­ბი იქვე თა­მა­შობ­დნენ და ყვა­ვი­ლებს კრეფ­დნენ. ეს ბე­ბე­რი ავ­ხორ­ცი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და და ამ პა­ტა­რა დებს უთხრა, წა­მო­დით, მე და­გიკ­რეფთ ეზო­ში ვარ­დებ­სო, - მა­გის დე­დას ყვა­ვი­ლე­ბი უყ­ვარ­და და რომ მოკ­ვდა, ვარ­დე­ბით სავ­სე ეზო და­უ­ტო­ვა ამ ნა­ძი­რა­ლას. დე­და­მაც გა­ა­ტა­ნა, იქვე 8-10 მეტრშია ამ კა­ცის სახ­ლი. რა­ნა­ი­რად უნდა ეფიქ­რა, რომ ის მოხ­დე­ბო­და, რაც მოხ­და, - იმ არა­კაც­მა უფ­რო­სი და, 4 წლის ბავ­შვი გა­ა­შიშ­ვლა და მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სცა­და. პა­ტა­რა და კი თურ­მე ამას შე­ყუ­რებ­და. მთე­ლი სო­ფე­ლი ჭკუ­დან ვართ გა­და­სუ­ლი, შვი­ლებს ვე­უბ­ნე­ბით, ვინც არ უნდა და­გე­ლა­პა­რა­კოთ, სა­კუ­თა­რი ნა­თე­სა­ვი რომ იყოს, არ გა­უ­ჩერ­დე­თო. ეს არის ცხოვ­რე­ბა?

იხი­ლე­თი სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გურჯაანში 65 წლის პედოფილი ლინჩით გასამართლებას გადაურჩა

გურჯაანში 65 წლის პედოფილი ლინჩით გასამართლებას გადაურჩა

საზოგადოების ერთი ნაწილი პედოფილიის გახშირებულ შემთხვევებს ციხიდან დამნაშავეთა მასობრივ ამნისტირებას მიაწერს, თუმცა შემთხვევა რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მოხდა, სულაც არ ყოფილა ამ მოვლენის შედეგი, - 65 წლის ხანშიშესულმა მამაკაცმა 4 წლის გოგონას გაუპატიურება ბავშვის 10-ოდე მეტრში მყოფ მშობლების სიახლოვეს მოინდომა. უფრო მეტიც, მსხვერპლის სამი წლის და ამავე ოთახში იდგა და გაოგნებული შესცქეროდა, როგორ აშიშვლებდა სექსუალური მანიაკი მის დას.

მომხდარის შესახებ ამ ფაქტის უნებლიე მოწმეებმა, ძალადობის მსხვერპლის მეზობლებმა გვიამბეს. ისინი არა მხოლოდ მომხდარით არიან შეძრწუნებულები, არამედ პანიკურ შიშს განიცდიან საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრისას. ამასთანავე, ყველა მათგანმა გვთხოვა მისი პიროვნება ინკოგნიტოდ დაგვეტოვებინა. ამ თხოვნას ვასრულებთ. თუმცა აქვე დავძენთ რომ დუმილი მსგავს მოვლენებზე დანაშაულია. შევეცდებით, მათი მონათხრობით სიტუაცია დეტალურად აღვწეროთ, - მომხდარის გათვალისწინება ერთადერთი გარანტია, ბავშვები მსგავსი უბედურებისაგან დავიცვათ.

აკაკი დ.:

- გთხოვთ, სწორად გამიგოთ, მაგრამ ვინაობის გახმაურებას ისევ იმ მეზობლის გამო ვერიდებით, რომლის შვილები ამ უბედურებაში აღმოჩნდნენ, არ გვინდა ამ ბავშვების დედ-მამამ იფიქროს, რომ ვიღაცას მათ უბედურებაზე ლაპარაკი სიამოვნებს. ისედაც საცოდავი ოჯახია, ბავშვების მამა ობლობაში გაიზარდა, გოგონების გარდა მესამე შვილი ბიჭიც ჰყავთ და მატერიალურად ძალზე უჭირთ. როცა ეს ფაქტი გახმაურდა ბავშვების დედა ტიროდა, ალბათ ამ კაცმა ასეთი რამ იმიტომ გაგვიკეთა, რომ ჩვენი არ ეშინია, იცის რომ რაც ეკუთვნის, იმ პასუხს ვერ გავცემთო. რომ დავფიქრდით, შეიძლება ასეც იყოს, თორემ იმ დროს იქვე სხვა ბავშვებიც თამაშობდნენ, ყველა ყვავილებს კრეფდა და რატომ სხვას არ უთხრა ამ ნაძირალა ავხორცმა, შემოდით ჩემს ეზოში, ჩემს ყვავილებს დაგიკრეფთო! ყვავილების დაკრეფით მიიტყუა ბავშვები...

- რა მოხდა, კონკრეტულად?

- რაც მოხდა, დღისით და მზისით მოხდა. ამ კაცის სახლის წინ სოფლის წინ "ბირჟაა" და სწორედ ამ "ბირჟაზე" იჯდა ამ ბავშვების დედა სხვა ქალებთან ერთად. სოფლის ბავშვები იქვე თამაშობდნენ და ყვავილებს კრეფდნენ. ეს ბებერი ავხორცი სახლიდან გამოვიდა და ამ პატარა დებს უთხრა, წამოდით, მე დაგიკრეფთ ეზოში ვარდებსო, - მაგის დედას ყვავილები უყვარდა და რომ მოკვდა, ვარდებით სავსე ეზო დაუტოვა ამ ნაძირალას. დედამაც გაატანა, იქვე 8-10 მეტრშია ამ კაცის სახლი. რანაირად უნდა ეფიქრა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა, - იმ არაკაცმა უფროსი და, 4 წლის ბავშვი გააშიშვლა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. პატარა და კი თურმე ამას შეყურებდა. მთელი სოფელი ჭკუდან ვართ გადასული, შვილებს ვეუბნებით, ვინც არ უნდა დაგელაპარაკოთ, საკუთარი ნათესავი რომ იყოს, არ გაუჩერდეთო. ეს არის ცხოვრება?

იხილეთი სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ