მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გაჩეჩილაძე - არ ვნანობ "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ აღარ ვარ
ნინო გაჩეჩილაძე - არ ვნანობ "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ აღარ ვარ

მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ ძი­რი­თა­დად თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მა­შობს და მო­ნატ­რე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს მისი ნახ­ვა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში შე­უძ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად კი, მცი­რე ხნის წინ "ჰაჯი მუ­რა­ტის" პრე­მი­ე­რა შედ­გა, სა­დაც ნი­ნოს ჰაჯი მუ­რა­ტის ცო­ლის როლი ხვდა წი­ლად.

ნი­ნოს­თან მოგ­ზა­უ­რო­ბის რუბ­რი­კის ჩა­სა­წე­რად მი­ვე­დით, თუმ­ცა ამ თე­მის გარ­და ვი­სა­უბ­რეთ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პრე­მი­ე­რა­ზე და სე­რი­ალ­ზე, რო­მელ­შიც კა­ტოს როლს აღარ ას­რუ­ლებს. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც ამ თე­მე­ბის მი­ხედ­ვით დავ­ყა­ვით.

სე­რი­ა­ლის შემ­დგომ... და პრე­მი­ე­რა

- სწო­რედ დღეს არის გიზო ჟორ­და­ნი­ას სპექ­ტაკ­ლის ერთ-ერთი საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა. ლევ ტოლსტო­ის "ჰაჯი მუ­რა­ტი" დად­გა. დიდი ხა­ნია, ბა­ტონ გი­ზოს­თან არ მი­მუ­შა­ვია და შვი­დი წლის პა­უ­ზის შემ­დეგ მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მას­თან მუ­შა­ო­ბამ მო­მი­წია ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა­ზე. მე ვთა­მა­შობ ჰაჯი მუ­რა­ტის ცოლს, რო­მე­ლიც მას ორი­ვე მოქ­მე­დე­ბა­ში მო­გო­ნე­ბად მო­ევ­ლი­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სპექ­ტაკ­ლია და ორ­სა­ათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვია. ბევ­რს აღარ ვი­ლა­პა­რა­კებ, უბ­რა­ლოდ, აღ­ვნიშ­ნავ, რომ მსგავ­სი ტი­პის პრე­მი­ე­რა დიდი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, ამი­ტომ ღირს ამ სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა.

რე­პე­ტი­ცი­ე­ბი იან­ვრის ბო­ლოს და­ვი­წყეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი თვე მი­დი­ო­და რე­პე­ტი­ცია, თუმ­ცა ბა­ტო­ნი გიზო სცე­ნე­ბის მი­ხედ­ვით გვი­ბა­რებ­და. ჩემს როლს დიდი აზ­რობ­რი­ვი დატ­ვირ­თვა აქვს და რაც მთა­ვა­რია, ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი სა­ხის­გან, რი­თაც ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მიც­ნო, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ვი­სურ­ვებ­დი ბევ­რი მა­ყუ­რებ­ლის მოს­ვლას, რად­გან ზოგს ჰგო­ნია, რომ კა­ტოს გარ­და სხვა რო­ლე­ბის თა­მა­ში არ შე­მიძ­ლია.

- ასე­თი შეგ­რძნე­ბა გქონ­და, რო­დე­საც კა­ტოს თა­მა­შობ­დი, რომ მას­თან გა­ი­გი­ვებ­დნენ?

- მე კი არ მქონ­და შეგ­რძნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია მომ­დი­ო­და და დღემ­დე მეს­მის ვი­ღა­ცე­ბის­გან. როცა ვი­ღა­ცას არ უნდა სი­მარ­თლის და­ჯე­რე­ბა, ყო­ველ­თვის ამა­ხინ­ჯებს რე­ა­ლო­ბას და სა­კუ­თარ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას აძ­ლევს - იმი­ტომ არის ესა თუ ის მსა­ხი­ო­ბი როლ­ში კარ­გი, რომ სა­კუ­თარ თავს ასა­ხი­ე­რებ­სო. ვი­ზუ­ა­ლუ­რად კა­ტოს­ნა­ი­რი ვარ, ხმის ტემ­ბრიც ასე­თი­ვე მაქვს, მაგ­რამ არც კა­ტოს­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი მაქვს, არც მა­ნე­რე­ბი და არც მენ­ტა­ლი­ტე­ტი, სა­ერ­თოდ გან­ვსხვავ­დე­ბი კა­ტოს­გან. თუკი ვინ­მეს უნდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნი­ნოს ნახ­ვა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ზე უნდა მო­ვი­დეს.

- სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ მო­სუ­ლა თე­ატ­რში მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ თე­ატრს თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბით და თვალს ადევ­ნებს აფი­შებს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი სე­რი­ა­ლი­დან გა­მო­ყო­ლილ­მა ინ­ტე­რეს­მა მო­იყ­ვა­ნოს თე­ატ­რში, ასე­თი შემ­თხვე­ვაც ხში­რად ყო­ფი­ლა.

- ახლა, როცა დრო გა­ვი­და, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" რომ უყუ­რებ, არ ნა­ნობ, რომ იქ აღარ ხარ?

- არ ვნა­ნობ (იღი­მის).

- მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილს რომ უნდა ამ როლ­ში კვლავ შენი ხილ­ვა?

- დღე­საც მომ­დის წე­რი­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე", რა­ტომ სხვა პრო­ექ­ტში მა­ინც არ ჩან­ხა­რო. ამა­ვე არხზე სხვა პრო­ექ­ტში ხომ შე­იძ­ლე­ბა იყოო. ასე­თი შემ­თხვე­ვა ხში­რად ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუხს სხვის მა­გივ­რად ვერ გავ­ცემ. მე შე­მიძ­ლია და­ვი­ხარ­ჯო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი რა­ი­მე სა­მუ­შა­ოს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ. მი­წევს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწე­რენ. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ნა­ნულს სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად არ მაქვს. მე ჩემი ფუნ­ქცია იქ ამოვ­წუ­რე. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ჟან­რობ­რი­ვად სე­რი­ა­ლი იმ­დე­ნად შეც­ვლი­ლია, რომ მრჩე­ბა შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს სულ სხვა სე­რი­ალს ვუ­ყუ­რებ. ის ორი სე­ზო­ნი იყო ფე­ი­ერ­ვერ­კი და ფი­ნა­ლიც ასე­თი­ვე გახ­ლდათ. ახლა კი თით­ქოს სე­რი­ა­ლი ძა­ლი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი გახ­და და გას­ცდა კო­მი­კუ­რო­ბას, წა­ვი­და დრა­მის­კენ, რაც, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა არ მომ­წონს. რო­გორ უნდა მქონ­დეს სი­ნა­ნუ­ლი, როცა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს" და "რუს­თა­ვი 2"-ს, ხალ­ხმა მათი დახ­მა­რე­ბით გა­მიც­ნო.

- ამ­ბობ­დნენ, რომ კოტე თო­ლორ­და­ვა აპი­რებ­და წას­ვლას სე­რი­ა­ლი­დან, რად­გან ახალ პარტნი­ორს ვერ შე­ე­წყო.

- ეს ჭორი არ გა­მი­გია. რა­ნა­ი­რად ვერ შე­ე­წყო­ბო­და, რო­დე­საც ლე­ლას­თან ერ­თად მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში "კუ­კარ­ა­ჩა­ში" თა­მა­შობს?!. უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ, კო­ტეს ერ­ჩივ­ნა, იმ პარტნი­ორ­თან გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, ვის­თა­ნაც თა­ვი­დან­ვე და­ი­წყო. ძნე­ლია, როცა დუბ­ლი შე­მო­დის 71 სე­რი­ის შემ­დეგ. მა­ყუ­რე­ბელ­სა და კო­ტეს ალ­ბათ ერ­თნა­ი­რი რამ და­ე­მარ­თა, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეგუ­ე­ბა. თა­ნაც, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ხომ არ არის არა­ფე­რი? ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს სე­რი­ა­ლიც დას­რულ­დე­ბა და რა­ღაც ახა­ლი და­ი­წყე­ბა (იღი­მის).

მოგ­ზა­უ­რო­ბა

... ჩემ­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ ვიც­ვლი გა­რე­მოს, გავ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ და შევ­დი­ვარ ახალ სამ­ყა­რო­ში. ყველ­გან, სა­დაც ჩა­ვე­დი, თითო-თი­თო­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი - მოს­კოვ­ში, ლონ­დონ­ში, რომ­სა და ტრა­პი­ზონ­ში. შარ­შან ეგ­ვიპ­ტე­საც ვსტუმ­რობ­დით სე­რი­ა­ლი­დან გა­და­ღე­ბებ­ზე, შარმ-ელ-შე­იხს.

ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ვყო­ფილ­ვარ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. და­ვი­წყებ რო­მით - ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რაც მი­ვი­ღე. ამო­უ­წუ­რა­ვი ქა­ლა­ქია, რამ­დენ­ჯე­რაც უნდა წახ­ვი­დე, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა არ გა­გი­ნელ­დე­ბა. ტყუ­ი­ლად არ არის ნათ­ქვა­მი, რომ ყვე­ლა გზა რომ­ში მი­დის და მეც ასე­თი­ვე სურ­ვი­ლი ჩა­ვი­ფიქ­რე, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიმ­ხელთ. ტრე­ვის შად­რე­ვან­ში მო­ნე­ტა ჩა­ვაგ­დე... ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი თა­მარ სუ­ლა­ვა რომ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. ყო­ველ წელს მე­პა­ტი­ჟე­ბა და წინა წელს ჩემს დას­თან, თა­კოს­თან ერ­თად ჩა­ვე­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლონ­დონ­მაც დამ­შო­კა და ზღაპ­რუ­ლი ქა­ლა­ქის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა, რომ­ში სას­წა­უ­ლი ატ­მოს­ფე­როა. 20-30-პუნ­ქტი­ა­ნი სია მქონ­და იმ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მე­ნა­ხა. თა­კოს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და ბა­თუმ­ში და ერთი კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­მი­ერ­თდა. ტრე­ვის ემო­ცი­ე­ბის შად­რე­ვა­ნი და­ვარ­ქვი, იმ­დე­ნად გა­მა­ო­ცა, ასე­ვე წმი­და პეტ­რეს ტა­ძარ­მა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის პიკი იყო სიქსტეს კა­პე­ლა. ზე­ვით რომ ავი­ხე­დე, წარ­მო­უდ­გენ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს მშვე­ნი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ხელს შე­ექ­მნა, თით­ქოს ღმერ­თმა და­ა­ხატ­ვი­ნა თი­თო­ე­უ­ლი ხაზი და კონ­ტუ­რი. მსგავ­სი სა­ოც­რე­ბა ფერ­წე­რა­ში, მგო­ნია, რომ არ შექ­მნი­ლა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნინო გაჩეჩილაძე - არ ვნანობ "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ აღარ ვარ

ნინო გაჩეჩილაძე - არ ვნანობ "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ აღარ ვარ

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაუჩინარების შემდეგ ძირითადად თეატრის სცენაზე თამაშობს და მონატრებულ მაყურებელს მისი ნახვა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში შეუძლია. კონკრეტულად კი, მცირე ხნის წინ "ჰაჯი მურატის" პრემიერა შედგა, სადაც ნინოს ჰაჯი მურატის ცოლის როლი ხვდა წილად.

ნინოსთან მოგზაურობის რუბრიკის ჩასაწერად მივედით, თუმცა ამ თემის გარდა ვისაუბრეთ ზემოხსენებულ პრემიერაზე და სერიალზე, რომელშიც კატოს როლს აღარ ასრულებს. ჩვენი ინტერვიუც ამ თემების მიხედვით დავყავით.

სერიალის შემდგომ... და პრემიერა

- სწორედ დღეს არის გიზო ჟორდანიას სპექტაკლის ერთ-ერთი საპრემიერო ჩვენება. ლევ ტოლსტოის "ჰაჯი მურატი" დადგა. დიდი ხანია, ბატონ გიზოსთან არ მიმუშავია და შვიდი წლის პაუზის შემდეგ მოხარული ვარ, რომ მასთან მუშაობამ მომიწია ამ ძალიან საინტერესო მასალაზე. მე ვთამაშობ ჰაჯი მურატის ცოლს, რომელიც მას ორივე მოქმედებაში მოგონებად მოევლინება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი სპექტაკლია და ორსაათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს, ვფიქრობ, საინტერესო სანახავია. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის პრემიერა დიდი ხანია არ ყოფილა მარჯანიშვილის თეატრში, ამიტომ ღირს ამ სპექტაკლის ნახვა.

რეპეტიციები იანვრის ბოლოს დავიწყეთ. დაახლოებით ოთხი თვე მიდიოდა რეპეტიცია, თუმცა ბატონი გიზო სცენების მიხედვით გვიბარებდა. ჩემს როლს დიდი აზრობრივი დატვირთვა აქვს და რაც მთავარია, ჩემი ეკრანული სახისგან, რითაც ფართო მაყურებელმა ბოლო პერიოდში გამიცნო, რადიკალურად განსხვავდება. ამიტომაც ვისურვებდი ბევრი მაყურებლის მოსვლას, რადგან ზოგს ჰგონია, რომ კატოს გარდა სხვა როლების თამაში არ შემიძლია.

- ასეთი შეგრძნება გქონდა, როდესაც კატოს თამაშობდი, რომ მასთან გაიგივებდნენ?

- მე კი არ მქონდა შეგრძნება, ინფორმაცია მომდიოდა და დღემდე მესმის ვიღაცებისგან. როცა ვიღაცას არ უნდა სიმართლის დაჯერება, ყოველთვის ამახინჯებს რეალობას და საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს - იმიტომ არის ესა თუ ის მსახიობი როლში კარგი, რომ საკუთარ თავს ასახიერებსო. ვიზუალურად კატოსნაირი ვარ, ხმის ტემბრიც ასეთივე მაქვს, მაგრამ არც კატოსნაირი ხასიათი მაქვს, არც მანერები და არც მენტალიტეტი, საერთოდ განვსხვავდები კატოსგან. თუკი ვინმეს უნდა განსხვავებული ნინოს ნახვა, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე უნდა მოვიდეს.

- სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე თუ მოსულა თეატრში მაყურებელი?

- მე მაინც ვფიქრობ, რომ თეატრს თავისი მაყურებელი ჰყავს, რომელიც მუდმივად ინტერესდება სიახლეებით და თვალს ადევნებს აფიშებს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი სერიალიდან გამოყოლილმა ინტერესმა მოიყვანოს თეატრში, ასეთი შემთხვევაც ხშირად ყოფილა.

- ახლა, როცა დრო გავიდა, "ჩემი ცოლის დაქალებს" რომ უყურებ, არ ნანობ, რომ იქ აღარ ხარ?

- არ ვნანობ (იღიმის).

- მაყურებლის ნაწილს რომ უნდა ამ როლში კვლავ შენი ხილვა?

- დღესაც მომდის წერილები "ფეისბუქზე", რატომ სხვა პროექტში მაინც არ ჩანხარო. ამავე არხზე სხვა პროექტში ხომ შეიძლება იყოო. ასეთი შემთხვევა ხშირად ყოფილა, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხს სხვის მაგივრად ვერ გავცემ. მე შემიძლია დავიხარჯო იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სამუშაოს შემომთავაზებენ. მიწევს ახსნა-განმარტებების მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელში მწერენ. რაც შეეხება სინანულს სერიალთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მაქვს. მე ჩემი ფუნქცია იქ ამოვწურე. შინაარსობრივად და ჟანრობრივად სერიალი იმდენად შეცვლილია, რომ მრჩება შეგრძნება, თითქოს სულ სხვა სერიალს ვუყურებ. ის ორი სეზონი იყო ფეიერვერკი და ფინალიც ასეთივე გახლდათ. ახლა კი თითქოს სერიალი ძალიან სოციალური გახდა და გასცდა კომიკურობას, წავიდა დრამისკენ, რაც, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ მომწონს. როგორ უნდა მქონდეს სინანული, როცა ხალხის სიყვარული და ინტერესი არ განელებულა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის "ფორმულა კრეატივს" და "რუსთავი 2"-ს, ხალხმა მათი დახმარებით გამიცნო.

- ამბობდნენ, რომ კოტე თოლორდავა აპირებდა წასვლას სერიალიდან, რადგან ახალ პარტნიორს ვერ შეეწყო.

- ეს ჭორი არ გამიგია. რანაირად ვერ შეეწყობოდა, როდესაც ლელასთან ერთად მოზარდ მაყურებელთა თეატრში "კუკარაჩაში" თამაშობს?!. უბრალოდ, ალბათ, კოტეს ერჩივნა, იმ პარტნიორთან გაეგრძელებინა მუშაობა, ვისთანაც თავიდანვე დაიწყო. ძნელია, როცა დუბლი შემოდის 71 სერიის შემდეგ. მაყურებელსა და კოტეს ალბათ ერთნაირი რამ დაემართა, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეგუება. თანაც, დაუსრულებელი ხომ არ არის არაფერი? ერთ მშვენიერ დღეს ეს სერიალიც დასრულდება და რაღაც ახალი დაიწყება (იღიმის).

მოგზაურობა

... ჩემთვის მოგზაურობაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვიცვლი გარემოს, გავდივარ საქართველოს საზღვრებს გარეთ და შევდივარ ახალ სამყაროში. ყველგან, სადაც ჩავედი, თითო-თითოჯერ ვარ ნამყოფი - მოსკოვში, ლონდონში, რომსა და ტრაპიზონში. შარშან ეგვიპტესაც ვსტუმრობდით სერიალიდან გადაღებებზე, შარმ-ელ-შეიხს.

ის ქვეყნები, სადაც ვყოფილვარ, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დავიწყებ რომით - ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რაც მივიღე. ამოუწურავი ქალაქია, რამდენჯერაც უნდა წახვიდე, აღფრთოვანება არ გაგინელდება. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ყველა გზა რომში მიდის და მეც ასეთივე სურვილი ჩავიფიქრე, რომელსაც აუცილებლად გაგიმხელთ. ტრევის შადრევანში მონეტა ჩავაგდე... ჩემი ახლო მეგობარი თამარ სულავა რომში, საქართველოს საელჩოში მუშაობს. ყოველ წელს მეპატიჟება და წინა წელს ჩემს დასთან, თაკოსთან ერთად ჩავედი. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონმაც დამშოკა და ზღაპრული ქალაქის შთაბეჭდილება დამიტოვა, რომში სასწაული ატმოსფეროა. 20-30-პუნქტიანი სია მქონდა იმ ღირსშესანიშნაობებისა, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში უნდა მენახა. თაკოს კონცერტი ჰქონდა ბათუმში და ერთი კვირის დაგვიანებით შემომიერთდა. ტრევის ემოციების შადრევანი დავარქვი, იმდენად გამაოცა, ასევე წმიდა პეტრეს ტაძარმა და შთაბეჭდილებების პიკი იყო სიქსტეს კაპელა. ზევით რომ ავიხედე, წარმოუდგენლად მომეჩვენა, როგორ შეიძლებოდა, ეს მშვენიერება ადამიანის ხელს შეექმნა, თითქოს ღმერთმა დაახატვინა თითოეული ხაზი და კონტური. მსგავსი საოცრება ფერწერაში, მგონია, რომ არ შექმნილა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება