სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია სიჭინავა - "7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ"
ხატია სიჭინავა - "7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ"

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა თა­ვის მოვ­ლას ბევრ დროს უთ­მობს. მის­თვის შო­პინ­გი და მუდ­მი­ვი ნამ­ზე­უ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია; არც დი­ე­ტას ღა­ლა­ტობს და ამ­ბობს, რომ საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა უკვე ჩვე­ვად ექცა. ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლის სიყ­ვა­რულ­მა უბიძ­გა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის გახ­სნის­კენ, სა­დაც დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რებს.

- იმიჯს ხში­რად იც­ვლი?

- საკ­მა­ოდ ხში­რად. ერ­თა­დერ­თი, რა­საც არ ვიც­ვლი, ეს თმის სიგ­რძე და ფე­რია. მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას მირ­ჩევ­ნია, გრძე­ლი თმა ვა­ტა­რო და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­ვი­კე­თო. ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის თმას ისე ვუფრ­თხილ­დე­ბი, რო­გორც - ოქ­როს.

- 2 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნე, მაგ­რამ ეს გა­რეგ­ნუ­ლად არ გე­ტყო­ბა - ძვე­ლე­ბუ­რად კარგ ფორ­მა­ში ხარ. დი­ე­ტას იცავ?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ამა თუ იმ საკ­ვებ­ზე უარი ვთქვა, სხვა­დას­ხვა სა­ხის დი­ე­ტას ვი­ცავ ხოლ­მე. ახლა მხო­ლოდ ლი­მო­ნი­ან წყალს ვსვამ, რო­მე­ლიც თერ­მო­სით ყველ­გან თან და­მაქვს. ამ­ჟა­მად 50 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი და მსურს, 47 კილო ვიყო. მირ­ჩევ­ნია, წონა მუ­დამ ვა­კონ­ტრო­ლო, ვიდ­რე ძა­ლი­ან გავ­სუქ­დე და კი­ლოგ­რა­მებ­თან ბრძო­ლა­ზე ფიქ­რი მერე და­ვი­წყო. ჩემი პლუ­სი ის არის, რომ ტკბი­ლი არ მიყ­ვარს; არას­დროს ვჭამ: შო­კო­ლადს, ნამ­ცხვარს, კან­ფეტს. სა­მა­გი­ე­როდ, ხორ­ცზე და კა­ცურ საჭ­მე­ლებ­ზე უარს ვერ ვამ­ბობ, მიყ­ვარს ცო­მე­უ­ლი. ყვე­ლას ვურ­ჩევ: თუ წო­ნის პრობ­ლე­მა გაქვთ, პირ­ველ რიგ­ში, ცომი ამო­ი­ღეთ რა­ცი­ო­ნი­დან. სწო­რი კვე­ბი­თა და დი­ე­ტით გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­ცე­მუ­ლი ჭარ­ბი წო­ნაც და­იძ­ლე­ვა!

- ფორ­მა­ში რომ იყო, ამის­თვის ვარ­ჯი­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არა?

- მე­ო­რე შვი­ლი რომ გა­ვა­ჩი­ნე, 20 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი და სარ­კე­ში აღარ ვი­ყუ­რე­ბო­დი. ვარ­ჯი­შით თავს ვიკ­ლავ­დი, მაგ­რამ მხო­ლოდ 2 კილო და­ვი­კე­ლი. მოკ­ლედ, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი რომ ვერ მი­ვი­ღე, სპორ­ტი­სად­მი ინ­ტე­რე­სი დავ­კარ­გე. ერთხელ რა­მაზ­მა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ვარ­ჯი­შა და კუნ­თი და­მე­ჭი­მა, რის გა­მოც, ერთი კვი­რა ვი­წე­ქი, ვე­ღარ დავ­დი­ო­დი. შემ­დეგ ბევ­რს ვეხ­ვე­წე, ჩემ­თვის ის აბე­ბი მო­ე­ტა­ნა, რომ­ლი­თაც სპორ­ტსმე­ნე­ბი გარ­კვე­ულ კი­ლოგ­რა­მებს იკ­ლე­ბენ. მო­მი­ტა­ნა, მაგ­რამ არ უთ­ქვამს, რომ თუ დავ­ლევ­დი, უნდა მე­ვარ­ჯი­შა, ენერ­გია და­მე­ხარ­ჯა. მე აბებს ძი­ლის წინ ვსვამ­დი. ჰოდა, ერთ დღე­საც ცუ­დად გავ­ხდი. წნე­ვა გა­მი­სინ­ჯეს - 100:90-ზე მქონ­და და ლა­მის მოვ­კვდი...

- სო­ლა­რი­უ­მის ხში­რი სტუ­მა­რი ხარ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ჰო, ნამ­ზე­ურ­ზე ვგიჟ­დე­ბი. როცა გა­რუ­ჯუ­ლი ვარ, მა­კი­ა­ჟიც არ მჭირ­დე­ბა, მე კი ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი გახ­ლა­ვარ და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, არას­დროს ვი­ყე­ნებ მკვე­ბავს, ტო­ნა­ლურ კრემს. ხში­რად მსმე­ნია, სო­ლა­რი­უ­მი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბას აჩენ­სო. ეს რომ სი­მარ­თლე იყოს, მე ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მექ­ნე­ბო­და აკი­დე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც დღე და ღამე სო­ლა­რი­უმ­ში ვარ. მინ­და გი­თხრათ, რომ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი კი არ აჩენს ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბას, არა­მედ მის გა­მოვ­ლე­ნას უწყობს ხელს.

- სამ­კა­უ­ლე­ბი გიყ­ვარს?

- უამ­რა­ვი სამ­კა­უ­ლი მაქვს, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ყე­ნებ. შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, ჩან­თაც კი არ მიყ­ვარს. ვა­ტა­რებ მხო­ლოდ სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედ­სა და კუ­ლონს, რო­მე­ლიც მეჯ­ვა­რემ ჯვრის­წე­რის დღეს მა­ჩუ­ქა.

- ცნო­ბი­ლია, რომ შო­პინ­გი გიყ­ვარს. მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზეც შენ ზრუ­ნავ?

- ჩემი მუ­ზე­უ­მი, ეს ჩემი გარ­დე­რო­ბია! ყველ­გან, სა­დაც მივ­დი­ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­წყობ შო­პინგს და ხან სპორ­ტულ სტილ­ში ვარ გა­მო­წყო­ბი­ლი, ხა­ნაც - კლა­სი­კურ­ში. რა­მაზს არა­ფერ­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, მხო­ლოდ "დაბ­ლებ­სა" და გრძელ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი არ მოვ­წონ­ვარ. მე­უღ­ლის­თვის რა­ღა­ცებს ხში­რად ვყი­დუ­ლობ და ისიც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს იყე­ნებს.

- შვი­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზეც ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ, არა?

- მათ ჩემ­ზე დიდი გარ­დე­რო­ბი აქვთ. უფ­როს ქა­ლიშ­ვილს უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს და თა­ვი­სით ირ­ჩევს, სად რა უნდა ჩა­იც­ვას. შვი­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე რა­მა­ზიც აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს. როცა სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბი ჩა­მო­აქვს და გო­გო­ნებს ამით ანე­ბივ­რებს.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთერ­ში სათ­ვა­ლეს არ იხ­სნი­დი. ეს აქ­სე­სუ­ა­რი გიყ­ვარს თუ უბ­რა­ლოდ, ეს ერ­თგვა­რი ინ­ტრი­გა იყო?

- ამ ინ­ტრი­გამ ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა - მთელ თბი­ლისს ეგო­ნა, რომ ელა­მი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, აქვე გე­ტყვით, რომ სათ­ვა­ლე ჩემი საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია.

- ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­დამ­თი­ლი რჩე­ვებს გაძ­ლევს?

- ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში არას­დროს ერე­ვა, მაგ­რამ კომ­პლი­მენტს ხში­რად მე­უბ­ნე­ბა. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მის­ნა­ი­რი დე­დამ­თი­ლი ჰყავ­დეთ. არ არ­სე­ბობს სა­კი­თხი, რა­შიც გვერ­დში არ და­მიდ­გე­ბა. სულ ცდი­ლობს, კომ­ფორ­ტი შე­მიქ­მნას.

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე რას ფიქ­რობ?

- 7 წლის წინ ტუ­ჩე­ბი და­ვი­ბე­რე და ამას დღემ­დე ვნა­ნობ. სა­ერ­თოდ არ მჭირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, მო­დას ავ­ყე­ვი. მი­თხრეს, რომ ერთი წლის მერე ჩემს ტუ­ჩებს ძვე­ლე­ბუ­რი ფორ­მა და­უბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი დავ­რჩი. ცოტა ხნის წინ ექიმ­თან მი­ვე­დი და მი­თხრა: ოპე­რა­ცი­ას გა­გი­კე­თებთ და სი­ლი­კონს ისე ამო­გი­ღებ­თო. ჯერ ვერ გა­დავ­წყვი­ტე, რა ვქნა, რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ის მე­ში­ნია.

- სა­ლო­ნი გახ­სე­ნი. ეს იდეა რო­დის გა­გიჩ­ნდა?

- ამ სა­ლო­ნის ხში­რი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი და როცა გა­ვი­გე, რომ ყიდ­დნენ, მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი: მოდი, ჩვენ შე­ვი­ძი­ნოთ-მეთ­ქი. უპ­რობ­ლე­მოდ დამ­თან­ხმდა. ამ საქ­მის არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და, მაგ­რამ მალე ალღო ყვე­ლა­ფერს ავუ­ღე.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ხატია სიჭინავა - "7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ"

ხატია სიჭინავა - "7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ"

ხატია სიჭინავა თავის მოვლას ბევრ დროს უთმობს. მისთვის შოპინგი და მუდმივი ნამზეური ძალიან მნიშვნელოვანია; არც დიეტას ღალატობს და ამბობს, რომ საკვების შეზღუდვა უკვე ჩვევად ექცა. ალბათ, პირველ რიგში, სწორედ საკუთარი თავის მოვლის სიყვარულმა უბიძგა სილამაზის სალონის გახსნისკენ, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.

- იმიჯს ხშირად იცვლი?

- საკმაოდ ხშირად. ერთადერთი, რასაც არ ვიცვლი, ეს თმის სიგრძე და ფერია. მოკლე ვარცხნილობას მირჩევნია, გრძელი თმა ვატარო და სხვადასხვანაირად გავიკეთო. ჩემი და ჩემი შვილების თმას ისე ვუფრთხილდები, როგორც - ოქროს.

- 2 შვილი გააჩინე, მაგრამ ეს გარეგნულად არ გეტყობა - ძველებურად კარგ ფორმაში ხარ. დიეტას იცავ?

- ყოველთვის ვცდილობ, ამა თუ იმ საკვებზე უარი ვთქვა, სხვადასხვა სახის დიეტას ვიცავ ხოლმე. ახლა მხოლოდ ლიმონიან წყალს ვსვამ, რომელიც თერმოსით ყველგან თან დამაქვს. ამჟამად 50 კილოგრამს ვიწონი და მსურს, 47 კილო ვიყო. მირჩევნია, წონა მუდამ ვაკონტროლო, ვიდრე ძალიან გავსუქდე და კილოგრამებთან ბრძოლაზე ფიქრი მერე დავიწყო. ჩემი პლუსი ის არის, რომ ტკბილი არ მიყვარს; არასდროს ვჭამ: შოკოლადს, ნამცხვარს, კანფეტს. სამაგიეროდ, ხორცზე და კაცურ საჭმელებზე უარს ვერ ვამბობ, მიყვარს ცომეული. ყველას ვურჩევ: თუ წონის პრობლემა გაქვთ, პირველ რიგში, ცომი ამოიღეთ რაციონიდან. სწორი კვებითა და დიეტით გენეტიკურად გადმოცემული ჭარბი წონაც დაიძლევა!

- ფორმაში რომ იყო, ამისთვის ვარჯიშიც აუცილებელია, არა?

- მეორე შვილი რომ გავაჩინე, 20 კილო მქონდა მომატებული და სარკეში აღარ ვიყურებოდი. ვარჯიშით თავს ვიკლავდი, მაგრამ მხოლოდ 2 კილო დავიკელი. მოკლედ, სასურველი შედეგი რომ ვერ მივიღე, სპორტისადმი ინტერესი დავკარგე. ერთხელ რამაზმა მთელი დღის განმავლობაში მავარჯიშა და კუნთი დამეჭიმა, რის გამოც, ერთი კვირა ვიწექი, ვეღარ დავდიოდი. შემდეგ ბევრს ვეხვეწე, ჩემთვის ის აბები მოეტანა, რომლითაც სპორტსმენები გარკვეულ კილოგრამებს იკლებენ. მომიტანა, მაგრამ არ უთქვამს, რომ თუ დავლევდი, უნდა მევარჯიშა, ენერგია დამეხარჯა. მე აბებს ძილის წინ ვსვამდი. ჰოდა, ერთ დღესაც ცუდად გავხდი. წნევა გამისინჯეს - 100:90-ზე მქონდა და ლამის მოვკვდი...

- სოლარიუმის ხშირი სტუმარი ხარ...

- (მაწყვეტინებს) ჰო, ნამზეურზე ვგიჟდები. როცა გარუჯული ვარ, მაკიაჟიც არ მჭირდება, მე კი ამ საქმეში ძალიან ზარმაცი გახლავარ და ალბათ ამიტომაც, არასდროს ვიყენებ მკვებავს, ტონალურ კრემს. ხშირად მსმენია, სოლარიუმი სხვადასხვა სახის დაავადებას აჩენსო. ეს რომ სიმართლე იყოს, მე ყველანაირი დაავადება ერთდროულად მექნებოდა აკიდებული, რადგანაც დღე და ღამე სოლარიუმში ვარ. მინდა გითხრათ, რომ ულტრაიისფერი სხივები კი არ აჩენს ამა თუ იმ დაავადებას, არამედ მის გამოვლენას უწყობს ხელს.

- სამკაულები გიყვარს?

- უამრავი სამკაული მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვიყენებ. შენ წარმოიდგინე, ჩანთაც კი არ მიყვარს. ვატარებ მხოლოდ საქორწინო ბეჭედსა და კულონს, რომელიც მეჯვარემ ჯვრისწერის დღეს მაჩუქა.

- ცნობილია, რომ შოპინგი გიყვარს. მეუღლის ჩაცმულობაზეც შენ ზრუნავ?

- ჩემი მუზეუმი, ეს ჩემი გარდერობია! ყველგან, სადაც მივდივარ, აუცილებლად ვიწყობ შოპინგს და ხან სპორტულ სტილში ვარ გამოწყობილი, ხანაც - კლასიკურში. რამაზს არაფერზე აქვს პრეტენზია, მხოლოდ "დაბლებსა" და გრძელ კაბაში გამოწყობილი არ მოვწონვარ. მეუღლისთვის რაღაცებს ხშირად ვყიდულობ და ისიც, აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს.

- შვილების ჩაცმულობაზეც ალბათ, განსაკუთრებულად ზრუნავ, არა?

- მათ ჩემზე დიდი გარდერობი აქვთ. უფროს ქალიშვილს უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს და თავისით ირჩევს, სად რა უნდა ჩაიცვას. შვილების ჩაცმულობაზე რამაზიც აქტიურად ზრუნავს. როცა საზღვარგარეთ მიდის, ძვირად ღირებული ბრენდები ჩამოაქვს და გოგონებს ამით ანებივრებს.

- ტელევიზიაში მუშაობისას, დიდი ხნის განმავლობაში ეთერში სათვალეს არ იხსნიდი. ეს აქსესუარი გიყვარს თუ უბრალოდ, ეს ერთგვარი ინტრიგა იყო?

- ამ ინტრიგამ ძალიან გაამართლა - მთელ თბილისს ეგონა, რომ ელამი ვიყავი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ სათვალე ჩემი საყვარელი აქსესუარია.

- ჩაცმასთან დაკავშირებით, დედამთილი რჩევებს გაძლევს?

- ჩემს ჩაცმულობაში არასდროს ერევა, მაგრამ კომპლიმენტს ხშირად მეუბნება. ყველას ვუსურვებ, მისნაირი დედამთილი ჰყავდეთ. არ არსებობს საკითხი, რაშიც გვერდში არ დამიდგება. სულ ცდილობს, კომფორტი შემიქმნას.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობ?

- 7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ. საერთოდ არ მჭირდებოდა, უბრალოდ, მოდას ავყევი. მითხრეს, რომ ერთი წლის მერე ჩემს ტუჩებს ძველებური ფორმა დაუბრუნდებოდა, მაგრამ მოტყუებული დავრჩი. ცოტა ხნის წინ ექიმთან მივედი და მითხრა: ოპერაციას გაგიკეთებთ და სილიკონს ისე ამოგიღებთო. ჯერ ვერ გადავწყვიტე, რა ვქნა, რადგან ამ ოპერაციის მეშინია.

- სალონი გახსენი. ეს იდეა როდის გაგიჩნდა?

- ამ სალონის ხშირი სტუმარი ვიყავი და როცა გავიგე, რომ ყიდდნენ, მეუღლეს ვუთხარი: მოდი, ჩვენ შევიძინოთ-მეთქი. უპრობლემოდ დამთანხმდა. ამ საქმის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მალე ალღო ყველაფერს ავუღე.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია