პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა ენუქიძე და მერაბიშვილის ნათესავი ბიზნესმენი ხელოვნური სიმსივნით გარდაიცვალნენ?!
ირინა ენუქიძე და მერაბიშვილის ნათესავი ბიზნესმენი ხელოვნური სიმსივნით გარდაიცვალნენ?!

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შარ­დენ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის (ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცოლი თაკო სა­ლა­ყა­ია, დათა ახა­ლა­ია, ვა­სილ სა­ნო­ძე, გუ­რამ დო­ნა­ძე, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი) წა­ფი­თი­ლე­ბით, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე აიყ­ვა­ნეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს, სან­დროს დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ირი­ნამ სი­მარ­თლის სა­პოვ­ნე­ლად, რო­გორც იტყვი­ან, რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვა...

შვი­ლი რომ მო­უკ­ლეს, ირი­ნა ენუ­ქი­ძე საღ­სა­ლა­მა­თი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გა­რეგ­ნუ­ლად არ ეტყო­ბო­და, რომ რა­მეს უჩი­ო­და... 2007 წლის ზა­ფხულ­ში, ანუ შვი­ლის სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბი­დან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირი­ნა ენუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი პანკრი­ა­სი, ანუ კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის კიბო გახ­და, თუმ­ცა მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დედა მო­წამ­ლეს.

სხვა­თა შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის­მა მო­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა გრი­გოლ­მა (გო­გი­ჩა­ძე) ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და:

"ირი­ნა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, მა­მაო, მომ­კლა­ვენ, არ მა­ცო­ცხლე­ბე­ნო. როცა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს აწყობ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მპა­სუ­ხობ­და, რა მაქვს და­სა­წყნა­რე­ბე­ლი, ვიცი, მომ­კლა­ვენ და რაც მალე წა­ვალ ჩემს შვილ­თან, მით უფრო ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბიო... მან მი­თხრა, რომ მო­წამ­ლეს, თუმ­ცა მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზი პანკრე­ა­სის სიმ­სივ­ნე იყო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­თი­შუ­ლი იყო, მერე, გა­მო­კეთ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი მის სა­ნა­ხა­ვად და როცა უკა­ნას­კნე­ლად ვნა­ხე, მი­თხრა, მა­მაო, ამ ურ­ჯუ­ლო­ებ­მა მეც მომ­კლეს, ჩემი და სან­დროს სუ­ლე­ბის­თვის ილო­ცე... სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩემს მკვლე­ლო­ბას არა­ვინ გა­მო­ი­ძი­ებს და როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვე, ჩემი მკვლე­ლო­ბის საქ­მეც გა­მო­ი­ძი­ოს. ესაა ჩემი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლიო... აი, ეს და­მი­ტო­ვა ან­დერ­ძად".

ირი­ნა ენუ­ქი­ძის სიკ­ვდი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, 2007 წლის მი­წუ­რულს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ხე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქუ­აშ­ვი­ლიც, ირი­ნა ენუ­ქი­ძის მსგავ­სად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლი იყო, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავად გახ­და, სამ­კურ­ნა­ლოდ, თურ­მე, სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვი­და, მაგ­რამ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სა­ქუ­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, პანკრე­ა­სის, ანუ კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის კიბო გახ­და.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი: პანკრე­ა­სის კი­ბო­თი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი ერთ-ერთი ქის­ტის მა­მაც იტან­ჯე­ბა. არა­და, ისიც, ირი­ნა ენუ­ქი­ძი­სა და ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვი­ლის მსგავ­სად, მა­ნამ­დე, ვიდ­რე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბო­და, ჯან­მრთე­ლი ყო­ფი­ლა...

მაშ ასე, სკან­და­ლუ­რი ვერ­სი­ის­თვის საკ­მა­რის­ზე მეტი ეჭვი არ­სე­ბობს - ირი­ნა ენუ­ქი­ძეს, ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვილ­სა და ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი ერთ-ერთი ქის­ტის მა­მას პანკრე­ა­სის კიბო "აერ­თი­ა­ნებს". აქვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ზო­მა­ზე მე­ტად იყო სა­ინ­ტე­რე­სო, ანუ ირი­ნა ენუ­ქი­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთელ მსოფ­ლი­ოს გა­ა­გე­ბი­ნა. სტა­ლი­ნი ამ­ბობ­და, არ არის ადა­მი­ა­ნი, არ არის პრობ­ლე­მა. მარ­თა­ლია, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მემ სტრას­ბურ­გამ­დე მი­აღ­წია, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნას მო­ცი­ლე­ბით, სან­დროს მკვლე­ლო­ბას, შე­საძ­ლოა, აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­ე­კარ­გა - ირი­ნა ენუ­ქი­ძე, მკვლე­ლე­ბის დას­ჯის მო­თხოვ­ნით, პრო­ტეს­ტის ყვე­ლა ფორ­მას მი­მარ­თავ­და. სან­დროს მკვლე­ლო­ბას აქ­ტუ­ა­ლო­ბა არც ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­უ­კარ­გავს, მაგ­რამ ის მუხ­ტი, რო­მე­ლიც დე­და­მი­სის სი­ცო­ცხლე­ში არ­სე­ბობ­და, ერ­თგვა­რად მი­ნავ­ლდა... შე­სა­ბა­მი­სად, სტა­ლი­ნურ­მა ლო­გი­კამ - არ არის ადა­მი­ა­ნი, არ არის პრობ­ლე­მა - გა­ა­მარ­თლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ­სი­ას, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძე მო­წამ­ლეს, არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, ცხა­დია აქვს...

რაც შე­ე­ხე­ბა ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვილს, რომ­ლის ახ­ლობ­ლე­ბიც, ასე­ვე, ეჭ­ვობ­დნენ, რომ ბიზ­ნე­სე­ნი მო­წამ­ლეს.

ვინ იყო ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვი­ლი? - ლე­გენ­დით, სა­ქუ­აშ­ვი­ლი თა­ვის დრო­ზე, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი გახ­ლდათ. მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ესე იგი, მა­შინ, როცა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში "ბე­ზპ­რე­დე­ლი" მძვინ­ვა­რებ­და, სა­ქუ­აშ­ვი­ლი ჩეჩ­ნებ­მა და­ი­ქი­რა­ვეს და ტვირ­თი წა­ა­ღე­ბი­ნეს. ეს ტვირ­თი, თურ­მე, ტომ­რებ­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ფული იყო, მაგ­რამ მძღოლს აზ­რა­დაც არ მოს­ვლია ტომ­რე­ბის გახ­სნა. ჰოდა, მად­ლი­ერ ჩეჩ­ნებს სა­ქუ­აშ­ვი­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე ტო­მა­რა უჩუ­ქე­ბი­ათ. ასე უშო­ვია სა­ქუ­აშ­ვილს მი­ლი­ო­ნე­ბი, თუმ­ცა აწ გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გამ­დიდ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე ვერ­სი­აც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც უფრო სარ­წმუ­ნოა - სა­ქუ­აშ­ვი­ლის მე­ო­რე ცოლი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ნა­თე­სა­ვია.

ცნო­ბი­ლია, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის და­ტუ­სა­ღე­ბულ გენმდი­ვანს თა­ვის დრო­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჰქონ­და, რო­მე­ლიც მი­წის მე­სა­კუთ­რე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მუ­შა­ობ­და. მო­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის არა­სამ­თავ­რო­ბო სო­ლი­დურ გრან­ტებს იღებ­და. ამას­თან, მო­სახ­ლე­ო­ბას, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დებს ური­გებ­და, რო­მელ­საც მი­წის სა­კუთ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას ეძახ­და. საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ამ მა­ქი­ნა­ცი­ით სე­რი­ო­ზუ­ლი ფული კეთ­დე­ბო­და... ასე­ვე, მო­ა­რუ­ლი ხმით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის არა­სამ­თავ­რო­ბომ იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი გა­და­ი­ფორ­მა. ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს მიწა სა­ქუ­აშ­ვი­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელ სა­ნი­ო­რე­შიც ჰქო­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე, მე­რა­ბიშ­ვი­ლის არა­სამ­თავ­რო­ბოს სა­კუთ­რე­ბა გახ­და... მოკ­ლედ, რო­გორც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო ამ­ბობს, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი სა­ქუ­აშ­ვილს ფუ­ლის გა­სა­თეთ­რებ­ლად იყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ კა­ხე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ისე გა­თავ­ხედ­და, რომ ცა ქუ­დად არ მი­აჩ­ნდა და დე­და­მი­წა - ქა­ლამ­ნად. სა­ნი­ო­რელ საქ­მო­სანს ფრთე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­უშ­ლია, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა მას­თან სტუმ­რად იუ­ლია ტი­მო­შენ­კო ჩა­იყ­ვა­ნა. ამით "გა­გუ­ლა­ვე­ბულ" სა­ქუ­აშ­ვილს ვი­ღაც "გა­ნა­ბი" და­უ­მე­გობ­რე­ბია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მთე­ლი კა­ხე­თის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­უ­წყია და ეს მა­შინ, როცა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და, სა­ერ­თოდ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მთავ­რო­ბა თავს იწო­ნებ­და, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო და­ვა­მარ­ცხეო...

ერთი სი­ტყვით, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს ვერ­სი­ით, ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვი­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გზე­ბი გა­ი­ყო. სწო­რედ ამ დროს სა­ქუ­აშ­ვილს შე­უ­ტყვია, რომ უკურ­ნე­ბე­ლი სენი სჭირ­და... სა­ქუ­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ლია ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და: "... ჩემი მე­უღ­ლე 2007 წლის 30 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. უცხო­ეთ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გი­ნეს... სიმ­სივ­ნის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც არ­სე­ბობს, თურ­მე".

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის რე­ზი­უ­მე ასე­თია: ირი­ნა ენუ­ქი­ძე, რო­გორც მისი მო­ძღვა­რი გან­მარ­ტავს, სი­ცო­ცხლე­ში­ვე ამ­ბობ­და, რომ მო­წამ­ლეს. კა­ხე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეც ამ­ბობს, რომ ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვილს უცხო­ეთ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. თით­ქმის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმ­სივ­ნე აქვს ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ერთ-ერთი ქის­ტის მა­მა­საც, ანუ გა­მო­დის, ნაც­მოძ­რა­ო­ბის ზე­ო­ბის დროს, ვი­ღაც არა­სა­სურ­ველ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­დან იცი­ლებ­და.

ისე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პი­რო­ბებ­ში, ირი­ნა ენუ­ქი­ძი­სა და ნო­დარ სა­ქუ­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყოს, მით უმე­ტეს, ქალ­ბა­ტონ ირი­ნას, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, სიკ­ვდი­ლის წინ მო­ძღვრის­თვის უთ­ქვამს, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ მოვა, ჩემი სიკ­ვდი­ლიც გა­მო­ი­ძი­ო­სო...

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და ირი­ნა ენუ­ქი­ძის საფ­ლა­ვე­ბი გა­ძარ­ცვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. "შსს-ს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის მე-2 გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლალი დ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე კ. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ. ისი­ნი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ.

საფ­ლა­ვე­ბი თბი­ლის­ში სხვა დრო­საც გა­უ­ძარ­ცვავთ, მაგ­რამ უც­ნა­უ­რია, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა იე­რი­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან ნა­წა­მე­ბი დედა-შვი­ლის ძვალ­შე­სა­ლაგ­ზე მი­ი­ტა­ნეს, მით უმე­ტეს, რომ გირ­გვლი­ან-ენუ­ქი­ძის საფ­ლავ­ზე მი­ლი­ონ­ჯრ "მდიდ­რუ­ლი" სა­მარ­ხე­ბიც არ­სე­ბობს. ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ზენ­ტა­ლის ქარ­თუ­ლი ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­რი­ან ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ სან­დრო­სა და ირი­ნა ენუ­ქი­ძის საფ­ლა­ვის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს.

ნიკა ჯან­ხო­თე­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირინა ენუქიძე და მერაბიშვილის ნათესავი ბიზნესმენი ხელოვნური სიმსივნით გარდაიცვალნენ?!

ირინა ენუქიძე და მერაბიშვილის ნათესავი ბიზნესმენი ხელოვნური სიმსივნით გარდაიცვალნენ?!

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შარდენზე შეკრებილი ნაციონალების (ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი) წაფითილებით, სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს და წამებით მოკლეს, სანდროს დედამ, ქალბატონმა ირინამ სიმართლის საპოვნელად, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა...

შვილი რომ მოუკლეს, ირინა ენუქიძე საღსალამათი ქალბატონი იყო. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არ ეტყობოდა, რომ რამეს უჩიოდა... 2007 წლის ზაფხულში, ანუ შვილის სადისტური მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ქალბატონი ირინა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირინა ენუქიძის გარდაცვალების მიზეზი პანკრიასი, ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გახდა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ სანდრო გირგვლიანის დედა მოწამლეს.

სხვათა შორის, ქალბატონი ირინას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მოძღვარმა დეკანოზმა გრიგოლმა (გოგიჩაძე) ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

"ირინა სულ მეუბნებოდა, მამაო, მომკლავენ, არ მაცოცხლებენო. როცა საპროტესტო აქციებს აწყობდა, ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ მპასუხობდა, რა მაქვს დასაწყნარებელი, ვიცი, მომკლავენ და რაც მალე წავალ ჩემს შვილთან, მით უფრო ბედნიერი ვიქნებიო... მან მითხრა, რომ მოწამლეს, თუმცა მისი ოფიციალური დიაგნოზი პანკრეასის სიმსივნე იყო. საავადმყოფოში რაღაც პერიოდი გათიშული იყო, მერე, გამოკეთდა. რამდენჯერმე ვიყავი მის სანახავად და როცა უკანასკნელად ვნახე, მითხრა, მამაო, ამ ურჯულოებმა მეც მომკლეს, ჩემი და სანდროს სულებისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ესაა ჩემი უკანასკნელი სურვილიო... აი, ეს დამიტოვა ანდერძად".

ირინა ენუქიძის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის მიწურულს, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული კახელი ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი გარდაიცვალა. საქუაშვილიც, ირინა ენუქიძის მსგავსად, როგორც ამბობენ, ჯანმრთელი იყო, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა, სამკურნალოდ, თურმე, საზღვარგარეთაც წავიდა, მაგრამ არაფერი ეშველა. უცნაურია, მაგრამ საქუაშვილის გარდაცვალების მიზეზიც, როგორც ამბობენ, პანკრეასის, ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გახდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: პანკრეასის კიბოთი, როგორც ამბობენ, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ქისტის მამაც იტანჯება. არადა, ისიც, ირინა ენუქიძისა და ნოდარ საქუაშვილის მსგავსად, მანამდე, ვიდრე გააქტიურდებოდა, ჯანმრთელი ყოფილა...

მაშ ასე, სკანდალური ვერსიისთვის საკმარისზე მეტი ეჭვი არსებობს - ირინა ენუქიძეს, ნოდარ საქუაშვილსა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ქისტის მამას პანკრეასის კიბო "აერთიანებს". აქვე, აღსანიშნავია, რომ სამივე ადამიანი ნაციონალური ხელისუფლებისთვის ზომაზე მეტად იყო საინტერესო, ანუ ირინა ენუქიძემ სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალური ბუნება, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს გააგებინა. სტალინი ამბობდა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მართალია, გირგვლიანის საქმემ სტრასბურგამდე მიაღწია, მაგრამ ქალბატონი ირინას მოცილებით, სანდროს მკვლელობას, შესაძლოა, აქტუალობა დაეკარგა - ირინა ენუქიძე, მკვლელების დასჯის მოთხოვნით, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავდა. სანდროს მკვლელობას აქტუალობა არც ქალბატონი ირინას გარდაცვალების შემდეგ დაუკარგავს, მაგრამ ის მუხტი, რომელიც დედამისის სიცოცხლეში არსებობდა, ერთგვარად მინავლდა... შესაბამისად, სტალინურმა ლოგიკამ - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა - გაამართლა. აქედან გამომდინარე, ვერსიას, რომ ირინა ენუქიძე მოწამლეს, არსებობის უფლება, ცხადია აქვს...

რაც შეეხება ნოდარ საქუაშვილს, რომლის ახლობლებიც, ასევე, ეჭვობდნენ, რომ ბიზნესენი მოწამლეს.

ვინ იყო ნოდარ საქუაშვილი? - ლეგენდით, საქუაშვილი თავის დროზე, სატვირთო მანქანის მძღოლი გახლდათ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ესე იგი, მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ბეზპრედელი" მძვინვარებდა, საქუაშვილი ჩეჩნებმა დაიქირავეს და ტვირთი წააღებინეს. ეს ტვირთი, თურმე, ტომრებში ჩალაგებული ფული იყო, მაგრამ მძღოლს აზრადაც არ მოსვლია ტომრების გახსნა. ჰოდა, მადლიერ ჩეჩნებს საქუაშვილისთვის რამდენიმე ტომარა უჩუქებიათ. ასე უშოვია საქუაშვილს მილიონები, თუმცა აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის გამდიდრების შესახებ მეორე ვერსიაც არსებობს, რომელიც უფრო სარწმუნოა - საქუაშვილის მეორე ცოლი, როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას ნათესავია.

ცნობილია, რომ ნაცმოძრაობის დატუსაღებულ გენმდივანს თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, რომელიც მიწის მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე მუშაობდა. მოარული ინფორმაციით, მერაბიშვილის არასამთავრობო სოლიდურ გრანტებს იღებდა. ამასთან, მოსახლეობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფარატინა ქაღალდებს ურიგებდა, რომელსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას ეძახდა. საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ ამ მაქინაციით სერიოზული ფული კეთდებოდა... ასევე, მოარული ხმით, მერაბიშვილის არასამთავრობომ იმდენი მოახერხა, რომ რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაიფორმა. ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს მიწა საქუაშვილის მშობლიურ სოფელ სანიორეშიც ჰქონია, რომელიც ასევე, მერაბიშვილის არასამთავრობოს საკუთრება გახდა... მოკლედ, როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, ნაციონალები საქუაშვილს ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ, მაგრამ კახელი ბიზნესმენი ისე გათავხედდა, რომ ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. სანიორელ საქმოსანს ფრთები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუშლია, რაც სააკაშვილმა მასთან სტუმრად იულია ტიმოშენკო ჩაიყვანა. ამით "გაგულავებულ" საქუაშვილს ვიღაც "განაბი" დაუმეგობრებია, რომლის საშუალებითაც მთელი კახეთის გაკონტროლება დაუწყია და ეს მაშინ, როცა მერაბიშვილი და, საერთოდ, ნაციონალური მთავრობა თავს იწონებდა, ქურდული სამყარო დავამარცხეო...

ერთი სიტყვით, კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, ნოდარ საქუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გზები გაიყო. სწორედ ამ დროს საქუაშვილს შეუტყვია, რომ უკურნებელი სენი სჭირდა... საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ყოფილმა მეუღლემ, ლია ელიზბარაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "... ჩემი მეუღლე 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. უცხოეთში ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს... სიმსივნის ხელოვნურად გამოწვევის ტექნოლოგიებიც არსებობს, თურმე".

ყოველივე ზემოთქმულის რეზიუმე ასეთია: ირინა ენუქიძე, როგორც მისი მოძღვარი განმარტავს, სიცოცხლეშივე ამბობდა, რომ მოწამლეს. კახელი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლეც ამბობს, რომ ნოდარ საქუაშვილს უცხოეთში ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, სიმსივნე აქვს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ერთ-ერთი ქისტის მამასაც, ანუ გამოდის, ნაცმოძრაობის ზეობის დროს, ვიღაც არასასურველ ადამიანებს თავიდან იცილებდა.

ისე, გამორიცხული არაა, სამართლიანობის აღდგენის პირობებში, ირინა ენუქიძისა და ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების გამოძიებაც დაიწყოს, მით უმეტეს, ქალბატონ ირინას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიკვდილის წინ მოძღვრისთვის უთქვამს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება რომ მოვა, ჩემი სიკვდილიც გამოიძიოსო...

რამდენიმე კვირის წინ საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს. სამართალდამცავებმა ბოროტმოქმედები მალევე დააკავეს. "შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდნენ. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

საფლავები თბილისში სხვა დროსაც გაუძარცვავთ, მაგრამ უცნაურია, რომ ბოროტმოქმედებმა იერიში მაინცდამაინც ნაციონალებისგან ნაწამები დედა-შვილის  ძვალშესალაგზე მიიტანეს, მით უმეტეს, რომ გირგვლიან-ენუქიძის საფლავზე მილიონჯრ "მდიდრული" სამარხებიც არსებობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვიზენტალის ქართული ფონდის ხელმძღვანელი მირიან ყარაულაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სანდროსა და ირინა ენუქიძის საფლავის რადიაციული ექსპერტიზა ჩატარდეს.

ნიკა ჯანხოთელი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა