პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ძიძიგური - "არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა"
ზვიად ძიძიგური - "არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა"

შსს-ს მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რეპ­რე­სი­ე­ბი ელო­დე­ბო­და. ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი შსს-ში დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მწა­რე და ცუდი გაკ­ვე­თი­ლი იმის­თვის, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბას მი­აღ­წი­ოს.

"ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც შსს-ს მიერ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ადას­ტუ­რებს იმას, თუ რა რეპ­რე­სი­ე­ბი ელო­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი 1 ოქ­ტომ­ბრის არჩვე­ნე­ბი იმ შე­დე­გე­ბით არ დამ­თავ­რდე­ბო­და რა შე­დე­გე­ბი­თაც დამ­თავ­რდა. მა­სა­ლე­ბი სა­მეგ­რე­ლო­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ეს მხო­ლოდ სა­მეგ­რე­ლო­ში მოხ­დე­ბო­და. მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ზა­დებ­დნენ სი­ებს, ამ­ზა­დებ­დნენ ბრალ­დე­ბებს და ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი, მეტ­ნაკ­ლე­ბად გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის მი­მართ იგეგ­მე­ბო­და ასე­თი რეპ­რე­სი­ე­ბი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ბარ­და წარ­სულს. ჩვენ ძა­ლი­ან მწა­რე და ცუდი გაკ­ვეთ­ლე­ბი გვაქვს იმის­თვის, რომ ვი­ცო­დეთ რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ კარ­გი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბას. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვად­გე­ბა, რომ ასე­თი ტი­პის ნა­ბი­ჯე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არას­დროს გა­დად­გას. ეს კარ­გი ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რე­ბის­თვის რომ­ლე­ბიც ამის­თვის პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად აგე­ბენ და ძა­ლი­ან კარ­გია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რათა იცო­დეს რომ გა­დამ­წყვე­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრონ­ცი­პე­ბია" , - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა.

ამას­თან, დე­პუ­ტა­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გა­მოვ­ლე­ნა რომ­ლე­ბიც სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ძნე­ლი არ იქ­ნე­ბა.

"აშ­კა­რად კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, ხოლო როცა კა­ნო­ნი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის საქ­მი­ა­ნო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ფლიქ­ტში მო­დის, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრავს თუ რო­გორ მო­ექ­ცეს ასეთ ადა­მი­ა­ნებს. არ ვიცი უნდა და­უმ­ძიმ­დეს თუ არა ბრა­ლი შს ყო­ფილ მი­ნისტრს, ეს კა­ნო­ნის გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბა რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა. რო­გორც ვიცი, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა არა მხო­ლოდ ბეჭ­დუ­რი, არა­მედ ხელ­ნა­წე­რი ვერ­სი­ე­ბიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დად­გე­ნა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ პი­რე­ბი­სა, ვინც და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მეგ­რე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, სა­დაც, ფეთ­ქე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ერ­თად, წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი არ­ქი­ვია ნა­პოვ­ნი.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­მა­ლა­ვი სა­მეგ­რე­ლო­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის უშუ­ა­ლო ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მი­წის­ქვეშ შე­ნიღ­ბუ­ლად იყო მო­წყო­ბი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზვიად ძიძიგური - "არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა"

ზვიად ძიძიგური - "არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა"

შსს-ს მიერ აღმოჩენილი მასალები ადასტურებს, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა. ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური შსს-ში დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისივე განმარტებით, ეს იქნება ძალიან მწარე და ცუდი გაკვეთილი იმისთვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ კარგი ქვეყნის მშენებლობას მიაღწიოს.

"ყველაფერი ის, რაც შსს-ს მიერ იქნა აღმოჩენილი ადასტურებს იმას, თუ რა რეპრესიები ელოდებოდა საქართველოს მოსახლეობას იმ შემთხვევაში, თუკი 1 ოქტომბრის არჩვენები იმ შედეგებით არ დამთავრდებოდა რა შედეგებითაც დამთავრდა. მასალები სამეგრელოში იქნა აღმოჩენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ სამეგრელოში მოხდებოდა. მთელს საქართველოში ამზადებდნენ სიებს, ამზადებდნენ ბრალდებებს და ყველა ოპოზიციურად განწყობილი, მეტნაკლებად გავლენის მქონე ადამიანის მიმართ იგეგმებოდა ასეთი რეპრესიები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. ჩვენ ძალიან მწარე და ცუდი გაკვეთლები გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ მივაღწიოთ კარგი ქვეყნის მშენებლობას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოგვადგება, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები ხელისუფლებამ არასდროს გადადგას. ეს კარგი ჭკუის სასწავლებელია ყოფილი ხელისუფლების პირებისთვის რომლებიც ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ და ძალიან კარგია ახალი ხელისუფლებისთვის, რათა იცოდეს რომ გადამწყვეტი ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრონციპებია" , - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, დეპუტატი იმედოვნებს, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და გამოვლენა რომლებიც სამეგრელოში აღმოჩენილი მასალებზე მუშაობდნენ, ძნელი არ იქნება.

"აშკარად კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა ადგილი, ხოლო როცა კანონი და თანამდებობის პირის საქმიანობა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის, ასეთ შემთხვევაში, კანონი განსაზღვრავს თუ როგორ მოექცეს ასეთ ადამიანებს. არ ვიცი უნდა დაუმძიმდეს თუ არა ბრალი შს ყოფილ მინისტრს, ეს კანონის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, გამოძიება რთული არ იქნება. როგორც ვიცი, არსებობს ინფორმაცია, ამოღებულია დანაშაულის მტკიცებულებათა არა მხოლოდ ბეჭდური, არამედ ხელნაწერი ვერსიებიც. აქედან გამომდინარე, დადგენა და იდენტიფიცირება იმ პირებისა, ვინც დანაშაულში მონაწილეობდა, რთული არ იქნება", - აღნიშნა დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში სპეციალური სამალავებია აღმოჩენილი, სადაც, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივია ნაპოვნი.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგი გამართა.

გიორგობიანის განცხადებით, სამალავი სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად იყო მოწყობილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა