პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორს, გამომძიებელს და გლდანის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორს, გამომძიებელს და გლდანის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლი პრო­კუ­რორ­სა და გა­მომ­ძი­ე­ბელს, გლ­და­ნის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მი­მართ ზე­წო­ლა­სა და არა­საპ­რო­ცე­სო ხერ­ხე­ბით მოქ­მე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბა­რა­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გლ­და­ნის ცი­ხე­ში მყო­ფი შპს "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლის დაც­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან ომარ თე­დო­რა­ძე, ოთარ ქარ­ჩა­ვა, ზაზა მა­ხა­რობ­ლი­ძე, ვაჟა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი და მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძე. ვაჟა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" დი­რექ­ტო­რია, ხოლო მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძე მისი მო­ად­გი­ლე. ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა შპს "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვა.

"გუ­შინ სა­ღა­მოს და­მი­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შარ­დენ კო­პა­ლი­ა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 17:00 სა­ათ­ზე და მი­თხრა, რომ ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძემ მო­ი­თხო­ვა და­კი­თხვა და მკი­თხა, იყო თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, კვი­რა დღეს მომ­ხდა­რი­ყო და­კი­თხვა. მე გა­მიკ­ვირ­და და ვუ­თხა­რი, რომ ორ­შა­ბათს მომ­ხდა­რი­ყო და შევ­თან­ხმდით, რომ დღეს, 13:00 სა­ათ­ზე შევ­ხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში. დღეს დი­ლით სა­პყრო­ბი­ლე­ში შე­ვე­დი და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე, სხვა პა­ტიმ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და შემ­დეგ უკვე მინ­დო­და მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შარ­დენ კო­პა­ლი­ა­ნი და პრო­კუ­რო­რი შოთა რი­ჟა­მა­ძე, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ცი­ხის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის კა­ბი­ნეტ­ში. შე­ვე­დი აღ­ნიშ­ნულ კა­ბი­ნეტ­ში და ვკი­თხე, რის­თვის იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იქ. მათ მი­თხრეს, რომ მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძემ მე, რო­გორც ად­ვო­კატს გა­მო­მი­ცხა­და უნ­დობ­ლო­ბა, მომ­ცა აცი­ლე­ბა და სურს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა. მო­ვი­თხო­ვე, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ივა­ნი­ა­ძემ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ცხა­და. მაჩ­ვე­ნეს მისი ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის - არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა და­წე­რი­ლი. და­თა­რი­ღე­ბუ­ლია გუ­შინ­დე­ლი დღით - კვი­რა დღით, 16 ივ­ნი­სით. ვკი­თხე მათ, რო­გო­რი წე­სით მოხ­და ამ წე­რი­ლის გა­დაგ­ზავ­ნა მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან, შემ­დეგ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სამ­სა­ხურ­ში და რო­გორ მოხ­და, რომ 11 სა­ა­თი­სათ­ვის ყვე­ლა ინ­სტან­ცია მო­ი­ა­რა ამ წე­რილ­მა? მათ ამის თა­ო­ბა­ზე პა­სუ­ხი ვერ გამ­ცეს", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლის თქმით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და პრო­კუ­რორ­თან ცი­ხის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის კა­ბი­ნეტ­ში სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ივა­ნი­ა­ძის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ფო­ტოგ­რა­ფე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს.

"ვთქვი, რომ მა­ში­ნაც იმა­ვე წე­სით ხდე­ბო­და ად­ვო­კა­ტე­ბის შეც­ვლა. მათ მი­თხრეს, რომ შეგ­ვედ­გი­ნა ოქმი, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მე ვი­ყა­ვი აცი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი ამა­ზე და დავ­ტო­ვე შე­ნო­ბა. მაქვს სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, გან­ვა­ცხა­დო, რომ მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძეს­თან ხდე­ბო­და ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­საპ­რო­ცე­სო ხერ­ხით მუ­შა­ო­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან, რა­ზეც ვა­ცხა­დებ პრო­ტესტს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ კვი­რა დღეს მომ­ხდა­რი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა "მე­ქა­ნი­ზა­ტორ­თან" და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ომარ თე­დო­რა­ძის მი­მართ. კერ­ძოდ, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, თე­დო­რა­ძე 2 დღის წინ, "ჯურღმულ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ში­ნე­ლი ზე­წო­ლა, ის გუ­ლით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ამ მხრივ ცდი­ლო­ბენ, ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ამ ადა­მი­ან­ზე. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სხვა პა­ტიმ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უა­რეს პი­რო­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ვიდ­რე აქამ­დე იყ­ვნენ ისი­ნი", - გა­ნა­ცხა­და სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლას სთხოვს რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცველს და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

"ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სა­გან­გა­შოა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ი­აზ­რა, რომ მათ მი­მართ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ­გუ­მენ­ტი არ გა­აჩ­ნი­ათ და გა­და­ვიდ­ნენ მათ წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე, არა­საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბით. ამას­თან, მინ­და ამ სა­კი­თხზე სო­ზარ სუ­ბა­რის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ვა­პყრო, რომ არა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უა­რეს პი­რო­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნა არ მოხ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორს, გამომძიებელს და გლდანის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორს, გამომძიებელს და გლდანის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორსა და გამომძიებელს, გლდანის ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ზეწოლასა და არასაპროცესო ხერხებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათაშვილმა განუცხადა, გლდანის ციხეში მყოფი შპს "მექანიზატორის" წარმომადგენლები საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფებიან. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს შორის სოსო ბარათაშვილის დაცვის ქვეშ იმყოფებიან ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, ვაჟა ნახუცრიშვილი და მამუკა ივანიაძე. ვაჟა ნახუცრიშვილი "მექანიზატორის" დირექტორია, ხოლო მამუკა ივანიაძე მისი მოადგილე. ხუთივე დაკავებულს ბრალად ედება შპს "მექანიზატორის" ქონების გაფლანგვა.

"გუშინ საღამოს დამიკავშირდა გამომძიებელი შარდენ კოპალიანი, დაახლოებით 17:00 საათზე და მითხრა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ მოითხოვა დაკითხვა და მკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, კვირა დღეს მომხდარიყო დაკითხვა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ორშაბათს მომხდარიყო და შევთანხმდით, რომ დღეს, 13:00 საათზე შევხვდებოდით ერთმანეთს გლდანის საპყრობილეში. დღეს დილით საპყრობილეში შევედი დაახლოებით 10:00 საათზე, სხვა პატიმრების მოსანახულებლად და შემდეგ უკვე მინდოდა მამუკა ივანიაძის მონახულება. ერთ-ერთმა ადვოკატმა შემატყობინა, რომ მოსულები იყვნენ გამომძიებელი შარდენ კოპალიანი და პროკურორი შოთა რიჟამაძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში. შევედი აღნიშნულ კაბინეტში და ვკითხე, რისთვის იმყოფებოდნენ იქ. მათ მითხრეს, რომ მამუკა ივანიაძემ მე, როგორც ადვოკატს გამომიცხადა უნდობლობა, მომცა აცილება და სურს სახაზინო ადვოკატის აყვანა. მოვითხოვე, ეჩვენებინათ დოკუმენტი, რომლითაც ივანიაძემ ეს ყველაფერი განაცხადა. მაჩვენეს მისი ხელნაწერი, რომელიც მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის სახელზეა დაწერილი. დათარიღებულია გუშინდელი დღით - კვირა დღით, 16 ივნისით. ვკითხე მათ, როგორი წესით მოხდა ამ წერილის გადაგზავნა მთავარ პროკურორთან, შემდეგ ანტიკორუფციულ სამსახურში და როგორ მოხდა, რომ 11 საათისათვის ყველა ინსტანცია მოიარა ამ წერილმა? მათ ამის თაობაზე პასუხი ვერ გამცეს", - ამბობს ადვოკატი.

სოსო ბარათაშვილის თქმით, გამომძიებელთან და პროკურორთან ციხის დირექტორის მოადგილის კაბინეტში საუბრისას აღნიშნა, რომ ივანიაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმეს.

"ვთქვი, რომ მაშინაც იმავე წესით ხდებოდა ადვოკატების შეცვლა. მათ მითხრეს, რომ შეგვედგინა ოქმი, იმის თაობაზე, რომ მე ვიყავი აცილებული, მაგრამ არ დავთანხმდი ამაზე და დავტოვე შენობა. მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ მამუკა ივანიაძესთან ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში არასაპროცესო ხერხით მუშაობა გამომძიებლებისა და პროკურორების მხრიდან, რაზეც ვაცხადებ პროტესტს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, რომ კვირა დღეს მომხდარიყო ეს ყველაფერი", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისი თქმით, არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება "მექანიზატორთან" დაკავშირებით დაკავებული ომარ თედორაძის მიმართ. კერძოდ, როგორც ადვოკატი ამბობს, თედორაძე 2 დღის წინ, "ჯურღმულში" გადაიყვანეს.

"მასზე ხორციელდება საშინელი ზეწოლა, ის გულით ძალიან სერიოზულად დაავადებული ადამიანია და ამ მხრივ ცდილობენ, ზემოქმედება განახორციელონ ამ ადამიანზე. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პატიმრებზე, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გაცილებით უარეს პირობებში გადაიყვანეს. ვიდრე აქამდე იყვნენ ისინი", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატი "მექანიზატორის" საქმეზე დაკავებულების მდგომარეობის შესწავლას სთხოვს როგორც მთავარ პროკურორს, ასევე სახალხო დამცველს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

"ამ ადამიანების მდგომარეობა უკვე საგანგაშოა. პროკურატურამ გაიაზრა, რომ მათ მიმართ ხელჩასაჭიდი არგუმენტი არ გააჩნიათ და გადავიდნენ მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, არასაპროცესო მოქმედებებით. ამასთან, მინდა ამ საკითხზე სოზარ სუბარის ყურადღებაც მივაპყრო, რომ არა ციხის ადმინისტრაცია, ამ ადამიანების უარეს პირობებში გადაყვანა არ მოხდებოდა", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ