ფრანგი კინოვარსკვლავი ვანესა პარადი ყოფილ მეუღლესა და ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპს სთხოვს, ემბერ ჰერდზე არ დაქორწინდეს.
პარადი და დეპი 14 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. წყვილი ერთი წლის წინ დაშორდა. ვანესა შიშობს, რომ ემბერის მიმართ ჯონის მეტისმეტი მიჯაჭვულობა შვილებისთვის მტკივნეული დარტყმა იქნება - ისინი უამისოდაც ძალიან განიცდიან მშობლების დაშორებას.
"ვანესას სულ არ აღელვებს ემბერი, - ამბობს პარადის მეგობარი, - ის დარწმუნებულია, რომ ჯონი მან ფულის გამო გამოიჭირა. ვანესას არ სჯერა, რომ ამ ურთიერთობას მომავალი აქვს, სწორედ ამიტომ, ჯონის დაქორწინების წინააღმდეგია. ვანესას აზრით, ახალგაზრდა მსახიობზე მამის დაქორწინება შვილებს გამოუსწორებელ ფსიქოლოგიურ ზიანს მოუტანს".
ვანესა პარადი მიიჩნევს, რომ მის ყოფილ მეუღლეს ემბერ ჰერდის მიმართ გრძნობები მისი ეგზოტიკის გამო გაუჩნდა, თუმცა ეგზოტიკურობა წარმავალია.
პარადი დეპს ღიად მიმართავს და სთხოვს, ამ ნაბიჯის გადადგმამდე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს.
მომზადებულია splashnews-ის მიხედვით.