ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში უარყოფითი რუსი პერსონაჟები აღარ იქნებიან. სცენარისტებს მთავარი გმირებისთვის ახალი ბოროტი მოწინააღმდეგეების მოძებნა მოუწევთ. ამის შესახებ თავის სვეტში ცნობილმა პროდიუსერმა ლინდა ობსტმა დაწერა.
როგორც ობსტი აცხადებს, დღეს რუსების მტრებად წარმოჩენა ძალიან არამომგებიანია ამერიკული კინობაზრისთვის. იგივე ვითარებაა ჩინელებთან დაკავშირებითაც. პროდიუსერის განცხადებით, 2020 წლისთვის ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ აუდიტორიად იქცევა. სწორედ ამიტომ, ამერიკულ ფილმებში სულ უფრო იშვიათად გამოჩნდებიან უარყოფითი ჩინელი პერსონაჟები.
რუსეთი ასევე მნიშვნელოვანი ბაზარია ჰოლივუდური ბლოკბასტერებისთვის. ამიტომ ფილმებში უარყოფითი რუსი პერსონაჟები მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღარ იქნებიან.
მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.