პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაეწევა
 ირაკლი ალასანია - საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაეწევა

პენ­სია და­ე­ნიშ­ნე­ბა ყვე­ლა მებ­რძო­ლის ოჯახს, ვინც თავი შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბი­სად­მი, ამი­ტომ მი­ღე­ბულ იქნა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სამ­შობ­ლოს­თვის და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა გმი­რის ოჯახს გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ე­ნიშ­ნე­ბა პენ­სია 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ეს ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2014 წლი­დან და­ე­ნიშ­ნე­ბათ 500-ლა­რი­ა­ნი პენ­სია, ხოლო 2015 წლი­დან კი­დევ 500 ლარი და­ე­მა­ტე­ბათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ებ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხებს გა­ე­წე­ვათ 100 000 ლა­რი­ა­ნი ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა. ეს გავ­რცელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ებ­ში აქამ­დე და­ღუ­პულ გმი­რებ­ზეც", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში იბ­რძოდ­ნენ ში­ნა­გა­ნი ჯა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, გვარ­დია, "მხედ­რი­ო­ნი". პენ­სია და­ე­ნიშ­ნე­ბა ყვე­ლა მებ­რძო­ლის ოჯახს, ვინც თავი შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა წლის ბო­ლომ­დე უნდა და­ად­გი­ნოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა მებ­რძო­ლის ვი­ნა­ო­ბა და მათი სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც ეკუთ­ვნით პენ­სია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ალასანია - საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაეწევა

 ირაკლი ალასანია - საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაეწევა

პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 20 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი, ამიტომ მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამშობლოსთვის დაღუპული ყველა გმირის ოჯახს განურჩევლად იმისა, რომელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა დაენიშნება პენსია 1000 ლარის ოდენობით.

"ეს ორ ეტაპად განხორციელდება. 2014 წლიდან დაენიშნებათ 500-ლარიანი პენსია, ხოლო 2015 წლიდან კიდევ 500 ლარი დაემატებათ. საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევათ 100 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება. ეს გავრცელდება საერთაშორისო ოპერაციებში აქამდე დაღუპულ გმირებზეც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში იბრძოდნენ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასაზღვრო ძალები, მოხალისეები, გვარდია, "მხედრიონი". პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მინისტრის ინფორმაციით, ვეტერანთა დეპარტამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაადგინოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ყველა მებრძოლის ვინაობა და მათი სამართალმემკვიდრეები, რომელთაც ეკუთვნით პენსია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა