მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - "რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი?"
თამარ ჩერგოლეიშვილი - "რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი?"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უხ­სნის, თუ რას ნიშ­ნავს The Washigton Post-ის სა­რე­დაქ­ციო წე­რი­ლი.

"სულ მინ­დო­და და­მე­წე­რა რა არის The Washigton Post-ის სა­რე­დაქ­ციო წე­რი­ლი და ვერ მო­ვი­ცა­ლე. ახლა დავ­წერ.

ცხა­დია, პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბა ბ-ნ პრე­მი­ერ მი­ნისტრს, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ ბო­კე­რია აწე­რი­ნებს ამ გა­ზეთს სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცი­ას.

ასე­ვე ეხე­ბა ქ-ნ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, რო­მელ­საც სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცია და ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ და­წე­რი­ლი სტა­ტია ერთი და იგი­ვე ჰგო­ნია.

ასე­ვე ეხე­ბა ბ-ნ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რო­მე­ლიც "პირ­და­პირ" ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან გა­მო­ცე­მა­ში სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცი­ის დაკ­ვე­თა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეს წე­რი­ლი დაკ­ვე­თი­ლი იყო.

ასე­ვე ეხე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ჟურ­ნა­ლისტს პო­ზი­ცია არ უნდა გა­აჩ­ნდეს.

სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცია წარ­მო­ად­გენს The Washington Post-ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტის ხედ­ვას, რომ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაც ხდე­ბა სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევრთა დის­კუ­სი­ის შე­დე­გად. The Washington Post-ის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო­ში შე­დი­ან: სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცი­ის გვერ­დის რე­დაქ­ტო­რი, ფრედ ჰა­ი­ა­ტი, სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცი­ის გვერ­დის რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ჯექ­სონ დილი, გა­ნათ­ლე­ბის და ოლ­ქის სა­კი­თხთა სპე­ცი­ა­ლის­ტი ჯო-ან არ­მაო, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი ჯო­ნა­თან კე­ი­პ­ჰარ­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ლი ჰოკს­ტე­ი­დე­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის, ვაჭ­რო­ბი­სა და გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩარლს ლე­ი­ნი, ენერ­გე­ტი­კის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სა­ჯა­რო ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი სტი­ვენ სტრომ­ბერ­გი, პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­კა­ტუ­რე­ბის რე­დაქ­ტო­რი ტომ ტო­ულ­სი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გვერ­დის რე­დაქ­ტო­რი, ოთონ ბრუ­ინგტო­ნი, თვალ­საზ­რი­სის გვერ­დის რე­დაქ­ტო­რი მა­რი­სა ბე­ლა­კი, წე­რი­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რი მა­იკლ ლა­რა­ბი.

სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გია მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად ირ­ჩევს თე­მას, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს და აქ­ტუ­ა­ლუ­რია და მას პა­სუ­ხობს. ახა­ლი ამ­ბე­ბის რე­პორ­ტი­ო­რე­ბი და რე­დაქ­ტო­რე­ბი არა­სო­დეს იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კო­ლე­გი­ის დის­კუ­სი­ებ­ში. ისე­ვე რო­გორც კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი არ იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში.

The Washington Post - არის გა­მო­ცე­მა, რო­მელ­საც გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ეც­ნო­ბა ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა. და­წყე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტით, სე­ნა­ტო­რე­ბით და კონ­გრეს­მე­ნე­ბით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თეთ­რი სახ­ლის და ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი think-thank-ებით და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბის ლო­გი­კით, გა­მო­დის, რომ ერთი პა­ტა­რა ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ა­ში მყოფ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს, შე­უძ­ლია მო­ის­ყი­დოს, ან "ცალ­მხრი­ვი ზე­გავ­ლე­ნა" მო­ახ­დი­ნოს სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ა­ში შე­მა­ვალ 10 ადა­მი­ან­ზე და მისი კარ­ნა­ხით წე­რონ The Washigton Post-ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტის პო­ზი­ცი­ე­ბი.

ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­სა­გე­ბია, მის­თვის ფული ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს და გარ­კვე­ულ­წი­ლად ამის სა­ფუძ­ვე­ლი აქვს - რომ არა ფული, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას ის ვე­ლურ სიზ­მარ­შიც ვერ ნა­ხავ­და. ცხა­დია არც იმის მტკი­ცე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ერთ ჟურ­ნა­ლისტს ვერ მო­ის­ყი­დი ან გავ­ლე­ნის ქვეშ ვერ მო­აქ­ცევ. მაგ­რამ სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცია არ არის ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის პო­ზი­ცია - ეს არის ინ­სტი­ტუ­ტის პო­ზი­ცია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­სა­გე­ბია - ივა­ნიშ­ვი­ლის პა­ჟია და რა­საც ის უბ­რძა­ნებს იმას იმე­ო­რებს.

მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ მა­ი­ას ვურ­ჩევ­დი ეფრ­თხი­ლა - რო­დის მო­ი­შო­რებს თა­ვი­დან ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ვინ იცის და თუ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბას არ გეგ­მავს, შავი ლა­ქე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ას უნდა შე­ე­ცა­დოს", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თამარ ჩერგოლეიშვილი - "რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი?"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი?"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრს უხსნის, თუ რას ნიშნავს The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი.

"სულ მინდოდა დამეწერა რა არის The Washigton Post-ის სარედაქციო წერილი და ვერ მოვიცალე. ახლა დავწერ.

ცხადია, პირველ რიგში ეხება ბ-ნ პრემიერ მინისტრს, რომელსაც სჯერა, რომ ბოკერია აწერინებს ამ გაზეთს სარედაქციო პოზიციას.

ასევე ეხება ქ-ნ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც სარედაქციო პოზიცია და ერთი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია ერთი და იგივე ჰგონია.

ასევე ეხება ბ-ნ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც "პირდაპირ" ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვან გამოცემაში სარედაქციო პოზიციის დაკვეთა შესაძლებელია და ეს წერილი დაკვეთილი იყო.

ასევე ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს პოზიცია არ უნდა გააჩნდეს.

სარედაქციო პოზიცია წარმოადგენს The Washington Post-ის, როგორც ინსტიტუტის ხედვას, რომლის გამომუშავებაც ხდება სარედაქციო კოლეგიის წევრთა დისკუსიის შედეგად. The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოში შედიან: სარედაქციო პოზიციის გვერდის რედაქტორი, ფრედ ჰაიატი, სარედაქციო პოზიციის გვერდის რედაქტორის მოადგილე ჯექსონ დილი, განათლების და ოლქის საკითხთა სპეციალისტი ჯო-ან არმაო, ნაციონალური პოლიტიკის სპეციალისტი ჯონათან კეიპჰარტი, პოლიტიკური მიმომხილველი ლი ჰოკსტეიდერი, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობისა და გლობალიზაციის სპეციალისტი ჩარლს ლეინი, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და საჯარო ჯანდაცვის სპეციალისტი სტივენ სტრომბერგი, პოლიტიკური კარიკატურების რედაქტორი ტომ ტოულსი, განსხვავებული აზრის გვერდის რედაქტორი, ოთონ ბრუინგტონი, თვალსაზრისის გვერდის რედაქტორი მარისა ბელაკი, წერილების რედაქტორი მაიკლ ლარაბი.

სარედაქციო კოლეგია მსჯელობის შედეგად ირჩევს თემას, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აქტუალურია და მას პასუხობს. ახალი ამბების რეპორტიორები და რედაქტორები არასოდეს იღებენ მონაწილეობას კოლეგიის დისკუსიებში. ისევე როგორც კოლეგიის წევრები არ იღებენ მონაწილეობას ახალი ამბების გაშუქებაში.

The Washington Post - არის გამოცემა, რომელსაც გაღვიძებისთანავე ეცნობა ამერიკის პოლიტიკური ელიტა. დაწყებული პრეზიდენტით, სენატორებით და კონგრესმენებით, გაგრძელებული თეთრი სახლის და ყველა სამთავრობო უწყების რიგითი თანამშრომლებით, დასრულებული წამყვანი think-thank-ებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით.

საქართველოს ახალი მთავრობის ლოგიკით, გამოდის, რომ ერთი პატარა ქვეყნის ოპოზიციაში მყოფ უშიშროების საბჭოს მდივანს, შეუძლია მოისყიდოს, ან "ცალმხრივი ზეგავლენა" მოახდინოს სარედაქციო კოლეგიაში შემავალ 10 ადამიანზე და მისი კარნახით წერონ The Washigton Post-ის, როგორც ინსტიტუტის პოზიციები.

ივანიშვილის შემთხვევაში ეს გასაგებია, მისთვის ფული ჯოჯოხეთს ანათებს და გარკვეულწილად ამის საფუძველი აქვს - რომ არა ფული, საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ის ველურ სიზმარშიც ვერ ნახავდა. ცხადია არც იმის მტკიცება არ შეიძლება, რომ ერთ ჟურნალისტს ვერ მოისყიდი ან გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევ. მაგრამ სარედაქციო პოზიცია არ არის ერთი ჟურნალისტის პოზიცია - ეს არის ინსტიტუტის პოზიცია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მდგომარეობაც გასაგებია - ივანიშვილის პაჟია და რასაც ის უბრძანებს იმას იმეორებს.

მაგრამ ქალბატონ მაიას ვურჩევდი ეფრთხილა - როდის მოიშორებს თავიდან ივანიშვილი არავინ იცის და თუ კარიერის დასრულებას არ გეგმავს, შავი ლაქების მინიმიზაციას უნდა შეეცადოს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს