პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრის დედა - სუბარს ვთხოვე, მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება მოეცათ და საშინლად მეჩხუბა
პატიმრის დედა - სუბარს ვთხოვე, მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება მოეცათ და საშინლად მეჩხუბა

პა­ტი­მარ ირაკ­ლი კა­ში­ას დედა მისი შვი­ლის ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს. რო­გორც ნონა კა­ში­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მისი შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა, დღეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მო­ვი­თხოვ, ნორ­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დეს ჩემს შვილს, რო­მელ­საც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი აქვს და მუც­ლის არე­ში უამ­რა­ვი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. მას სამი დღის წინ ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, რის შემ­დე­გაც გვი­თხრეს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა და ირაკ­ლის სი­ცო­ცხლის გა­რან­ტი­ას ვე­რა­ვინ მოგ­ვცემს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის მარ­თვად სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა, ე.წ. "რეს­ბალ­ნი­ცა­ზე" გა­და­იყ­ვა­ნეს. თუ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თლა მძი­მეა, მა­ინ­ტე­რე­სებს რა­ტომ მოხ­და მისი გა­დაყ­ვა­ნა?! თან მი­თხრეს, რომ ბავ­შვმა, რო­მე­ლიც აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი, გა­დაყ­ვა­ნამ­დე ტან­საც­მე­ლი თა­ვად­ვე ჩა­იც­ვა, რაც და­უ­ჯე­რე­ბე­ლია!", - აღ­ნიშ­ნა ნონა კა­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ოპე­რა­ცი­ის დროს მან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბარს და­უ­რე­კა და სთხო­ვა, მის­თვის შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. "რო­გორც მი­თხრეს, არ არის შან­სი, რომ ირაკ­ლი ცო­ცხა­ლი დარ­ჩეს და სუ­ბარს და­ვუ­რე­კე, ვთხო­ვე, იქ­ნებ ნახ­ვის უფ­ლე­ბა მო­ე­ცათ, რომ მისი სუნ­თქვა მო­მეს­მი­ნა. ამის მა­გივ­რად, სა­შინ­ლად მე­ჩხუ­ბა. შემ­დეგ და­ვუ­რე­კე მო­როშ­კი­ნას, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ჩხუ­ბა, პა­რას­კევს რო­გორ მი­რე­კავ­თო. პა­რას­კე­ვი არის სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბის დღე და რო­გორ მი­კავ­შირ­დე­ბი­თო", - აღ­ნიშ­ნა ნონა კა­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ირაკ­ლი კა­შია 24 წლი­საა და ის ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. "ჩემი შვი­ლი დღემ­დე არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და ის იმი­ტომ ჩას­ვეს ცი­ხე­ში, რომ ახა­ლა­ი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ და­თან­ხმდა", - აღ­ნიშ­ნა კა­ში­ამ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­საც და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, პა­ტიმ­რის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­მა მი­ი­ღო. "რად­გან მისი გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და, ე.ი. სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ის ღუ­დუ­შა­უ­რის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნოს ე.წ. "რეს­ბალ­ნი­ცა­ზე". ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია მან მი­ი­ღო და ახლა მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლოს ე.წ. "რეს­ბალ­ნი­ცა­ზე", – აღ­ნიშ­ნა კორ­ძა­ი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პატიმრის დედა - სუბარს ვთხოვე, მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება მოეცათ და საშინლად მეჩხუბა

პატიმრის დედა - სუბარს ვთხოვე, მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება მოეცათ და საშინლად მეჩხუბა

პატიმარ ირაკლი კაშიას დედა მისი შვილის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაბრუნებას ითხოვს. როგორც ნონა კაშიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი შვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ბოლო დღეების განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მოვითხოვ, ნორმალური მკურნალობა ჩაუტარდეს ჩემს შვილს, რომელსაც ტუბერკულოზი აქვს და მუცლის არეში უამრავი მძიმე დაზიანება აღენიშნება. მას სამი დღის წინ ჩაუტარდა ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში, რის შემდეგაც გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ირაკლის სიცოცხლის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ოპერაციის შემდეგ ის მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა, ე.წ. "რესბალნიცაზე" გადაიყვანეს. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა მძიმეა, მაინტერესებს რატომ მოხდა მისი გადაყვანა?! თან მითხრეს, რომ ბავშვმა, რომელიც აპარატზეა შეერთებული, გადაყვანამდე ტანსაცმელი თავადვე ჩაიცვა, რაც დაუჯერებელია!", - აღნიშნა ნონა კაშიამ.

მისივე თქმით, ოპერაციის დროს მან სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს დაურეკა და სთხოვა, მისთვის შვილის ნახვის უფლება მიეცათ. "როგორც მითხრეს, არ არის შანსი, რომ ირაკლი ცოცხალი დარჩეს და სუბარს დავურეკე, ვთხოვე, იქნებ ნახვის უფლება მოეცათ, რომ მისი სუნთქვა მომესმინა. ამის მაგივრად, საშინლად მეჩხუბა. შემდეგ დავურეკე მოროშკინას, რომელიც ასევე მეჩხუბა, პარასკევს როგორ მირეკავთო. პარასკევი არის სამუშაოს დასრულების დღე და როგორ მიკავშირდებითო", - აღნიშნა ნონა კაშიამ.

მისივე თქმით, ირაკლი კაშია 24 წლისაა და ის ადამიანის დაჭრის ბრალდებით არის დაკავებული. "ჩემი შვილი დღემდე არ აღიარებს დანაშაულს და ის იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ ახალაიებთან თანამშრომლობას არ დათანხმდა", - აღნიშნა კაშიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, პატიმრის ციხის საავადმყოფოში დაბრუნების გადაწყვეტილება სამედიცინო ნაწილმა მიიღო. "რადგან მისი გადაყვანა მოხდა, ე.ი. სამედიცინო სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ის ღუდუშაურის შემდეგ გადაიყვანოს ე.წ. "რესბალნიცაზე". ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია მან მიიღო და ახლა მკურნალობა უნდა გააგრძელოს ე.წ. "რესბალნიცაზე", – აღნიშნა კორძაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ