პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უთხრა პრეზიდენტმა ნათია ორველაშვილს ინტერვიუზე უარი
რატომ უთხრა პრეზიდენტმა ნათია ორველაშვილს ინტერვიუზე უარი

ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის ჟურ­ნა­ლის­ტურ კა­რი­ე­რა­ში ორ­წლი­ა­ნი ციკ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ყვე­ლა რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ორ-ორი წელი გა­ა­ტა­რა. ბო­ლოს "კავ­კა­სი­ა­ში" გა­და­ცე­მა "ცხე­ლი ხაზი" მიჰ­ყავ­და. ამ­ჯე­რად "იმედ­ში" მუ­შა­ობს და "ქრო­ნი­კის" კო­რეს­პონ­დენ­ტია. ხში­რად და­დის ჩარ­თვებ­ზე და ფიქ­რობს, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ისევ მო­უნ­დე­ბა ეთერ­ში დაჯ­დო­მა.

- ტელე- რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. სამი წელი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ ერთი წელი "ალმა მა­ტერ­ში" და დიპ­ლო­მიც ავი­ღე. სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მშობ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მეც წა­მიყ­ვა­ნეს. რად­გან უცხო­ე­ლი ვი­ყა­ვი, ფა­სი­ან ფა­კულ­ტეტ­ზე უგა­მოც­დოდ ჩა­ვი­რი­ცხე, მაგ­რამ შემ­დეგ უნდა გეს­წავ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რა­დიო "მწვა­ნე ტალ­ღას" უკავ­შირ­დე­ბა. თა­ვი­დან სტა­ჟი­ო­რად მი­ვე­დი, შემ­დეგ შტატ­ში ჩამ­სვეს. ჯერ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად კო­რეს­პონ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სულ ენა­ზე გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ზე გა­და­ცე­მაც მიმ­ყავ­და. ორი წლის შემ­დეგ რა­დიო "უც­ნობ­ში" გა­და­ვე­დი, სა­დაც ასე­ვე კო­რეს­პონ­დენ­ტად და წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ­დი. ისე და­ემ­თხვა, რომ აქამ­დე ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ში ორი წელი ვი­მუ­შა­ვე. ორი წლის შემ­დეგ რა­დი­ო­დან უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა. მა­შინ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, ლან­გარ­ზე არ ეწყო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. "კავ­კა­სია" ავირ­ჩიე. ეს იყო ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც, ვფიქ­რობ­დი, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი. ჯერ კო­რეს­პონ­დენ­ტად ვმუ­შა­ობ­დი, ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დეგ ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "ცხე­ლი ხა­ზის" პრო­დი­უ­სე­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, შემ­დეგ წამ­ყვა­ნო­ბა.

- გახ­სოვს, პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­და­ღე­ბა­ზე რო­დის წახ­ვე­დი?

- 4 ან 5 იან­ვარს. ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა, რო­გორც ხან­და­ხან ცურ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ან, ხელი მკრა და გა­და­ღე­ბა­ზე გა­მიშ­ვა. სი­უ­ჟე­ტი ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ზე მო­ვამ­ზა­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კა არ არის ის სფე­რო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად მეს­მის, შე­ვე­ცა­დე, ხალ­ხის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა სი­უ­ჟე­ტი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებ­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ჩა­წე­რის დროს ინერ­ვი­უ­ლე?

- ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვი­ათ. უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მის გა­და­ღე­ბის დროს ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. უამ­რავ ისეთ ოჯახ­ში ვყო­ფილ­ვარ, სა­დაც თვე­ე­ბის ბავ­შვზე დედა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ გა­ჭირ­ვე­ბის გამო ეკო­ნო­მი­უ­რად კვე­ბავ­და.

- პრე­ზი­დენ­ტის­გან თუ აგი­ღია კო­მენ­ტა­რი?

- რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვი­ყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე აე­რო­პორ­ტში, სა­დღაც მიფ­რი­ნავ­და, მაგ­რამ ერთხელ მქონ­და პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში ვი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ ვის­ვე­ნებ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან ერ­თად მო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მინ­დო­და, ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის­თვის ინ­ტერ­ვიუ ჩა­მე­წე­რა. მა­ნამ­დე მის პრეს­სამ­სა­ხურს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ რად­გან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, გა­დავ­წყვი­ტე, მივ­სუ­ლი­ყა­ვი და პი­რა­დად მე­თხო­ვა. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უშუ­ა­ლოა და ჩავ­თვა­ლე, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, მარ­ტი­ვად დამ­თან­ხმე­ბო­და. მი­ვე­დი, ავუხ­სე­ნი სა­ი­დან ვი­ყა­ვი და ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე. ძა­ლი­ან გულ­თბი­ლად გა­და­მა­მი­სა­მარ­თა პრეს­სამ­სა­ხურ­თან (იღი­მე­ბა). შე­იძ­ლე­ბა, ჩემი მხრი­და­ნაც სწო­რი არ იყო, რომ ადა­მი­ანს დას­ვე­ნე­ბის დროს მი­ვა­დე­ქი, მაგ­რამ ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და ჩავ­თვა­ლე, რომ ამ შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ღირ­და.

- შედ­გა ეს ინ­ტერ­ვიუ?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა, ჟურ­ნა­ლის ერთ-ერთი ნო­მე­რი გა­ვუგ­ზავ­ნეთ და უარი თქვა. მი­ზე­ზი არ აუხ­სნი­ათ. რო­დე­საც რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ყო­ველ­თვის მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ პრე­სი­სა და რა­დი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ჩაგ­რუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რად­გან პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებს იწ­ვევ­დნენ. "კავ­კა­სი­ა­ში" რომ გა­და­ვე­დი, აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლისტსაც არ სწყა­ლო­ბენ (იღი­მე­ბა).

- გა­და­ცე­მა "ცხელ ხაზ­ზე" ვი­სა­უბ­როთ, მახ­სოვს, ერთხელ შენ და ალე­კო კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდით.

- ალე­კოს გუ­ლახ­დი­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს. ხუმ­რო­ბით სა­ხალ­ხო ჟურ­ნა­ლისტს ვე­ძახ­დით. ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა იყო მისი მო­რი­გი ბრალ­დე­ბა, რომ ვაშ­ლის თლის პრო­ცეს­ში ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ამა­ზე ახა­ლა­ი­ას თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბაჩო ვაშლს სა­ერ­თოდ არ ჭამ­და და სწო­რედ ამ თე­მა­ზე დაგ­ვი­რე­კა ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა. ქალ­ბა­ტონ­მა გვი­თხრა, რას ჰქვია, ბაჩო ვაშლს არ ჭამ­და, სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რომ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე მო­სე­ირ­ნე ახა­ლა­ია ყვე­ლას თვალ­წინ სა­ჯა­როდ ვაშლს ჭამ­დაო. მე და ალე­კოს გაგ­ვე­ღი­მა, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დეთ, ეთერ­ში თავი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი რომ დაგ­ვემ­შვი­დო­ბა, ალე­კო სკამ­ზე შეს­წორ­და და ამ დროს სა­ვარ­ძე­ლი ჩა­ვარ­და - ერთხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ - ალე­კოს მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სახე უჩან­და ლეპ­ტო­პის მიღ­მა. აქ უკვე გაგ­ვი­ჭირ­და თა­ვის შე­კა­ვე­ბა და მო­რი­გი ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვის დროს სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას ვე­ღარ ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი (იცი­ნის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რატომ უთხრა პრეზიდენტმა ნათია ორველაშვილს ინტერვიუზე უარი

რატომ უთხრა პრეზიდენტმა ნათია ორველაშვილს ინტერვიუზე უარი

ნათია ორველაშვილის ჟურნალისტურ კარიერაში ორწლიანი ციკლი აქტუალურია. ყველა რადიოსა და ტელევიზიაში ორ-ორი წელი გაატარა. ბოლოს "კავკასიაში" გადაცემა "ცხელი ხაზი" მიჰყავდა. ამჯერად "იმედში" მუშაობს და "ქრონიკის" კორესპონდენტია. ხშირად დადის ჩართვებზე და ფიქრობს, რომ რაღაც ეტაპზე ისევ მოუნდება ეთერში დაჯდომა.

- ტელე- რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სამი წელი სანქტ-პეტერბურგში კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ ერთი წელი "ალმა მატერში" და დიპლომიც ავიღე. სანქტ-პეტერბურგში მშობლები ცხოვრობდნენ და მეც წამიყვანეს. რადგან უცხოელი ვიყავი, ფასიან ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩავირიცხე, მაგრამ შემდეგ უნდა გესწავლა. ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები რადიო "მწვანე ტალღას" უკავშირდება. თავიდან სტაჟიორად მივედი, შემდეგ შტატში ჩამსვეს. ჯერ საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა და პარალელურად კორესპონდენტი ვიყავი, მოგვიანებით რუსულ ენაზე გარემოს დაცვის თემაზე გადაცემაც მიმყავდა. ორი წლის შემდეგ რადიო "უცნობში" გადავედი, სადაც ასევე კორესპონდენტად და წამყვანად ვმუშაობდი. ისე დაემთხვა, რომ აქამდე ყველა სამსახურში ორი წელი ვიმუშავე. ორი წლის შემდეგ რადიოდან უკვე ტელევიზიაში გავაგრძელე მუშაობა. მაშინ ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება, ლანგარზე არ ეწყო ტელევიზიები. "კავკასია" ავირჩიე. ეს იყო ტელევიზია, სადაც, ვფიქრობდი, თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჯერ კორესპონდენტად ვმუშაობდი, ბავშვის შეძენის შემდეგ ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა "ცხელი ხაზის" პროდიუსერობა შემომთავაზა, შემდეგ წამყვანობა.

- გახსოვს, პირველად ტელევიზიიდან გადაღებაზე როდის წახვედი?

- 4 ან 5 იანვარს. ნინო ჯანგირაშვილმა, როგორც ხანდახან ცურვის მასწავლებლები იქცევიან, ხელი მკრა და გადაღებაზე გამიშვა. სიუჟეტი ქართულ ეკონომიკაზე მოვამზადე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ყველაზე კარგად მესმის, შევეცადე, ხალხისთვის გასაგებ ენაზე გამეკეთებინა სიუჟეტი. ძალიან ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ოპერატორი, რომელიც ძალიან მამხნევებდა.

- ყველაზე მეტად რომელი თანამდებობის პირის ჩაწერის დროს ინერვიულე?

- ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავაცნობიერე, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, კონკრეტულ მომენტში მაღალი თანამდებობა უკავიათ. უფრო სოციალური თემის გადაღების დროს ვნერვიულობდი. უამრავ ისეთ ოჯახში ვყოფილვარ, სადაც თვეების ბავშვზე დედა მეუბნებოდა, რომ გაჭირვების გამო ეკონომიურად კვებავდა.

- პრეზიდენტისგან თუ აგიღია კომენტარი?

- რამდენიმეჯერ ვიყავი გადაღებაზე აეროპორტში, სადღაც მიფრინავდა, მაგრამ ერთხელ მქონდა პირადი კონტაქტი. მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში ვიყავი და უბრალოდ ვისვენებდი. მოულოდნელად პრეზიდენტი რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მოვიდა. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა, ერთ-ერთი უკრაინული ჟურნალისთვის ინტერვიუ ჩამეწერა. მანამდე მის პრესსამსახურს ვეკონტაქტებოდი ამ თემაზე, მაგრამ რადგან პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა, გადავწყვიტე, მივსულიყავი და პირადად მეთხოვა. ურთიერთობაში უშუალოა და ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, მარტივად დამთანხმებოდა. მივედი, ავუხსენი საიდან ვიყავი და ინტერვიუ ვთხოვე. ძალიან გულთბილად გადამამისამართა პრესსამსახურთან (იღიმება). შეიძლება, ჩემი მხრიდანაც სწორი არ იყო, რომ ადამიანს დასვენების დროს მივადექი, მაგრამ ბოდიში მოვუხადე და ჩავთვალე, რომ ამ შანსის გამოყენება ღირდა.

- შედგა ეს ინტერვიუ?

- სამწუხაროდ, არა, ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი გავუგზავნეთ და უარი თქვა. მიზეზი არ აუხსნიათ. როდესაც რადიოში ვმუშაობდი, ყოველთვის მივიჩნევდი, რომ პრესისა და რადიოს ჟურნალისტები დაჩაგრულები ვიყავით, რადგან პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს იწვევდნენ. "კავკასიაში" რომ გადავედი, აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა ტელევიზიის ჟურნალისტსაც არ სწყალობენ (იღიმება).

- გადაცემა "ცხელ ხაზზე" ვისაუბროთ, მახსოვს, ერთხელ შენ და ალეკო კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდით.

- ალეკოს გულახდილობა მაყურებელს ძალიან მოსწონს. ხუმრობით სახალხო ჟურნალისტს ვეძახდით. ბაჩო ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯერ კიდევ აქტუალური თემა იყო მისი მორიგი ბრალდება, რომ ვაშლის თლის პროცესში ერთ-ერთ თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზე ახალაიას თანამშრომელმა განაცხადა, რომ ბაჩო ვაშლს საერთოდ არ ჭამდა და სწორედ ამ თემაზე დაგვირეკა ეთერში მაყურებელმა. ქალბატონმა გვითხრა, რას ჰქვია, ბაჩო ვაშლს არ ჭამდა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ კოლმეურნეობის მოედანზე მოსეირნე ახალაია ყველას თვალწინ საჯაროდ ვაშლს ჭამდაო. მე და ალეკოს გაგვეღიმა, მაგრამ შევეცადეთ, ეთერში თავი შეგვეკავებინა. ქალბატონი რომ დაგვემშვიდობა, ალეკო სკამზე შესწორდა და ამ დროს სავარძელი ჩავარდა - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ - ალეკოს მხოლოდ ნახევარი სახე უჩანდა ლეპტოპის მიღმა. აქ უკვე გაგვიჭირდა თავის შეკავება და მორიგი ინფორმაციის წაკითხვის დროს სერიოზულობას ვეღარ ვინარჩუნებდი (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები