პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოველებმა პიკეტი მოაწყვეს
ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოველებმა პიკეტი მოაწყვეს

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რო­ნის, ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად მოს­კოვ­ში, დიდი თე­ატ­რის წინ მდე­ბა­რე რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ე­დან­ზე პი­კე­ტი მო­ე­წყო. რა­დი­ო­სად­გურ Эхо Москвы-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე 50 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რომ­ლე­ბიც ცის­კა­რი­ძის დიდი თე­ატ­რი­დან და­თხოვ­ნას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აქ­ცი­ა­ზე ცის­კა­რი­ძის პორ­ტრე­ტე­ბი­თა და პლა­კა­ტე­ბით მი­ვიდ­ნენ. "დიდო! ცუ­დად იქ­ცე­ვი!", "ცის­კა­რი­ძე - რუ­სე­თის სი­ა­მა­ყე!" - ეს წარ­წე­რე­ბი ამ­შვე­ნებ­და მო­ნა­წი­ლე­თა პლა­კა­ტებს, რომ­ლე­ბიც დიდი თე­ატ­რის­გან ცის­კა­რი­ძის­თვის კონ­ტრაქ­ტის 5 წლით გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვ­დნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, ვლა­დი­მირ მე­დინ­სკის­თვის წე­რი­ლი შე­ად­გი­ნეს, რო­მელ­საც დიდი თე­ატ­რის დი­რექ­ტორ ანა­ტო­ლი იკ­სა­ნოვ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნას სთხო­ვენ, რათა ამ უკა­ნას­კნელ­მა ბა­ლე­რონ­თან კოტ­რაქ­ტი არ გა­წყვი­ტოს.

ცის­კა­რი­ძემ Эха Москвы-ის ეთე­რით მხარ­დამ­ჭე­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო აქ­ცი­ა­ზე არ მივა. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­უ­წყვე­ტია სად იმუ­შა­ვებს.

იმის შე­სა­ხებ, რომ დიდი თე­ატ­რი ცის­კა­რი­ძეს­თან, რო­გორც მსა­ხი­ობ­თან, ისე პრე­და­გოგ-რე­პე­ტი­ტორ­თან კონ­ტრაქტს აღარ გა­აგ­რძე­ლებს, ერთი კვი­რის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ორი­ვე კონ­ტრაქ­ტის ვადა 30 ივ­ნისს იწუ­რე­ბა.

თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და მო­ცეკ­ვა­ვეს შო­რის კონ­ფლიქ­ტი 2011 წელს და­ი­წყო. მა­შინ ცის­კა­რი­ძემ დიდი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თე­ატ­რის ის­ტო­რი­უ­ლი სცე­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ხა­რის­ხის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. ბა­ლე­რონს არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ მას თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დევ­ნის. თე­ატ­რში კი იგი დი­რექ­ტო­რის პოს­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად ინ­ტრი­გებ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

კონ­ფლიქ­ტი სა­ბა­ლე­ტო და­სის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ სერ­გეი ფი­ლინ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ გამ­წვავ­და. თე­ატ­რში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცის­კა­რი­ძემ დიდი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის კრი­ტი­კით თე­ატ­რში უარ­ყო­ფი­თი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნა, რა­საც ბა­ლე­რო­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოველებმა პიკეტი მოაწყვეს

ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოველებმა პიკეტი მოაწყვეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონის, ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოვში, დიდი თეატრის წინ მდებარე რევოლუციის მოედანზე პიკეტი  მოეწყო. რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ინფორმაციით, აქციაზე 50 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ცისკარიძის დიდი თეატრიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ.

მონაწილეები აქციაზე ცისკარიძის პორტრეტებითა და პლაკატებით მივიდნენ. "დიდო! ცუდად იქცევი!", "ცისკარიძე - რუსეთის სიამაყე!"  - ეს წარწერები ამშვენებდა მონაწილეთა პლაკატებს, რომლებიც დიდი თეატრისგან ცისკარიძისთვის კონტრაქტის 5 წლით გაგრძელებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის კულტურის მინისტრის, ვლადიმირ მედინსკისთვის წერილი შეადგინეს, რომელსაც დიდი თეატრის დირექტორ ანატოლი იკსანოვზე ზეწოლის მოხდენას სთხოვენ, რათა ამ უკანასკნელმა ბალერონთან კოტრაქტი არ გაწყვიტოს.

ცისკარიძემ Эха Москвы-ის ეთერით მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეთიკური მიზეზების გამო აქციაზე არ მივა. მან ასევე დასძინა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია სად იმუშავებს.

იმის შესახებ, რომ დიდი თეატრი ცისკარიძესთან, როგორც მსახიობთან, ისე პრედაგოგ-რეპეტიტორთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს, ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ორივე კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება.

თეატრის ხელმძღვანელობასა და მოცეკვავეს შორის კონფლიქტი  2011 წელს დაიწყო. მაშინ ცისკარიძემ დიდი თეატრის ხელმძღვანელობა თეატრის ისტორიული სცენის რეკონსტრუქციის ხარისხის გამო გააკრიტიკა. ბალერონს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას თეატრის ხელმძღვანელობა დევნის. თეატრში კი იგი დირექტორის პოსტის მოსაპოვებლად  ინტრიგებში დაადანაშაულეს.

კონფლიქტი საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინზე თავდასხმის შემდეგ გამწვავდა. თეატრში განაცხადეს, რომ ცისკარიძემ დიდი თეატრის ხელმძღვანელობის კრიტიკით თეატრში უარყოფითი ატმოსფერო შექმნა, რასაც ბალერონი კატეგორიულად უარყოფს.

მომზადებულია Lenta.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება