მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი: მიშისტებო, ნუ წაიღეთ ტვინი კონგრესის გადაწყვეტილებით
 დავით ზურაბიშვილი: მიშისტებო, ნუ წაიღეთ ტვინი კონგრესის გადაწყვეტილებით

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აშშ-ის კონ­გრე­სის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ამე­რი­კის კონ­გრე­სი კი არა, ზეცა რომ გა­ი­პოს და ან­გლოზ­თა დას­მა იგა­ლო­ბოს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არას­რულ­ყო­ფი­ლი დე­მოკ­რა­ტია იყო და ახლა რეპ­რე­სი­ე­ბი­აო, ამ სი­სუ­ლე­ლეს მა­ინც ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს",- წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე .

მისი გან­ცხა­დე­ბით, კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტში კონ­გრეს­მენ მაიკ ტერ­ნე­რის ჩა­ნა­წე­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"ნუ წა­ი­ღეთ ტვი­ნი კონ­გრე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც კონ­გრე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის და კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტში კონ­გრეს­მენ მაიკ ტერ­ნე­რის ჩა­ნა­წე­რია (კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ერთი თვის შემ­დეგ უნდა მოხ­დეს).

და ისე ამე­რი­კის კონ­გრე­სი კი არა, ზეცა რომ გა­ი­პოს და ან­გლოზ­თა დას­მა იგა­ლო­ბოს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არას­რულ­ყო­ფი­ლი დე­მოკ­რა­ტია იყო და ახლა რეპ­რე­სი­ე­ბი­აო, ამ სი­სუ­ლე­ლეს მა­ინც ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს. ბოლო ბოლო აქ ვცხოვ­რობ, ამ ქვე­ყა­ნა­ში და არა სა­დღაც მა­გე­ლა­ნის სრუ­ტეს­თან", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სის სა­ქარ­თვე­ლოს­თან თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არ­ჩე­უ­ლი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ­მა ზო­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­წი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლას", - ნათ­ქვა­მია კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დავით ზურაბიშვილი: მიშისტებო, ნუ წაიღეთ ტვინი კონგრესის გადაწყვეტილებით

 დავით ზურაბიშვილი: მიშისტებო, ნუ წაიღეთ ტვინი კონგრესის გადაწყვეტილებით

განათლების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.

"ამერიკის კონგრესი კი არა, ზეცა რომ გაიპოს და ანგლოზთა დასმა იგალობოს, წინა ხელისუფლების დროს არასრულყოფილი დემოკრატია იყო და ახლა რეპრესიებიაო, ამ სისულელეს მაინც ვერავინ დამაჯერებს",- წერს ზურაბიშვილი  "ფეისბუქის" გვერდზე .

მისი განცხადებით, კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტში კონგრესმენ მაიკ ტერნერის ჩანაწერია წარმოდგენილი.

"ნუ წაიღეთ ტვინი კონგრესის გადაწყვეტილებით, რომელიც კონგრესის გადაწყვეტილება არ არის და კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტში კონგრესმენ მაიკ ტერნერის ჩანაწერია (კანონპროექტის მიღება ერთი თვის შემდეგ უნდა მოხდეს).

და ისე ამერიკის კონგრესი კი არა, ზეცა რომ გაიპოს და ანგლოზთა დასმა იგალობოს, წინა ხელისუფლების დროს არასრულყოფილი დემოკრატია იყო და ახლა რეპრესიებიაო, ამ სისულელეს მაინც ვერავინ დამაჯერებს. ბოლო ბოლო აქ ვცხოვრობ, ამ ქვეყანაში და არა სადღაც მაგელანის სრუტესთან", - წერს ზურაბიშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ზომები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს