სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ამ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე 205 ხმით აირ­ჩია. ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე 224 მო­სა­მარ­თლი­დან 222-მა მი­ი­ღო . აქე­დან 205-მა ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს მის­ცა ხმა. 17 ბი­უ­ლე­ტე­ნი კი ხმის დამ­თვლელ­მა კო­მი­სი­ამ ბა­თი­ლად ცნო.

კენ­ჭისყ­რის და­წყე­ბის წინ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნო­ბის ოთხმა კან­დი­დატ­მა, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა ილო­ნა თო­დუ­ამ, პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძემ, გი­ორ­გი შავ­ლი­აშ­ვილ­მა და თა­მარ ალა­ნი­ამ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რე­ბი მუ­რუ­სი­ძის სა­სარ­გებ­ლოდ მოხ­სნეს. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტზე ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი იყო.

ალ­ბათ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ ჩვენ ყვე­ლას ერ­თი­ა­ნი მი­ზა­ნი გვაქვს, - ასე ხსნის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდივ­ნო­ბის ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე იმ ოთხი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლებ­საც ამ პოსტზე კენ­ჭისყრა შე­ეძ­ლოთ, მაგ­რამ კან­დი­და­ტუ­რე­ბი მოხ­სნეს.

"ალ­ბათ მათ მი­იჩ­ნი­ეს, რომ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ყვე­ლა­ზე კარ­გად მე შევ­ძლებ­დი. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ვეც­დე­ბი მათი ნდო­ბა გა­ვა­მარ­თლო", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ, რო­მე­ლიც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე მო­სა­მარ­თლე­თა მი­მართ თუნ­დაც დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი დევ­ნის და­წყე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია.

რო­გორც მუ­რუ­სი­ძე აცხა­დებს, ის ასე­თი კო­მი­სი­ის შექ­მნას არ ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა შე­იქ­მნე­ბა თუ არა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სია, მისი თქმით, პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია.

მუ­რუ­სი­ძემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ამ კონ­ტექ­სტში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ის პრინ­ცი­პუ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბა, თუკი კო­მი­სი­ის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ თუნ­დაც დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი საქ­მის და­წყე­ბა.

"მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია და პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია ასე­თი კო­მი­სი­ის შექ­მნა. მაგ­რამ მე პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ამ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მისი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გეს მო­სა­მარ­თლის არა თუ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ მისი დის­ციპ­ლი­ნა­რულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მის სა­კი­თხი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კონფერენციაში მონაწილე 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო . აქედან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა. 17 ბიულეტენი კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო.

კენჭისყრის დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა, მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ საკუთარი კანდიდატურები მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს. შესაბამისად, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

ალბათ ჩემმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ ჩვენ ყველას ერთიანი მიზანი გვაქვს, - ასე ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ერთადერთი კანდიდატი ლევან მურუსიძე იმ ოთხი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებსაც ამ პოსტზე კენჭისყრა შეეძლოთ, მაგრამ კანდიდატურები მოხსნეს.

"ალბათ მათ მიიჩნიეს, რომ მიზნის განხორციელებას ყველაზე კარგად მე შევძლებდი. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვეცდები მათი ნდობა გავამართლო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან მურუსიძემ, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსამართლეთა მიმართ თუნდაც დისციპლინარული დევნის დაწყების  წინააღმდეგია.

როგორც მურუსიძე აცხადებს, ის ასეთი კომისიის შექმნას არ ეთანხმება, თუმცა შეიქმნება თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, მისი თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია.

მურუსიძემ მედიასთან საუბრისას ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პრინციპულად წინააღმდეგი იქნება, თუკი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება მოსამართლეთა წინააღმდეგ თუნდაც დისციპლინარული საქმის დაწყება.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა პოლიტიკური საკითხია და პარლამენტის გადასაწყვეტია ასეთი კომისიის შექმნა. მაგრამ მე პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად მისი დასკვნის საფუძველზე დადგეს მოსამართლის არა თუ სისხლის სამართლებრივი, არამედ მისი დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ