ახალ ზელანდიაში 12 წლის სკოლის მოსწავლე ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მამა გახდა. ბავშვი ბიჭუნას მისი თანაკლასელის 36 წლის დედამ გაუჩინა.
სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოსწავლე სწავლობს, ჟურნალისტებს უამბო, რომ ამ ურთიერთობის შესახებ გასულ წელს შეიტყო. მაშინ მომავალი მამა, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, დირექტორს დახმარებას სთხოვდა. ბიჭუნას უფროს პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოეხერხებინა ეს.
მოსწავლემ დირექტორს უამბო, რომ ერთხელ მეგობარმა სკოლის გაცდენა შესთავაზა. ეს დღე მათ თანაკლასელის დედასთან გაატარეს. ქალმა ვაჟის მეგობარს თავიდან ლუდი შესთავაზა შემდეგ კი მოხიბლა. ეს ურთიერთობა რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა. ჩვილის დაბადების შემდეგ კი ბავშვი დედას ჩამოართვეს და სოციალურ სამსახურს გადააბარეს.
ახალი ზელანდიის კანონმდებლობა ქალების მიერ არასრულწლოვანთა გარყვნის დასჯას არ ითვალისწინებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჯუდიტ კოლინზმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ არსებულ კანონმდებლობას გადახედავს.
მომზადებულია NZ Herald-ის მიხედვით.