სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ტე­რაქ­ტის მცე­დე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ უცხო­ე­თის ორ მო­ქა­ლა­ქეს - მი­კა­ელ კა­დი­ევ­სა და რიზ­ვან ომა­როვს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის წა­რედ­გი­ნათ, სა­ქა­ლა­ქო სა­ქა­ლა­ქო სა­სამ­რთლო­ლომ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლე ბად­რი შო­ნი­ამ გან­მარ­ტა, რომ სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის ფაქ­ტი, რომ აღნშნუ­ლი პი­რე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ, აქვთ კაბ­ში­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, გარ­და ამი­სა, კა­დი­ევს ყალ­ბი პას­პორ­ტი აღ­მო­აჩ­ნდა.

"სა­სა­მარ­თლომ იხელ­მძღვა­ნე­ლა ასე­ვე იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მო­დი­ნა­რე, რომ სა­უ­ბა­რია ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა­სა და ოდე­ნო­ბა­ზე. ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბი. ამ პი­რო­ბებ­ში სა­სამ­რთლოს მი­აჩ­ნია და აქვს ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბი­ეს პი­რო­ბებ­ში ხელი შე­უ­შა­ლონ გა­მო­ძე­ბას, ამი­ტომ არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ­სე­ბობს მი­მალ­ვის საფრ­თხე და გამ­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი", - აღ­ნიშ­ნა ბად­რი შო­ნი­ამ.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვებ­დნენ ბრალ­დე­ბის მხა­რის პრო­კუ­რო­ი­რე­ბი, თუმ­ცა ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ქრის­ტი­ნა კო­კო­ჩი­ამ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ შე­ეც­ვა­ლათ ბრა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლებს, გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ ია­რა­ღი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი. პრო­კუ­რო­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში წარ­დგე­ნი­ლი იყოს და­მა­ტე­ბი­თი ბრა­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვე­ნენ თავ­და­პირ­ვე­ლად კა­დი­ე­ვი და ომა­რო­ვი - ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა.

სა­სამ­რთლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დაც­ვის მხა­რეს ორი დღის ვა­და­ში შე­უძ­ლი­ათ. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ასე­ვე ჩა­ი­ნიშ­ნა კა­დი­ე­ვი­სა და ომა­რო­ვის სა­ქა­მე­ზე წინა სა­სამ­რთლო სხდო­მის თარ­ღი - 31 ივ­ლი­სი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ტერაქტის მცედელობისთვის დაკავებულ უცხოეთის ორ მოქალაქეს - მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს, რომლებსაც ბრალი ოფიციალურად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის წარედგინათ, საქალაქო საქალაქო სასამრთლოლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ბადრი შონიამ განმარტა, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ აღნშნული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, აქვთ კაბშირები საზღვარგარეთ, გარდა ამისა, კადიევს ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა.

"სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე იმ გარემოებებიდან გამოდინარე, რომ საუბარია ასაფეთქებელი ნივთიერებების რამდენიმე სახეობასა და ოდენობაზე. ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო ქმედებები. ამ პირობებში სასამრთლოს მიაჩნია და აქვს ვარაუდი, რომ შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებიეს პირობებში ხელი შეუშალონ გამოძებას, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე და გამძიებისთვის ხელის შეშლის დასაბუთებული ვარაუდი", - აღნიშნა ბადრი შონიამ.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისგან თავს იკავებდნენ ბრალდების მხარის პროკუროირები, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ქრისტინა კოკოჩიამ მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, თუ რატომ შეეცვალათ ბრალი თავდაპირველად ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებულებს, განაცხადა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე არსებობდა მხოლოდ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარდგენის საფუძველი. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პერიოდში წარდგენილი იყოს დამატებითი ბრალი, რის საფუძველზეც დაკავებული იყვენენ თავდაპირველად კადიევი და ომაროვი - ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა.

სასამრთლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა დაცვის მხარეს ორი დღის ვადაში შეუძლიათ. დღევანდელ პროცესზე ასევე ჩაინიშნა კადიევისა და ომაროვის საქამეზე წინა სასამრთლო სხდომის თარღი - 31 ივლისი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ