სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერწერა, როლები, ლექსები და კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ჰიმნად იქცა
ფერწერა, როლები, ლექსები და კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ჰიმნად იქცა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ზოგი ხა­ტავს, ზოგი მუ­სი­კას წერს, ზოგი ლექ­სის ავ­ტო­რია, ზო­გიც სცე­ნა­ზე გა­მო­დის, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­ბია. დღეს სწო­რედ ასეთ ხე­ლო­ვან­თან გვინ­და, შე­გახ­ვედ­როთ. ეს ადა­მი­ა­ნი ჯუმ­ბერ ჯან­დი­ე­რი გახ­ლავთ... დიახ, უნდა მო­უს­მი­ნოთ მის მიერ შექ­მნილ მუ­სი­კას, უნდა ნა­ხოთ მისი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, რო­გორ თა­მა­შობს ფილ­მებ­ში და მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ უწო­დე­ბენ მას "ქარ­თუ­ლი ესტრა­დის პატ­რი­არ­ქს" და "მუ­ზე­ბის ნე­ბი­ე­რას"...

- ბა­ტო­ნო ჯუმ­ბერ, ახ­ლა­ხან თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს რო­გორც მხატ­ვარ­მა და რო­გორც კომ­პო­ზი­ტორ­მა 2 და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო აჩუ­ქეთ...

- დიახ, ეს სა­ღა­მო­ე­ბი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით მო­ვა­წყვე და ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, რუ­სუ­დან გვა­თუ­ას ხსოვ­ნას მი­ვუ­ძღვე­ნი. ჩემს ნა­ხა­ტებ­თან ერ­თად, ჩემი შვი­ლის - ჯარ­ჯი ჯან­დი­ე­რის ტი­ლო­ე­ბიც გა­მოვ­ფი­ნე. ის ბოლო წლე­ბია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. გა­მო­ვი­და ჩემი 2 ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის 120 წლის იუ­ბი­ლეს მი­ვუ­ძღვე­ნი. ერთს "ვით სამ­რეკ­ლო ცის უდაბ­ნო­ში" და­ვარ­ქვი, მე­ო­რეს - "ქე­ბა­თა ქება ნი­კორ­წმინ­დას". ორი­ვე დის­კზე 30-ზე მეტი ნა­წარ­მო­ე­ბია შე­სუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ დიდი პო­ე­ტის იუ­ბი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­ნა­დოდ არ აღ­ნიშ­ნეს.

- ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებს შო­რის პირ­ვე­ლი ხართ, რო­მელ­მაც გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სებ­ზე მუ­სი­კა და­წე­რა...

- დიახ, პირ­ვე­ლად "სი­ლაჟ­ვარ­დე ანუ ვარ­დი სი­ლა­ში" ავაჟ­ღე­რე და სიმ­ღე­რას "მზეო, მა­რი­ამ!" და­ვარ­ქვი. მწერ­ლე­ბი ამას ცუ­დად შეხ­ვდნენ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გან­კი­თხვის ჟამი იყო: ამ­ბობ­დნენ, გა­ლა­კტი­ო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა თა­ვად მუ­სი­კა­აო...

- რო­გორც ვიცი, ამის გამო მა­შინ­დელ "კა­გე­ბე­შიც" არა­ერ­თხელ და­გი­ბა­რეს.

- ეს ნა­წარ­მო­ე­ბი თუ ჩა­ი­წე­რე­ბო­და, რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს უნდა აეჟ­ღე­რე­ბი­ნა. მა­ნამ­დე სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო უნდა გა­ევ­ლო, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი ცენ­ზო­რი იყო. ამ სამ­სა­ხურს ვინ­მე შა­ფა­თა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ტექ­სტი რომ წა­ი­კი­თხა, მი­თხრა: - მუ­სი­კა კარ­გია, მაგ­რამ ეს ლექ­სი რას ჰგავს? გინ­და და­გი­ჭი­რონ? - ლექ­სის ავ­ტო­რი გა­ლა­კტი­ო­ნია-მეთ­ქი. - მერე რა, რომ გა­ლა­კტი­ო­ნია?! ახა­ლი ტექ­სტი და­წე­რე­თო. რა თქმა უნდა, ტექ­სტის შეც­ვლა­ზე არც მი­ფიქ­რია. ამი­ტომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­რო­ზე მქონ­და შე­მო­დე­ბუ­ლი. ასე­თი­ვე ბედი ხვდა წი­ლად მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლის ტექ­სტზე შექ­მნილ "ნოს­ტალ­გი­ას".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში რაში შე­გე­დავ­ნენ?

- იმ წლებ­ში გა­მო­დი­ო­და გა­ზე­თი "სამ­შობ­ლო", რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი გა­მო­ცე­მა იყო, უცხო­ეთ­ში რომ იგ­ზავ­ნე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ზე­თი სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის მა­ლა­მო­სა­ვით იყო. პა­რიზ­ში მცხოვ­რებ ერთ ქარ­თველს ფრან­გი გო­გო­ნა შე­ურ­თავს; მათ შვი­ლე­ბი გა­უჩ­ნდათ; ერთი შე­ხედ­ვით, ის ქარ­თვე­ლი კაცი საფ­რან­გეთ­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ნოს­ტალ­გია აწუ­ხებ­და. ეს გრძნო­ბა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად გა­უმ­ძაფ­რდა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და აქ და­საფ­ლა­ვე­ბა უნ­დო­და. ყვე­ლას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და. "მე ვარ გა­დაჭ­რი­ლი ვე­ნა­ხი,/ ვაზი მზის სხი­ვებ­ზე ჯვარ­ცმუ­ლი/ და ჩემი სამ­შობ­ლო მე­ძა­ხის,/ ნოს­ტალ­გია, ნოს­ტალ­გია, ნოს­ტალ­გია"... მო­რის­მა ეს ლექ­სი და­წე­რა, მე - მუ­სი­კა. მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ბა­რეს და გვი­თხრეს, - ჭკვი­ა­ნად იყა­ვით და ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის წე­რას თავი და­ა­ნე­ბე­თო. შემ­დეგ სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ მი­მიწ­ვია ფირ­მა "მე­ლო­დი­ამ". 1970 წელს ჩემი პირ­ვე­ლი ფირ­ფი­ტა გა­მო­ვი­და. მას­ში შე­სულ­მა სიმ­ღე­რებ­მაც დიდი კო­მი­სია გა­ი­ა­რა, მაგ­რამ ცო­ტა­თი ვი­ცუღ­ლუ­ტე. მოს­კოვ­ში მკი­თხეს, - ნოს­ტალ­გია რას ნიშ­ნავ­სო? - მე, ქარ­თვე­ლი კაცი ჩა­მო­ვე­დი აქ, სა­მუ­შა­ოდ და ჩემი ქვე­ყა­ნა, მთაწ­მინ­და, ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი მე­ნატ­რე­ბა-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რა უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ხართ ქარ­თვე­ლე­ბი, თქვენ­სა­ვით სამ­შობ­ლო არა­ვის ენატ­რე­ბაო. მოკ­ლედ, იმ ფირ­ფი­ტა­ზე "ნოს­ტალ­გია" და "მზეო, მა­რი­ამ" შე­ვა­პა­რე... 40 წელ­ზე მეტი გა­ვი­და, რაც გა­ლა­კტი­ო­ნის პო­ე­ზი­ა­ზე ვმუ­შა­ობ. როცა გა­ლა­კტი­ო­ნის ლექსს ვკი­თხუ­ლობ, მე­ლო­დია ფურ­ცელ­ზე ნო­ტე­ბის სა­ხით გა­და­დის.

- ამ­ჟა­მად რაზე მუ­შა­ობთ?

- სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სე­ბის ციკ­ლი შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლიც ჩემი მე­უღ­ლის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა. მას რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რაც მი­ვუ­ძღვე­ნი, ჯერ არ ჩა­მი­წე­რია, ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბით ხდე­ბა. ნიჭს გან­ვი­თა­რე­ბაც უნდა, შრო­მა არ უნდა და­ი­ზა­რო... ჩემი მე­უღ­ლე ჩემი დიდი მე­გო­ბა­რი იყო. მან, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში მა­ცხოვ­რა. ხელს მი­წყობ­და, რომ მე­მუ­შა­ვა. ოჯახ­ში არა­ფე­რი მე­ვა­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და. მახ­სოვს, ერთხელ ერე­ვან­ში იყო ექ­სკურ­სი­ა­ზე. მა­შინ ჰო­ბის დო­ნე­ზე ვხა­ტავ­დი და ჩემს ნა­ხა­ტებს სხვენ­ში ვა­წყობ­დი... რუ­სუ­და­ნი ერევ­ნი­დან დაბ­რუნ­და თუ არა, მი­თხრა, - სას­წრა­ფოდ სხვენ­ში ადი და შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნეო. - რა მოხ­და-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - თუ სომ­ხე­ბის­თვის სა­რი­ა­ნი დიდი მხატ­ვა­რია, შენს ნა­ხა­ტებ­ზე რა უნდა ით­ქვა­სო?!. ეს ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო. იმის მერე მხატ­ვრო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი, გა­მო­ფე­ნე­ბიც მო­ვა­წყვე...

- და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- დიახ, უცხო­ეთ­ში მეტი გა­მო­ფე­ნა მაქვს გა­მარ­თუ­ლი, ვიდ­რე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა სო­ხუმ­ში მქონ­და, შემ­დეგ - პა­რიზ­ში, ბონ­ში, კი­ოლნში, ამ­სტერ­დამ­ში; ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში, რუ­მი­ნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, რუ­სე­თის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში...

- თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი "ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­შიც" არის გა­მო­ფე­ნი­ლი...

- დიახ... ხში­რად პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებს ჩემს შვილ­თან, ჯარ­ჯის­თან ერ­თად ვმარ­თავ. ახლა ჩვე­ნით გერ­მა­ნე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს...

- შვილ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ჯარ­ჯი 5 წე­ლია, ნიუ-იორკში ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა უკვე მო­ა­წყო. მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტია. ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ მხატ­ვრო­ბას აირ­ჩევ­და. მი­ხა­რია, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მოს­წონთ. რჩე­ვებს ხში­რად მე­კი­თხე­ბა. მხატ­ვრო­ბას სწავ­ლა უნდა. კარ­გი ტი­ლოს შე­საქ­მნე­ლად მხო­ლოდ ნიჭი არ არის საკ­მა­რი­სი...

- რას იტყვით თქვენს ნა­მუ­შევ­რებ­ზე?

- თა­ვი­დან ხატ­ვა პე­ი­ზა­ჟე­ბით და­ვი­წყე, შემ­დეგ მას ბიბ­ლი­უ­რი თე­მა­ტი­კა შე­ე­მა­ტა. ბევ­რი პორ­ტრე­ტი მე­უღ­ლეს მი­ვუ­ძღვე­ნი. ვხა­ტავ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ბოლო დროს სპარ­სუ­ლი თე­მა­ტი­კით და­ვინ­ტე­რეს­დი. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაც თა­ვი­სე­ბურ გან­წყო­ბი­ლე­ბას მიქ­მნის.

- თე­ატ­რშიც, რო­გორც მსა­ხი­ობ­მა, წლე­ბის მან­ძილ­ზე იმუ­შა­ვეთ...

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ოჯახ­ში იცოდ­ნენ, რომ მუ­სი­კო­სი უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა ნა­წარ­მო­ებს თა­ვი­სე­ბუ­რად უკ­რავს, ეს აუ­ცი­ლებ­ლად კომ­პო­ზი­ტო­რი იქ­ნე­ბაო... ერთ დღეს, VII ვაჟ­თა სკო­ლა­ში პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლი­დან მო­ვიდ­ნენ და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! შეგ­ვარ­ჩი­ეს. დრა­მა­ტულ წრე­ში ჩამ­რი­ცხეს. სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე "გა­უ­ცი­ნარ ხელ­მწი­ფეს" დგამ­და, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი მერ­გო, გა­უ­ცი­ნა­რი ხელ­მწი­ფე გავ­ხდი. კარ­გი დასი შე­იკ­რი­ბა. ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი პი­ო­ნერ გო­გო­ნას თა­მა­შობ­და, გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი­დან ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი "ამო­დი­ოდ­ნენ". მალე პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, გო­გო­ნე­ბი დამ­დევ­დნენ, წე­რი­ლებს მწერ­დნენ. პა­ტა­რა ბიჭს მეტი რა უნდა მნდო­მო­და?! მსა­ხი­ო­ბო­ბამ გა­მი­ტა­ცა. პო­პუ­ლა­რო­ბა ყვე­ლა შე­მოქ­მედს სი­ა­მოვ­ნებს; იცო­დეთ, ვინც ამ­ბობს, არ მსი­ა­მოვ­ნებ­სო, თვალ­თმაქ­ცობს. სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, მიყ­ვარ­და. მისი თა­მა­ში დიდ სცე­ნა­ზეც მქონ­და ნა­ნა­ხი. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არც იცოდ­ნენ, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ისე ჩა­ვა­ბა­რე. მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გეს. კარგ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობ­დნენ - ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე, გოჩა აბა­ში­ძე, მა­ნა­ნა მა­ჩა­ბე­ლი... ჩემი პე­და­გო­გი დოდო ალექ­სი­ძე იყო. II კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა აკა­კი ხო­რა­ვამ სპექ­ტაკლში "სუ­ლე­ლი" და­მა­კა­ვა. სუ­ლე­ლის როლი შე­ვას­რუ­ლე.

- მთა­ვა­რი რო­ლე­ბი დაგ­ბე­დე­ბი­ათ...

- ასე გა­მო­დის. რო­ბერტ სტუ­რუ­ას სა­კურ­სო და სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლებ­შიც მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შე. სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ვამ­თავ­რე, უკვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში 10 წელი დავ­ყა­ვი, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, ლენა ყიფ­ში­ძე, ელე­ნე დო­ნა­უ­რი, გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი, პიერ კო­ბა­ხი­ძე... მერე სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლიც მო­ვი­და... ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რე­ბი გვყავ­და. ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი არ­ჩილ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა შე­ნიშ­ნა. მი­თხრა, სწავ­ლა მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­აგ­რძე­ლოო. იმ პე­რი­ოდ­ში არ­ჩილ ჩი­მა­კა­ძე "მე­დე­ა­ზე" მუ­შა­ობ­და, მას მი­მა­ბა­რა. ჩი­მა­კა­ძე სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რიც იყო, სა­დაც უგა­მოც­დოდ ჩამ­რი­ცხა. შემ­დეგ რე­ჟი­სორ სერ­გო ჭე­ლი­ძის­გან მქონ­და მიწ­ვე­ვა და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში გა­და­ვე­დი. 1972 წელს კი ხარ­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე. ჩემს სიმ­ღე­რებს უკვე ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ.

- ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მო­ნაც­ვლე­ო­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბო­დით?

- თე­ატ­რში 38 წელი გა­ვა­ტა­რე. სო­ხუ­მის თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლიც გახ­ლდით. ალ­ბათ სი­ბე­რის წლებ­საც სო­ხუმ­ში გა­ვა­ტა­რებ­დი, ამ ულა­მა­ზე­სი კუ­თხი­დან ასე უსირ­ცხვი­ლოდ რომ არ გა­მო­ვე­დევ­ნეთ...

- სო­ხუ­მის თე­ატ­რში დად­გმულ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში" მელ­ქი­სე­დეკ კა­თო­ლი­კო­სის როლი შე­ას­რუ­ლეთ. რო­გორც ვიცი, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი შეგ­ხვდათ, არა?

- 1978 წელი იყო, ამ სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში შედ­გა. სპექ­ტაკლს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და. მან ჩემ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­სურ­ვა, მაგ­რამ კო­მუ­ნის­ტებ­მა სცე­ნა­ზე ამოს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს... გა­რეგ­ნუ­ლად პატ­რი­არ­ქს ძა­ლი­ან ვგავ­დი. უწ­მინ­დეს­მა კუ­ლი­სებ­ში შე­მოს­ვლა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. მას რე­ჟი­სო­რი დოდო ალექ­სი­ძე დას­დევ­ნე­ბია, ლო­ყა­ზე ხელი მი­ურ­ტყამს და უთ­ქვამს: - ჩემო ბიჭო, დღეს შენ ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შეო! - მე ვგო­ნე­ბი­ვარ. მის­თვის უთ­ქვამთ, - რას აკე­თებ, ეს ჯუბა კი არა, ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი­აო!.. მოკ­ლედ, უწ­მინ­დეს­მა ჩემი ნახ­ვა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა, გულ­ში ჩა­მი­ხუ­ტა და მი­თხრა: - ბრწყინ­ვა­ლე იყა­ვი, მო­მე­წო­ნეო! მოგ­ვი­ა­ნე­ბით პატ­რი­არ­ქს მი­ვუ­ძღვე­ნი სიმ­ღე­რა - "დღეს ილია სა­ქარ­თვე­ლოს ლო­ცავს", რო­მელ­საც მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებ­და... აქვე ერთ ამ­ბავ­საც გა­გიმ­ხელთ. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მელ­ქი­სე­დეკ კა­თო­ლი­კო­სი სცე­ნა­ზე გან­ვა­სა­ხი­ე­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო. უწ­მინ­დე­სის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე, სა­სუ­ლი­ე­რო პირი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ამის­თვის მა­შინ მზად არ ვი­ყა­ვი. შე­ვუთ­ვა­ლე, ხე­ლო­ვა­ნი კაცი ვარ და ვერ დაგ­თან­ხმდე­ბით-მეთ­ქი. ახ­ლა­ხან პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა მქონ­და. მი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სიმ­ღე­რა მო­ის­მი­ნა და ვუ­თხა­რი, ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, მღვდლო­ბის­თვის უკვე მზად ვარ-მეთ­ქი. - და­აგ­ვი­ა­ნეო, მი­პა­სუ­ხა (იცი­ნის).

- ცოტა ხნის წინ "უღ­მერ­თო­თა ღა­მე­ში" კი­დევ ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მიტ­რო­პო­ლი­ტი ნა­ზა­რი ლეჟა­ვა გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ...

- დიახ, ეს მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია. ამ ადა­მი­ან­მა მარ­თლაც გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა. მა­შინ, როცა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს ან­გრევ­დნენ, ნა­ზა­რი ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან და სი­ო­ნი­დან სა­ეკ­ლე­სიო სა­გან­ძუ­რი (რო­მელ­საც შემ­დეგ, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა უპატ­რო­ნა) გა­ი­ტა­ნა და გა­და­მა­ლა. ნა­ზა­რი კო­მუ­ნის­ტებს არ ეპუ­ე­ბო­და. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლეს, მაგ­რამ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, თა­ვი­სი მა­ინც არ და­ი­შა­ლა. ის დახ­ვრი­ტეს და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მიერ წმინ­და­ნა­დაა შე­რა­ცხი­ლი.

- ამ­ჟა­მად, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ?

- ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის როლი უნდა შე­ვას­რუ­ლო, ფილ­მს ამი­რან ამი­რა­ნაშ­ვი­ლი იღებს. გარ­და ამი­სა, დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარ­ზე იღე­ბენ სუ­რათს. როცა სარ­კო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, თქვა: - იმ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ჩა­მო­სუ­ლი, რომ­ლის შვი­ლიც საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი გმი­რი გახ­ლავ­თო, - დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარს გუ­ლის­ხმობ­და. მას­ზე ფილ­მს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დია იღებს. მთხრო­ბე­ლი ვარ. ცოტა ხნის წინ პა­რიზ­ში გახ­ლდით. სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი გა­მო­დის, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე იხი­ლავს. მგო­ნი, პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უნდა გა­ი­მარ­თოს... დღეს კი­დევ ერთ კას­ტინგზე ვი­ყა­ვი: ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე იწყებს ფილმზე მუ­შა­ო­ბას, მთა­ში გაზ­რდი­ლი მო­ხუ­ცი პერ­სო­ნა­ჟი სჭირ­დე­ბა, რო­მელ­მაც კარ­გად იცის ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა და ერთ ობოლ ბავ­შვს ზრდის. ვნა­ხოთ, იმე­დია, როლ­ზე და­მამ­ტკი­ცებს.

- თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. რო­გორ გგო­ნი­ათ, მე­ტად რო­მელ სფე­რო­ში და­ი­ხარ­ჯეთ?

- ბევ­რი როლი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ამა­ზე ჩემი წო­დე­ბაც მე­ტყვე­ლებს, - სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გახ­ლა­ვართ. ახლა ძი­რი­თა­დად, რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი, ისე ვმუ­შა­ობ; გარ­და ამი­სა, 3 პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი ვარ.

- თქვენს ერთ-ერთ კრე­ბულს "ბედი-ავ­ბე­დი ხე­ლო­ვა­ნი­სა" ჰქვია. რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბედი ხე­ლო­ვა­ნი­სა?

- ძნე­ლია... ჩემი ბავ­შვო­ბა ომის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა ვნა­ხე: მამა ჯარ­ში იყო, დედა 3 შვილს გვზრდი­და. ჩემი ბავ­შვო­ბა მალე დამ­თავ­რდა, ნა­ად­რე­ვად დავ­კაც­დი...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი "თეთ­რი რაში" (ლექ­სის ავ­ტო­რი - ვა­სილ ცერ­ცვა­ძე) გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვართ. რო­გორ შე­იქ­მნა იგი?

- "თეთ­რი რაში" შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი გახ­და. 28 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ამ სიმ­ღე­რას ყავ­ლი არ გას­ვლია. უყ­ვართ იმი­ტომ, რომ ის თე­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც სიმ­ღე­რა­შია, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია! ეს ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ვე­ლად 1988 წელს აჟ­ღერ­და, მაგ­რამ 1975 წელს მქონ­და და­წე­რი­ლი. თით­ქოს მო­მა­ვალს წი­ნას­წარ ვგრძნობ­დი. მუ­სი­კა­ლუ­რად მას­ზე უკე­თე­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მაქვს შექ­მნი­ლი, მაგ­რამ ხალ­ხს გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ინც ეს უყ­ვარს... 25 წლის შემ­დეგ დავ­წე­რე - "ისევ მიჰ­ქ­რის თეთ­რი რაში". მას­ში მსგავ­სი ტკი­ვი­ლია: "იჩე­ხე­ბა ვაზი ზვარ­ში,/ იც­რემ­ლე­ბა ღვი­ნო თას­ში,/ გული სტკი­ვათ, გული ადა­მი­ა­ნებს"... მაგ­რამ და­სას­რუ­ლი ოპ­ტი­მის­ტუ­რია. ღმერ­თმა იმე­დი ნუ მოგ­ვი­შა­ლოს!

- დღეგ­რძე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ფერწერა, როლები, ლექსები და კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ჰიმნად იქცა

ფერწერა, როლები, ლექსები და კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ჰიმნად იქცა

საქართველოში ზოგი ხატავს, ზოგი მუსიკას წერს, ზოგი ლექსის ავტორია, ზოგიც სცენაზე გამოდის, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ეს ყველაფერი უკეთებია. დღეს სწორედ ასეთ ხელოვანთან გვინდა, შეგახვედროთ. ეს ადამიანი ჯუმბერ ჯანდიერი გახლავთ... დიახ, უნდა მოუსმინოთ მის მიერ შექმნილ მუსიკას, უნდა ნახოთ მისი ფერწერული ტილოები, როგორ თამაშობს ფილმებში და მიხვდებით, რატომ უწოდებენ მას "ქართული ესტრადის პატრიარქს" და "მუზების ნებიერას"...

- ბატონო ჯუმბერ, ახლახან თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს როგორც მხატვარმა და როგორც კომპოზიტორმა 2 დაუვიწყარი საღამო აჩუქეთ...

- დიახ, ეს საღამოები მეგობრების დაჟინებული თხოვნით მოვაწყვე და ჩემი გარდაცვლილი მეუღლის, რუსუდან გვათუას ხსოვნას მივუძღვენი. ჩემს ნახატებთან ერთად, ჩემი შვილის - ჯარჯი ჯანდიერის ტილოებიც გამოვფინე. ის ბოლო წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. გამოვიდა ჩემი 2 ალბომი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილეს მივუძღვენი. ერთს "ვით სამრეკლო ცის უდაბნოში" დავარქვი, მეორეს - "ქებათა ქება ნიკორწმინდას". ორივე დისკზე 30-ზე მეტი ნაწარმოებია შესული. სამწუხაროდ, ამ დიდი პოეტის იუბილე საქართველოში სათანადოდ არ აღნიშნეს.

- ქართველ კომპოზიტორებს შორის პირველი ხართ, რომელმაც გალაკტიონის ლექსებზე მუსიკა დაწერა...

- დიახ, პირველად "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ავაჟღერე და სიმღერას "მზეო, მარიამ!" დავარქვი. მწერლები ამას ცუდად შეხვდნენ, შეიძლება ითქვას, რომ განკითხვის ჟამი იყო: ამბობდნენ, გალაკტიონის შემოქმედება თავად მუსიკააო...

- როგორც ვიცი, ამის გამო მაშინდელ "კაგებეშიც" არაერთხელ დაგიბარეს.

- ეს ნაწარმოები თუ ჩაიწერებოდა, რადიო-ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრს უნდა აეჟღერებინა. მანამდე სამხატვრო საბჭო უნდა გაევლო, რომელიც მთავარი ცენზორი იყო. ამ სამსახურს ვინმე შაფათავა ხელმძღვანელობდა. ტექსტი რომ წაიკითხა, მითხრა: - მუსიკა კარგია, მაგრამ ეს ლექსი რას ჰგავს? გინდა დაგიჭირონ? - ლექსის ავტორი გალაკტიონია-მეთქი. - მერე რა, რომ გალაკტიონია?! ახალი ტექსტი დაწერეთო. რა თქმა უნდა, ტექსტის შეცვლაზე არც მიფიქრია. ამიტომ ეს ნამუშევარი დიდი ხნის განმავლობაში თაროზე მქონდა შემოდებული. ასეთივე ბედი ხვდა წილად მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ "ნოსტალგიას".

- ამ შემთხვევაში რაში შეგედავნენ?

- იმ წლებში გამოდიოდა გაზეთი "სამშობლო", რომელიც ერთადერთი გამოცემა იყო, უცხოეთში რომ იგზავნებოდა. აღნიშნული გაზეთი სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრანტებისთვის მალამოსავით იყო. პარიზში მცხოვრებ ერთ ქართველს ფრანგი გოგონა შეურთავს; მათ შვილები გაუჩნდათ; ერთი შეხედვით, ის ქართველი კაცი საფრანგეთში ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ ნოსტალგია აწუხებდა. ეს გრძნობა ასაკის მატებასთან ერთად გაუმძაფრდა. სამშობლოში დაბრუნება და აქ დასაფლავება უნდოდა. ყველას დახმარებას სთხოვდა. "მე ვარ გადაჭრილი ვენახი,/ ვაზი მზის სხივებზე ჯვარცმული/ და ჩემი სამშობლო მეძახის,/ ნოსტალგია, ნოსტალგია, ნოსტალგია"... მორისმა ეს ლექსი დაწერა, მე - მუსიკა. მაშინდელი ხელისუფლებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, დაგვიბარეს და გვითხრეს, - ჭკვიანად იყავით და ასეთი სისულელეების წერას თავი დაანებეთო. შემდეგ სათანამშრომლოდ მიმიწვია ფირმა "მელოდიამ". 1970 წელს ჩემი პირველი ფირფიტა გამოვიდა. მასში შესულმა სიმღერებმაც დიდი კომისია გაიარა, მაგრამ ცოტათი ვიცუღლუტე. მოსკოვში მკითხეს, - ნოსტალგია რას ნიშნავსო? - მე, ქართველი კაცი ჩამოვედი აქ, სამუშაოდ და ჩემი ქვეყანა, მთაწმინდა, ქალაქის ქუჩები მენატრება-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რა უცნაური ხალხი ხართ ქართველები, თქვენსავით სამშობლო არავის ენატრებაო. მოკლედ, იმ ფირფიტაზე "ნოსტალგია" და "მზეო, მარიამ" შევაპარე... 40 წელზე მეტი გავიდა, რაც გალაკტიონის პოეზიაზე ვმუშაობ. როცა გალაკტიონის ლექსს ვკითხულობ, მელოდია ფურცელზე ნოტების სახით გადადის.

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- საფორტეპიანო პიესების ციკლი შევქმენი, რომელიც ჩემი მეუღლის ხსოვნას ეძღვნება. მას რამდენიმე სიმღერაც მივუძღვენი, ჯერ არ ჩამიწერია, ქვეყნად ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ნიჭს განვითარებაც უნდა, შრომა არ უნდა დაიზარო... ჩემი მეუღლე ჩემი დიდი მეგობარი იყო. მან, როგორც ხელოვანი, ფუფუნებაში მაცხოვრა. ხელს მიწყობდა, რომ მემუშავა. ოჯახში არაფერი მევალებოდა, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა. მახსოვს, ერთხელ ერევანში იყო ექსკურსიაზე. მაშინ ჰობის დონეზე ვხატავდი და ჩემს ნახატებს სხვენში ვაწყობდი... რუსუდანი ერევნიდან დაბრუნდა თუ არა, მითხრა, - სასწრაფოდ სხვენში ადი და შენი ნამუშევრები ჩამოიტანეო. - რა მოხდა-მეთქი? - ვკითხე. - თუ სომხებისთვის სარიანი დიდი მხატვარია, შენს ნახატებზე რა უნდა ითქვასო?!. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. იმის მერე მხატვრობას სერიოზულად მივუდექი, გამოფენებიც მოვაწყვე...

- და არა მხოლოდ საქართველოში...

- დიახ, უცხოეთში მეტი გამოფენა მაქვს გამართული, ვიდრე - საქართველოში. პირველი გამოფენა სოხუმში მქონდა, შემდეგ - პარიზში, ბონში, კიოლნში, ამსტერდამში; ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთის ყველა ქალაქში...

- თქვენი ნახატები "ტრეტიაკოვის გალერეაშიც" არის გამოფენილი...

- დიახ... ხშირად პერსონალურ გამოფენებს ჩემს შვილთან, ჯარჯისთან ერთად ვმართავ. ახლა ჩვენით გერმანელები დაინტერესდნენ და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს...

- შვილზეც გვიამბეთ.

- ჯარჯი 5 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. რამდენიმე გამოფენა უკვე მოაწყო. მონუმენტალისტია. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხატვრობას აირჩევდა. მიხარია, რომ მისი შემოქმედება მოსწონთ. რჩევებს ხშირად მეკითხება. მხატვრობას სწავლა უნდა. კარგი ტილოს შესაქმნელად მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი...

- რას იტყვით თქვენს ნამუშევრებზე?

- თავიდან ხატვა პეიზაჟებით დავიწყე, შემდეგ მას ბიბლიური თემატიკა შეემატა. ბევრი პორტრეტი მეუღლეს მივუძღვენი. ვხატავ შთაბეჭდილებების მიხედვით. ბოლო დროს სპარსული თემატიკით დავინტერესდი. ბევრ ქვეყანაში მოგზაურობაც თავისებურ განწყობილებას მიქმნის.

- თეატრშიც, როგორც მსახიობმა, წლების მანძილზე იმუშავეთ...

- ჩემს ბავშვობაში ოჯახში იცოდნენ, რომ მუსიკოსი უნდა გამოვსულიყავი. მუსიკის მასწავლებელი დედას ეუბნებოდა, ყველა ნაწარმოებს თავისებურად უკრავს, ეს აუცილებლად კომპოზიტორი იქნებაო... ერთ დღეს, VII ვაჟთა სკოლაში პიონერთა სასახლიდან მოვიდნენ და რამდენიმე ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შეგვარჩიეს. დრამატულ წრეში ჩამრიცხეს. სერგო ზაქარიაძე "გაუცინარ ხელმწიფეს" დგამდა, რომელშიც მთავარი როლი მერგო, გაუცინარი ხელმწიფე გავხდი. კარგი დასი შეიკრიბა. ლალი ბადურაშვილი პიონერ გოგონას თამაშობდა, გადაშლილი წიგნიდან ზღაპრის პერსონაჟები "ამოდიოდნენ". მალე პოპულარული გავხდი, გოგონები დამდევდნენ, წერილებს მწერდნენ. პატარა ბიჭს მეტი რა უნდა მნდომოდა?! მსახიობობამ გამიტაცა. პოპულარობა ყველა შემოქმედს სიამოვნებს; იცოდეთ, ვინც ამბობს, არ მსიამოვნებსო, თვალთმაქცობს. სერგო ზაქარიაძეზე ვგიჟდებოდი, მიყვარდა. მისი თამაში დიდ სცენაზეც მქონდა ნანახი. ჩემმა მშობლებმა არც იცოდნენ, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ისე ჩავაბარე. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ეს ამბავი გაიგეს. კარგ ჯგუფში მოვხვდი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ - ზურაბ ქაფიანიძე, გოჩა აბაშიძე, მანანა მაჩაბელი... ჩემი პედაგოგი დოდო ალექსიძე იყო. II კურსზე ვიყავი, როცა აკაკი ხორავამ სპექტაკლში "სულელი" დამაკავა. სულელის როლი შევასრულე.

- მთავარი როლები დაგბედებიათ...

- ასე გამოდის. რობერტ სტურუას საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებშიც მთავარი როლები ვითამაშე. სასწავლებელი რომ დავამთავრე, უკვე დიდი გამოცდილება მქონდა. მარჯანიშვილის თეატრში 10 წელი დავყავი, ქართული თეატრის ვარსკვლავების გვერდით ყოფნა დიდი ბედნიერება იყო. ვერიკო ანჯაფარიძე, ლენა ყიფშიძე, ელენე დონაური, გიორგი შავგულიძე, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე... მერე სოფიკო ჭიაურელიც მოვიდა... ბრწყინვალე რეჟისორები გვყავდა. ჩემი მუსიკალური ნიჭი არჩილ ჩხარტიშვილმა შენიშნა. მითხრა, სწავლა მუსიკის მიმართულებით უნდა გააგრძელოო. იმ პერიოდში არჩილ ჩიმაკაძე "მედეაზე" მუშაობდა, მას მიმაბარა. ჩიმაკაძე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორიც იყო, სადაც უგამოცდოდ ჩამრიცხა. შემდეგ რეჟისორ სერგო ჭელიძისგან მქონდა მიწვევა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადავედი. 1972 წელს კი ხარკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე. ჩემს სიმღერებს უკვე ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ.

- ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მონაცვლეობით აქტიურდებოდით?

- თეატრში 38 წელი გავატარე. სოხუმის თეატრის წამყვანი მსახიობი და მუსიკალური ხელმძღვანელიც გახლდით. ალბათ სიბერის წლებსაც სოხუმში გავატარებდი, ამ ულამაზესი კუთხიდან ასე უსირცხვილოდ რომ არ გამოვედევნეთ...

- სოხუმის თეატრში დადგმულ "დიდოსტატის მარჯვენაში" მელქისედეკ კათოლიკოსის როლი შეასრულეთ. როგორც ვიცი, სპექტაკლის შემდეგ, საქართველოს პატრიარქი შეგხვდათ, არა?

- 1978 წელი იყო, ამ სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში შედგა. სპექტაკლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მან ჩემთან შეხვედრა მოისურვა, მაგრამ კომუნისტებმა სცენაზე ამოსვლის უფლება არ მისცეს... გარეგნულად პატრიარქს ძალიან ვგავდი. უწმინდესმა კულისებში შემოსვლა მაინც მოახერხა. მას რეჟისორი დოდო ალექსიძე დასდევნებია, ლოყაზე ხელი მიურტყამს და უთქვამს: - ჩემო ბიჭო, დღეს შენ ბრწყინვალედ ითამაშეო! - მე ვგონებივარ. მისთვის უთქვამთ, - რას აკეთებ, ეს ჯუბა კი არა, ჩვენი პატრიარქიაო!.. მოკლედ, უწმინდესმა ჩემი ნახვა მაინც მოახერხა, გულში ჩამიხუტა და მითხრა: - ბრწყინვალე იყავი, მომეწონეო! მოგვიანებით პატრიარქს მივუძღვენი სიმღერა - "დღეს ილია საქართველოს ლოცავს", რომელსაც მერაბ სეფაშვილი ასრულებდა... აქვე ერთ ამბავსაც გაგიმხელთ. იმ პერიოდში, როცა მელქისედეკ კათოლიკოსი სცენაზე განვასახიერე, საქართველოში ცოტა სასულიერო პირი იყო. უწმინდესისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, სასულიერო პირი გავმხდარიყავი, მაგრამ ამისთვის მაშინ მზად არ ვიყავი. შევუთვალე, ხელოვანი კაცი ვარ და ვერ დაგთანხმდებით-მეთქი. ახლახან პატრიარქთან შეხვედრა მქონდა. მისადმი მიძღვნილი სიმღერა მოისმინა და ვუთხარი, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით, მღვდლობისთვის უკვე მზად ვარ-მეთქი. - დააგვიანეო, მიპასუხა (იცინის).

- ცოტა ხნის წინ "უღმერთოთა ღამეში" კიდევ ერთი სასულიერო პირი, მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა განასახიერეთ...

- დიახ, ეს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია. ამ ადამიანმა მართლაც გმირობა ჩაიდინა. მაშინ, როცა ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ, ნაზარი ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა, სვეტიცხოვლიდან და სიონიდან საეკლესიო საგანძური (რომელსაც შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილმა უპატრონა) გაიტანა და გადამალა. ნაზარი კომუნისტებს არ ეპუებოდა. დაპატიმრებული შეიწყალეს, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თავისი მაინც არ დაიშალა. ის დახვრიტეს და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.

- ამჟამად, როგორც მსახიობი, დაკავებული ხართ?

- ლეონტი მროველის როლი უნდა შევასრულო, ფილმს ამირან ამირანაშვილი იღებს. გარდა ამისა, დიმიტრი ამილახვარზე იღებენ სურათს. როცა სარკოზი საქართველოში ჩამოვიდა, თქვა: - იმ ქვეყანაში ვარ ჩამოსული, რომლის შვილიც საფრანგეთის ეროვნული გმირი გახლავთო, - დიმიტრი ამილახვარს გულისხმობდა. მასზე ფილმს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დოკუმენტური ფილმების სტუდია იღებს. მთხრობელი ვარ. ცოტა ხნის წინ პარიზში გახლდით. საინტერესო ფილმი გამოდის, ქართველი საზოგადოება მალე იხილავს. მგონი, პირველი ჩვენება თავდაცვის სამინისტროში უნდა გაიმართოს... დღეს კიდევ ერთ კასტინგზე ვიყავი: ლევან თუთბერიძე იწყებს ფილმზე მუშაობას, მთაში გაზრდილი მოხუცი პერსონაჟი სჭირდება, რომელმაც კარგად იცის ხალხური მედიცინა და ერთ ობოლ ბავშვს ზრდის. ვნახოთ, იმედია, როლზე დამამტკიცებს.

- თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორ გგონიათ, მეტად რომელ სფეროში დაიხარჯეთ?

- ბევრი როლი მაქვს შესრულებული, ამაზე ჩემი წოდებაც მეტყველებს, - სახალხო არტისტი გახლავართ. ახლა ძირითადად, როგორც კომპოზიტორი, ისე ვმუშაობ; გარდა ამისა, 3 პოეტური კრებულის ავტორი ვარ.

- თქვენს ერთ-ერთ კრებულს "ბედი-ავბედი ხელოვანისა" ჰქვია. როგორია საქართველოში ბედი ხელოვანისა?

- ძნელია... ჩემი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა. ბევრი უბედურება ვნახე: მამა ჯარში იყო, დედა 3 შვილს გვზრდიდა. ჩემი ბავშვობა მალე დამთავრდა, ნაადრევად დავკაცდი...

- საქართველოში თქვენი "თეთრი რაში" (ლექსის ავტორი - ვასილ ცერცვაძე) გამორჩეულად უყვართ. როგორ შეიქმნა იგი?

- "თეთრი რაში" შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ჰიმნი გახდა. 28 წელი გავიდა, მაგრამ ამ სიმღერას ყავლი არ გასვლია. უყვართ იმიტომ, რომ ის თემატიკა, რომელიც სიმღერაშია, დღესაც აქტუალურია! ეს ნამუშევარი პირველად 1988 წელს აჟღერდა, მაგრამ 1975 წელს მქონდა დაწერილი. თითქოს მომავალს წინასწარ ვგრძნობდი. მუსიკალურად მასზე უკეთესი ნაწარმოებები მაქვს შექმნილი, მაგრამ ხალხს გამორჩეულად მაინც ეს უყვარს... 25 წლის შემდეგ დავწერე - "ისევ მიჰქრის თეთრი რაში". მასში მსგავსი ტკივილია: "იჩეხება ვაზი ზვარში,/ იცრემლება ღვინო თასში,/ გული სტკივათ, გული ადამიანებს"... მაგრამ დასასრული ოპტიმისტურია. ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს!

- დღეგრძელობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს