10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებენ
დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის სა­ბო­ლოო ვერ­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, და­ვით ზალ­კა­ნი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ვერ­სი­ა­ში გაჩ­ნდა, სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შო არ არის. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კონ­გრეს­მენ­მა ტერ­ნერ­მა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ინი­ცი­რე­ბა გა­ა­კე­თა, პო­ზი­ცია ერთ კვი­რა­ში შე­იც­ვა­ლა და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ღე­ბუ­ლი ცალ­მხრი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

"ერთი კვი­რის წინ ის მტკი­ცედ უჭერ­და მხარს და ხმაც კი მის­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის დროს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, შემ­დგომ მან დე­ბუ­ლე­ბა ჩა­ა­ნაც­ვლა უაღ­რე­სად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ანა­ლი­ზით, რაც შე­დე­გია იმი­სა, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ღე­ბულ ცალ­მხრივ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს ზე­მოქ­მე­დე­ბა კი გან­ხორ­ცი­ელ­და იმ ძა­ლე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბით და უგულ­ვე­ბელ­ყოფ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბას", - აცხა­დებს და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლას შე­ი­ძენს, წინ გრძე­ლი პრო­ცე­სია. წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პა­ლა­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­ნა­ტის ვერ­სი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე უკვე იყო მისი გან­ხილ­ვა და იქ არა­ნა­ი­რი მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი არ ფი­გუ­რი­რებს. გარ­და ამი­სა, უშუ­ა­ლოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პა­ლა­ტის ვერ­სი­ა­საც არ ქონ­და ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა და ათზე მეტ­მა დე­პუ­ტატ­მა მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

"ვფიქ­რობ, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც უნდა შე­ჯერ­დეს სე­ნა­ტი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პა­ლა­ტის ვერ­სი­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბა შე­მუ­შავ­დე­ბა სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის­თვის", - აცხა­დებს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

ამას­თან, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ხაზს უს­ვამს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი და თეთ­რი სახ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რის სუ­ლის­კვე­თე­ბას არ იზი­ა­რე­ბენ, რაც და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რია, რომ სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებენ

დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებენ

საქართველოს საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ ამერიკის კონგრესის მიერ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიღებული კანონის საბოლოო ვერსია საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა განუცხადა, ჩანაწერი, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში გაჩნდა, სამწუხაროა, თუმცა ვითარება საგანგაშო არ არის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგრესმენმა ტერნერმა, რომელმაც აღნიშნული ჩანაწერის ინიცირება გააკეთა, პოზიცია ერთ კვირაში შეიცვალა და ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით საქართველოდან მიღებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

"ერთი კვირის წინ ის მტკიცედ უჭერდა მხარს და ხმაც კი მისცა კანონპროექტის განხილვის დროს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, შემდგომ მან დებულება ჩაანაცვლა უაღრესად მიკერძოებული ანალიზით, რაც შედეგია იმისა, რომ ის სავარაუდოდ დაექვემდებარა საქართველოდან მიღებულ ცალმხრივ ინფორმაციას. ეს ზემოქმედება კი განხორციელდა იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ კერძო ინტერესებით და უგულვებელყოფდნენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას", - აცხადებს დავით ზალკალიანი.

მისივე თქმით, ვიდრე კანონპროექტი ძალას შეიძენს, წინ გრძელი პროცესია. წარმომადგენლობის პალატის პარალელურად, მიმდინარეობს სენატის ვერსიის შემუშავება, სამხედრო კომიტეტის სხდომაზე უკვე იყო მისი განხილვა და იქ არანაირი მსგავსი ჩანაწერი არ ფიგურირებს. გარდა ამისა, უშუალოდ წარმომადგენლობის პალატის ვერსიასაც არ ქონდა ერთგვაროვანი მიდგომა და ათზე მეტმა დეპუტატმა მას მხარი არ დაუჭირა.

"ვფიქრობ, კონფერენციაზე, სადაც უნდა შეჯერდეს სენატისა და წარმომადგენლობის პალატის ვერსიები, საქართველოსთვის სასურველი ფორმულირება შემუშავდება საბოლოო ვერსიისთვის", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, დავით ზალკალიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი აღნიშნული ჩანაწერის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რაც დამატებითი ფაქტორია, რომ საბოლოო დოკუმენტი საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა