პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კაკაბაძის ვაჟი: "ნატურშიცასთან" ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"
დავით კაკაბაძის ვაჟი: "ნატურშიცასთან" ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"

მხატ­ვარ ამირ კა­კა­ბა­ძის სახ­ლში უამ­რა­ვი ნა­ხა­ტია, მაგ­რამ მათ შო­რის მხატ­ვრის­თვის საყ­ვა­რე­ლი ჯერ არც ერთი არაა. ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი თით­ქმის ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს. იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ­ში შექ­მნის ისეთ ნა­ხატს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნე­ბა.

რა­ტომ იყო და­ვით კა­კა­ბა­ძე სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში უმუ­შე­ვა­რი

- მა­მათ­ქვენს, და­ვით კა­კა­ბა­ძეს, ფოტო სად აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი?

- სუ­რა­თი ძა­ლი­ან ძვე­ლია. 1923 წელს პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას გა­და­ი­ღო.

- დე­დათ­ქვე­ნი, ეთერ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, თა­ვა­დუ­რი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. კა­კა­ბა­ძე­ე­ბიც თა­ვა­დე­ბი არი­ან?

- კა­კა­ბა­ძე­ე­ბი გლე­ხე­ბი არი­ან. მა­მა­ჩე­მი, და­ვით კა­კა­ბა­ძე, ხში­რად ამ­ბობ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი გლე­ხე­ბი ვი­ყა­ვი­თო და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ყმე­ბი არ ყო­ფი­ლან. ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს არის პა­ტა­რა სო­ფე­ლი კუხი, წარ­მო­შო­ბით ამ სო­­ფლი­დან ვართ. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე მამა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თა­დაა.

- მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­იც­ნეს?

- 1939 წელს ბორ­ჯომ­ში ის­ვე­ნებ­და ორი­ვე. მა­შინ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და მა­ლე­ვე და­ო­ჯახ­დნენ. ფოტო ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. დედა გრა­ფი­კო­სია. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გრა­ფი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ახლა 93 წლი­საა.

- რო­მელ წე­ლს და­ი­ბა­დეთ?

- 1941 წელს. უმ­ცრო­სი და მყავს, რო­მელ­საც მა­მამ ლარი და­არ­ქვა.

- და-ძმას უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლე­ბი გაქვთ, ამი­რი და ლარი.

- ლარი ჩონ­გუ­რის სიმს ნიშ­ნავს. ჩემი და ლა­რი­ვით სწო­რი იყო, რომ და­ი­ბა­და და იმი­ტომ და­არ­ქვა მა­მამ ლარი. სა­ხელ ამირს კი არა­ბუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. ქა­ლა­ქის და ქვეყ­ნის მთა­ვარს ნიშ­ნავს.

- კმა­ყო­ფი­ლი ხა­რთ მა­მის არ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლით?

- პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ამი­რანს მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ მე ამი­რი უფრო მომ­წონს. მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს სა­ხე­ლი უფრო გიხ­დე­ბაო. მე­უღ­ლემ მი­თხრა, ამი­რა­ნი რომ გრქმე­ო­და, ცო­ლად არ გა­მოგ­ყვე­ბო­დიო. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მის არ­ჩე­ვა­ნით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. თან ისე­თი ფუძე აქვს ამ სა­ხელს... სა­ხე­ლიც არაა, წო­დე­ბაა.

- მე­ო­რე სა­მა­მუ­ლო ომის და­წყე­ბის წელს და­ბა­დე­ბულ­ხართ.

- სექ­ტემ­ბერ­ში და­ვი­ბა­დე. ომი რამ­დე­ნი­მე თვის და­წყე­ბუ­ლი იყო. ჯვა­რი რომ და­ი­წე­რეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, ლე­ნინ­გრად­ში წა­ვიდ­ნენ სა­მოგ­ზა­უ­როდ. ომი და­ი­წყო და წვა­ლე­ბით გა­მო­აღ­წი­ეს ქა­ლა­ქი­დან, კი­ნა­ღამ ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­და­ში მოყ­ვნენ.

- თქვენ თბი­ლის­ში და­ი­ბა­დეთ?

- დე­და­ჩე­მის მა­მის სახ­ლში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, სა­დაც დღემ­დე ვცხოვ­რობ. ბა­ბუა ექი­მი იყო. ბევრ ექიმს იც­ნობ­და და გა­და­წყვი­ტეს, სახ­ლში დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- ალ­ბათ რთუ­ლი ბავ­შვო­ბა გქონ­დათ.

- 1948 წელს მამა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არ აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას, სად­მე და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. რა თქმა უნდა, ოჯახს გაგ­ვი­ჭირ­და.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე მა­მათ­ქვე­ნის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია.

- 1918 წელს მა­მამ შექ­მნა ტოლი "იმე­რე­თი-დე­და­ჩე­მი". მა­შინ ბევ­რს არ მოს­წონ­და მა­მას ნა­მუ­შევ­რე­ბი.

- ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავთ?

- რად­გან მხატ­ვრის ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი, კედ­ლის გა­ზე­თებს მა­ხატ­ვი­ნებ­დნენ. ჩემ­თვის სახ­ლში არ ვხა­ტავ­დი. პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზია სა­ში­ნე­ლი სკო­ლა იყო, მე­ფის რუ­სეთს გვახ­სე­ნებ­და. რვა კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვე­რა­ზე სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუმ­ში შე­ვე­დი, იქ ექ­ვსი წელი ვსწავ­ლობ­დი. შემ­დეგ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე ფერ­წე­რა­ზე. მერე ას­პი­რან­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე. სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვი­და, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვსწავ­ლობ­დი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით კაკაბაძის ვაჟი: "ნატურშიცასთან" ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"

დავით კაკაბაძის ვაჟი: "ნატურშიცასთან" ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"

მხატვარ ამირ კაკაბაძის სახლში უამრავი ნახატია, მაგრამ მათ შორის მხატვრისთვის საყვარელი ჯერ არც ერთი არაა. ყველა ნამუშევარი თითქმის ერთნაირად უყვარს. იმედოვნებს, რომ მომავალში შექმნის ისეთ ნახატს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონება.

რატომ იყო დავით კაკაბაძე სიცოცხლის ბოლო წლებში უმუშევარი

- მამათქვენს, დავით კაკაბაძეს, ფოტო სად აქვს გადაღებული?

- სურათი ძალიან ძველია. 1923 წელს პარიზში ყოფნისას გადაიღო.

- დედათქვენი, ეთერ ანდრონიკაშვილი, თავადური გვარის წარმომადგენელია. კაკაბაძეებიც თავადები არიან?

- კაკაბაძეები გლეხები არიან. მამაჩემი, დავით კაკაბაძე, ხშირად ამბობდა, თავისუფალი გლეხები ვიყავითო და ამით ძალიან კმაყოფილი იყო. ჩვენი წინაპრები ყმები არ ყოფილან. ქუთაისთან ახლოს არის პატარა სოფელი კუხი, წარმოშობით ამ სო­­ფლიდან ვართ. მომდევნო ფოტოზე მამა ოჯახის წევრებთან ერთადაა.

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

- 1939 წელს ბორჯომში ისვენებდა ორივე. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაოჯახდნენ. ფოტო ახალდაქორწინებულებს აქვთ გადაღებული. დედა გრა­ფიკოსია. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. წლების განმავლობაში ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. ახლა 93 წლისაა.

- რომელ წე­ლს დაიბადეთ?

- 1941 წელს. უმცროსი და მყავს, რომელსაც მამამ ლარი დაარქვა.

- და-ძმას უც­ნაური სახელები გაქვთ, ამირი და ლარი.

- ლარი ჩონგურის სიმს ნიშნავს. ჩემი და ლარივით სწორი იყო, რომ დაიბადა და იმიტომ დაარქვა მამამ ლარი. სახელ ამირს კი არაბული ფესვები აქვს. ქალაქის და ქვეყნის მთავარს ნიშნავს.

- კმაყოფილი ხა­რთ მამის არჩეული სახელით?

- პატარა რომ ვიყავი, ამირანს მეძახდნენ, მაგრამ მე ამირი უფრო მომწონს. მეუბნებიან, ეს სახელი უფრო გიხდებაო. მეუღლემ მითხრა, ამირანი რომ გრქმეოდა, ცოლად არ გამოგყვებოდიო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მამის არჩევანით, რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ. თან ისეთი ფუძე აქვს ამ სახელს... სახელიც არაა, წოდებაა.

- მეორე სამამულო ომის დაწყების წელს დაბადებულხართ.

- სექტემბერში დავიბადე. ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო. ჯვარი რომ დაიწერეს ჩემმა მშობლებმა, ლენინგრადში წავიდნენ სა­მოგზაუროდ. ომი დაიწყო და წვალებით გამოაღწიეს ქალაქიდან, კინაღამ ლენინგრადის ბლოკადაში მოყვნენ.

- თქვენ თბი­ლისში დაიბადეთ?

- დედაჩემის მამის სახლში ვარ დაბადებული, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ბაბუა ექიმი იყო. ბევრ ექიმს იცნობდა და გადაწყვიტეს, სახლში დავბადებულიყავი.

- ალბათ რთული ბავშვობა გქონდათ.

- 1948 წელს მამა სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს. არ აძლევდნენ საშუალებას, სადმე დაეწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ოჯახს გაგვიჭირდა.

- მომდევნო ფოტოზე მამათქვენის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია.

- 1918 წელს მამამ შექმნა ტოლი "იმერეთი-დედაჩემი". მაშინ ბევრს არ მოსწონდა მამას ნამუშევრები.

- ბავშვობიდან ხატავთ?

- რადგან მხატვრის ოჯახიდან ვიყავი, კედლის გაზეთებს მახატვინებდნენ. ჩემთვის სახლში არ ვხატავდი. პირველი გიმნაზია საშინელი სკოლა იყო, მეფის რუსეთს გვახსენებდა. რვა კლასის დამთავრების შემდეგ ვერაზე სამხატვრო ტექნიკუმში შევედი, იქ ექვსი წელი ვსწავლობდი. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ფერწერაზე. მერე ასპირანტურაც დავამთავრე. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ძალიან დიდხანს ვსწავლობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება