პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეყრდნობა
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეყრდნობა

"მე ვერ გან­ვი­ხი­ლავ სექ­ტემ­ბერ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მე­ებს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ინ­ფორ­მა­ცია 100-მდე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ სწო­რი არ არის, აყ­ვა­ნი­ლია მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­კა­ვე­ბულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც წა­მე­ბის მუხ­ლით და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იქ­ნენ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, მე რა თქმა უნდა, ვერ გან­ვი­ხი­ლავ მათ და­კა­ვე­ბებს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი სწავ­ლობს ყვე­ლა მათ­გა­ნის საქ­მეს და მათ­ზე სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ, თუმ­ცა ამ ეტა­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ფიქ­რობს, რომ კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა უფრო მე­ტად "გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბებს და პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თკავ­ში­რებს ეყ­რდნო­ბა".

" ეს არ არის კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა. ესაა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი წყა­რო­ე­ბი ჰყავთ. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ არის დამ­ყა­რე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე და ის უფრო მე­ტად ეფუძ­ნე­ბა გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბებს და პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თკავ­ში­რებს" , – აღ­ნიშ­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სი თავ­დაც­ვის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ნათ­ქვა­მია, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არ­ჩე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო.

"2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 100-მდე წევ­რი გა­სა­მარ­თლდა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის. მსგავ­სი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებ­საც, მათ შო­რის ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რად­გან ამან შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს თა­ვი­სუ­ფალ პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არა­საკ­მა­რი­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად და დამ­ნა­შა­ვე­თა და­სას­ჯე­ლად. ეს ქმე­დე­ბე­ბი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბის წინსვლას თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნის კუ­თხით, სა­დაც ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

აშშ ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, და­ეხ­მა­როს ქარ­თველ ხალ­ხს თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნა­ში;

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ­მა ზო­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­წი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლას", - ნათ­ქვა­მია კონ­გრე­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეყრდნობა

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეყრდნობა

"მე ვერ განვიხილავ სექტემბერში დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის კონგრესის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, იგივე შეიძლება ითქვას შემდგომ პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით.

"ინფორმაცია 100-მდე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ სწორი არ არის, აყვანილია მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანი. რაც შეეხება გასული წლის სექტემბერში დაკავებულ პირებს, რომლებიც წამების მუხლით და სხვა მძიმე დანაშაულისთვის იქნენ დაპატიმრებული, მე რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავ მათ დაკავებებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ყველა მათგანის საქმეს და მათზე სპეციალურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, თუმცა ამ ეტაზე გამიჭირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად "გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს და პოლიტიკურ ურთიერთკავშირებს ეყრდნობა".

" ეს არ არის კონგრესის განცხადება. ესაა რამდენიმე ადამიანის მიერ შემუშავებული წერილი, რომლებსაც საკუთარი წყაროები ჰყავთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი ინფორმაციები არ არის დამყარებული კონკრეტულ ფაქტებზე და ის უფრო მეტად ეფუძნება გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს და პოლიტიკურ ურთიერთკავშირებს" , – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინსვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში;

საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივი პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა