მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულად მოლაპარაკე ტაივანელ-ამერიკელი შვედური ფესვებით
ქართულად მოლაპარაკე ტაივანელ-ამერიკელი შვედური ფესვებით

ის პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლია, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ ქარ­თულ ენა­ზე ჩავ­წე­რე. როცა პირ­ვე­ლად რა­ი­ანს შევ­ხვდი, მის­მა ქარ­თუ­ლად უაქ­ცენ­ტოდ სა­უ­ბარ­მა ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მით უმე­ტეს, რომ ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კელს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს და გა­დავ­წყვი­ტე, რა­ი­ა­ნი თქვენ­თვი­საც გა­მეც­ნო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში "მარ­თლმა­დი­დე­ბელ სტუ­დენ­ტთა" კავ­ში­რის წყა­ლო­ბით მოვ­ხვდი. ჩემ­მა მო­ძღვარ­მა მი­თხრა, რომ ერთ ქარ­თველ მღვდელს იც­ნობ­და, რო­მელ­საც ყო­ველ ზა­ფხულს ამე­რი­კე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩაჰ­ყავ­და და შე­მომ­თა­ვა­ზა, - ხომ არ გინ­და, შენც წახ­ვი­დეო?.. მღვდე­ლი რომ გა­ვი­ცა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ტო­ე­ბი გვაჩ­ვე­ნა და უკვე ვი­ცო­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­ვი­დო­დი. აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბას ვი­ღებ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას კი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში თან სტა­ჟი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი, თან ქარ­თულ ენას ვსწავ­ლობ­დი. თბი­ლის­ში ხუთი კვი­რა ვი­ცხოვ­რე და მერე ჯა­ვა­ხეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე, სა­დაც თავკვე­თუ­ლას გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ტე­რა­სებს ვა­შე­ნებ­დით. იქ ინ­გლი­სუ­რად მო­სა­უბ­რე არა­ვინ იყო, ამი­ტომ ხუთ კვი­რა­ში ნას­წავ­ლი ქარ­თუ­ლი გა­მო­მად­გა. შე­მიყ­ვარ­და ხალ­ხი, ქვე­ყა­ნა, ენა... ამი­ტო­მაც ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვა­ცხა­დე, რომ ქარ­თუ­ლის სწავ­ლა მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ­დი ცხოვ­რე­ბას და ერ­თწ­ლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა ავი­ღე... მერე თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ რად­გან დიპ­ლო­მის დე­და­ნის ნაც­ვლად ასლი მქონ­და, ჩა­რი­ცხვა გა­ჭი­ა­ნურ­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად დავ­რჩი... ცოტა ხან­ში რუ­სუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად ყირ­გი­ზეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე...

- რა­ი­ან, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ოჯა­ხი­დან ხარ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად კა­თო­ლი­კე­ე­ბი ვი­ყა­ვით. მერე მა­მამ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო...

- მოდი, ვრცლად მო­მი­ყე­ვი შენს ოჯახ­ზე...

- მამა ბავ­შვებს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას გვი­კი­თხავ­და და შვი­ლებ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კი­თხვის მი­მართ ინ­ტე­რესს ასე აღ­ვი­ვებ­და. მყავს და-ძმა, რომ­ლე­ბიც ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი არი­ან. ძმა ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, და კი სწავ­ლობს, - მალე ექთა­ნის დიპ­ლომს აი­ღებს. მარ­თა­ლია, ტა­ი­ვა­ნელ-ამე­რი­კე­ლი ვარ, მაგ­რამ შვე­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა მაქვს და ამე­რი­კა­ში გა­ვი­ზარ­დე. დედა ტა­ი­ვა­ნი­და­ნაა და მა­მამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა იქ ცხოვ­რობ­და. მა­მა­ჩე­მი ჩი­ნუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნია. ბავ­შვო­ბა­ში სან-დი­ე­გო­ში ვცხოვ­რობ­დით, როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, ტე­ხა­სის შტა­ტის ერთ მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც სულ 50 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. იქ სკო­ლა არ იყო და სხვა შტა­ტის სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით... ჩემს მშობ­ლებს ფერ­მა აქვთ, ჰყავთ თხე­ბი, იხ­ვე­ბი, ქათ­მე­ბი, ღო­რე­ბიც კი გვყო­ლია...

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობ?

- ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ, სტა­ტი­ებს ქარ­თუ­ლი­დან და რუ­სუ­ლი­დან ინ­გლი­სუ­რად ვთარ­გმნი. მოკ­ლედ, ექი­მო­ბა გა­და­ვი­ფიქ­რე და ენე­ბის სწავ­ლას მოვ­კი­დე ხელი. პრო­ფე­სი­ით ქი­მი­ი­სა და რუ­სუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. ბოლო დროს სპარ­სუ­ლი ენაც შე­ვის­წავ­ლე, ამის გამო ტა­ჯი­კეთ­ში წა­ვე­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კე­ლის­თვის ირან­ში წას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა ავირ­ჩიე... მოკ­ლედ, 2007 წლი­დან დღემ­დე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბი.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, ერთ-ერთი ქვე­ყა­ნა ეთი­ო­პია იყო, სა­დაც ბო­ლოს ცხოვ­რობ­დი, არა?

- კი, იქ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვე­დი. მახ­სოვს, ჩემს ბე­ბია-ბა­ბუ­ას უნ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბა, იყი­დეს კი­დეც თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ეთი­ო­პი­ა­ში უნდა წახ­ვი­დე და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოო. იმ პე­რი­ოდ­ში ეთი­ო­პი­ა­ში სას­ტი­კი გვალ­ვა და შიმ­ში­ლი მძვინ­ვა­რებ­და, ამი­ტომ და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი. კე­ნი­ი­სა და სო­მა­ლის სა­ზღვარ­თან, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კის სი­ახ­ლო­ვეს ვცხოვ­რობ­დი, რო­მელ­საც ტოლო ადო ჰქვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჩემ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, ბა­ნაკ­ში არა­ვინ იცო­და, ვინ ვი­ყა­ვი და რა­ტომ ჩავ­დი­ო­დი. ამი­ტო­მაც, რომ ჩა­ვე­დი, მი­თხრეს, ინ­გლი­სუ­რად კარ­გად ლა­პა­რა­კობ და ბავ­შვებს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტა­რეო. გა­და­ვი­რიე, აქ იმი­ტომ ჩა­მო­ვე­დი, რომ მო­შიმ­ში­ლე ხალ­ხის­თვის ინ­გლი­სუ­რი მეს­წავ­ლე­ბი­ნა-მეთ­ქი?! მიხ­ვდნენ, რომ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი და კვე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად გა­და­მიყ­ვა­ნეს.

ლტოლ­ვი­ლებს სურ­სათს ვუ­რი­გებ­დით, ვზრუ­ნავ­დით ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ტა­რა მე­ტის­მე­ტად გამ­ხდა­რი იყო, სპე­ცი­ა­ლურ დის­პან­სერ­ში ვგზავ­ნი­დით. ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უდაბ­ნო­ში, ყო­ველ­გვარ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მოკ­ლე­ბუ­ლი, ბა­ნაკ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც არც ინ­ტერ­ნე­ტი იყო და არც გარე სამ­ყა­როს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა. ბა­ნაკ­ში 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. იყო შემ­თხვე­ვა, როცა სურ­სა­თის გა­და­სა­ზი­დად მან­ქა­ნა არ გვქონ­და და ტვირ­თი ბა­ნა­კამ­დე ვი­რებ­შებ­მუ­ლი ურ­მით მიგ­ვი­ტა­ნია... წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ტრო­პი­კუ­ლი წვი­მე­ბის სე­ზო­ნი დგე­ბო­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვარ­დნი­ლი თქე­ში ყვე­ლა­ფერს ტბო­რავ­და. ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კი­დან 1 სა­ა­თის სა­ვალ­ზე ვცხოვ­რობ­დით, ჩვენ შო­რის მდი­ნა­რე ეთ­რო­სი ჩა­მო­დი­ო­და. ხვატ­ში ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რუდ ქცე­ულ ეთ­როსს ასე ადი­დე­ბა და ყვე­ლაფ­რის დატ­ბორ­ვა თუ შე­ეძ­ლო. ერთხელ მახ­სოვს, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ყოფ­ნი­სას გაწ­ვიმ­და და მდი­ნა­რე იმ­დე­ნად ადიდ­და, ჩვენს ბა­ნაკ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ და ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში დავ­რჩით...

ეთი­ო­პი­ამ დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­სათ­ვის იბ­რძვი­ან, რომ შიმ­ში­ლით არ და­ი­ხო­ცონ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ბავ­შვე­ბი გა­რეთ თა­მა­შო­ბენ, თით­ქოს შიმ­ში­ლი მათ­ზე არც კი მოქ­მე­დებს. იქ პა­ტა­რე­ბი სა­თა­მა­შო­ებს თა­ვად ქმნი­ან. ზე­თის პლასტმა­სის ბოთ­ლი­სა­გან გა­კე­თე­ბუ­ლი მან­ქა­ნა გი­ნა­ხავთ? ბორ­ბლე­ბად ბოთ­ლის თავ­სა­ხუ­რებს იყე­ნებ­დნენ, ხოლო პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის­გან ფრა­ნებს აკე­თებ­დნენ... იცი­ნოდ­ნენ, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ იმით, რაც გა­აჩ­ნდათ. 6 თვის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ეთი­ო­პი­ი­დან წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ერთ-ერთ ქარ­თულ სა­იტ­ზე ვა­კან­სია ვნა­ხე, თარ­ჯი­მან-ჟურ­ნა­ლისტს ეძებ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი.

- ახლა იმა­ზე გვი­ამ­ბე, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ ცხოვ­რობ?

- აქ მე­გობ­რო­ბის ფასი იცი­ან და თუ ვინ­მე შენი მე­გო­ბა­რია, მას­თან ახ­ლოს ხარ, მის­თვის ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია. ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ხართ, გინ­დათ, ყვე­ლას აჩ­ვე­ნოთ, თუ რა სა­გან­ძუ­რი გაქვთ... აქ პირ­ვე­ლად 19 წლის ჩა­მო­ვე­დი და თით­ქმის თბი­ლის­ში გა­ვი­ზარ­დე. ამ ქა­ლაქ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ და სუ­ლაც არ მგო­ნია, რომ სხვა ქვეყ­ნის შვი­ლი ვარ, მაგ­რამ როცა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში რო­გორც უცხო­ელს, ისე მი­ყუ­რებს, ეს ფაქ­ტი რე­ა­ლო­ბა­ში მაბ­რუ­ნებს (იღი­მის). მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და სით­ბო. სით­ბო­ზე გა­მახ­სენ­და, ამე­რი­კა­ში ნა­ცხოვ­რებ ერთ ქარ­თველ ბავ­შვს ინ­გლი­სურ­ში ვამ­ზა­დებ­დი. აქ ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იყო და კვი­რა­ში ერთხელ მათ­თან მივ­დი­ო­დი. ერთ დღეს, გაკ­ვე­თი­ლი რომ და­ვას­რუ­ლეთ, ბე­ბი­ას ვკი­თხე, - აქ სად­მე სა­ხა­ჭა­პუ­რე ხომ არ იცით, მშია-მეთ­ქი. მა­ნაც, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­მი­პა­ტი­ჟა, სა­დაც ბა­ბუა და მისი მე­გო­ბა­რი დამ­ხვდნენ. მოკ­ლედ, მას­პინ­ძელ­მა ორ­ნა­ხა­დი ჭა­ჭის ბოთ­ლი გა­მო­ი­ღო და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს არა­ყი შვი­დი, ლა­მის ჩაის ჭი­ქის­ხე­ლა ფინ­ჯნით დავ­ლიე. მა­ნამ­დე ასე­თი ცო­ფი­ვით ალ­კოჰო­ლი არა­სო­დეს გა­მე­სინ­ჯა. კი­დევ კარ­გი, ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ, მას­პინ­ძლებ­მა სახ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლეს... ერთი ასე­თი ამ­ბა­ვიც მახ­სოვს: სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სო­ფელ დირბში ვი­ყა­ვით, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას სურ­სათს ვუ­რი­გებ­დით. 2008 წლის ომი ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და ჯერ კი­დევ არ­სე­ბობ­და იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ რუ­სებს შე­ტე­ვა ისევ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლემ გვი­მას­პინ­ძლა, რო­მელ­საც სახ­ლში კარ­გი სა­ნა­დი­რო თოფი ჰქონ­და. რომ შე­მა­ტყო, მო­მე­წო­ნა, გა­და­მე­კი­და, გინ­და თუ არა, გა­ის­რო­ლეო. უარი აღარ მით­ქვამს, მაგ­რამ იმ თოფს ისე­თი ხმა ჰქონ­და, მთე­ლი სა­ღა­მო მე­ში­ნო­და, ომი თა­ვი­დან არ და­ი­წყოს-მეთ­ქი. თა­ნაც, ჩემს გას­რო­ლას ოსე­ბის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლე­ბის ხმაც მოჰ­ყვა... კი­დევ კარ­გი, მეც გა­დავ­რჩი და სა­ქარ­თვე­ლოც, თო­რემ შე­საძ­ლოა, ხე­ლა­ხა­ლი ომი ერთი ამე­რი­კე­ლის გამო და­წყე­ბუ­ლი­ყო...

- აქა­უ­რე­ბი შენს გა­მარ­თულ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს რო­გორ აღიქ­ვა­მენ?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, არ შე­მამ­ჩნი­ონ, უცხო­ე­ლი რომ ვარ, მაგ­რამ დღი­სით გა­რეთ რომ გა­ვალ, რთუ­ლია, ჩემი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა დავ­მა­ლო. აი, შე­ბინ­დე­ბულ­ზე ტაქ­სი­ში თუ ჩავ­ჯდე­ბი, მძღო­ლი ისეთ თე­მებ­ზე იწყებს ლა­პა­რაკს, ვხვდე­ბი, აშ­კა­რად ფიქ­რობს, ქარ­თვე­ლი ვარ (იცი­ნის). ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ზო­გა­დად, ჩემი სა­უ­ბა­რი სა­სი­ა­მოვ­ნოდ აო­ცებთ და ამავდრო­უ­ლად ახა­რებთ კი­დეც. ამას წი­ნათ, სტა­ტია დავ­წე­რე იმ უცხო­ე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ და ავ­ხსე­ნი, თუ რა­ტომ ღირს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. ხში­რად მი­წევს იმის ახ­სნა, რომ უცხო­ე­ლებ­მა პირ­ველ რიგ­ში, ქვე­ყა­ნას პა­ტი­ვი უნდა სცენ და მისი ენა შე­ის­წავ­ლონ.

- სულ რამ­დე­ნი ენა იცი?

- ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ჩი­ნუ­რი, ინ­გლი­სუ­რი, სპარ­სუ­ლი. ცოტა აბ­ჰა­რულს (ეთი­ო­პი­უ­რი ენა) ვფლობ. ჩვენს ოჯახ­ში ჩი­ნუ­რად ვსა­უბ­რობთ, რად­გან დე­დამ ინ­გლი­სუ­რი კარ­გად არ იცის. მამა ჩი­ნუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ამ ენის გარ­და არა­ერ­თი ენა იცის და რო­გორც ჩანს, ენე­ბის შეს­წავ­ლის ნიჭი მის­გან გა­მომ­ყვა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას დიდ­ხანს აპი­რებ?

- აქ 1 წელი კი­დევ დავ­რჩე­ბი, მას შემ­დეგ კი სა­ით­კე­ნაც ქარი და­უ­ბე­რავს, იქით წა­ვალ (იღი­მის)...

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართულად მოლაპარაკე ტაივანელ-ამერიკელი შვედური ფესვებით

ქართულად მოლაპარაკე ტაივანელ-ამერიკელი შვედური ფესვებით

ის პირველი ამერიკელია, რომელთანაც ინტერვიუ ქართულ ენაზე ჩავწერე. როცა პირველად რაიანს შევხვდი, მისმა ქართულად უაქცენტოდ საუბარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა ამერიკელს საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს და გადავწყვიტე, რაიანი თქვენთვისაც გამეცნო.

- საქართველოში "მართლმადიდებელ სტუდენტთა" კავშირის წყალობით მოვხვდი. ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ერთ ქართველ მღვდელს იცნობდა, რომელსაც ყოველ ზაფხულს ამერიკელი სტუდენტები საქართველოში ჩაჰყავდა და შემომთავაზა, - ხომ არ გინდა, შენც წახვიდეო?.. მღვდელი რომ გავიცანი, საქართველოს ფოტოები გვაჩვენა და უკვე ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად წამოვიდოდი. აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მანამდე ჩიკაგოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სამედიცინო განათლებას ვიღებდი. საქართველოში ჩამოსვლისას კი ღუდუშაურის კლინიკაში თან სტაჟიორად ვმუშაობდი, თან ქართულ ენას ვსწავლობდი. თბილისში ხუთი კვირა ვიცხოვრე და მერე ჯავახეთში გავემგზავრე, სადაც თავკვეთულას გამოქვაბულის ტერასებს ვაშენებდით. იქ ინგლისურად მოსაუბრე არავინ იყო, ამიტომ ხუთ კვირაში ნასწავლი ქართული გამომადგა. შემიყვარდა ხალხი, ქვეყანა, ენა... ამიტომაც ამერიკაში წავედი და უნივერსიტეტში განვაცხადე, რომ ქართულის სწავლა მინდოდა, საქართველოში ვაპირებდი ცხოვრებას და ერთწლიანი შესვენება ავიღე... მერე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში განაცხადი შევიტანე, მაგრამ რადგან დიპლომის დედანის ნაცვლად ასლი მქონდა, ჩარიცხვა გაჭიანურდა და უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად დავრჩი... ცოტა ხანში რუსული ენის შესასწავლად ყირგიზეთში გავემგზავრე...

- რაიან, მართლმადიდებელი ოჯახიდან ხარ?

- თავდაპირველად კათოლიკეები ვიყავით. მერე მამამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ოჯახი მართლმადიდებელი გამხდარიყო...

- მოდი, ვრცლად მომიყევი შენს ოჯახზე...

- მამა ბავშვებს მსოფლიო ლიტერატურას გვიკითხავდა და შვილებში ლიტერატურისა და კითხვის მიმართ ინტერესს ასე აღვივებდა. მყავს და-ძმა, რომლებიც ჩემზე უმცროსები არიან. ძმა ჩინეთში ცხოვრობს და მუშაობს, და კი სწავლობს, - მალე ექთანის დიპლომს აიღებს. მართალია, ტაივანელ-ამერიკელი ვარ, მაგრამ შვედური წარმომავლობა მაქვს და ამერიკაში გავიზარდე. დედა ტაივანიდანაა და მამამ მაშინ გაიცნო, როცა იქ ცხოვრობდა. მამაჩემი ჩინური ენის თარჯიმანია. ბავშვობაში სან-დიეგოში ვცხოვრობდით, როცა წამოვიზარდე, ტეხასის შტატის ერთ მიყრუებულ სოფელში გადავედით, სადაც სულ 50 ადამიანი ცხოვრობდა. იქ სკოლა არ იყო და სხვა შტატის სკოლაში დავდიოდით... ჩემს მშობლებს ფერმა აქვთ, ჰყავთ თხები, იხვები, ქათმები, ღორებიც კი გვყოლია...

- ახლა რას საქმიანობ?

- ერთ-ერთ უმსხვილეს საინფორმაციო სააგენტოსთან ვთანამშრომლობ, სტატიებს ქართულიდან და რუსულიდან ინგლისურად ვთარგმნი. მოკლედ, ექიმობა გადავიფიქრე და ენების სწავლას მოვკიდე ხელი. პროფესიით ქიმიისა და რუსული ენის სპეციალისტი ვარ. ბოლო დროს სპარსული ენაც შევისწავლე, ამის გამო ტაჯიკეთში წავედი. მოგეხსენებათ, ამერიკელისთვის ირანში წასვლა შეუძლებელია, ამიტომაც ალტერნატიული გზა ავირჩიე... მოკლედ, 2007 წლიდან დღემდე არაერთ ქვეყანაში ვცხოვრობდი, მაგრამ ბოლოს მაინც საქართველოში ვბრუნდები.

- როგორც შევიტყვე, ერთ-ერთი ქვეყანა ეთიოპია იყო, სადაც ბოლოს ცხოვრობდი, არა?

- კი, იქ საქართველოდან წავედი. მახსოვს, ჩემს ბებია-ბაბუას უნდოდა საქართველოს მონახულება, იყიდეს კიდეც თვითმფრინავის ბილეთები, მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, ეთიოპიაში უნდა წახვიდე და ადგილობრივი მოსახლეობის გადარჩენის საქმეში წვლილი შეიტანოო. იმ პერიოდში ეთიოპიაში სასტიკი გვალვა და შიმშილი მძვინვარებდა, ამიტომ დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება და მოხალისედ წავედი. კენიისა და სომალის საზღვართან, ლტოლვილთა ბანაკის სიახლოვეს ვცხოვრობდი, რომელსაც ტოლო ადო ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩემ შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, ბანაკში არავინ იცოდა, ვინ ვიყავი და რატომ ჩავდიოდი. ამიტომაც, რომ ჩავედი, მითხრეს, ინგლისურად კარგად ლაპარაკობ და ბავშვებს გაკვეთილები ჩაუტარეო. გადავირიე, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მოშიმშილე ხალხისთვის ინგლისური მესწავლებინა-მეთქი?! მიხვდნენ, რომ საქმეს სერიოზულად ვუდგებოდი და კვების პროგრამის კოორდინატორად გადამიყვანეს.

ლტოლვილებს სურსათს ვურიგებდით, ვზრუნავდით ბავშვების ჯანმრთელობაზე, იმ შემთხვევაში, თუ პატარა მეტისმეტად გამხდარი იყო, სპეციალურ დისპანსერში ვგზავნიდით. ექვსი თვის განმავლობაში უდაბნოში, ყოველგვარ ცივილიზაციას მოკლებული, ბანაკში ვცხოვრობდი, სადაც არც ინტერნეტი იყო და არც გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი რაიმე საშუალება. ბანაკში 25 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. იყო შემთხვევა, როცა სურსათის გადასაზიდად მანქანა არ გვქონდა და ტვირთი ბანაკამდე ვირებშებმული ურმით მიგვიტანია... წელიწადში ორჯერ ტროპიკული წვიმების სეზონი დგებოდა და მოულოდნელად მოვარდნილი თქეში ყველაფერს ტბორავდა. ლტოლვილთა ბანაკიდან 1 საათის სავალზე ვცხოვრობდით, ჩვენ შორის მდინარე ეთროსი ჩამოდიოდა. ხვატში ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რუდ ქცეულ ეთროსს ასე ადიდება და ყველაფრის დატბორვა თუ შეეძლო. ერთხელ მახსოვს, ლტოლვილთა ბანაკში ყოფნისას გაწვიმდა და მდინარე იმდენად ადიდდა, ჩვენს ბანაკში დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ და ლტოლვილთა ბანაკში დავრჩით...

ეთიოპიამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა, პირველად ვიყავი ქვეყანაში, სადაც ადამიანები იმისათვის იბრძვიან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, მაგრამ მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, ბავშვები გარეთ თამაშობენ, თითქოს შიმშილი მათზე არც კი მოქმედებს. იქ პატარები სათამაშოებს თავად ქმნიან. ზეთის პლასტმასის ბოთლისაგან გაკეთებული მანქანა გინახავთ? ბორბლებად ბოთლის თავსახურებს იყენებდნენ, ხოლო პოლიეთილენის პარკებისგან ფრანებს აკეთებდნენ... იცინოდნენ, ბედნიერები იყვნენ იმით, რაც გააჩნდათ. 6 თვის მუშაობის შემდეგ ეთიოპიიდან წამოსვლა გადავწყვიტე. ერთ-ერთ ქართულ საიტზე ვაკანსია ვნახე, თარჯიმან-ჟურნალისტს ეძებდნენ და საქართველოში დავბრუნდი.

- ახლა იმაზე გვიამბე, საქართველოში როგორ ცხოვრობ?

- აქ მეგობრობის ფასი იციან და თუ ვინმე შენი მეგობარია, მასთან ახლოს ხარ, მისთვის ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ქართველები ძალიან ამაყები ხართ, გინდათ, ყველას აჩვენოთ, თუ რა საგანძური გაქვთ... აქ პირველად 19 წლის ჩამოვედი და თითქმის თბილისში გავიზარდე. ამ ქალაქში თავს კომფორტულად ვგრძნობ და სულაც არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის შვილი ვარ, მაგრამ როცა ხალხი ქუჩაში როგორც უცხოელს, ისე მიყურებს, ეს ფაქტი რეალობაში მაბრუნებს (იღიმის). მიყვარს ქართული სტუმართმოყვარეობა და სითბო. სითბოზე გამახსენდა, ამერიკაში ნაცხოვრებ ერთ ქართველ ბავშვს ინგლისურში ვამზადებდი. აქ ბებია-ბაბუასთან იყო და კვირაში ერთხელ მათთან მივდიოდი. ერთ დღეს, გაკვეთილი რომ დავასრულეთ, ბებიას ვკითხე, - აქ სადმე სახაჭაპურე ხომ არ იცით, მშია-მეთქი. მანაც, სამზარეულოში შემიპატიჟა, სადაც ბაბუა და მისი მეგობარი დამხვდნენ. მოკლედ, მასპინძელმა ორნახადი ჭაჭის ბოთლი გამოიღო და ნახევარი საათის განმავლობაში ეს არაყი შვიდი, ლამის ჩაის ჭიქისხელა ფინჯნით დავლიე. მანამდე ასეთი ცოფივით ალკოჰოლი არასოდეს გამესინჯა. კიდევ კარგი, ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ, მასპინძლებმა სახლამდე მიმაცილეს... ერთი ასეთი ამბავიც მახსოვს: საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პერიოდში სოფელ დირბში ვიყავით, სადაც მოსახლეობას სურსათს ვურიგებდით. 2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო და ჯერ კიდევ არსებობდა იმის საშიშროება, რომ რუსებს შეტევა ისევ განეხორციელებინათ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ გვიმასპინძლა, რომელსაც სახლში კარგი სანადირო თოფი ჰქონდა. რომ შემატყო, მომეწონა, გადამეკიდა, გინდა თუ არა, გაისროლეო. უარი აღარ მითქვამს, მაგრამ იმ თოფს ისეთი ხმა ჰქონდა, მთელი საღამო მეშინოდა, ომი თავიდან არ დაიწყოს-მეთქი. თანაც, ჩემს გასროლას ოსების მხრიდან საპასუხო სროლების ხმაც მოჰყვა... კიდევ კარგი, მეც გადავრჩი და საქართველოც, თორემ შესაძლოა, ხელახალი ომი ერთი ამერიკელის გამო დაწყებულიყო...

- აქაურები შენს გამართულ ქართულად ლაპარაკს როგორ აღიქვამენ?

- ყოველთვის ვცდილობ, არ შემამჩნიონ, უცხოელი რომ ვარ, მაგრამ დღისით გარეთ რომ გავალ, რთულია, ჩემი განსხვავებული გარეგნობა დავმალო. აი, შებინდებულზე ტაქსიში თუ ჩავჯდები, მძღოლი ისეთ თემებზე იწყებს ლაპარაკს, ვხვდები, აშკარად ფიქრობს, ქართველი ვარ (იცინის). ეს ძალიან მახარებს. ზოგადად, ჩემი საუბარი სასიამოვნოდ აოცებთ და ამავდროულად ახარებთ კიდეც. ამას წინათ, სტატია დავწერე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ავხსენი, თუ რატომ ღირს ქართული ენის შესწავლა. ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ უცხოელებმა პირველ რიგში, ქვეყანას პატივი უნდა სცენ და მისი ენა შეისწავლონ.

- სულ რამდენი ენა იცი?

- ქართული, რუსული, ჩინური, ინგლისური, სპარსული. ცოტა აბჰარულს (ეთიოპიური ენა) ვფლობ. ჩვენს ოჯახში ჩინურად ვსაუბრობთ, რადგან დედამ ინგლისური კარგად არ იცის. მამა ჩინურის სპეციალისტია, ამ ენის გარდა არაერთი ენა იცის და როგორც ჩანს, ენების შესწავლის ნიჭი მისგან გამომყვა.

- საქართველოში ცხოვრებას დიდხანს აპირებ?

- აქ 1 წელი კიდევ დავრჩები, მას შემდეგ კი საითკენაც ქარი დაუბერავს, იქით წავალ (იღიმის)...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია