პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო ანტიკვარიატი
ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო ანტიკვარიატი

"ფორ­ბსმა" მსოფ­ლიო აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რად გა­ყი­დუ­ლი სამ­ხედ­რო ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის არ­ტე­ფაქ­ტე­ბი შე­არ­ჩია, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი Hawker Hurricane, ფა­სი - 2,6 მლნ დო­ლა­რი

მსხვი­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აუქ­ცი­ო­ნე­ბის­თვის საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი ლო­ტი­ა, ის ძი­რი­თა­დად მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მებ­ში ინა­ხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუქ­ც­ი­ონ­ზე გა­მოჩ­ნდა 1942 წლის გა­მოშ­ვე­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ერ­თად­გი­ლი­ა­ნი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვით­მფრი­ნა­ვი Hawker Hurricane. ამ­ჟა­მად თვით­მფრი­ნა­ვი მწყობ­რშია და ბო­ნუ­სის სა­ხით მის მყიდ­ველს ფრე­ნის უფ­ლე­ბაც ეძ­ლე­ვა.

ჰიტ­ლე­რის სა­წე­რი კომ­პლექ­ტი,ფა­სი - 423 000 დო­ლა­რი

დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ფი­უ­რე­რის სა­წერ­მა კომ­პლექ­ტმა, რო­მე­ლიც გა­სა­ყი­დად აუქ­­ცი­ო­ნის სახ­ლმა Alexasend Autographs-მა გა­მო­ი­ტა­ნა. კომ­პლექ­ტშია მა­სი­უ­რი ბრინ­ჯა­ოს ­სად­გა­მი, რო­მელ­ზეც მე­სა­მე რა­ი­ხის გერ­ბია ამოტ­ვიფ­რუ­ლი, ორი სა­მელ­ნე და სა­ქა­ღალ­დე. არ­ტე­ფაქ­ტი ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი არ­მი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტმა ჯეკ მაკ­კო­ნომ გა­ი­ტა­ნა ჰიტ­ლე­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან.

ანა ფრან­კის წე­რი­ლე­ბი, ფა­სი - 328 000 დო­ლა­რი

ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა სიმ­ბო­ლოდ პა­ტა­რა გო­გო­ნა ანა ფრან­კი მი­იჩ­ნე­ვა. ამ ბავ­შვის ბედ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ბე­დი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. 1988 წელს აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს ორი წე­რი­ლი და ღია ბა­რა­თი, რომ­ლე­ბიც დებ­მა ფრან­კებ­მა ომის დროს თა­ვის ამე­რი­კელ მე­გობ­რებს გა­უგ­ზავ­ნეს. ვაჭ­რო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი ვუ­პი გოლ­დბერ­გი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მყიდ­ვე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა. უც­ნობ­მა ძვირ­ფა­სი ლო­ტი სი­მონ ვი­ზენ­ტა­ლის ცენ­ტრს გა­დას­ცა.

გა­სა­შიფ­რი მან­ქა­ნა "ე­ნიგ­მა",ფა­სი 208 137 დო­ლა­რი

გა­სა­შიფ­რ მან­ქა­ნა "ე­ნიგ­მას" პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი 1920 წელს გა­მოჩ­ნდა. მი­სი ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­იწყო და მა­თი დი­დი ნა­წი­ლი "მე­სა­მე რა­ი­ხის" გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. .ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის და­ცე­მის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა "ე­ნიგ­მის" გერ­მა­ნი­ი­დან მა­სობ­რი­ვად გა­ტა­ნა და­იწყ­ეს. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 2011 წელს გა­ი­ყი­და.

ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ჩაფ­ხუ­ტი, ფა­სი - 69 632 დო­ლა­რი

აუქ­ცი­ო­ნებ­ზე დი­დი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბაა იმ ნივ­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბას ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. 2009 წელს გა­ი­ყი­და უც­ნო­ბი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ჩაფ­ხუ­ტი. ჩაფ­ხუ­ტის მარ­კის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მფრი­ნა­ვი 101-ე სა­ჰა­ე­რო-­სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ეს ქვე­და­ნა­ყო­ფი ნორ­მან­დი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლ­ეობ­და. ჩაფ­ხუ­ტი პირ­ვან­დელ ფას­ზე 13-ჯერ ძვი­რად გა­ი­ყი­და.

პი­ტერ უა­ი­ტის არ­ქი­ვი, ფა­სი - 59 790 დო­ლა­რი

კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დი მოთხ­ოვ­ნით სარ­გებ­ლობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თვით­მხილ­ველ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი. 2007 წელს კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის პი­ტერ უა­ი­ტის დღი­უ­რე­ბი გა­ი­ყი­და. ის თან­მიმ­დევ­რუ­ლად აღ­წერს თა­ვის თავ­გა­და­სა­ვალ­სა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს - 1938 წლი­დან 1944 წლამ­დე. უა­ი­ტი არა მარ­ტო კარ­გი მებ­რძო­ლი, არა­მედ კარ­გი მთხრო­ბე­ლი და მხატ­ვა­რი გა­მოდ­გა. ის თა­ვის ჩა­ნა­წე­რებს ილუს­ტრა­ცი­ე­ბით ამ­დიდ­რებ­და.

დუგ­ლას ბა­დე­რის ჟურ­ნა­ლი, ფა­სი - 37 300 დო­ლა­რი

ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის სი­მა­მა­ცი­სა და ვაჟ­კა­ცო­ბის სიმ­ბო­ლოდ დუგ­ლას ბა­დე­რი ით­ვლე­ბა. სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის პი­ლოტ­მა 1930-ი­ან წლებ­ში ავა­რი­ა­ში ორი­ვე ფე­ხი და­კარ­გა. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ ჩად­გა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში მო­ნა­წი­ლ­ეობ­და. ბა­დერ­მა 30-მდე ნა­ცის­ტუ­რი თვით­მფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დო, შემ­დეგ კი ნა­ცის­ტებ­თან ტყვე­ო­ბა­შიც მოხ­ვდა. სუ­ლის სიმ­ტკი­ცე არც ბა­ნაკ­ში და­უ­კარ­გავს, გა­დარ­ჩა და სა­მი წლის შემ­დეფ შინ დაბ­რუნ­და. ყვე­ლა სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ამ პი­ლოტს ეკუთ­ვნო­და, დღეს კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო ანტიკვარიატი

ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო ანტიკვარიატი

"ფორ­ბსმა" მსოფ­ლიო აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რად გა­ყი­დუ­ლი სამ­ხედ­რო ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის არ­ტე­ფაქ­ტე­ბი შე­არ­ჩია, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი Hawker Hurricane, ფა­სი - 2,6 მლნ დო­ლა­რი

მსხვი­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აუქ­ცი­ო­ნე­ბის­თვის საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი ლო­ტი­ა, ის ძი­რი­თა­დად მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მებ­ში ინა­ხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუქ­ც­ი­ონ­ზე გა­მოჩ­ნდა 1942 წლის გა­მოშ­ვე­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ერ­თად­გი­ლი­ა­ნი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვით­მფრი­ნა­ვი Hawker Hurricane. ამ­ჟა­მად თვით­მფრი­ნა­ვი მწყობ­რშია და ბო­ნუ­სის სა­ხით მის მყიდ­ველს ფრე­ნის უფ­ლე­ბაც ეძ­ლე­ვა.

ჰიტ­ლე­რის სა­წე­რი კომ­პლექ­ტი,ფა­სი - 423 000 დო­ლა­რი

დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ფი­უ­რე­რის სა­წერ­მა კომ­პლექ­ტმა, რო­მე­ლიც გა­სა­ყი­დად აუქ­­ცი­ო­ნის სახლმა Alexasend Autographs-მა გა­მო­ი­ტა­ნა. კომ­პლექ­ტშია მა­სი­უ­რი ბრინ­ჯა­ოს ­სად­გა­მი, რო­მელ­ზეც მე­სა­მე რა­ი­ხის გერ­ბია ამოტ­ვიფ­რუ­ლი, ორი სა­მელ­ნე და სა­ქა­ღალ­დე. არ­ტე­ფაქ­ტი ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი არ­მი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტმა ჯეკ მაკ­კო­ნომ გა­ი­ტა­ნა ჰიტ­ლე­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან.

ანა ფრან­კის წე­რი­ლე­ბი, ფა­სი - 328 000 დო­ლა­რი

ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა სიმ­ბო­ლოდ პა­ტა­რა გო­გო­ნა ანა ფრან­კი მი­იჩ­ნე­ვა. ამ ბავ­შვის ბედ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ბე­დი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. 1988 წელს აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს ორი წე­რი­ლი და ღია ბა­რა­თი, რომ­ლე­ბიც დებ­მა ფრან­კებ­მა ომის დროს თა­ვის ამე­რი­კელ მე­გობ­რებს გა­უგ­ზავ­ნეს. ვაჭ­რო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი ვუ­პი გოლ­დბერ­გი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მყიდ­ვე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა. უც­ნობ­მა ძვირ­ფა­სი ლო­ტი სი­მონ ვი­ზენ­ტა­ლის ცენტრს გა­დას­ცა.

გა­სა­შიფ­რი მან­ქა­ნა "ე­ნიგ­მა",ფა­სი 208 137 დო­ლა­რი

გა­სა­შიფ­რ მან­ქა­ნა "ე­ნიგ­მას" პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი 1920 წელს გა­მოჩ­ნდა. მი­სი ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­იწყო და მა­თი დი­დი ნა­წი­ლი "მე­სა­მე რა­ი­ხის" გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. .ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის და­ცე­მის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა "ე­ნიგ­მის" გერ­მა­ნი­ი­დან მა­სობ­რი­ვად გა­ტა­ნა და­იწყ­ეს. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 2011 წელს გა­ი­ყი­და.

ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ჩაფ­ხუ­ტი, ფა­სი - 69 632 დო­ლა­რი

აუქ­ცი­ო­ნებ­ზე დი­დი მოთხ­ოვ­ნილებაა იმ ნივ­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბას ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. 2009 წელს გა­ი­ყი­და უც­ნო­ბი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ჩაფ­ხუ­ტი. ჩაფ­ხუ­ტის მარ­კის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მფრი­ნა­ვი 101-ე სა­ჰა­ე­რო-­სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ეს ქვე­და­ნა­ყო­ფი ნორ­მან­დი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლ­ეობ­და. ჩაფ­ხუ­ტი პირ­ვან­დელ ფას­ზე 13-ჯერ ძვი­რად გა­ი­ყი­და.

პი­ტერ უა­ი­ტის არ­ქი­ვი, ფა­სი - 59 790 დოლარი

კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დი მოთხ­ოვ­ნით სარ­გებ­ლობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თვით­მხილ­ველ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი. 2007 წელს კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის პი­ტერ უა­ი­ტის დღი­უ­რე­ბი გა­ი­ყი­და. ის თან­მიმ­დევ­რუ­ლად აღ­წერს თა­ვის თავ­გა­და­სა­ვალ­სა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს - 1938 წლი­დან 1944 წლამ­დე. უა­ი­ტი არა მარ­ტო კარ­გი მებ­რძო­ლი, არა­მედ კარ­გი მთხრო­ბე­ლი და მხატ­ვა­რი გა­მოდ­გა. ის თა­ვის ჩა­ნა­წე­რებს ილუს­ტრა­ცი­ე­ბით ამ­დიდ­რებ­და.

დუგ­ლას ბა­დე­რის ჟურ­ნა­ლი, ფა­სი - 37 300 დო­ლა­რი

ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის სი­მა­მა­ცი­სა და ვაჟ­კა­ცო­ბის სიმ­ბო­ლოდ დუგ­ლას ბა­დე­რი ით­ვლე­ბა. სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის პი­ლოტ­მა 1930-ი­ან წლებ­ში ავა­რი­ა­ში ორი­ვე ფე­ხი და­კარ­გა. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ ჩად­გა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში მო­ნა­წი­ლ­ეობ­და. ბა­დერ­მა 30-მდე ნა­ცის­ტუ­რი თვით­მფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დო, შემ­დეგ კი ნა­ცის­ტებ­თან ტყვე­ო­ბა­შიც მოხ­ვდა. სუ­ლის სიმ­ტკი­ცე არც ბა­ნაკ­ში და­უ­კარ­გავს, გა­დარ­ჩა და სა­მი წლის შემ­დეფ შინ დაბ­რუნ­და. ყვე­ლა სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ამ პი­ლოტს ეკუთ­ვნო­და, დღეს კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე