კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სი­ას 5 ბავ­შვი შე­ე­წი­რა
სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სი­ას  5 ბავ­შვი შე­ე­წი­რა

1999 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო იყო, 27 ოქ­ტომ­ბე­რი. იმ­ხა­ნად ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი და მი­სი მე­გობ­რე­ბი 15-წლი­სა­ნი იყ­ვნენ და მე­ა­თე ­კლას­ში გა­და­დი­ოდ­ნენ. თით­ქმის 14 წლის წი­ნან­დე­ლი ტრა­გე­დი­ის დაწ­ვრი­ლე­ბით მო­ყო­ლა რომ ვთხო­ვე, შე­ფიქ­რი­ან­და. ჯერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის და და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის ნა­წილს და­ე­კითხ­ა, მო­ე­ყო­ლა თუ არა მკითხ­ვე­ლის­თვის ეს ამ­ბა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შევ­ხვდით... სვე­ნებ­-სვე­ნე­ბით, ნაწყ­ვეტ­-ნაწყ­ვეტ იხ­სე­ნებ­და ნო­დარ ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი იმ სა­ღა­მოს და ცდი­ლობ­და, ჩემ­კენ იშ­ვი­ა­თად გა­მო­ე­ხე­და - ვხე­დავ­დი, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე...

- ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე ერთ დროს მე­ექ­ვსე სკო­ლა იყო, სა­დაც ოთხ წე­ლი­წადს ვსწავ­ლობ­დით, მე­რე კი ჩვენ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა ლე­ლა ჭინ­ჭა­რა­ულ­მა და მის­მა მე­გობ­რებ­მა სა­ავ­ტო­რო სკო­ლის და­არ­სე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს და ჩვენც თან გავ­ყე­ვით. ასე გავ­ხდით 34-ე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც ლე­ლა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გახ­და. ჩვენს სკო­ლა­ში, გან­სხვა­ვე­ბით სხვა სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის­გან, სწავ­ლა ყო­ველ­თვის გვი­ან იწყ­ე­ბო­და. იმ წე­ლი­წადს, რა­ტომ­ღაც, ჩვე­ულ­ზე კი­დევ უფ­რო გვი­ან უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო. იმ სკო­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბაც ჩვენ ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი კლა­სი გვქონ­და. ბევ­რნი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობ­დით. ყო­ვე­ლი სა­ზაფ­ხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში, სწავ­ლის დაწყ­ე­ბამ­დე ტრა­დი­ცი­უ­ლად, აწყ­უ­რის ბა­ნაკ­ში დავ­დი­ო­დით. იმ წელ­საც იქ ვი­ყა­ვით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა კი მო­ნატ­რე­ბუ­ლი სა­მე­გობ­რო მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ერ­თი დღე-­ღა­მით ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

ახალ­და­ბა­ში, ჩემს სახ­ლში, უფ­რო ზუს­ტად, ჩემს აგა­რაკ­ზე წა­ვე­დით. კლა­სის ექ­სკურ­სია კი და­ვარ­ქვით, მაგ­რამ სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სია უფ­რო იყო. ჩე­მი ძმა და ბი­ძაშ­ვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნე. ჩემ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა და­თო ბე­გა­ძე­მაც წა­მო­იყ­ვა­ნა ძმა - გი­ორ­გი. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით 26 ოქ­ტომ­ბერს წა­ვე­დით თბი­ლი­სი­დან, ახალ­და­ბა­ში კარ­გად მო­ვილ­ხი­ნეთ, 27 ოქ­ტომ­ბერს კი იმა­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა ჩა­მოგ­ვა­კი­თხა და სა­ღა­მოს უკან წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. ავა­რია მა­ლე­ვე მოხ­და, ხა­შურს რომ გა­მოვ­ცდით, გომ­ში. მან­ქა­ნა­ში 16-ნი ვის­ხე­დით. ბავ­შვებს ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვახ­ლდა და ორიც მძღო­ლი იყო - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა შე­სა­ნაც­ვლებ­ლად ახალ­გაზ­რდა ცო­ლის­ძმა წა­მო­იყ­ვა­ნა. ავა­რი­ი­სას 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - 5 ბავ­შვი, სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ერ­თიც - ის ცო­ლის­ძმა, თუ არ ვცდე­ბი, ზა­ზა ერ­ქვა.

- თქვენ ალ­ბათ მხი­ა­რუ­ლად მგზავ­რობ­დით და შე­იძ­ლე­ბა გზას არც უყუ­რებ­დით, მაგ­რამ... მა­ინც რამ გა­მო­იწ­ვია ავა­რი­ა?

- ახა­ლი ნაწ­ვი­მა­რი იყო და ალ­ბათ, იცით, ამ დროს მო­ლი­პუ­ლი­ვი­თაა გზა, შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნის მო­ცუ­რე­ბაც იო­ლი­ა. სპი­დო­მეტ­რის­თვის არ შე­მი­ხე­დავს, მაგ­რამ სწრა­ფად მივ­დი­ო­დით, თან, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვე­ბიც ცუ­დი ჰქო­ნი­ა. ამი­ტომ მოვ­სრი­ალ­დით, გზი­დან გა­და­ვე­დით და ხეს ისე ძლი­ე­რად შე­ვე­ჯა­ხეთ, რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის მეც, მან­ქა­ნი­დან გა­დავ­ვარ­დით. ერ­თი გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, და­ნარ­ჩე­ნი - ვა­ჟე­ბი და უმ­რავ­ლე­სო­ბა - ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბით. ავა­რი­ი­სას თით­ქმის ყვე­ლამ დავ­კარ­გეთ გო­ნე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა მძი­მე­დაც დავ­შავ­დით - სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეკა ღო­ღო­ბე­რი­ძე და ნე­ლი­კო დო­ლი­ძე გა­დარ­ჩნენ, გა­დარ­ჩა გი­ორ­გი სი­და­მო­ნი­ძეც. გი­ორ­გი ბე­გა­ძე­საც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და და არც გო­ნე­ბა და­უ­კარ­გავს. ეგ კი არა, დახ­მა­რე­ბია კი­დეც პო­ლი­ცი­ე­ლებს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს. მე თა­ვის ტრავ­მაც მქონ­და და ხე­ლიც და­ვი­ზი­ა­ნე, ასე­ვე, ფუ­ძის ერ­თ-ერ­თი კბი­ლი მომ­ტყდა.

- გონს მა­ლე მოხ­ვე­დით?

- ში­გა­და­შიგ ვა­ხელ­დი თვალს, ვხე­დავ­დი "სას­წრა­ფოს" სი­რე­ნის მო­ციმ­ცი­მე ნა­თუ­რას, რა­ცი­ით მო­ლა­პა­რა­კე ფორ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს, ვხვდე­ბო­დი, რა­ღაც რომ მოხ­და, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბის თა­ვი არ მქონ­და. კარ­გად მახ­სოვს, სა­კა­ცით რომ შე­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ხა­შუ­რი­სა და სუ­რა­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. მე­რე კი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შევ­ფხიზ­ლდი. იმ დღეს­ვე გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ამ­ბავს ვკითხ­უ­ლობ­დი, მაგ­რამ და­ღუ­პუ­ლებ­ზე არა­ფერს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მა­თი ამ­ბა­ვი მხო­ლოდ 40 დღის შემ­დეგ, შინ რომ მი­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ გა­ვი­გე.

- ნო­დარ, მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო?

- რო­გორც გითხ­ა­რით, ვინც თბი­ლი­სი­დან წაგ­ვიყ­ვა­ნა და ახალ­და­ბა­ში დაგ­ვტო­ვა, უკან წა­მო­საყ­ვა­ნად, ჩვე­ნი თხოვ­ნით, მან­ვე ჩა­მოგ­ვა­კი­თხა მე­ო­რე დღეს. თუ არ ვცდე­ბი, თბი­ლი­სი­დან რომ წა­ვე­დით, ის მძღო­ლი მთვრა­ლი იყო, ამი­ტომ თა­ვი­სი ცო­ლის­ძმა დას­ვა სა­ჭეს­თან. წი­ნა დღის ნამ­თვრა­ლე­ვი მე­ო­რე დღეს ნა­ბა­ხუ­სე­ვი ხომ იქ­ნე­ბო­და ის კა­ცი? შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნის მარ­თვა უეჭ­ვე­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც თვი­თონ დაჯ­და სა­ჭეს­თან... შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლიც იყო, კი არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მაგ­რამ... ფაქ­ტი­ა, ავა­რია მოხ­და. ცხა­დი­ა, ამ­დე­ნი ბავ­შვი რომ ზის მან­ქა­ნა­ში, მძღო­ლის­გან მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ყუ­რადღ­ე­ბაა სა­ჭი­რო.

- იმ ამ­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას ში­ში გა­მოგ­ყვათ?

- გა­მომ­ყვა და თა­ნაც - ძა­ლი­ან. დღე­საც, მან­ქა­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ძა­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ გზას. სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებს, სხვას რომ ვუჯ­დე­ბი მან­ქა­ნა­ში, მირ­ჩევ­ნი­ა, მე ჩა­მიჯ­დეს სხვა, თუნ­დაც ის "სხვა" უფ­რო უსაფ­რთხოდ და­დი­ო­დეს.

- შენს და­ღუ­პულ მე­გობ­რებ­ზეც მი­ამ­ბე, ვინ იყო ის ხუ­თი ბავ­შვი?

- და­ღუ­პუ­ლე­ბი ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ყვე­ლა ერთ პე­რი­ოდ­ში არ სწავ­ლობ­და ჩემ­თან, ამი­ტომ ზო­გი­ერთს ერ­თად არც უს­წავ­ლი­ა. გო­გო­ნე­ბი­დან ერ­თი და­ი­ღუ­პა, თა­მუ­ნა კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად აღარ სწავ­ლობ­და ჩვენს კლას­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ვა­ჟე­ბი იყ­ვნენ. არ­ჩილ ცი­ციშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვმე­გობ­რობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ვერ ძლებ­და და იმ­ხა­ნა­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თან ერ­თად.

- ეს ხომ ის არ­ჩილ ცი­ციშ­ვი­ლი­ა, ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მში - "ი­ავ­ნა­ნამ რა ჰქმნა" პა­ტა­რა ალექ­სის როლს რომ ას­რუ­ლებ­და? რა სა­ო­ცა­რი ბე­დის­წე­რა ჰქო­ნი­ა: ფილ­მშიც იღუ­პე­ბა და ცხოვ­რე­ბაც ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა.

- კი, სწო­რედ ის ბი­ჭი­ა... კი­დევ ერ­თი და­ღუ­პუ­ლი - გი­ორ­გი ხე­რო­დი­ნაშ­ვი­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სწავ­ლობ­და ჩვენ­თან, თუმ­ცა უკ­ვე გა­და­სუ­ლი იყო სხვა სკო­ლა­ში. შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა იმ დღეს "ექ­სკურ­სი­ა­ზე" - წას­ვლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვქონ­და, გი­ორ­გი რომ შეგ­ვხვდა და მა­შინ შევ­თა­ვა­ზეთ წა­მოს­ვლა... იმ სა­ღა­მოს მი­შო თა­დუ­მა­ძეც და­ი­ღუ­პა... კი­დევ გო­ჩი­კო, ხუნ­და­ძე... გო­ჩა და მი­შო იმ­ხა­ნა­დაც ჩვენ­თან სწავ­ლობ­დნენ... ასე­ვე და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი 23 წლის პე­და­გო­გი გი­ორ­გი თარ­ხნიშ­ვი­ლი, მე­ო­რე კლა­სი­დან რომ გვას­წავ­ლი­და სიმ­ღე­რას და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. რა­კი სწავ­ლა არ გვქონ­და დაწყ­ე­ბუ­ლი, სკო­ლა არც გაგ­ვიფ­რთხი­ლე­ბი­ა, ექ­სკურ­სი­აც მხო­ლოდ იმი­ტომ და­ვარ­ქვით, რომ მშობ­ლებს არ და­ე­შა­ლათ გამ­გზავ­რე­ბა, ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა კი პე­და­გო­გის წა­მოს­ვლით "გა­ვამ­ყა­რეთ"... ახალ­და­ბა­ში ბა­ბუ­ა­ჩე­მი დაგ­ვხვდა, წი­ნას­წარ წა­ვიდა, იმ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან ერ­თად რომ ყო­ფი­ლიყ­ო. მე­რე გა­მოგ­ვა­ცი­ლა და თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე წა­მო­ვიდ­ა თბი­ლის­ში... რა კარ­გი დღე იყო... რო­გორ ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­დით და ვე­ფე­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს (ჩა­ფიქ­რდა)... ძა­ლი­ან დი­დი ტრა­გე­დია შეგ­ვემ­თხვა და დღემ­დე მოგ­ვყვე­ბა ის გან­ცდა. ბავ­შვე­ბი ერ­თად და­ა­საფ­ლა­ვეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე. ხში­რად ავ­დი­ვართ ხოლ­მე მათ საფ­ლავ­ზე... რთუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი...

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სი­ას 5 ბავ­შვი შე­ე­წი­რა

სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სი­ას  5 ბავ­შვი შე­ე­წი­რა

1999 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო იყო, 27 ოქ­ტომ­ბე­რი. იმ­ხა­ნად ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი და მი­სი მე­გობ­რე­ბი 15-წლი­სა­ნი იყ­ვნენ და მე­ა­თე ­კლას­ში გა­და­დი­ოდ­ნენ. თით­ქმის 14 წლის წი­ნან­დე­ლი ტრა­გე­დი­ის დაწ­ვრი­ლე­ბით მო­ყო­ლა რომ ვთხო­ვე, შე­ფიქ­რი­ან­და. ჯერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის და და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის ნა­წილს და­ე­კითხ­ა, მო­ე­ყო­ლა თუ არა მკითხ­ვე­ლის­თვის ეს ამ­ბა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შევ­ხვდით... სვე­ნებ­-სვე­ნე­ბით, ნაწყ­ვეტ­-ნაწყ­ვეტ იხ­სე­ნებ­და ნო­დარ ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი იმ სა­ღა­მოს და ცდი­ლობ­და, ჩემ­კენ იშ­ვი­ა­თად გა­მო­ე­ხე­და - ვხე­დავ­დი, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე...

- ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე ერთ დროს მე­ექ­ვსე სკო­ლა იყო, სა­დაც ოთხ წე­ლი­წადს ვსწავ­ლობ­დით, მე­რე კი ჩვენ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა ლე­ლა ჭინ­ჭა­რა­ულ­მა და მის­მა მე­გობ­რებ­მა სა­ავ­ტო­რო სკო­ლის და­არ­სე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს და ჩვენც თან გავ­ყე­ვით. ასე გავ­ხდით 34-ე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც ლე­ლა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გახ­და. ჩვენს სკო­ლა­ში, გან­სხვა­ვე­ბით სხვა სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის­გან, სწავ­ლა ყო­ველ­თვის გვი­ან იწყ­ე­ბო­და. იმ წე­ლი­წადს, რა­ტომ­ღაც, ჩვე­ულ­ზე კი­დევ უფ­რო გვი­ან უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო. იმ სკო­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბაც ჩვენ ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი კლა­სი გვქონ­და. ბევ­რნი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობ­დით. ყო­ვე­ლი სა­ზაფ­ხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში, სწავ­ლის დაწყ­ე­ბამ­დე ტრა­დი­ცი­უ­ლად, აწყ­უ­რის ბა­ნაკ­ში დავ­დი­ო­დით. იმ წელ­საც იქ ვი­ყა­ვით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა კი მო­ნატ­რე­ბუ­ლი სა­მე­გობ­რო მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ერ­თი დღე-­ღა­მით ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

ახალ­და­ბა­ში, ჩემს სახ­ლში, უფ­რო ზუს­ტად, ჩემს აგა­რაკ­ზე წა­ვე­დით. კლა­სის ექ­სკურ­სია კი და­ვარ­ქვით, მაგ­რამ სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სია უფ­რო იყო. ჩე­მი ძმა და ბი­ძაშ­ვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნე. ჩემ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა და­თო ბე­გა­ძე­მაც წა­მო­იყ­ვა­ნა ძმა - გი­ორ­გი. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით 26 ოქ­ტომ­ბერს წა­ვე­დით თბი­ლი­სი­დან, ახალ­და­ბა­ში კარ­გად მო­ვილ­ხი­ნეთ, 27 ოქ­ტომ­ბერს კი იმა­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა ჩა­მოგ­ვა­კითხა და სა­ღა­მოს უკან წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. ავა­რია მა­ლე­ვე მოხ­და, ხა­შურს რომ გა­მოვ­ცდით, გომ­ში. მან­ქა­ნა­ში 16-ნი ვის­ხე­დით. ბავ­შვებს ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვახ­ლდა და ორიც მძღო­ლი იყო - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა შე­სა­ნაც­ვლებ­ლად ახალ­გაზ­რდა ცო­ლის­ძმა წა­მო­იყ­ვა­ნა. ავა­რი­ი­სას 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - 5 ბავ­შვი, სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ერ­თიც - ის ცო­ლის­ძმა, თუ არ ვცდე­ბი, ზა­ზა ერ­ქვა.

- თქვენ ალ­ბათ მხი­ა­რუ­ლად მგზავ­რობ­დით და შე­იძ­ლე­ბა გზას არც უყუ­რებ­დით, მაგ­რამ... მა­ინც რამ გა­მო­იწ­ვია ავა­რი­ა?

- ახა­ლი ნაწ­ვი­მა­რი იყო და ალ­ბათ, იცით, ამ დროს მო­ლი­პუ­ლი­ვი­თაა გზა, შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნის მო­ცუ­რე­ბაც იო­ლი­ა. სპი­დო­მეტ­რის­თვის არ შე­მი­ხე­დავს, მაგ­რამ სწრა­ფად მივ­დი­ო­დით, თან, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვე­ბიც ცუ­დი ჰქო­ნი­ა. ამი­ტომ მოვ­სრი­ალ­დით, გზი­დან გა­და­ვე­დით და ხეს ისე ძლი­ე­რად შე­ვე­ჯა­ხეთ, რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის მეც, მან­ქა­ნი­დან გა­დავ­ვარ­დით. ერ­თი გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, და­ნარ­ჩე­ნი - ვა­ჟე­ბი და უმ­რავ­ლე­სო­ბა - ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბით. ავა­რი­ი­სას თით­ქმის ყვე­ლამ დავ­კარ­გეთ გო­ნე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა მძი­მე­დაც დავ­შავ­დით - სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეკა ღო­ღო­ბე­რი­ძე და ნე­ლი­კო დო­ლი­ძე გა­დარ­ჩნენ, გა­დარ­ჩა გი­ორ­გი სი­და­მო­ნი­ძეც. გიორგი ბეგაძესაც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და და არც გო­ნე­ბა და­უ­კარ­გავს. ეგ კი არა, დახ­მა­რე­ბია კი­დეც პო­ლი­ცი­ე­ლებს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს. მე თა­ვის ტრავ­მაც მქონ­და და ხე­ლიც და­ვი­ზი­ა­ნე, ასე­ვე, ფუ­ძის ერ­თ-ერ­თი კბი­ლი მომ­ტყდა.

- გონს მა­ლე მოხ­ვე­დით?

- ში­გა­და­შიგ ვა­ხელ­დი თვალს, ვხე­დავ­დი "სას­წრა­ფოს" სი­რე­ნის მო­ციმ­ცი­მე ნა­თუ­რას, რა­ცი­ით მო­ლა­პა­რა­კე ფორ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს, ვხვდე­ბო­დი, რა­ღაც რომ მოხ­და, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბის თა­ვი არ მქონ­და. კარ­გად მახ­სოვს, სა­კა­ცით რომ შე­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ხა­შუ­რი­სა და სუ­რა­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. მე­რე კი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შევ­ფხიზ­ლდი. იმ დღეს­ვე გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ამ­ბავს ვკითხ­უ­ლობ­დი, მაგ­რამ და­ღუ­პუ­ლებ­ზე არა­ფერს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მა­თი ამ­ბა­ვი მხო­ლოდ 40 დღის შემ­დეგ, შინ რომ მი­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ გა­ვი­გე.

- ნო­დარ, მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო?

- რო­გორც გითხ­ა­რით, ვინც თბი­ლი­სი­დან წაგ­ვიყ­ვა­ნა და ახალ­და­ბა­ში დაგ­ვტო­ვა, უკან წა­მო­საყ­ვა­ნად, ჩვე­ნი თხოვ­ნით, მან­ვე ჩა­მოგ­ვა­კითხა მე­ო­რე დღეს. თუ არ ვცდე­ბი, თბი­ლი­სი­დან რომ წა­ვე­დით, ის მძღო­ლი მთვრა­ლი იყო, ამი­ტომ თა­ვი­სი ცო­ლის­ძმა დას­ვა სა­ჭეს­თან. წი­ნა დღის ნამ­თვრა­ლე­ვი მე­ო­რე დღეს ნა­ბა­ხუ­სე­ვი ხომ იქ­ნე­ბო­და ის კა­ცი? შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნის მარ­თვა უეჭ­ვე­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც თვი­თონ დაჯ­და სა­ჭეს­თან... შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლიც იყო, კი არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მაგ­რამ... ფაქ­ტი­ა, ავა­რია მოხ­და. ცხა­დი­ა, ამ­დე­ნი ბავ­შვი რომ ზის მან­ქა­ნა­ში, მძღო­ლის­გან მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ყუ­რადღ­ე­ბაა სა­ჭი­რო.

- იმ ამ­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას ში­ში გა­მოგ­ყვათ?

- გა­მომ­ყვა და თა­ნაც - ძა­ლი­ან. დღე­საც, მან­ქა­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ძა­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ გზას. სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებს, სხვას რომ ვუჯ­დე­ბი მან­ქა­ნა­ში, მირ­ჩევ­ნი­ა, მე ჩა­მიჯ­დეს სხვა, თუნ­დაც ის "სხვა" უფ­რო უსაფ­რთხოდ და­დი­ო­დეს.

- შენს და­ღუ­პულ მე­გობ­რებ­ზეც მი­ამ­ბე, ვინ იყო ის ხუ­თი ბავ­შვი?

- და­ღუ­პუ­ლე­ბი ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ყვე­ლა ერთ პე­რი­ოდ­ში არ სწავ­ლობ­და ჩემ­თან, ამი­ტომ ზო­გი­ერთს ერ­თად არც უს­წავ­ლი­ა. გოგონებიდან ერ­თი და­ი­ღუ­პა, თა­მუ­ნა კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად აღარ სწავ­ლობ­და ჩვენს კლას­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ვა­ჟე­ბი იყ­ვნენ. არ­ჩილ ცი­ციშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვმე­გობ­რობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ვერ ძლებ­და და იმ­ხა­ნა­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თან ერ­თად.

- ეს ხომ ის არ­ჩილ ცი­ციშ­ვი­ლი­ა, ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მში - "ი­ავ­ნა­ნამ რა ჰქმნა" პა­ტა­რა ალექ­სის როლს რომ ას­რუ­ლებ­და? რა სა­ო­ცა­რი ბე­დის­წე­რა ჰქო­ნი­ა: ფილ­მშიც იღუ­პე­ბა და ცხოვ­რე­ბაც ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა.

- კი, სწო­რედ ის ბი­ჭი­ა... კი­დევ ერ­თი და­ღუ­პუ­ლი - გი­ორ­გი ხე­რო­დი­ნაშ­ვი­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სწავ­ლობ­და ჩვენ­თან, თუმ­ცა უკ­ვე გა­და­სუ­ლი იყო სხვა სკო­ლა­ში. შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა იმ დღეს "ექ­სკურ­სი­ა­ზე" - წას­ვლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვქონ­და, გი­ორ­გი რომ შეგ­ვხვდა და მა­შინ შევ­თა­ვა­ზეთ წა­მოს­ვლა... იმ სა­ღა­მოს მი­შო თა­დუ­მა­ძეც და­ი­ღუ­პა... კი­დევ გო­ჩი­კო, ხუნ­და­ძე... გო­ჩა და მი­შო იმ­ხა­ნა­დაც ჩვენ­თან სწავ­ლობ­დნენ... ასე­ვე და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი 23 წლის პე­და­გო­გი გი­ორ­გი თარ­ხნიშ­ვი­ლი, მე­ო­რე კლა­სი­დან რომ გვას­წავ­ლი­და სიმ­ღე­რას და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. რა­კი სწავ­ლა არ გვქონ­და დაწყ­ე­ბუ­ლი, სკო­ლა არც გაგ­ვიფ­რთხი­ლე­ბი­ა, ექ­სკურ­სი­აც მხო­ლოდ იმი­ტომ და­ვარ­ქვით, რომ მშობ­ლებს არ და­ე­შა­ლათ გამ­გზავ­რე­ბა, ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა კი პე­და­გო­გის წა­მოს­ვლით "გა­ვამ­ყა­რეთ"... ახალ­და­ბა­ში ბა­ბუ­ა­ჩე­მი დაგ­ვხვდა, წი­ნას­წარ წა­ვიდა, იმ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან ერ­თად რომ ყო­ფი­ლიყ­ო. მე­რე გა­მოგ­ვა­ცი­ლა და თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე წა­მო­ვიდ­ა თბი­ლის­ში... რა კარ­გი დღე იყო... რო­გორ ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­დით და ვე­ფე­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს (ჩა­ფიქ­რდა)... ძა­ლი­ან დი­დი ტრა­გე­დია შეგ­ვემ­თხვა და დღემ­დე მოგ­ვყვე­ბა ის გან­ცდა. ბავ­შვე­ბი ერ­თად და­ა­საფ­ლა­ვეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე. ხში­რად ავ­დი­ვართ ხოლ­მე მათ საფ­ლავ­ზე... რთუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია