პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა

პარ­ლა­მენ­ტმა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მხო­ლოდ 4 წევ­რის არ­ჩე­ვა მო­ა­ხერ­ხა. კენ­ჭისყ­რის მე­ო­რე ტურ­ში ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბად არ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან ევა გო­ცი­რი­ძე, ვახ­ტანგ თორ­დია, გოჩა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და კა­ხა­ბერ სოფ­რო­მა­ძე.

პარ­ლა­მენტს გუ­შინ­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში 6 წევ­რი უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, თუმ­ცა, იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ორი წევ­რის არ­ჩე­ვას ხმა­თა 2/3 სჭირ­დე­ბო­და და ასე­ვე იმის გამო, რომ კენ­ჭისყრა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღო, ორი წევ­რის არ­ჩე­ვა პარ­ლა­მენ­ტმა ვერ შეძ­ლო.

გუ­შინ ასე­ვე კენ­ჭი უყა­რეს მო­სა­მარ­თლე­თა სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­ლე­გი­ის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტებს, თუმ­ცა ბა­რი­ე­რი ვერც ერ­თმა კან­დი­დატ­მა გა­და­ლა­ხა. ქვო­რუ­მი 76 ხმა იყო. კენ­ჭს სამი კან­დი­და­ტი - ქე­თე­ვან ბე­ქა­უ­რი, ნინო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და მე­რაბ ჩი­ქო­ვა­ნი იყ­რიდ­ნენ.

რო­გორც კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რო­ბის ორი ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად კონ­კურ­სი თა­ვი­დან გა­მო­ცხად­დე­ბა და მათ არ­ჩე­ვას ისევ ხმა­თა 2/3 დას­ჭირ­დე­ბა.

კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­თა სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­ლე­გი­ის წევ­რო­ბის­თვის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა. კენჭისყრის მეორე ტურში ხმათა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულები არიან ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

პარლამენტს გუშინდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდებოდა და ასევე იმის გამო, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობამ მონაწილეობა არ მიიღო, ორი წევრის არჩევა პარლამენტმა ვერ შეძლო.

გუშინ ასევე კენჭი უყარეს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს, თუმცა ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა. ქვორუმი 76 ხმა იყო. კენჭს სამი კანდიდატი - ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი იყრიდნენ.

როგორც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი თავიდან გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა 2/3 დასჭირდება.

კონკურსი გამოცხადდება ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა