პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის კონგრესი - ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ზომები პოლიტიკურად მოტივირებული იყო
აშშ-ის კონგრესი - ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ზომები პოლიტიკურად მოტივირებული იყო

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სი თავ­დაც­ვის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ნათ­ქვა­მია:

1. სა­ქარ­თვე­ლო უაღ­რე­სად ღი­რე­ბუ­ლი მო­კავ­ში­რეა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის; სა­ქარ­თვე­ლომ არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა, მათ შო­რის ავ­ღა­ნეთ­ში, ISAF-სა და ერაყ­ში მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ძა­ლე­ბის მი­სი­ა­ში ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

2. 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მიღ­წე­ვაა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სრუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ სვლის კუ­თხით.

3. თუმ­ცა, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არ­ჩე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო.

4. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 100-მდე წევ­რი გა­სა­მარ­თლდა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის.

5. მსგავ­სი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებ­საც, მათ შო­რის ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს.

6. ოპო­ზი­ი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რად­გან ამან შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს თა­ვი­სუ­ფალ პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე.

7. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არა­საკ­მა­რი­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად და დამ­ნა­შა­ვე­თა და­სას­ჯე­ლად.

8. ეს ქმე­დე­ბე­ბი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბის წინსვლას თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნის კუ­თხით, სა­დაც ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

ბ)

1. აშშ ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, და­ეხ­მა­როს ქარ­თველ ხალ­ხს თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნა­ში;

2. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ­მა ზო­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­წი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლას.

3. აშშ-ის პო­ზი­ცია ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს, რო­დე­საც მის მთა­ვარ მო­კავ­ში­რე ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­და­ბი­რე­ბის შემ­დეგ დე­მოკ­რა­ტია რეგ­რესს გა­ნიც­დის.

4. ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი და კონ­გრე­სის წევ­რე­ბი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ავ­ღა­ნეთ­ში, 2013 წლის 6 ივ­ნისს და­ღუ­პუ­ლი შვი­დი სამ­ხედ­როს გამო, ასე­ვე 2013 წლის 13 მა­ისს და­ღუ­პუ­ლი სამი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს და­ღუპ­ვის გამო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

აშშ-ის კონგრესი - ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ზომები პოლიტიკურად მოტივირებული იყო

აშშ-ის კონგრესი - ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებული ზომები პოლიტიკურად მოტივირებული იყო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია:

1. საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის; საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის ავღანეთში, ISAF-სა და ერაყში მულტინაციონალურ ძალების მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობით.

2. 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება საქართველოს მთავარი მიღწევაა თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით.

3. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.

5. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს.

6. ოპოზიიური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

7. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად.

8. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინსვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

ბ)

1. აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში;

2. საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას.

3. აშშ-ის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს, როდესაც მის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბირების შემდეგ დემოკრატია რეგრესს განიცდის.

4. ამერიკელი ხალხი და კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში, 2013 წლის 6 ივნისს დაღუპული შვიდი სამხედროს გამო, ასევე 2013 წლის 13 მაისს დაღუპული სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა