პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა
ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­სა­მარ­თლომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ას­რუ­ლა. სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო , - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­უ­ბა­რია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის #8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის, გაგა მკურ­ნა­ლი­ძის, მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძის და სხვა­თა მი­მართ. სა­სა­მარ­თლომ 16 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე, პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­თა პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

"და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე, მი­უ­ხე­და­ვად მისი მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბი­სა, "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ" საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძის, მა­ნუ­ჩარ ლომ­თა­ძის, კობა ჩიკ­ვა­ტი­ას, გუ­რამ ცო­მა­ი­ას, ლე­ვან ფხა­ლა­ძის, ბო­რის ფა­რუ­ლა­ვას, ალექ­სან­დრე ჯან­ჯღა­ვას და და­ვით მე­ცხოვ­რიშ­ვი­ლის მი­მართ სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბით დამ­ტკიც­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბა, რა­საც და­ე­თან­ხმნენ მხა­რე­ე­ბი, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გაგა მკურ­ნა­ლი­ძის, და­ვით ხუ­ჭუ­ას, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლის, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას, გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის, მათე ელ­ბა­ქი­ძის, თე­მურ ჭა­ჭი­ას მი­მართ საქ­მე დას­რულ­და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვით.

"ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის" და სას­ჯელ­თა შთან­თქმის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით მათ გა­ნე­სა­ზღვრათ სხვა­დას­ხვა სას­ჯე­ლე­ბი. სა­სა­მარ­თლომ ორი პი­რის - თე­მურ ჭა­ჭი­ას და მათე ელ­ბა­ქი­ძის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა სხვა მუხ­ლზე და მათი მსჯავ­რდე­ბა მოხ­და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის.

სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ალექ­სან­დრე ჯან­ჯღა­ვას და და­ვით მე­ცხოვ­რიშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 თვის ვა­დით და ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღეკ­ვე­თათ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში. თე­მურ ჭა­ჭი­ას და მათე ელ­ბა­ქი­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 1 წლი­სა და 6 თვის ვა­დით და ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღეკ­ვე­თათ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში. მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 5 წლის ვა­დით და 6 თვით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. გუ­რამ ცო­მა­ი­ას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ერთი წლის და 6 თვის ვა­დით და ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. კობა ჩიკ­ვა­ტი­ას გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2 წლის ვა­დით და ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მა­ნუ­ჩარ ლომ­თა­ძეს - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 9 თვის ვა­დით და ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ლე­ვან ფხა­ლა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 5 წლის ვა­დით და 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ბო­რის ფა­რუ­ლა­ვას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 9 თვის ვა­დით და 6 თვით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

და­ვით ხუ­ჭუ­ას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის და 3 თვის ვა­დით და 1 წლით 6 თვით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა, ასე­ვე და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გაგა მკურ­ნა­ლი­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვა­დით და 1 წლის და 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა, ასე­ვე გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით; გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის ვა­დით და ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით; ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის და 9 თვის ვა­დით და 1 წლის და 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის და 3 თვის ვა­დით და 1 წლის და 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა, ასე­ვე გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ბით; ოლეგ ფა­ცა­ცია გა­ნე­სა­ზღვრა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის და 9 თვის ვა­დით და 1 წლის და 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა

ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა

პატიმართა წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლომ ყველა ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო , - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია სასჯელაღსრულების გლდანის #8-ე დაწესებულების პატიმართა წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე, ბრალდებულების ვლადიმერ ბედუკაძის, გაგა მკურნალიძის, მამუკა ჩხიტუნიძის და სხვათა მიმართ. სასამართლომ 16 ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა დახურულ სასამართლო სხდომებზე, პროცესის მონაწილეთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით.

"დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე, მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა. ბრალდებულების მამუკა ჩხიტუნიძის, მანუჩარ ლომთაძის, კობა ჩიკვატიას, გურამ ცომაიას, ლევან ფხალაძის, ბორის ფარულავას, ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილის მიმართ სხვადასხვა პირობებით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს ინიციატივით მოხდა გარკვეული პირობების დაზუსტება, რასაც დაეთანხმნენ მხარეები, ხოლო ბრალდებულების გაგა მკურნალიძის, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, მათე ელბაქიძის, თემურ ჭაჭიას მიმართ საქმე დასრულდა არსებითი განხილვით.

"ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის" და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მათ განესაზღვრათ სხვადასხვა სასჯელები. სასამართლომ ორი პირის - თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირა სხვა მუხლზე და მათი მსჯავრდება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

სასამართლოს განაჩენით ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, მათ თავისუფლება აღეკვეთათ სასამართლო სხდომის დარბაზში. თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თავისუფლება აღეკვეთათ სასამართლო სხდომის დარბაზში. მამუკა ჩხიტუნიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გურამ ცომაიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. კობა ჩიკვატიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მანუჩარ ლომთაძეს - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ლევან ფხალაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ბორის ფარულავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დავით ხუჭუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლით 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. გაგა მკურნალიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; გიორგი კვარაცხელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; ლევან ფურცხვანიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ვიქტორ ყაჭეიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდებით; ოლეგ ფაცაცია განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ