პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატებმა ტაივანის სოფელი მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს
კატებმა ტაივანის სოფელი მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს

ტა­ი­ვა­ნის სო­ფე­ლი ჰო­უ­ტო­ნი კა­ტებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლას გა­და­არ­ჩი­ნეს.

1970-იან წლებ­ში ჰო­უ­ტო­ნი ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბის მხრივ ტა­ი­ვა­ნის ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა ნავ­თობ­მა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ამ მას თან­და­თან მო­წი­ნა­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბა აი­ძუ­ლა. მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წარო ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლა და ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა ად­გი­ლე­ბის ძებ­ნა და­ე­წყოთ. მა­ტა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჰო­უ­ტო­ნის სად­გურ­ში არც კი ჩერ­დე­ბო­და. სო­ფე­ლი ნელ-ნელა იც­ლე­ბო­და. ად­გილ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი დარ­ჩა, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად თა­ვის გა­ტა­ნა უჭირ­დათ.

2008 წელს ამ მთი­ან სო­ფელს ერთი ტუ­რის­ტი ეწ­ვია, რო­მე­ლიც გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა, რო­დე­საც

სო­ფელ­ში მო­ბი­ნად­რე უამ­რა­ვი კატა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ტუ­რის­ტმა კა­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ნა­თავ­სა. სუ­რა­თებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. ჰო­უ­ტონ­ში სტუმ­რო­ბით ამ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლი მრა­ვა­ლი ტუ­რის­ტი და­ინ­ტე­რეს­და. მალე ჰო­უ­ტონს "კა­ტე­ბის სო­ფე­ლიც" უწო­დეს.

ამ­ჟა­მად იქ ასო­ბით გა­რე­უ­ლი კატა ბი­ნად­რობს, ხოლო ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ტუ­რიზ­მი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მთა­ვარ და, რაც მთა­ვა­რია, სარ­ფი­ან შე­მო­სავ­ლის წყა­როდ იქცა. ჰო­უ­ტონ­ში გა­იხ­სნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც კა­ტე­ბის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, საკ­ვე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო სხვა ნივ­თე­ბი იყი­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხო­ვე­ლებს ყვე­ლა­ნა­ირ კომ­ფორ­ტს უქ­მნის. მო­ხა­ლი­სე­თა გუნ­დი კა­ტე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და კვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა კა­ტებს სახ­ლე­ბიც აუ­შე­ნა, სა­დაც ცხო­ვე­ლებს კომ­ფორ­ტუ­ლად დას­ვე­ნე­ბის და ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ.

იმი­სათ­ვის, რომ ტუ­რის­ტებს ჰო­უ­ტო­ნის მიგ­ნე­ბა გა­უ­ად­ვილ­დეთ, მო­სახ­ლე­ო­ბამ სოფ­ლის შე­სას­ვლელ­ში კა­ტის ყუ­რე­ბის, ხოლო სოფ­ლის ბო­ლო­ში კუ­დის ფორ­მის უზარ­მა­ზა­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კატებმა ტაივანის სოფელი მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს

კატებმა ტაივანის სოფელი მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს

ტაივანის სოფელი ჰოუტონი კატებმა მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინეს.

1970-იან წლებში ჰოუტონი ქვანახშირის მოპოვების მხრივ ტაივანის ერთ-ერთ მოწინავე ტერიტორიულ ერთეულად მიიჩნეოდა, თუმცა ნავთობმა და ელექტროენერგიამ მას თანდათან მოწინავე ეკონომიკური პოზიციების დათმობა აიძულა. მოსახლეობას შემოსავლის ძირითადი წარო ხელიდან გამოეცალა და ისინი იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად სხვა ადგილების ძებნა დაეწყოთ. მატარებლების უმეტესობა ჰოუტონის სადგურში არც კი ჩერდებოდა. სოფელი ნელ-ნელა იცლებოდა. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ასეული მაცხოვრებელი დარჩა, რომლებსაც ყოველდღიურად თავის გატანა უჭირდათ.

2008 წელს ამ მთიან სოფელს ერთი ტურისტი ეწვია, რომელიც გაოცებული დარჩა, როდესაც

სოფელში მობინადრე უამრავი კატა აღმოაჩინა. ტურისტმა კატების ფოტოები ინტერნეტში განათავსა. სურათებმა სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ჰოუტონში სტუმრობით ამ შინაური ცხოველის მოყვარული მრავალი ტურისტი დაინტერესდა. მალე ჰოუტონს "კატების სოფელიც" უწოდეს.

ამჟამად იქ ასობით გარეული კატა ბინადრობს, ხოლო ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურიზმი სოფლის მოსახლეობის მთავარ და, რაც მთავარია, სარფიან შემოსავლის წყაროდ იქცა. ჰოუტონში გაიხსნა სპეციალური მაღაზიები, სადაც კატების აქსესუარები, საკვები და ცხოველებისთვის საჭირო სხვა ნივთები იყიდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ცხოველებს ყველანაირ კომფორტს უქმნის. მოხალისეთა გუნდი კატების სამედიცინო დახმარებას და კვებას უზრუნველყოფს. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა კატებს სახლებიც აუშენა, სადაც ცხოველებს კომფორტულად დასვენების და ძილის საშუალება აქვთ.

იმისათვის, რომ ტურისტებს ჰოუტონის მიგნება გაუადვილდეთ, მოსახლეობამ სოფლის შესასვლელში კატის ყურების, ხოლო სოფლის ბოლოში კუდის ფორმის უზარმაზარი კონსტრუქციები დაამონტაჟა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"