მომღერალ ჯენიფერ ლოპესს, რომელმაც კარიერა მსახიობობით დაიწყო, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან. ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება.
"1994 წელს სოფი ლორენი იყო რიგით მე-2000 ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ჯენიფერი კი 2500-ე ვარსკვლავია, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. ეს ამბავი მის მილიონობით თაყვანისმცემელს ძალიან გაახარებს", - აღნიშნა ღონისძიების პროდიუსერმა, ანა მარტინესმა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.