სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა შანშიაშვილი - "შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რაც სამშობიაროში, შვილის ხმის გაგონებისას განვიცადე"
ნუცა შანშიაშვილი - "შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რაც სამშობიაროში, შვილის ხმის გაგონებისას განვიცადე"

ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად 1995 წელს, სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე მოხ­ვდა. მას შემ­დეგ, ნიუ-იორ­კით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულს, ამ ქა­ლაქთან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ტაქ­ტი აღარ გა­უ­წყვე­ტია. ამ­ბობს, რომ ვიდ­რე სიმ­ღე­რას შეძ­ლებს, იცხოვ­რებს სამ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, მოს­კოვ­სა და ნიუ-იორკში.

მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ლა­ხან დიდი გარ­და­ტე­ხა მოხ­და - ქალ­ბა­ტო­ნი ნუცა პა­ტა­რა ნი­კო­ლა­სის დედა გახ­და.

- გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლის - ნი­კო­ლა­სის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ... ვიცი, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ორ­სუ­ლო­ბას მა­ლავ­დით. ამის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი გქონ­დათ?

- უბედ­ნი­ე­რე­სი დედა ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სუ­ლო­ბას, ზო­გა­დად, წი­ნას­წარ არაფ­რის თქმა არ მიყ­ვარს; სათ­ქმელს მხო­ლოდ მა­შინ ვამ­ბობ, როცა საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, თა­ნაც - ისე, რო­გორც ეს მე მინ­და...

- ნი­კო­ლასს მარ­ტო ზრდით თუ ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- ნი­კო­ლა­სი ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლია. მინ­და, დე­დის სით­ბო მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­დავ­ცე. ბე­ბი­ე­ბი და მამა ამ მხრივ ტოლს არ მი­დე­ბენ. სა­ერ­თოდ, ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ამ­ჟა­მად, ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გამო ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ. ასე რომ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სით­ბო­თი ვზრდით ჩვენს დიდ სი­ხა­რულს...

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით მე­უღ­ლე? და­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რთუ­ლი იყო?

- ჩემი მე­უღ­ლე ჩე­მი­ვე პრო­დი­უ­სე­რია, თუმ­ცა - არა მხო­ლოდ ჩემი. ამე­რი­კა­ში თე­ატ­რი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ჩა­მო­აქვს. ამე­რი­კე­ლია და მას­ში სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სის­ხლია შერ­წყმუ­ლი. ერ­თმა­ნე­თი ჩი­კა­გო­ში გა­ვი­ცა­ნით, რო­დე­საც სპექ­ტაკლში - Edit Piaf - ვთა­მა­შობ­დი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. ერ­თმა­ნე­თით ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რა გვე­მარ­თე­ბო­და. მისი გაც­ნო­ბის შემ­დეგ მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მიხ­და, მან კი ვერ მო­ით­მი­ნა და ცოტა ხან­ში ჩა­მო­მა­კი­თხა, ხელი მთხო­ვა. შე­მიძ­ლია, თა­მა­მად გი­თხრათ, რომ უც­ნა­უ­რად ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლი გვქონ­და...

- ნი­კო­ლა­სის გა­ჩე­ნამ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის ამ­პლუ­ის მორ­გე­ბა ხომ არ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სურ­ვილს - რა­ტო­მაც არა?! დე­დო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის, ფეხ­მძი­მო­ბა კი ყვე­ლა­ზე გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, სა­სი­ხა­რუ­ლო, იმე­დის მომ­ცე­მი მდგო­მა­რე­ო­ბაა და რაც მთა­ვა­რია - ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სი­ტყვით გად­მოვ­ცე ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რა­საც ქალი სამ­შო­ბი­ა­რო­ში, პა­წა­წი­ნა შვი­ლის ხმის გა­გო­ნე­ბი­სას გა­ნიც­დის. ამ დროს ხვდე­ბი, რომ კი­დევ ერთი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და მშვე­ნი­ე­რი რამ შექ­მე­ნი... დე­დო­ბა ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. ეს არის შენი მი­სია, და­ეხ­მა­რო ღვთა­ებ­რივ ძა­ლას ახა­ლი თა­ო­ბის შექ­მნა­ში. დედა თა­ვად არის ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც იბა­დე­ბა პა­ტა­რა - მშვე­ნი­ე­რი სული ამ ქვე­ყა­ნა­ზე...

- დე­დო­ბამ გარ­კვე­ულ­წი­ლად, კა­რი­ე­რა­ში ხომ არ შე­გა­ფერ­ხათ?

- ფეხ­მძი­მო­ბი­სას სიმ­ღე­რა არ შე­მი­წყვე­ტია. 7 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, როცა ნიუ-იორკში კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თე...

- ახლო მო­მა­ვალ­შიც ხომ არ აპი­რებთ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას?

- ნიუ-იორკში რამ­დე­ნი­მე ახა­ლი კლი­პის გა­და­ღე­ბაა და­გეგ­მი­ლი. ამ­ჟა­მად, მო­ნო­კონ­ცერტ-სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ, სა­დაც ახა­ლი რო­მან­სე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­მან­სებს რო­ი­ალ­თან შე­ვას­რუ­ლებ და იქვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩემი ნა­ხა­ტე­ბი. ეს კონ­ცერ­ტი-შოუ შოთა კა­ლან­და­ძის ფილმ-ნო­ვე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა. ასე­ვე მაქვს საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, რო­გორც მხატ­ვარს: საქ­მე ეხე­ბა ამე­რი­კე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ზღაპ­რის წიგ­ნე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ფორ­მე­ბას. სექ­ტემ­ბრი­დან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლე­ბი იგეგ­მე­ბა სოლო პროგ­რა­მით - "მზის სიმ­ღე­რა".

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას არ აპი­რებთ?

- ვცდი­ლობ, ჩემს საყ­ვა­რელ თბი­ლის­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სიხ­ში­რით ჩა­ვი­დე. ყო­ველ­თვის, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, გული სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მი­მი­წევს. ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ყვე­ლა ის ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აქ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ჩემს საყ­ვა­რელ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­საც ვუჩ­ვე­ნო და იმე­დი მაქვს, რომ ეს ოც­ნე­ბა ამის­რულ­დე­ბა. აქვე გე­ტყვით, რომ ჩემს საყ­ვა­რელ რე­ჟი­სორ­თან, შოთა კა­ლან­და­ძეს­თან ერ­თად ახა­ლი კი­ნოს - "კარ­მე­ნი ქარ­თუ­ლად" გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ. სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რი გვაქვს და იმე­დია, შთამ­ბეჭ­და­ვი ემო­ცი­ე­ბით, პლას­ტი­კით დატ­ვირ­თუ­ლი ფილ­მი გა­მოგ­ვი­ვა.

- რო­გორ ახერ­ხებთ სიმ­ღე­რას და ხატ­ვას ერ­თდრო­უ­ლად, როცა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი შე­მოქ­მე­დის­გან უამ­რავ დროს მო­ი­თხოვს?..

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ხატ­ვის უნა­რი მაქვს. ნიუ-იორკში არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნა მო­მი­წყვია. გა­გიმ­ხელთ იმა­საც, რომ იგეგ­მე­ბა ჩემი ტან­საც­მლის ბრენ­დის შექ­მნა მო­დე­ლი­რე­ბის ხა­ზით. ეს იქ­ნე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა: კონ­ცერ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­მარ­თე­ბა ჩემი ახა­ლი კოს­ტი­უ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

- ასეთ დროს ვვარ­ჯი­შობ. გან­სა­კუთ­რე­ბით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ იო­გას სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბით. ასე­ვე, მიყ­ვარს მე­დი­ტა­ცი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბი. ხში­რად ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს და ვკი­თხუ­ლობ ძა­ლი­ან ბევ­რს, ვეც­ნო­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­მუ­შევ­რებს.

- ამე­რი­კა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა მა­ლე­ვე შე­ძე­ლით. ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

- პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში 1995 წელს, სიმ­ღე­რის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­ვე­დი. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის უდი­დე­სი გა­ო­ცე­ბა, რაც ამ ქვე­ყა­ნამ ჩემ­ში გა­მო­იწ­ვია; ნიუ-იორკმა, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, გან­მაც­ვიფ­რა და თა­ვიც შე­მაყ­ვა­რა. კონ­კურ­სის შემ­დეგ აქ ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი გას­ტრო­ლებ­ზე. სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი გას­ტრო­ლი­სას გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოს­ვლა­ზე თუ ფიქ­რობთ?

- მე­ცი­ნე­ბა, როცა დედა ხუმ­რო­ბით მე­უბ­ნე­ბა, - ქარ­თვე­ლე­ბი ვცხოვ­რობთ და ვმოღ­ვა­წე­ობთ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, და­სა­მარ­ხად კი ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მივ­რბი­ვარ­თო (იცი­ნის)... რა თქმა უნდა, ამას არ ვა­პი­რებ. ალ­ბათ, ვიდ­რე სცე­ნა­ზე თა­მა­ში და სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლე­ბა, სამ ქა­ლაქ­ში ვი­ცხოვ­რებ - თბი­ლის­ში, მოს­კოვ­სა და ნიუ-იორკში...

- სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი ალ­ბათ, გე­ნატ­რე­ბათ. რო­გორ ივ­სებთ ამ მო­ნატ­რე­ბას?

- როცა სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა, ვცდი­ლობ, ცოტა ხნით მა­ინც, თბი­ლის­ში ჩა­ვი­დე...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ამ წუ­თის­თვის თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი გაქვთ და­ხარ­ჯუ­ლი?

- ალ­ბათ, მხო­ლოდ 50%. უამ­რა­ვი რამ მინ­და, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ასე რომ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გვე­ლის...

- ფიქ­რობთ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­გი­მარ­თლათ?

- კი, კი და კი­დევ ერთხელ - კი, თა­ნაც - 100 პრო­ცენ­ტით!

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ნუცა შანშიაშვილი - "შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რაც სამშობიაროში, შვილის ხმის გაგონებისას განვიცადე"

ნუცა შანშიაშვილი - "შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რაც სამშობიაროში, შვილის ხმის გაგონებისას განვიცადე"

ნუცა შანშიაშვილი ამერიკაში პირველად 1995 წელს, სიმღერის კონკურსზე მოხვდა. მას შემდეგ, ნიუ-იორკით აღფრთოვანებულს, ამ ქალაქთან შემოქმედებითი კონტაქტი აღარ გაუწყვეტია. ამბობს, რომ ვიდრე სიმღერას შეძლებს, იცხოვრებს სამ ქალაქში - თბილისში, მოსკოვსა და ნიუ-იორკში.

მომღერლის ცხოვრებაში ახლახან დიდი გარდატეხა მოხდა - ქალბატონი ნუცა პატარა ნიკოლასის დედა გახდა.

- გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარულის - ნიკოლასის დაბადების შესახებ... ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი ორსულობას მალავდით. ამის კონკრეტული მიზეზი გქონდათ?

- უბედნიერესი დედა ვარ. რაც შეეხება ორსულობას, ზოგადად, წინასწარ არაფრის თქმა არ მიყვარს; სათქმელს მხოლოდ მაშინ ვამბობ, როცა საქმეს ბოლომდე მივიყვან, თანაც - ისე, როგორც ეს მე მინდა...

- ნიკოლასს მარტო ზრდით თუ ვინმე გეხმარებათ?

- ნიკოლასი ჩემი პირველი შვილია. მინდა, დედის სითბო მაქსიმალურად გადავცე. ბებიები და მამა ამ მხრივ ტოლს არ მიდებენ. საერთოდ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ამჟამად, ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გამო ყველანი ერთად ვართ. ასე რომ, დიდი სიყვარულითა და სითბოთი ვზრდით ჩვენს დიდ სიხარულს...

- როგორ გაიცანით მეუღლე? დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო?

- ჩემი მეუღლე ჩემივე პროდიუსერია, თუმცა - არა მხოლოდ ჩემი. ამერიკაში თეატრისა და შოუბიზნესის სფეროში მოღვაწეობს, ქვეყანაში სხვადასხვა თეატრალური პროექტი ჩამოაქვს. ამერიკელია და მასში სხვადასხვა ეროვნების სისხლია შერწყმული. ერთმანეთი ჩიკაგოში გავიცანით, როდესაც სპექტაკლში - Edit Piaf - ვთამაშობდი. რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ერთმანეთით ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ვერც ვაცნობიერებდით, რა გვემართებოდა. მისი გაცნობის შემდეგ მოსკოვში დაბრუნება მომიხდა, მან კი ვერ მოითმინა და ცოტა ხანში ჩამომაკითხა, ხელი მთხოვა. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ უცნაურად ლამაზი სიყვარული გვქონდა...

- ნიკოლასის გაჩენამ მრავალშვილიანი დედის ამპლუის მორგება ხომ არ გადაგაწყვეტინათ?

- ყველაფერი უფლის ნებაა. რაც შეეხება ჩემს სურვილს - რატომაც არა?! დედობა არაჩვეულებრივი რამ არის, ფეხმძიმობა კი ყველაზე გამაჯანსაღებელი, სასიხარულო, იმედის მომცემი მდგომარეობაა და რაც მთავარია - ეს მდგომარეობა გაახალგაზრდავებს. შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რასაც ქალი სამშობიაროში, პაწაწინა შვილის ხმის გაგონებისას განიცდის. ამ დროს ხვდები, რომ კიდევ ერთი ძალიან ძვირფასი და მშვენიერი რამ შექმენი... დედობა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ეს არის შენი მისია, დაეხმარო ღვთაებრივ ძალას ახალი თაობის შექმნაში. დედა თავად არის ის დიდი სიყვარული, რომლის საშუალებითაც იბადება პატარა - მშვენიერი სული ამ ქვეყანაზე...

- დედობამ გარკვეულწილად, კარიერაში ხომ არ შეგაფერხათ?

- ფეხმძიმობისას სიმღერა არ შემიწყვეტია. 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ნიუ-იორკში კონცერტი გავმართე...

- ახლო მომავალშიც ხომ არ აპირებთ კონცერტის გამართვას?

- ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი კლიპის გადაღებაა დაგეგმილი. ამჟამად, მონოკონცერტ-სპექტაკლზე ვმუშაობ, სადაც ახალი რომანსები იქნება წარმოდგენილი. რომანსებს როიალთან შევასრულებ და იქვე, წარმოდგენილი იქნება ჩემი ნახატები. ეს კონცერტი-შოუ შოთა კალანდაძის ფილმ-ნოველების ჩვენებით წარიმართება. ასევე მაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, როგორც მხატვარს: საქმე ეხება ამერიკელი ბავშვებისთვის ზღაპრის წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაფორმებას. სექტემბრიდან სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლები იგეგმება სოლო პროგრამით - "მზის სიმღერა".

- საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?

- ვცდილობ, ჩემს საყვარელ თბილისში მაქსიმალური სიხშირით ჩავიდე. ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, გული საქართველოსკენ მიმიწევს. ბუნებრივია, ძალიან მინდა, რომ ყველა ის ახალი პროექტი, რომელიც აქ ხორციელდება, ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელსაც ვუჩვენო და იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ამისრულდება. აქვე გეტყვით, რომ ჩემს საყვარელ რეჟისორთან, შოთა კალანდაძესთან ერთად ახალი კინოს - "კარმენი ქართულად" გადაღებას ვაპირებ. საინტერესო სცენარი გვაქვს და იმედია, შთამბეჭდავი ემოციებით, პლასტიკით დატვირთული ფილმი გამოგვივა.

- როგორ ახერხებთ სიმღერას და ხატვას ერთდროულად, როცა თითოეული მათგანი შემოქმედისგან უამრავ დროს მოითხოვს?..

- მადლობა ღმერთს, რომ ხატვის უნარი მაქვს. ნიუ-იორკში არაერთი გამოფენა მომიწყვია. გაგიმხელთ იმასაც, რომ იგეგმება ჩემი ტანსაცმლის ბრენდის შექმნა მოდელირების ხაზით. ეს იქნება ორიგინალური გადაწყვეტა: კონცერტის პარალელურად, გაიმართება ჩემი ახალი კოსტიუმების ჩვენება.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ასეთ დროს ვვარჯიშობ. განსაკუთრებით, დაინტერესებული ვარ იოგას სუნთქვითი ვარჯიშებით. ასევე, მიყვარს მედიტაციური ვარჯიშები. ხშირად ვუყურებ ფილმებს და ვკითხულობ ძალიან ბევრს, ვეცნობი საინტერესო ახალ ლიტერატურულ ნამუშევრებს.

- ამერიკაში თავის დამკვიდრება მალევე შეძელით. ეს როგორ მოახერხეთ?

- პირველად ამერიკაში 1995 წელს, სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი. არასოდეს დამავიწყდება ის უდიდესი გაოცება, რაც ამ ქვეყანამ ჩემში გამოიწვია; ნიუ-იორკმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, განმაცვიფრა და თავიც შემაყვარა. კონკურსის შემდეგ აქ ხშირად ჩამოვდიოდი გასტროლებზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასტროლისას გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე...

- საქართველოში საბოლოოდ ჩამოსვლაზე თუ ფიქრობთ?

- მეცინება, როცა დედა ხუმრობით მეუბნება, - ქართველები ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დასამარხად კი ყველანი საქართველოში მივრბივართო (იცინის)... რა თქმა უნდა, ამას არ ვაპირებ. ალბათ, ვიდრე სცენაზე თამაში და სიმღერა შემეძლება, სამ ქალაქში ვიცხოვრებ - თბილისში, მოსკოვსა და ნიუ-იორკში...

- საქართველო და ქართველი მეგობრები ალბათ, გენატრებათ. როგორ ივსებთ ამ მონატრებას?

- როცა სამშობლო ძალიან მომენატრება, ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც, თბილისში ჩავიდე...

- როგორ ფიქრობთ, ამ წუთისთვის თქვენი შესაძლებლობების რამდენი პროცენტი გაქვთ დახარჯული?

- ალბათ, მხოლოდ 50%. უამრავი რამ მინდა, ხელოვნების სფეროში განვახორციელო. ასე რომ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გველის...

- ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში გაგიმართლათ?

- კი, კი და კიდევ ერთხელ - კი, თანაც - 100 პროცენტით!

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება