პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსება, რომელზეც მაკა ძაგანიას "ჭკუა ეკეტება" - "ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია"
არსება, რომელზეც მაკა ძაგანიას "ჭკუა ეკეტება" - "ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია"

მსა­ხი­ობ მაკა ძა­გა­ნი­ას შინ გა­ბუ­რძგნი­ლი, საყ­ვა­რე­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ბოღ­მი­ა­ნი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ოი­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი - ბუბი ჰყავს. ბუბი ოქ­ტომ­ბერ­ში 4 წლის გახ­დე­ბა. ის პუ­დე­ლი­სა და კო­კერ-სპა­ნი­ე­ლის "სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის" შე­დე­გად და­ი­ბა­და.

- როცა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის კო­კერ-სპა­ნი­ე­ლის ჯი­შის ძაღლს ლეკ­ვე­ბი გა­უჩ­ნდა და მი­თხრა, - ერთ ლეკვს გა­ჩუ­ქე­ბო, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ლეკ­ვი სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე. თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ჰგავ­და კო­კერ-სპა­ნი­ელს, მაგ­რამ როცა გა­ი­ზარ­და, მის­მა ბეწვმა ჩა­ხუ­ჭუ­ჭე­ბა და­ი­წყო. გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­მეკვლია, ეს რისი ბრა­ლი იყო? აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი ლეკ­ვი პუ­დე­ლი­სა და კო­კერ-სპა­ნი­ე­ლის ნაჯ­ვა­რი გახ­ლდათ. თურ­მე, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის ძაღ­ლი აგა­რაკ­ზე ის­ვე­ნებ­და, როცა მას პუ­დე­ლი მი­ე­პა­რა (იცი­ნის)... ბუ­ბი­ზე "ჭკუა მე­კე­ტე­ბა"! არა­და, მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის დრო­ზე უნდა ჰქონ­დეს: და­ვარ­ცხნა, გა­სე­ირ­ნე­ბა... რა თქმა უნდა, ზოგ­ჯერ ამას ვერ ვა­ხერ­ხებ და და­დის გა­ბუ­რძგნი­ლი. ახლა უკვე დათ­ბა და ალ­ბათ, მალე გა­დავ­პარ­სავ. სხვა­თა შო­რის, ასეთ დროს ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ვია.

- ლეკ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში რო­გორ უვ­ლი­დით?

- სა­ა­თობ­რი­ვი კვე­ბა ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი: ხაჭო, მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, "ჰერ­კუ­ლე­სი" უნდა მი­ერ­თვა. საჭ­მელს 3 სა­ათ­ში ერთხელ, გრა­მო­ბით ვაჭ­მევ­დით, ზედ­მე­ტი ან ნაკ­ლე­ბი ულუ­ფა არ უნდა ეჭა­მა. ასაც­რე­ლა­დაც დაგ­ვყავ­და... ვიდ­რე ცოტა "გონ­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და", მა­ნამ­დე გა­მუდ­მე­ბით უკან დავ­დევ­დი, ვწმენ­დდი, ვხე­ხავ­დი.

- ახლა რო­გო­რი ძაღ­ლია?

- სა­თა­ვი­სოდ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია: ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, მაგ­რამ უზ­ნე­ოა! ასე­თი რო­გორ გა­მო­ვი­და, რა და­ვა­კე­ლით, არ ვიცი (იცი­ნის)! ბოღ­მი­ა­ნია. ვთქვათ, მოხ­და ისე, რომ ვიდ­რე ბუ­ბის გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად წა­ვიყ­ვან, სას­წრა­ფოდ მა­ღა­ზი­ა­ში, რა­ღა­ცე­ბის შე­სა­ძე­ნად მი­წევს ჩას­ვლა - ასეთ საქ­ცი­ელს არ მპა­ტი­ობს: შინ დაბ­რუ­ნე­ბულს აუ­ცი­ლებ­ლად, მოს­ვე­ლე­ბულ ია­ტაკს და­მახ­ვედ­რებს... სა­სა­ცი­ლო ძაღ­ლია და ყვე­ლას უნდა, მი­ე­ფე­როს. თან - ზო­მით პა­ტა­რაა და პლუ­შის სა­თა­მა­შოს ჰგავს. ბუ­ბიც ყვე­ლა სტუ­მარს ხა­ლი­სით, კუ­დის ქი­ცი­ნით ეგე­ბე­ბა, მაგ­რამ თუ ხელს შე­ა­ხე­ბენ, იღ­რი­ნე­ბა.

- თა­ვი­სი ტან­საც­მე­ლიც ხომ არ აქვს?

- აბა, ამას რაღა სა­მო­სი უნდა?! ნახე, რა დღე­შია - "კა­რა­კუ­ლის" "შუბა" აც­ვია (იცი­ნის)!

- სტი­ლის­ტი ჰყავს?

- კი. სხვა­თა შო­რის, მას­თან წი­ნას­წარ ვე­წე­რე­ბით და ისე მივ­დი­ვართ, მაგ­რამ სტი­ლის­ტთან მის­ვლას ბუბი ვერ იტანს, რად­გან აც­რებ­საც იქ იკე­თებს. ჰოდა, რო­გორც კი იმ ად­გილს იც­ნობს, გა­შეშ­დე­ბა, აღარ ინ­ძრე­ვა ხოლ­მე!

- ნივ­თე­ბის და­მალ­ვა თუ სჩ­ვე­ვია?

- ოღონ­დაც რამე მო­ი­პა­როს და არა­ფე­რი უნდა, მაგ­რამ ამას არც მა­ლავს - გიჩ­ვე­ნებს, რომ რა­ღაც მო­ი­პა­რა. გა­მო­სარ­თმე­ვად თუ ავ­დგე­ბი, მო­პა­რუ­ლი ნივ­თი­ა­ნად იმა­ლე­ბა, - სა­ნაც­ვლოდ, ძეხ­ვი უნდა მის­ცე. აი, ასე­თი უზ­ნეო გახ­ლავთ.

- კი­დევ რა ოი­ნებს გი­წყობთ?

- სულ "ეი­ფო­რი­ა­ში" ვართ. ბუ­ბის­თან ერ­თად წყნა­რად ვერ იქ­ნე­ბი. თუ დაჯ­დე­ბი, ფეხი კე­ფა­ზე უნდა შე­მო­ი­დო, თო­რემ ფეხ­საც­მელს გაგხდის და მა­შინ­ვე სა­დღაც წა­ი­ღებს... ამის ში­შით სა­ღეჭ რე­ზინ­საც ვე­ღარ ვყი­დუ­ლობ, რად­გან ჩან­თი­დან იღებს და ღე­ჭავს. ეტყო­ბა, მისი სურ­ნე­ლი მოს­წონს.

- რა აინ­ტე­რე­სებს?

- ოპე­რას "მღე­რის"! შინ კლა­სი­კურ სიმ­ღე­რებს ვერ ვუს­მენთ, რად­გან მა­შინ­ვე სირ­ბილს და ყმუ­ილს იწყებს.

- სი­ა­მოვ­ნებს თუ პი­რი­ქით - აღი­ზი­ა­ნებს?

- ეს ვერ და­ვად­გი­ნე, თუმ­ცა, ეტყო­ბა, რომ ასეთ დროს უბე­დუ­რი არ არის - და­დის და "მღე­რის"; უფრო მე­ტად მეცო-სოპ­რა­ნო მოს­წონს, ბა­რი­ტონ­ზე არ "იქა­ჩე­ბა" - ვერ აღიქ­ვამს.

- "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" თუ ჰყავს?

- მის­თვის პარტნი­ორს ჯერ კი­დევ ვე­ძებთ. ხალ­ხო, გა­მო­მეხ­მა­უ­რეთ, ყვე­ლას გეხ­ვე­წე­ბით! "რძა­ლი" ვინ იქ­ნე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, ბუ­ბის ზო­მა­ში "და­ემ­თხვეს".

- სიყ­ვა­რულს თუ გა­მო­ხა­ტავს ხოლ­მე?

- აბა, რა. სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან მივ­ხვდი, რომ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ან­საც არ შე­უძ­ლია. შინ რომ მივ­დი­ვარ, ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, რომ მარ­ტო მის გამო ღირს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა: "ჭკუ­ი­დან გა­და­დის", ხტუ­ნავს, კედ­ლებ­ზე დარ­ბის, მე­ფე­რე­ბა, წა­მო­მიწ­ვე­ბა... შარ­შან ზა­ფხულს, 15 დღით ბა­თუმ­ში წა­ვე­დი, ბუბი კი შინ დავ­ტო­ვე. 10-დღი­ან გან­შო­რე­ბას მპა­ტი­ობს, მაგ­რამ 15 დღე ეტყო­ბა, "ებევ­რა". ჰოდა, შინ რომ დავ­ბრუნ­დი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და (მა­ნამ­დე მო­წყე­ნი­ლი ყო­ფი­ლა, სულ კარ­თან მჯდა­რა), მაგ­რამ შე­ვე­ხე თუ არა, ღრე­ნა და­მი­წყო და წა­ვი­და. მივ­ხვდი, ძა­ლი­ან გა­მიბ­რაზ­და, რად­გან ამ­დე­ნი ხნით დავ­ტო­ვე... როცა აგა­რაკ­ზე მივ­დი­ვართ და ხე­დავს, მან­ქა­ნა­ში წყლი­ან ბი­დო­ნებს (აგა­რაკ­ზე სას­მე­ლი წყა­ლი არ მო­დის) ვა­წყობ, შე­იძ­ლე­ბა, აივ­ნი­დან გად­მოხ­ტეს, ოღონდ - ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­ვი­დეს!.. ამას წი­ნათ წყა­ლი არ გვქონ­და და მის მო­სა­ტა­ნად დე­და­ჩე­მის მე­გო­ბარ­თან წა­ვე­დი. ბუ­ბიმ რომ და­ი­ნა­ხა, მან­ქა­ნა­ში ბი­დო­ნე­ბი ჩა­ვა­წყვე, ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და - სახ­ლში აღარ მომ­ყვე­ბო­და, ეზო­ში ფე­ხე­ბი გა­ფარჩხა! მოკ­ლედ, შინ ძლივს შე­ვათ­რიე... მარ­თა­ლია, აგა­რაკ­ზე დიდ ძაღ­ლებ­თან ერ­თად კარ­გად ერ­თო­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ ამი­თაც იღ­ლე­ბა და როცა თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის დრო დგე­ბა, მან­ქა­ნა­ში პირ­ვე­ლი ხტე­ბა - სახ­ლში უნდა...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

არსება, რომელზეც მაკა ძაგანიას "ჭკუა ეკეტება" - "ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია"

არსება, რომელზეც მაკა ძაგანიას "ჭკუა ეკეტება" - "ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია"

მსახიობ მაკა ძაგანიას შინ გაბურძგნილი, საყვარელი, ხმაურიანი, ბოღმიანი, დაკვირვებული და ოინების მოყვარული ოთხფეხა მეგობარი - ბუბი ჰყავს. ბუბი ოქტომბერში 4 წლის გახდება. ის პუდელისა და კოკერ-სპანიელის "საკურორტო რომანის" შედეგად დაიბადა.

- როცა მანანა ბერიკაშვილის კოკერ-სპანიელის ჯიშის ძაღლს ლეკვები გაუჩნდა და მითხრა, - ერთ ლეკვს გაჩუქებო, ძალიან გამიხარდა. ლეკვი სახლში მოვიყვანე. თავდაპირველად, ძალიან ჰგავდა კოკერ-სპანიელს, მაგრამ როცა გაიზარდა, მისმა ბეწვმა ჩახუჭუჭება დაიწყო. გადავწყვიტე, გამომეკვლია, ეს რისი ბრალი იყო? აღმოჩნდა, რომ ჩემი ლეკვი პუდელისა და კოკერ-სპანიელის ნაჯვარი გახლდათ. თურმე, მანანა ბერიკაშვილის ძაღლი აგარაკზე ისვენებდა, როცა მას პუდელი მიეპარა (იცინის)... ბუბიზე "ჭკუა მეკეტება"! არადა, მართლა ძალიან რთული მოსავლელია. ყველაფერი თავის დროზე უნდა ჰქონდეს: დავარცხნა, გასეირნება... რა თქმა უნდა, ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებ და დადის გაბურძგნილი. ახლა უკვე დათბა და ალბათ, მალე გადავპარსავ. სხვათა შორის, ასეთ დროს ძალიან სასაცილო სანახავია.

- ლეკვობის პერიოდში როგორ უვლიდით?

- საათობრივი კვება ჰქონდა დანიშნული: ხაჭო, მოხარშული კვერცხი, "ჰერკულესი" უნდა მიერთვა. საჭმელს 3 საათში ერთხელ, გრამობით ვაჭმევდით, ზედმეტი ან ნაკლები ულუფა არ უნდა ეჭამა. ასაცრელადაც დაგვყავდა... ვიდრე ცოტა "გონში ჩავარდებოდა", მანამდე გამუდმებით უკან დავდევდი, ვწმენდდი, ვხეხავდი.

- ახლა როგორი ძაღლია?

- სათავისოდ ძალიან ჭკვიანია: ყველაფერი ესმის, მაგრამ უზნეოა! ასეთი როგორ გამოვიდა, რა დავაკელით, არ ვიცი (იცინის)! ბოღმიანია. ვთქვათ, მოხდა ისე, რომ ვიდრე ბუბის გასასეირნებლად წავიყვან, სასწრაფოდ მაღაზიაში, რაღაცების შესაძენად მიწევს ჩასვლა - ასეთ საქციელს არ მპატიობს: შინ დაბრუნებულს აუცილებლად, მოსველებულ იატაკს დამახვედრებს... სასაცილო ძაღლია და ყველას უნდა, მიეფეროს. თან - ზომით პატარაა და პლუშის სათამაშოს ჰგავს. ბუბიც ყველა სტუმარს ხალისით, კუდის ქიცინით ეგებება, მაგრამ თუ ხელს შეახებენ, იღრინება.

- თავისი ტანსაცმელიც ხომ არ აქვს?

- აბა, ამას რაღა სამოსი უნდა?! ნახე, რა დღეშია - "კარაკულის" "შუბა" აცვია (იცინის)!

- სტილისტი ჰყავს?

- კი. სხვათა შორის, მასთან წინასწარ ვეწერებით და ისე მივდივართ, მაგრამ სტილისტთან მისვლას ბუბი ვერ იტანს, რადგან აცრებსაც იქ იკეთებს. ჰოდა, როგორც კი იმ ადგილს იცნობს, გაშეშდება, აღარ ინძრევა ხოლმე!

- ნივთების დამალვა თუ სჩვევია?

- ოღონდაც რამე მოიპაროს და არაფერი უნდა, მაგრამ ამას არც მალავს - გიჩვენებს, რომ რაღაც მოიპარა. გამოსართმევად თუ ავდგები, მოპარული ნივთიანად იმალება, - სანაცვლოდ, ძეხვი უნდა მისცე. აი, ასეთი უზნეო გახლავთ.

- კიდევ რა ოინებს გიწყობთ?

- სულ "ეიფორიაში" ვართ. ბუბისთან ერთად წყნარად ვერ იქნები. თუ დაჯდები, ფეხი კეფაზე უნდა შემოიდო, თორემ ფეხსაცმელს გაგხდის და მაშინვე სადღაც წაიღებს... ამის შიშით საღეჭ რეზინსაც ვეღარ ვყიდულობ, რადგან ჩანთიდან იღებს და ღეჭავს. ეტყობა, მისი სურნელი მოსწონს.

- რა აინტერესებს?

- ოპერას "მღერის"! შინ კლასიკურ სიმღერებს ვერ ვუსმენთ, რადგან მაშინვე სირბილს და ყმუილს იწყებს.

- სიამოვნებს თუ პირიქით - აღიზიანებს?

- ეს ვერ დავადგინე, თუმცა, ეტყობა, რომ ასეთ დროს უბედური არ არის - დადის და "მღერის"; უფრო მეტად მეცო-სოპრანო მოსწონს, ბარიტონზე არ "იქაჩება" - ვერ აღიქვამს.

- "შეყვარებული" თუ ჰყავს?

- მისთვის პარტნიორს ჯერ კიდევ ვეძებთ. ხალხო, გამომეხმაურეთ, ყველას გეხვეწებით! "რძალი" ვინ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბუბის ზომაში "დაემთხვეს".

- სიყვარულს თუ გამოხატავს ხოლმე?

- აბა, რა. სხვათა შორის, ახლახან მივხვდი, რომ ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია. შინ რომ მივდივარ, ისეთი ბედნიერია, რომ მარტო მის გამო ღირს სახლში დაბრუნება: "ჭკუიდან გადადის", ხტუნავს, კედლებზე დარბის, მეფერება, წამომიწვება... შარშან ზაფხულს, 15 დღით ბათუმში წავედი, ბუბი კი შინ დავტოვე. 10-დღიან განშორებას მპატიობს, მაგრამ 15 დღე ეტყობა, "ებევრა". ჰოდა, შინ რომ დავბრუნდი, თავდაპირველად, ძალიან გაუხარდა (მანამდე მოწყენილი ყოფილა, სულ კართან მჯდარა), მაგრამ შევეხე თუ არა, ღრენა დამიწყო და წავიდა. მივხვდი, ძალიან გამიბრაზდა, რადგან ამდენი ხნით დავტოვე... როცა აგარაკზე მივდივართ და ხედავს, მანქანაში წყლიან ბიდონებს (აგარაკზე სასმელი წყალი არ მოდის) ვაწყობ, შეიძლება, აივნიდან გადმოხტეს, ოღონდ - ჩვენთან ერთად წამოვიდეს!.. ამას წინათ წყალი არ გვქონდა და მის მოსატანად დედაჩემის მეგობართან წავედი. ბუბიმ რომ დაინახა, მანქანაში ბიდონები ჩავაწყვე, ისტერიკაში ჩავარდა - სახლში აღარ მომყვებოდა, ეზოში ფეხები გაფარჩხა! მოკლედ, შინ ძლივს შევათრიე... მართალია, აგარაკზე დიდ ძაღლებთან ერთად კარგად ერთობა, მაგრამ შემდეგ ამითაც იღლება და როცა თბილისში დაბრუნების დრო დგება, მანქანაში პირველი ხტება - სახლში უნდა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება