პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია, ახლა თუ გვექნება, ლონდონს ავირჩევ"
ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია, ახლა თუ გვექნება, ლონდონს ავირჩევ"

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს და ეს მის გა­და­ცე­მა­საც ეტყო­ბა - ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად და ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ღე­ბულ რე­პორ­ტა­ჟებს გვთა­ვა­ზობს. ამ­ბობს, რომ ამ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ფული არას­დროს ენა­ნე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი პირ­ველ მოგ­ზა­უ­რო­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბი­თა და ხა­ლი­სით იხ­სე­ნებს. მისი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნა დიდი ბრი­ტა­ნე­თი ყო­ფი­ლა...

თურ­ქე­თი

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბი. ამ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ფუ­ლის და­ხარ­ჯვა არას­დროს მე­ნა­ნე­ბა. მა­მა­ჩემ­თან ერ­თად, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან დავ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად ან­ტა­ლი­ა­ში მე, ნინო შუბ­ლა­ძე და კი­დევ ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი წა­ვე­დით. ავ­ტო­ბუ­სით დიდ­ხანს ვი­ა­რეთ და სამ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დით. სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ ცოტა ფული გვქონ­და, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა შევ­ძე­ლით - შო­პინგზეც კი დავ­დი­ო­დით. თუ ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი იღებ­და შხაპს, მა­შინ ჩვენს ნო­მერ­ში წყა­ლი წყდე­ბო­და და იყო გა­და­ძა­ხი­ლე­ბი - და­კე­ტე­თო. ამ დროს პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის შემ­დეგ, უკვე ირაკ­ლის­თან ერ­თად, ისევ ან­ტა­ლი­ა­ში წა­ვე­დი და ისევ იმ სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დით.

მე­ნე­ჯერ­თან უკვე და­მე­გობ­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და იცო­და, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ გვი­ჭირ­და. თა­ნაც, ძვი­რად ღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­სა და ბა­რებ­ში დავ­დი­ო­დით და უკ­ვირ­და, რა­ტომ ვცხოვ­რობ­დით ამ სამ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში. უბ­რა­ლოდ, შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მას­თან ბევ­რი კარ­გი მო­გო­ნე­ბა გვა­კავ­ში­რებ­და. წა­მოს­ვლი­სას ისიც კი გვკი­თხეს, - ძებ­ნი­ლე­ბი ხომ არ ხარ­თო?.. თურ­ქი მა­მა­კა­ცე­ბი ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი არი­ან. მათ იცი­ან ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა. სა­ერ­თოდ, აზი­ა­ში კარ­გი მას­პინ­ძლო­ბა იცი­ან... მე და ირაკ­ლის თაფ­ლო­ბის თვე არ გვქო­ნია. პირ­ვე­ლად ერ­თად, ან­ტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვით, თუმ­ცა მა­შინ შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი არ გახ­ლდით. ახლა თუ გვექ­ნე­ბა თაფ­ლო­ბის თვე, ლონ­დონს ავირ­ჩევ.

საფ­რან­გე­თი

- ევ­რო­პა­ში ყველ­გან ვარ ნამ­ყო­ფი, გერ­მა­ნი­ის გარ­და. აზი­ის ქვეყ­ნებ­შიც ბევ­რგან მი­მოგ­ზა­უ­რია. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვის­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ. მა­რი­ამ­სა და ირაკ­ლის ფრე­ნის ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ - პა­ნი­კა­ში ვარ­დე­ბი­ან, მე კი მათი დამ­შვი­დე­ბა მი­წევს. 7 თვის ორ­სუ­ლი პა­რიზ­ში, ირაკ­ლის­თან, მის შვი­ლებ­თან და მა­რი­ამ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ეს პე­რი­ო­დი არ­ცთუ ისე კარ­გად მახ­სენ­დე­ბა: ვერ დავ­დი­ო­დი, ცუ­დად ვი­ყა­ვი, სულ ვიღ­ლე­ბო­დი... სა­შინ­ლად არ მო­მე­წო­ნა მათი სამ­ზა­რე­უ­ლო. თუ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო არ მომ­წონს, მარ­ტივ გა­მო­სა­ვალს ვპო­უ­ლობ: ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო და იქ მივ­დი­ვარ. "მაკ­დო­ნალდსიც" კარ­გია, მაგ­რამ ასუ­ქებს. ფრან­გი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა "წვრი­ლი", მა­ღა­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. ირაკ­ლი პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ზეა გა­გი­ჟე­ბუ­ლი. თუ შეს­თა­ვა­ზებ, სად წა­ვი­დე­თო, გე­ტყვის - პა­რიზ­ში ან ლონ­დონ­შიო. დიდ­ხანს ფრე­ნა არ შე­უძ­ლია, ნიუ-იორკში მხო­ლოდ იმი­ტომ წა­მო­ვი­და, რომ ჩემი ოც­ნე­ბა იყო. სტრეს­ში იყო ამ­დე­ნი ფრე­ნის­გან. ამ­ბობ­და, - ეს ქა­ლა­ქი მხო­ლოდ შენ გამო მო­მე­წო­ნაო. ხვდე­ბო­და, დიდ ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი. გი­ჟი­ვით დავ­დი­ო­დი ქუ­ჩა­ში...

იტა­ლია

- რომი უკავ­შირ­დე­ბა გა­ზა­ფხულს, დიდ სა­მე­გობ­რო წრეს, ჩემი და ირაკ­ლის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ეტაპს. შე­სა­ბა­მი­სად, სულ სხვა­ნა­ი­რად მახ­სოვს. იტა­ლი­ე­ლი ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი არი­ან, ჩვენ­სა­ვით მუქი ფე­რის ტა­ნი­სა­მო­სი უყ­ვართ და სულ ქოთ­ქო­თე­ბენ. იტა­ლი­ა­ში სა­ოც­რად თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან მინ­და სი­ცი­ლი­ა­ში წას­ვლა. იმე­დია, ამ სურ­ვილს ავიხ­დენ. რომ­სა და ლონ­დონ­ში ყვე­ლა­ზე მეტ ნივთს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე. მი­ლან­ში თუ გა­და­წყვეტ რა­მის ყიდ­ვას, ისე­თი "გრძე­ლი" ფასი აწე­რია, შე­საძ­ლოა, მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი გე­გო­ნოს. არ მიყ­ვარს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შო­პინ­გი.

ინ­გლი­სი

- ლონ­დო­ნი ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია, გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ეს ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ჩას­ვლის­თა­ნა­ვე შენი ხდე­ბა. მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ნიუ-იორკში არ ყო­ფილ­ხარ, თო­რემ შენ­ნა­ირ ადა­მი­ანს ის უფრო მო­ხიბ­ლავ­დაო. ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მარ­თლაც სუნ­თქვა შე­მეკ­რა, ცუ­დად გავ­ხდი... სულ გი­ცი­ნი­ან. იქ ხვდე­ბი, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ხარ; მაგ­რამ თუ ოდეს­მე სად­მე ვი­ცხოვ­რებ­დი, ეს ლონ­დო­ნია. ვგიჟ­დე­ბი ამ ქვეყ­ნის "ნაც­რის­ფერ" ამინ­დებ­ზე. "ჰაიდ-პარ­კის" წინ, სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. შეს­ვე­ნე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ მი­ხა­რო­და, რომ ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლი, წიგ­ნე­ბი­თა და საჭ­მლით ხელ­ში ვა­ტა­რებ­დი დროს და ვტკბე­ბო­დი სი­ლა­მა­ზით. ამ ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პარ­კე­ბია. ხში­რად სუ­ნა­მო და მუ­სი­კა ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპს მახ­სე­ნებს - ასე­ვეა ქვეყ­ნე­ბიც. 2005 წლი­დან, ირაკ­ლის­თან ერ­თად კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა, რად­გან ხა­ლი­სიც მეტი მქონ­და. მე­გობ­რე­ბი ხში­რად გვახ­ლდნენ თან, რაც კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ლონ­დონ­ში ყვე­ლა­ზე საქ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მახ­სოვს, სკო­ლა­ში ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი. და­ვი­ნა­ხე, ქალ­მა ავ­ტო­ბუს­ში­ვე გა­ი­ხა­და და­ბალ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და ქუს­ლი­ა­ნი ჩა­იც­ვა, რად­გან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და და ეტი­კე­ტი ასე მო­ი­თხოვ­და. მათ შე­უძ­ლი­ათ, მა­მა­კა­ცუ­რი და ქა­ლუ­რი სა­მო­სი ერ­თმა­ნეთს შე­უ­ხა­მონ და ძა­ლი­ან მაგ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის აღ­ნა­გო­ბის მშურს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი "მიქ­სია" - ყვე­ლა­ნა­ირ ქალს გა­და­ა­წყდე­ბით. მალე ხან­გრძლი­ვი შვე­ბუ­ლე­ბა მი­წევს და ლონ­დონს 3 კვი­რით აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი. დღე­ში ორ­ჯერ გა­ვალ "ჰაიდ-პარკში", "ნო­თინგ-ჰილზ­ზე" ვი­სე­ირ­ნებ ყო­ველ­დღე, "სტარ­ბაქ­სის" ყა­ვას დავ­ლევ და აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე მი­უ­ზიკლზე წა­ვალ.

პო­ლო­ნე­თი, ავ­სტრია

- "კუ­რი­ერ­ში" მუ­შა­ო­ბი­სას, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი - უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნეთ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის დროს, დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. ერთხელ გაგ­ვი­მარ­თლა, ჩი­ნეთ­ში ყოფ­ნის დროს, რა­ღაც ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. ჩი­ნე­ლე­ბი ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით, თა­ვის­თვის და­დი­ან, არ გი­ყუ­რე­ბენ, ყუ­რა­დღე­ბას არც კი გაქ­ცე­ვენ.

ვე­ნა­ში მა­შინ­დე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის დროს, მხო­ლოდ ერთ ქუ­ჩა­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა შევ­ძე­ლით მე და ნა­თია გოგ­სა­ძემ. როცა ამ ქა­ლაქ­ში მე­ო­რედ მოვ­ხვდი, მე­გო­ნა, სხვა­გან ვი­ყა­ვი. წინა ვი­ზი­ტი­დან არა­ფე­რი მახ­სოვ­და.

- უცხო ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს სი­ა­მოვ­ნე­ბით აგე­მოვ­ნებთ ხოლ­მე?

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ვარ მორ­გე­ბუ­ლი. ყვე­ლა უცხო კერ­ძის ქარ­თულ­თან და­ახ­ლო­ე­ბას ვცდი­ლობ. ეგ­ვიპ­ტე­ში ამო­ვი­ჩე­მე ბად­რიჯ­ნის სა­ლა­თა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აჯაფ­სან­დალს ვამ­სგავ­სებ­დი. ერთი მე­გო­ბა­რი მყავს, რო­მე­ლიც მე­ნი­უ­ში ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურს რა­საც წა­ი­კი­თხავს, იმას უკ­ვეთს.

გარ­თო­ბა

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას, გარ­თო­ბა ან კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მაქვს და­გეგ­მი­ლი. მით უმე­ტეს მა­შინ, როცა მა­რი­ამ­თან ერ­თად ვარ. ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მისი ასა­კის გო­გო­ნას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი მაქვს, მაგ­რამ ერ­თსა და იმა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რედ ან მე­სა­მედ ჩას­ვლი­სას რა­ღაც ახალს აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე. დუ­ბა­ი­ში კვი­რა­ში ერთხელ რომ და­დი­ო­დე, ახა­ლი შე­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ხვდე­ბა. არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ზუს­ტად ვიცი, რომ ვი­შო­პინ­გებ და ასე­ვე არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც არა­ფერს ვი­ყი­დი, მა­გა­ლი­თად - დუ­ბაი. სუ­ვე­ნი­რე­ბი და მა­ცი­ვარ­ზე მი­საკ­რა­ვი მაგ­ნი­ტე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­მაქვს.

მივ­ლი­ნე­ბა

- ჩემი ვა­ლია, მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი რამ "ბრჭყვი­ა­ლა" ფე­რებ­ში ვაჩ­ვე­ნო, ვი­თომ ყვე­ლა­ფე­რი ასე იო­ლად მო­ი­პო­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გი გას­ვლა სა­ბერ­ძნეთ­ში გვქონ­და. ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვე­ყა­ნაა. იქ გვქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, 3 დღე დაგ­ვეს­ვე­ნა, რად­გან გა­და­ღე­ბებ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა. დუ­ბა­ი­ში ისე­თი და­სი­ვე­ბუ­ლი ჩა­ვე­დი, პირ­ველ დღეს და­გეგ­მი­ლი გა­და­ღე­ბა ჩაგ­ვე­შა­ლა. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. მექ­სი­კა­ში გა­და­ღე­ბე­ბი ურ­თუ­ლე­სი იყო; იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, 2 კვი­რა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დამ­ჭირ­და. ინ­გლი­სუ­რად არა­ვინ მე­ტყვე­ლებს, რუ­სულ­ზე ხომ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას არ გაძ­ლევს და გე­უბ­ნე­ბა: არის უბ­ნე­ბი, სა­დაც არ შე­მოგ­ყვე­ბი­თო. ჩვენ სა­დაც ვი­ყა­ვით, იმ ქა­ლა­ქი­დან ძა­ლი­ან შორს არის "სე­რი­ა­ლე­ბის ქა­ლა­ქი": იქ დღე­ში 5 ან 6 სე­რი­ას იღე­ბენ. მთე­ლი დღე კო­მენ­ტა­რის­თვის უნდა ელო­დო და შე­საძ­ლოა, ვერ მო­ა­ხერ­ხო ჩა­წე­რა და მე­ო­რე დღეს მო­გიხ­დეს მის­ვლა. გა­და­ცე­მე­ბის ჩა­წე­რა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ისევ გაგ­რძელ­დე­ბა. ახლო მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ გას­ვლას და ახალ სე­ზონ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი მსგავს შო­უ­ებს კვლავ იხი­ლავს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია, ახლა თუ გვექნება, ლონდონს ავირჩევ"

ნანუკა ჟორჟოლიანი: "მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია, ახლა თუ გვექნება, ლონდონს ავირჩევ"

ნანუკა ჟორჟოლიანს მოგზაურობა ძალიან უყვარს და ეს მის გადაცემასაც ეტყობა - ხშირად მოგზაურობს გადამღებ ჯგუფთან ერთად და ამა თუ იმ ქვეყანაში გადაღებულ რეპორტაჟებს გვთავაზობს. ამბობს, რომ ამ სიამოვნებისთვის ფული არასდროს ენანება. ჟურნალისტი პირველ მოგზაურობას სიამოვნებითა და ხალისით იხსენებს. მისი საყვარელი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი ყოფილა...

თურქეთი

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ვგიჟდები. ამ სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვა არასდროს მენანება. მამაჩემთან ერთად, ადრეული ასაკიდან დავდიოდი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება, როცა დასასვენებლად ანტალიაში მე, ნინო შუბლაძე და კიდევ ერთი ჩემი მეგობარი წავედით. ავტობუსით დიდხანს ვიარეთ და სამვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. საოცარი ის იყო, რომ ცოტა ფული გვქონდა, მაგრამ თითქმის ყველა სურვილის ასრულება შევძელით - შოპინგზეც კი დავდიოდით. თუ ერთდროულად ბევრი დამსვენებელი იღებდა შხაპს, მაშინ ჩვენს ნომერში წყალი წყდებოდა და იყო გადაძახილები - დაკეტეთო. ამ დროს პირველ მეუღლესთან გაშორებული ვიყავი. დაახლოებით 3 წლის შემდეგ, უკვე ირაკლისთან ერთად, ისევ ანტალიაში წავედი და ისევ იმ სასტუმროში დავბინავდით.

მენეჯერთან უკვე დამეგობრებულები ვიყავით და იცოდა, რომ მატერიალურად არ გვიჭირდა. თანაც, ძვირად ღირებულ რესტორნებში, მაღაზიებსა და ბარებში დავდიოდით და უკვირდა, რატომ ვცხოვრობდით ამ სამვარსკვლავიან სასტუმროში. უბრალოდ, შეჩვეულები ვიყავით და მასთან ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებდა. წამოსვლისას ისიც კი გვკითხეს, - ძებნილები ხომ არ ხართო?.. თურქი მამაკაცები ყველაზე მაგრები არიან. მათ იციან ქალის პატივისცემა. საერთოდ, აზიაში კარგი მასპინძლობა იციან... მე და ირაკლის თაფლობის თვე არ გვქონია. პირველად ერთად, ანტალიაში ვიყავით, თუმცა მაშინ შეუღლებულები არ გახლდით. ახლა თუ გვექნება თაფლობის თვე, ლონდონს ავირჩევ.

საფრანგეთი

- ევროპაში ყველგან ვარ ნამყოფი, გერმანიის გარდა. აზიის ქვეყნებშიც ბევრგან მიმოგზაურია. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მოგზაურობ. მარიამსა და ირაკლის ფრენის ძალიან ეშინიათ - პანიკაში ვარდებიან, მე კი მათი დამშვიდება მიწევს. 7 თვის ორსული პარიზში, ირაკლისთან, მის შვილებთან და მარიამთან ერთად ვიყავი. ეს პერიოდი არცთუ ისე კარგად მახსენდება: ვერ დავდიოდი, ცუდად ვიყავი, სულ ვიღლებოდი... საშინლად არ მომეწონა მათი სამზარეულო. თუ რომელიმე ქვეყნის სამზარეულო არ მომწონს, მარტივ გამოსავალს ვპოულობ: ყველა ქვეყანაშია ჩინური სამზარეულო და იქ მივდივარ. "მაკდონალდსიც" კარგია, მაგრამ ასუქებს. ფრანგი ქალების უმეტესობა "წვრილი", მაღალი და მოწესრიგებულია. ირაკლი პარიზსა და ლონდონზეა გაგიჟებული. თუ შესთავაზებ, სად წავიდეთო, გეტყვის - პარიზში ან ლონდონშიო. დიდხანს ფრენა არ შეუძლია, ნიუ-იორკში მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ ჩემი ოცნება იყო. სტრესში იყო ამდენი ფრენისგან. ამბობდა, - ეს ქალაქი მხოლოდ შენ გამო მომეწონაო. ხვდებოდა, დიდ ემოციებში ვიყავი. გიჟივით დავდიოდი ქუჩაში...

იტალია

- რომი უკავშირდება გაზაფხულს, დიდ სამეგობრო წრეს, ჩემი და ირაკლის ახალი ურთიერთობის ეტაპს. შესაბამისად, სულ სხვანაირად მახსოვს. იტალიელი ქალები ძალიან მომხიბვლელები არიან, ჩვენსავით მუქი ფერის ტანისამოსი უყვართ და სულ ქოთქოთებენ. იტალიაში საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მინდა სიცილიაში წასვლა. იმედია, ამ სურვილს ავიხდენ. რომსა და ლონდონში ყველაზე მეტ ნივთს ვყიდულობ ხოლმე. მილანში თუ გადაწყვეტ რამის ყიდვას, ისეთი "გრძელი" ფასი აწერია, შესაძლოა, მობილურის ნომერი გეგონოს. არ მიყვარს ძვირად ღირებული შოპინგი.

ინგლისი

- ლონდონი ჩემი სუსტი წერტილია, გამორჩეულად მიყვარს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ჩასვლისთანავე შენი ხდება. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, - ნიუ-იორკში არ ყოფილხარ, თორემ შენნაირ ადამიანს ის უფრო მოხიბლავდაო. ამერიკაში მოგზაურობისას მართლაც სუნთქვა შემეკრა, ცუდად გავხდი... სულ გიცინიან. იქ ხვდები, რომ ყველაზე მაგარი ხარ; მაგრამ თუ ოდესმე სადმე ვიცხოვრებდი, ეს ლონდონია. ვგიჟდები ამ ქვეყნის "ნაცრისფერ" ამინდებზე. "ჰაიდ-პარკის" წინ, სკოლაში ვსწავლობდი. შესვენება მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ ბალახზე ფეხშიშველი, წიგნებითა და საჭმლით ხელში ვატარებდი დროს და ვტკბებოდი სილამაზით. ამ ქვეყანაში განსაკუთრებული პარკებია. ხშირად სუნამო და მუსიკა ცხოვრების რაღაც ეტაპს მახსენებს - ასევეა ქვეყნებიც. 2005 წლიდან, ირაკლისთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად დავიწყე მოგზაურობა, რადგან ხალისიც მეტი მქონდა. მეგობრები ხშირად გვახლდნენ თან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო იყო. ლონდონში ყველაზე საქმიანი ქალები ცხოვრობენ. მახსოვს, სკოლაში ავტობუსით მივდიოდი. დავინახე, ქალმა ავტობუსშივე გაიხადა დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ქუსლიანი ჩაიცვა, რადგან სამსახურში მიდიოდა და ეტიკეტი ასე მოითხოვდა. მათ შეუძლიათ, მამაკაცური და ქალური სამოსი ერთმანეთს შეუხამონ და ძალიან მაგრად გამოიყურებოდნენ. უკრაინელი ქალების აღნაგობის მშურს. საქართველოში კი "მიქსია" - ყველანაირ ქალს გადააწყდებით. მალე ხანგრძლივი შვებულება მიწევს და ლონდონს 3 კვირით აუცილებლად ვესტუმრები. დღეში ორჯერ გავალ "ჰაიდ-პარკში", "ნოთინგ-ჰილზზე" ვისეირნებ ყოველდღე, "სტარბაქსის" ყავას დავლევ და აუცილებლად რომელიმე მიუზიკლზე წავალ.

პოლონეთი, ავსტრია

- "კურიერში" მუშაობისას, ყოფილა შემთხვევები - უცხო ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ არაფერი მინახავს. მაგალითად, პოლონეთში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, დასვენების საშუალება არ გვქონდა. ერთხელ გაგვიმართლა, ჩინეთში ყოფნის დროს, რაღაც ადგილების დათვალიერება მოვახერხეთ. ჩინელები ჭიანჭველებივით, თავისთვის დადიან, არ გიყურებენ, ყურადღებას არც კი გაქცევენ.

ვენაში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის დროს, მხოლოდ ერთ ქუჩაზე გასეირნება შევძელით მე და ნათია გოგსაძემ. როცა ამ ქალაქში მეორედ მოვხვდი, მეგონა, სხვაგან ვიყავი. წინა ვიზიტიდან არაფერი მახსოვდა.

- უცხო ქვეყნის სამზარეულოს სიამოვნებით აგემოვნებთ ხოლმე?

- ქართულ სამზარეულოზე ვარ მორგებული. ყველა უცხო კერძის ქართულთან დაახლოებას ვცდილობ. ეგვიპტეში ამოვიჩემე ბადრიჯნის სალათა მხოლოდ იმიტომ, რომ აჯაფსანდალს ვამსგავსებდი. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც მენიუში ყველაზე უცნაურს რასაც წაიკითხავს, იმას უკვეთს.

გართობა

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, გართობა ან კულტურული ღონისძიებები მაქვს დაგეგმილი. მით უმეტეს მაშინ, როცა მარიამთან ერთად ვარ. ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მისი ასაკის გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს, მაგრამ ერთსა და იმავე ქვეყანაში მეორედ ან მესამედ ჩასვლისას რაღაც ახალს აუცილებლად აღმოვაჩენ ხოლმე. დუბაიში კვირაში ერთხელ რომ დადიოდე, ახალი შენობა აუცილებლად დაგხვდება. არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ვიშოპინგებ და ასევე არის ქვეყნები, სადაც არაფერს ვიყიდი, მაგალითად - დუბაი. სუვენირები და მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს.

მივლინება

- ჩემი ვალია, მაყურებელს ბევრი რამ "ბრჭყვიალა" ფერებში ვაჩვენო, ვითომ ყველაფერი ასე იოლად მოიპოვება. ყველაზე კარგი გასვლა საბერძნეთში გვქონდა. ძალიან მაგარი ქვეყანაა. იქ გვქონდა იმის საშუალება, 3 დღე დაგვესვენა, რადგან გადაღებებმა წარმატებულად ჩაიარა. დუბაიში ისეთი დასივებული ჩავედი, პირველ დღეს დაგეგმილი გადაღება ჩაგვეშალა. ძალიან ცუდად ვიყავი. მექსიკაში გადაღებები ურთულესი იყო; იქიდან რომ დავბრუნდი, 2 კვირა რეაბილიტაციისთვის დამჭირდა. ინგლისურად არავინ მეტყველებს, რუსულზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დიპლომატიური კორპუსი უსაფრთხოების გარანტიას არ გაძლევს და გეუბნება: არის უბნები, სადაც არ შემოგყვებითო. ჩვენ სადაც ვიყავით, იმ ქალაქიდან ძალიან შორს არის "სერიალების ქალაქი": იქ დღეში 5 ან 6 სერიას იღებენ. მთელი დღე კომენტარისთვის უნდა ელოდო და შესაძლოა, ვერ მოახერხო ჩაწერა და მეორე დღეს მოგიხდეს მისვლა. გადაცემების ჩაწერა სხვადასხვა ქვეყანაში ისევ გაგრძელდება. ახლო მომავალში ვგეგმავთ გასვლას და ახალ სეზონზე მაყურებელი მსგავს შოუებს კვლავ იხილავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები