სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ყოფილ თანამშრომელ დავით გელაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა
შსს-ს ყოფილ თანამშრომელ დავით გელაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა

შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით გე­ლა­ძეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 15 000 ლარი შე­უ­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"2013 წლის 14 ივ­ნისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ და­ვით გე­ლა­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­სა­მარ­თლომ და­ვით გე­ლა­ძე და­კა­ვე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­და გი­რაო 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გი­რა­ოს შე­ტა­ნის ვა­დად ბრალ­დე­ბულს 20 დღე გა­ნე­სა­ზღვრა. და­ვით გე­ლა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ესე იგი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2013 წლის 26 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 22:30 სა­ათ­ზე, გიგი ს. მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, რა დრო­საც მათ, ნელი სვლით, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით გვერ­დით ჩა­უ­ა­რა ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა და­ვით გე­ლა­ძემ. ამ უკა­ნას­კნელ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა გიგი.ს და მისი მე­გობ­რე­ბის მი­მართ ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ღე­ბუ­ლი კა­რის გამო, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლი­და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მათ. გიგი ს. ფე­ხით და­ე­დევ­ნა გე­ლა­ძის მან­ქა­ნას და გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. და­ვით გე­ლა­ძემ ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, გად­მო­ვი­და და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გიგი.ს-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ახ­დი­ნა ერთი გას­რო­ლა, რა დრო­საც ამ უკა­ნას­კნელ­მა მარ­ჯვე­ნა მხრის არე­ში მი­ი­ღო ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გე­ლა­ძე, მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი მან­ქა­ნით მი­ი­მა­ლა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან.

სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, მო­ის­მი­ნა მხა­რე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, გა­ეც­ნო საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლებს, შე­ა­მოწ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა, ასე­ვე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფორ­მა­ლუ­რი და ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი და მი­იჩ­ნია, რომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბი­სას და­ირ­ღვა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე თან­დარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბით დად­გინ­და, რომ და­ვით გე­ლა­ძე გა­მო­ცხად­და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას აღი­ა­რა ბრა­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის გა­რე­შე, პი­რის და­კა­ვე­ბა მოხ­და მა­შინ, რო­დე­საც არ არ­სე­ბობ­და პი­რის და­კა­ვე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რაც წარ­მო­ად­გენს და­კა­ვე­ბუ­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველს. ასე­ვე, პრო­კუ­რო­რის მიერ სა­თა­ნა­დოდ ვერ იქნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­შიც მიღ­წე­ულ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბი. სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო, რომ ბრალ­დე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, წარ­სულ­ში არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პა­სუხ­სა­გებ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე",-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 31 ივ­ლისს, 16:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შსს-ს ყოფილ თანამშრომელ დავით გელაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა

შსს-ს ყოფილ თანამშრომელ დავით გელაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დავით გელაძეს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 000 ლარი შეუფარდა. ამის შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ დავით გელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ დავით გელაძე დაკავებიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. გირაოს შეტანის ვადად ბრალდებულს 20 დღე განესაზღვრა. დავით გელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 26 მაისს, დაახლოებით ღამის 22:30 საათზე, გიგი ს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურეობრივი ავტომანქანით გვერდით ჩაუარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი.ს და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. გიგი ს. ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით გიგი.ს-ს მიმართულებით მოახდინა ერთი გასროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ დავით გელაძე გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში და მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო განჩინების გარეშე, პირის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც წარმოადგენს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველს. ასევე, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე",-აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ