სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენსან კასელი - "როცა პირველად დავინახე მონიკა, ვერ დავიჯერე, რომ ის ნამდვილი იყო"
ვენსან კასელი - "როცა პირველად დავინახე მონიკა, ვერ დავიჯერე, რომ ის ნამდვილი იყო"

ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ვენ­სან კა­სე­ლი ბოლო დროს მსხვილ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ფილ­მებ­შია და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი ერთ-ერთი ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი იყო "ტრან­სი", რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­დის მსოფ­ლი­ოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში. ახალ პრო­ექ­ტებს შო­რის კი არის ურჩხუ­ლის როლი ზღაპ­რის "ურჩხუ­ლი და ლა­მაზ­მა­ნი" ფრან­გულ ვა­რი­ან­ტში.

დო­სიე

ვენ­სან კა­სე­ლი 1966 წლის 23 ნო­ემ­ბერს არის და­ბა­დე­ბუ­ლი პა­რიზ­ში, რე­ჟი­სორ ჟან-პიერ კა­სე­ლის ოჯახ­ში. კა­რი­ე­რა და­ი­წყო ნიუ-იორკში, მერე კი საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე წელი თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. ფრან­გულ თუ ჰო­ლი­ვუ­დურ კი­ნო­ში რამ­დე­ნი­მე შთამ­ბეჭ­და­ვი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე ცნო­ბი­ლია იმით, რომ მისი ცოლი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქალი, იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩია. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ისი­ნი მო­ნაც­ვლე­ო­ბით ცხოვ­რო­ბენ საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ლონ­დონ­სა და რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­შიც კი.

"ჩემს და­ნარ­ჩენ პერ­სო­ნა­ჟებ­თან შე­და­რე­ბით ეს ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რია"

- "ტრან­სში" რო­ზა­რიო დო­უსო­ნი და ჯე­იმს მა­კე­ვოი გი­წე­ვენ პარტნი­ო­რო­ბას. ისევ განგსტერს თა­მა­შობთ, ხომ არ მოგ­ბეზ­რდათ?

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც მი­ზი­და­ვენ, და­მი­ჯე­რეთ. სამ­ყა­რო არ იყო­ფა თეთ­რე­ბად და შა­ვე­ბად, ჩვენ ყვე­ლა­ნი არ ვართ იდე­ა­ლუ­რე­ბი, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლად ვთვალ­თმაქ­ცობთ, რომ არ­სე­ბო­ბენ კარ­გი და ცუდი ბი­ჭე­ბი. თა­ნაც, ჩემს და­ნარ­ჩენ პერ­სო­ნა­ჟებ­თან შე­და­რე­ბით ეს ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რია. მი­თა­მა­შია გე­ე­ბი, მკვლე­ლე­ბი, რუსი ბან­დი­ტე­ბი და ხში­რად, ხა­სი­ა­თი რომ შე­მექ­მნა, ნუ­ლი­დან და­წყე­ბაც დამ­ჭირ­ვე­ბია - სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟის აგე­ბა ისე, რომ ში­ნა­გა­ნად არა­ფერს არ დავ­ყრდნო­ბი­ვარ. "ტრან­სის" ფრენკს ჩემ­თვის გა­სა­გე­ბი ბევ­რი რამ აქვს. მინ­დო­და, ის ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ყო­ფი­ლი­ყო, ოღონდ არა იმ­დე­ნად დამ­ნა­შა­ვე, რამ­დე­ნა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნი. ასე­თი ვინ­მე თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვე­ნი ბიძა.

- არ ვი­სურ­ვებ­დი იმის ცოდ­ნას, რომ ჩემი ბიძა ადა­მი­ანს ფრჩხი­ლებს აც­ლი­და...

- აააა! იმას კი არ უწა­მე­ბია ის ბიჭი, უბ­რა­ლოდ, გვერ­დით იდგა და თვი­თონ თი­თიც არ და­უ­კა­რე­ბია.

- სცე­ნა­რი რომ წა­ი­კი­თხეთ, მა­შინ­ვე ბი­ძა­ზე იფიქ­რეთ. იმი­ტომ, რომ ეს სუ­ლაც არ არის ასე აშ­კა­რა...

- ჯერ ერთი, დენი ბო­ი­ლის მსგავ­სი რე­ჟი­სო­რე­ბი პირ­ვე­ლე­ბი არი­ან სი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის სა­სურ­ველ რე­ჟი­სორ­თა შო­რის. და როცა ორ­მოც­და­მე­ა­თე გვერ­დზე თავი გა­მიხვრი­ტეს, სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რდი, რომ როლ­ზე უარი მეთ­ქვა - ასე სწრა­ფად! მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტრი­უ­კი აღ­მოჩ­ნდა და მე თვი­თო­ნაც თუ მოვ­ტყუვ­დი, წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, რო­გორ მო­ტყუვ­დე­ბი­ან მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვენსან კასელი - "როცა პირველად დავინახე მონიკა, ვერ დავიჯერე, რომ ის ნამდვილი იყო"

ვენსან კასელი - "როცა პირველად დავინახე მონიკა, ვერ დავიჯერე, რომ ის ნამდვილი იყო"

ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი ბოლო დროს მსხვილბიუჯეტიან ფილმებშია დაკავებული. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი იყო "ტრანსი", რომელიც წარმატებით გადის მსოფლიოს კინოთეატრებში. ახალ პროექტებს შორის კი არის ურჩხულის როლი ზღაპრის "ურჩხული და ლამაზმანი" ფრანგულ ვარიანტში.

დოსიე

ვენსან კასელი 1966 წლის 23 ნოემბერს არის დაბადებული პარიზში, რეჟისორ ჟან-პიერ კასელის ოჯახში. კარიერა დაიწყო ნიუ-იორკში, მერე კი საფრანგეთში დაბრუნდა და რამდენიმე წელი თეატრში მუშაობდა. ფრანგულ თუ ჰოლივუდურ კინოში რამდენიმე შთამბეჭდავი როლი აქვს შესრულებული. ასევე ცნობილია იმით, რომ მისი ცოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი, იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩია. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი მონაცვლეობით ცხოვრობენ საფრანგეთში, იტალიაში, ლონდონსა და რიო-დე-ჟანეიროშიც კი.

"ჩემს დანარჩენ პერსონაჟებთან შედარებით ეს ყველაზე ნორმალურია"

- "ტრანსში" როზარიო დოუსონი და ჯეიმს მაკევოი გიწევენ პარტნიორობას. ისევ განგსტერს თამაშობთ, ხომ არ მოგბეზრდათ?

- ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც მიზიდავენ, დამიჯერეთ. სამყარო არ იყოფა თეთრებად და შავებად, ჩვენ ყველანი არ ვართ იდეალურები, მაგრამ ტრადიციულად ვთვალთმაქცობთ, რომ არსებობენ კარგი და ცუდი ბიჭები. თანაც, ჩემს დანარჩენ პერსონაჟებთან შედარებით ეს ყველაზე ნორმალურია. მითამაშია გეები, მკვლელები, რუსი ბანდიტები და ხშირად, ხასიათი რომ შემექმნა, ნულიდან დაწყებაც დამჭირვებია - საკუთარი პერსონაჟის აგება ისე, რომ შინაგანად არაფერს არ დავყრდნობივარ. "ტრანსის" ფრენკს ჩემთვის გასაგები ბევრი რამ აქვს. მინდოდა, ის ძალიან უბრალო ყოფილიყო, ოღონდ არა იმდენად დამნაშავე, რამდენადაც ბიზნესმენი. ასეთი ვინმე თავისუფლად შეიძლება იყოს თქვენი ბიძა.

- არ ვისურვებდი იმის ცოდნას, რომ ჩემი ბიძა ადამიანს ფრჩხილებს აცლიდა...

- აააა! იმას კი არ უწამებია ის ბიჭი, უბრალოდ, გვერდით იდგა და თვითონ თითიც არ დაუკარებია.

- სცენარი რომ წაიკითხეთ, მაშინვე ბიძაზე იფიქრეთ. იმიტომ, რომ ეს სულაც არ არის ასე აშკარა...

- ჯერ ერთი, დენი ბოილის მსგავსი რეჟისორები პირველები არიან სიაში ნებისმიერი მსახიობის სასურველ რეჟისორთა შორის. და როცა ორმოცდამეათე გვერდზე თავი გამიხვრიტეს, სერიოზულად დავფიქრდი, რომ როლზე უარი მეთქვა - ასე სწრაფად! მაგრამ ყველაფერი ჩვეულებრივი ტრიუკი აღმოჩნდა და მე თვითონაც თუ მოვტყუვდი, წარმოდგენილი მაქვს, როგორ მოტყუვდებიან მაყურებლები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება