საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუდენტები განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ
სტუდენტები განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ყო­ველ­გვა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე ხდე­ბა. მათი შე­ფა­სე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბით აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს უფ­ლე­ბა ერ­თმე­ვა რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბი­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ნიშ­ნოს და ეს უფ­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ენი­ჭე­ბა.

"ეს პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვაა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ა­ში. სწო­რედ ამის გამო გა­მო­ვე­დით აქ­ცი­ა­ზე და ვაპ­რო­ტეს­ტებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამის მცდე­ლო­ბას", - აცხა­დე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი.

სტუ­დენ­ტებ­მა აქ­ცია ორ ეტა­პად გა­მარ­თეს. 11:00 სა­ათ­ზე ისი­ნი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც მათ ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­კე­თეს სა­ხელ­წო­დე­ბით – "აკა­დე­მი­უ­რი სო­ლი­და­რო­ბის ჯაჭ­ვი". სტუ­დენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ, ჭავ­ჭა­ვა­ზის გამ­ზირ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რის სიგ­რძე­ზე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე გან­თავ­სდნენ ამ საპ­რო­ტეს­ტო ფორ­მის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად.

"ამ ჯაჭ­ვით ჩვენ აკა­დე­მი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვთ. სა­ხელ­მწი­ფო, რო­დე­საც ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა­ღა­ცას წყვეტს, სტუ­დენ­ტებ­საც უნდა ჰკი­თხოს აზრი და აკა­დე­მი­ურ საბ­ჭო­საც. ჩვენ არ გვინ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ავ­ტო­ნო­მია შე­ი­ლა­ხოს", - აღ­ნიშ­ნეს ჯაჭვში ჩაბ­მულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა.

ამის შემ­დეგ მათ მსვლე­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან მო­ა­წყვეს, სა­დაც სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რეს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, სტუ­დენ­ტე­ბი ტრო­ტუ­არ­ზე გან­თავ­სდნენ და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და მთავ­რო­ბის მი­სა­მარ­თით გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს.

სტუ­დენ­ტებს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სო­რიც შე­უ­ერ­თდა. გია ნო­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით მთავ­რო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე კონ­ტროლს ცდი­ლობს.

"მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლოს, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვაა", - აღ­ნიშ­ნა ნო­დი­ამ.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე დას­რულ­და.

რო­გორც აქ­ცი­ის სა­ი­ნი­ცი­ა­ტო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მათი შემ­დგო­მი გეგ­მე­ბი პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სტუდენტები განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ

სტუდენტები განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა "უმაღლესი განათლების შესახებ" მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს. სტუდენტების განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღება დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ხდება. მათი შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღებით აკადემიურ საბჭოს უფლება ერთმევა რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დანიშნოს და ეს უფლება პრემიერ-მინისტრს ენიჭება.

"ეს პირდაპირი ჩარევაა უნივერსიტეტის ავტონომიაში. სწორედ ამის გამო გამოვედით აქციაზე და ვაპროტესტებთ ხელისუფლების მხრიდან ამის მცდელობას", - აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტებმა აქცია ორ ეტაპად გამართეს. 11:00 საათზე ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს სახელწოდებით – "აკადემიური სოლიდარობის ჯაჭვი". სტუდენტები უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაზის გამზირზე, დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე, საავტომობილო გზის ღერძულა ხაზზე განთავსდნენ ამ საპროტესტო ფორმის გამოსახატავად.

"ამ ჯაჭვით ჩვენ აკადემიურ თავისუფლებას მოვითხოვთ. სახელმწიფო, როდესაც ჩვენთან მიმართებაში რაღაცას წყვეტს, სტუდენტებსაც უნდა ჰკითხოს აზრი და აკადემიურ საბჭოსაც. ჩვენ არ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში ავტონომია შეილახოს", - აღნიშნეს ჯაჭვში ჩაბმულმა სტუდენტებმა.

ამის შემდეგ მათ მსვლელობა განათლების სამინისტროსთან მოაწყვეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. განათლების სამინისტროსთან, სტუდენტები ტროტუარზე განთავსდნენ და გიორგი მარგველაშვილისა და მთავრობის მისამართით განცხადებები გააკეთეს.

სტუდენტებს ილიას უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორიც შეუერთდა. გია ნოდიას განცხადებით, ამ კანონპროექტით მთავრობა უნივერსიტეტებზე კონტროლს ცდილობს.

"მთავრობა ცდილობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მათთვის სასურველი კანდიდატებით ჩაანაცვლოს, რაც უნივერსიტეტის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა", - აღნიშნა ნოდიამ.

განათლების სამინისტროსთან აქცია დაახლოებით 14:00 საათზე დასრულდა.

როგორც აქციის საინიციატო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, მათი შემდგომი გეგმები პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია