პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ საჯაია - "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება
მარიამ საჯაია - "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება

"ახალ-ახა­ლი "სკან­და­ლუ­რი" ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა "თა­ლი­ბა­ნის" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ფარ­ვის მიზ­ნით ხდე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი მა­რი­ამ სა­ჯა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იზ­რდე­ბა ე.წ. "თა­ლი­ბა­ნის" ვი­დე­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ, როცა შს მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ IP მი­სა­მარ­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა სის­წრა­ფით მო­ძებ­ნიდ­ნენ ვი­დე­ო­ე­ბის ამ­ტვირ­თავს, კვალს რომ მათ­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ(ებ)ამდე არ მივ­ყავ­დეთ.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა მო­დის ახალ-ახა­ლი "სკან­და­ლუ­რი" ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი რათა გა­და­ფა­რონ ეს თემა:

- ვი­დე­ო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა-ატ­ვირ­თვა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან - და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჭო­რა­ო­ბა!

- პრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნა­ვის მიერ ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლის შე­ფა­რე­ბა - და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჭო­რა­ო­ბა!

- ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სათ­ვის - და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა!", - წერს სა­ჯა­ია.

"ამ ვი­დე­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო "თა­ლი­ბან­თან", არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან, IP მი­სა­მარ­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას­ში ჩარ­თუ­ლია FBI და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა ის­რა­ე­ლის მხა­რე", - გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ე.წ. ჯი­ჰა­დის მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის რეპ­ლი­კე­ბი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ან წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ან ეს არის პი­არ­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია.

მარიამ საჯაია - "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება

მარიამ საჯაია - "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება

"ახალ-ახალი "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"კითხვის ნიშნები იზრდება ე.წ. "თალიბანის" ვიდეოებთან დაკავშირებით. მაშინ, როცა შს მინისტრი აცხადებს, რომ IP მისამართი იდენტიფიცირებულია, წარმოიდგინეთ რა სისწრაფით მოძებნიდნენ ვიდეოების ამტვირთავს, კვალს რომ მათთვის დაინტერესებულ პირ(ებ)ამდე არ მივყავდეთ.

ბოლო რამდენიმე დღეა მოდის ახალ-ახალი "სკანდალური" ინფორმაციები რათა გადაფარონ ეს თემა:

- ვიდეოების დამზადება-ატვირთვა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან - დადასტურებული ჭორაობა!

- პრეზიდენტის მფრინავის მიერ ტერორიზმში ბრალდებულის შეფარება - დადასტურებული ჭორაობა!

- ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებისათვის - დადასტურებული საკანონმდებლო ინიციატივა!", - წერს საჯაია.

"ამ ვიდეოს წარმომავლობას არაფერი აქვს საერთო "თალიბანთან", არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია, ასევე დადგენილია ადგილმდებარეობა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მასში ჩართულია FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეორგოლების თაობაზე უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ მათ ან წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე ან ეს არის პიარზე გათვლილი განცხადებები, რაც არაადეკვატური და არაკომპეტენტურია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს