Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს
ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მი­კა­ილ კა­დი­ევს ვერ იხ­სე­ნებს. რო­გორც კურ­ტა­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, "ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში" ბევ­რი სპორ­ტსმე­ნი და­დი­ო­და, მათ შო­რის და­ღეს­ტნე­ლე­ბიც და ბევ­რს პი­რა­და­დაც იც­ნობს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი არა­ფერს ეუბ­ნე­ბა.

"ის, შე­საძ­ლოა, "ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში" და­დი­ო­და, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი და შე­საძ­ლოა, მე, რო­გორც სპორ­ტსმენს მიც­ნობს. სა­ხე­ზე რომ ვნა­ხო, შე­საძ­ლოა ვიც­ნო, მაგ­რამ სა­ხე­ლით და გვა­რით ვერ ვიხ­სე­ნებ. ახლო ნაც­ნო­ბო­ბა ბევრ და­ღეს­ტნელ მო­ჭი­და­ვეს­თან მა­კავ­ში­რებს, მაგ­რამ ეს სა­ხე­ლი და გვა­რი არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. თუმ­ცა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ნა­ნა­ხი მყავს და სა­ხე­ზე რომ ვნა­ხო, ვიც­ნო",- აღ­ნიშ­ნა ლუკა კუ­ტა­ნი­ძემ.

"ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი აცხა­დებ­და, რომ "ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში" ვარ­ჯი­შობ­და, სა­დაც ლუკა კურ­ტა­ნი­ძე და სხვა მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შპს ავი­ა­კომ­პა­ნია "თუ­შე­თის" დი­რექ­ტორ­მა ზაურ ქორ­თო­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ქორ­თო­ში­ძის თქმით, კა­დი­ევს სულ სამ­ჯერ შეხ­ვდა და ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის დროს, მან მო­ჭი­და­ვე­ებს შო­რის კურ­ტა­ნი­ძე მო­იხ­სე­ნია, რომ­ლებ­საც იც­ნობ­და.

"მი­თხრა რომ "ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში" კურ­ტა­ნი­ძე და ვი­ღაც მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და მათ იქი­დან იც­ნობ­და. ასე­ვე მი­თხრა, რომ ისი­ნი შე­ჯიბ­რე­ბებს მარ­თავ­დნე­ნო", - გა­ნა­ცხა­და ზაურ ქორ­თო­ში­ძემ.

მისი თქმით, სა­მარ­თლა­დამ­ცვე­ლებ­მა მი­კა­ელ კა­დი­ევ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტრტე­რო­რის­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­კი­თხვე­ბი გუ­შინ და­უს­ვეს და მა­თაც უთხრა, რომ კა­დი­ევ­თან სულ სამ­ჯერ იყო შეხ­ვედ­რი­ლი მა­მა­მი­სის ახ­ლობ­ლის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე.

"ერთხელ მას მა­მა­ჩე­მის ახ­ლობ­ლის ახ­ლობ­ლის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე თან­ხით და­ვეხ­მა­რე, ორ­ჯერ კი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ბი­ნის მო­ძებ­ნა­ში გა­ვუ­წიე დახ­მა­რე­ბა. სხვა შე­ხე­ბა მას­თან არ მქო­ნია. პირ­ვე­ლად 2011 წელს შევხდი, ვა­კე­ში, "ფა­ლა­ვან­თა კლუბ­თან", სა­დაც მი­თხრა, რომ ვარ­ჯი­შობ­და და მი­კით გა­მეც­ნო" , - გა­ნა­ცხა­და ზაურ ქორ­თო­ში­ძემ, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კა­დი­ე­ვი მის სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს

ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს

ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს. როგორც კურტანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ფალავანთა კლუბში" ბევრი სპორტსმენი დადიოდა, მათ შორის დაღესტნელებიც და ბევრს პირადადაც იცნობს, თუმცა აღნიშნული სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

"ის, შესაძლოა, "ფალავანთა კლუბში" დადიოდა, როგორც სპორტსმენი და შესაძლოა, მე, როგორც სპორტსმენს მიცნობს. სახეზე რომ ვნახო, შესაძლოა ვიცნო, მაგრამ სახელით და გვარით ვერ ვიხსენებ. ახლო ნაცნობობა ბევრ დაღესტნელ მოჭიდავესთან მაკავშირებს, მაგრამ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ნანახი მყავს და სახეზე რომ ვნახო, ვიცნო",- აღნიშნა ლუკა კუტანიძემ.

"ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაელ კადიევი აცხადებდა, რომ "ფალავანთა კლუბში" ვარჯიშობდა, სადაც ლუკა კურტანიძე და სხვა მოჭიდავეები ჩადიოდნენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს ავიაკომპანია "თუშეთის" დირექტორმა ზაურ ქორთოშიძემ განუცხადა.

ქორთოშიძის თქმით, კადიევს სულ სამჯერ შეხვდა და ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მან მოჭიდავეებს შორის კურტანიძე მოიხსენია, რომლებსაც იცნობდა.

"მითხრა რომ "ფალავანთა კლუბში" კურტანიძე და ვიღაც მოჭიდავეები ჩამოდიოდნენ და მათ იქიდან იცნობდა. ასევე მითხრა, რომ ისინი შეჯიბრებებს მართავდნენო", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.

მისი თქმით, სამართლადამცველებმა მიკაელ კადიევთან დაკავშირებით კონტრტერორისტულ დეპარტამენტში შეკითხვები გუშინ დაუსვეს და მათაც უთხრა, რომ კადიევთან სულ სამჯერ იყო შეხვედრილი მამამისის ახლობლის თხოვნის საფუძველზე.

"ერთხელ მას მამაჩემის ახლობლის ახლობლის თხოვნის საფუძველზე თანხით დავეხმარე, ორჯერ კი თხოვნის საფუძველზე ბინის მოძებნაში გავუწიე დახმარება. სხვა შეხება მასთან არ მქონია. პირველად 2011 წელს შევხდი, ვაკეში, "ფალავანთა კლუბთან", სადაც მითხრა, რომ ვარჯიშობდა და მიკით გამეცნო" , - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კადიევი მის სახლში ცხოვრობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა