პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა ახალგაზრდა დაჭრა
გივი თარგამაძის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა ახალგაზრდა დაჭრა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს სა­მი­ნის­ტროს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა და­ვით გე­ლა­ძემ 18 წლის ახალ­გაზ­რდა დაჭ­რა.

რო­გორც ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გივი თარ­გა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, 26 მა­ისს, 22:00 სა­ათ­ზე, და­ვით გე­ლა­ძე, მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სის­წრა­ფით მარ­თავ­და სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილს.

თარ­გა­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩა­უქ­რო­ლა 18 წლის ახალ­გაზ­რდა გიგი სვანს.

"მას შემ­დეგ, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა, გე­ლა­ძემ გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, გად­მო­ვი­და და ახალ­გაზ­რდას­თან შე­ვი­და კონ­ფლიქ­ტში. გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, კარ­გად იცო­და, რომ ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე მრავ­ლად არის გან­ლა­გე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი, გა­იყ­ვა­ნა ახალ­გაზ­რდა ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც თავ­ზე და­ა­დო ია­რა­ღი და გა­ის­რო­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გას­რო­ლამ­დე ბოლო მო­მენ­ტში მო­ზარ­დმა მო­ას­წრო მოძ­რა­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მას ტყვია მოხ­ვდა არა თავ­ში, არა­მედ მხარ­ში. და­ზი­ა­ნე­ბა იყო საკ­მა­ოდ მძი­მე. გიგი სვა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 22:30 სა­ათ­ზე, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს. მას ჩა­უ­ტარ­და ერთი ოპე­რა­ცია, სა­ჭი­რო­ებს მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას, თუმ­ცა ამის შემ­დე­გაც არ­სე­ბობს და­ინ­ვა­ლი­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა",- გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბოდ­ნენ გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვას და არ სურ­დათ რე­ა­გი­რე­ბა "ყურ­მოკ­რუ­ლი ამ­ბის შე­სა­ხებ".

"დღეს აშ­კა­რაა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრის. მე­ტიც, გა­მოჩ­ნდა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბე­ბი­ის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც იგი ამ­ბობს, რომ შსს ცდი­ლობს კვა­ლის და­ფარ­ვას, მათ შო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თავს მო­ვა­ლედ ვთვლით, ჩა­ვე­რი­ოთ და მო­ვახ­დი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ის და შე­სა­ბა­მი­სის სტუქ­ტუ­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა",-გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ინ­ცი­დენ­ტი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე და­ი­წყო, სა­დაც მრავ­ლა­დაა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ იკ­ვე­თე­ბო­დეს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. თუ მო­ნა­ცე­მე­ბი წაშ­ლი­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ის­ვას შსს-ს შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გიგი სვა­ნის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ას ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ იგი არ­ქივ­შია გა­და­ცე­მუ­ლი. რო­გორც თარ­გა­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის­ტო­რია უნდა იქ­ნას გა­მო­თხო­ვი­ლი არ­ქი­ვი­დან, ხოლო თუ ის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა და­ის­ვას შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

"შსს-ს პრესს­პი­კე­რი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად აცხა­დებ­და, რომ და­ვით გე­ლა­ძე სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობს შსს-ს ორ­გა­ნო­ებ­ში. გე­ლა­ძის მიერ წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, სა­დაც სა­მუ­შაო ად­გი­ლად სწო­რედ შსს არის მი­თი­თე­ბუ­ლი, გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გე­ლა­ძემ სამ­სა­ხუ­რი სა­კუ­თა­რი პა­ტა­კით 1 ან 2 კვი­რის წინ და­ტო­ვა. და­ნა­შა­უ­ლი მომ­ხდა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის წინ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მო­მენ­ტის­თვის გე­ლა­ძე იკა­ვებ­და შსს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას", -აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია, რომ გიგი სვა­ნის ოპე­რა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი და­ვით გე­ლა­ძის მე­გო­ბარ­მა გა­და­ი­ხა­და და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა აპი­რებს მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის თან­ხის გა­დახ­და­საც.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ და­ვით გე­ლა­ძე არის შს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის და­ვით ბე­დი­ას ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და მე­გო­ბა­რი, მარ­ჯვე­ნა ხელი და დე-ფაქ­ტო მო­ად­გი­ლე, ასე­ვე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თა­ვად და­ვით ბე­დია არის ოდი­ო­ზუ­რი სოსო ალა­ვი­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლი, ხოლო შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალე­კო ტა­ბა­ტა­ძე ალა­ვი­ძეს მარ­ჯვენ­მა ხე­ლია, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ რომ შსს-ს უმაღ­ლეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კლა­ნი მოქ­მე­დებს", - დას­ძი­ნა თარ­გა­მა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გივი თარგამაძის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა ახალგაზრდა დაჭრა

გივი თარგამაძის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა ახალგაზრდა დაჭრა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა.

როგორც ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ განაცხადა, 26 მაისს, 22:00 საათზე, დავით გელაძე, მთვრალ მდგომარეობაში გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა საკუთარ ავტომობილს.

თარგამაძის განცხადებით, მან ძალიან სწრაფად ჩაუქროლა 18 წლის ახალგაზრდა გიგი სვანს.

"მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აღშფოთება გამოხატა, გელაძემ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ახალგაზრდასთან შევიდა კონფლიქტში. გამომდინარე თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან, კარგად იცოდა, რომ ცენტრალურ გამზირზე მრავლად არის განლაგებული სათვალთვალო კამერები, გაიყვანა ახალგაზრდა ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც თავზე დაადო იარაღი და გაისროლა. საბედნიეროდ, გასროლამდე ბოლო მომენტში მოზარდმა მოასწრო მოძრაობა და შესაბამისად, მას ტყვია მოხვდა არა თავში, არამედ მხარში. დაზიანება იყო საკმაოდ მძიმე. გიგი სვანი, დაახლოებით 22:30 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიიყვანეს. მას ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, საჭიროებს მეორე ოპერაციას, თუმცა ამის შემდეგაც არსებობს დაინვალიდების საშიშროება",- განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად ერიდებოდნენ გამოძიების მსვლელობაში ჩარევას და არ სურდათ რეაგირება "ყურმოკრული ამბის შესახებ".

"დღეს აშკარაა, რომ გამოძიება ადგილიდან არ იძვრის. მეტიც, გამოჩნდა დაზარალებული ბებიის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ შსს ცდილობს კვალის დაფარვას, მათ შორის საავადმყოფოში. თავს მოვალედ ვთვლით, ჩავერიოთ და მოვახდინოთ საზოგადოების, მედიის და შესაბამისის სტუქტურების ინფორმირება",-განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი თბილისის ცენტრალურ გამზირზე დაიწყო, სადაც მრავლადაა სათვალთვალო კამერები, შეუძლებელია არ იკვეთებოდეს ეჭვმიტანილი. თუ მონაცემები წაშლილია, აუცილებლად უნდა დაისვას შსს-ს შესაბამისი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში გიგი სვანის ავადმყოფობის ისტორიას ასაიდუმლოებენ და ამბობენ, რომ იგი არქივშია გადაცემული. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ისტორია უნდა იქნას გამოთხოვილი არქივიდან, ხოლო თუ ის განადგურებულია, ამ შემთხვევაშიც უნდა დაისვას შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

"შსს-ს პრესსპიკერი ნინო გიორგობიანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ დავით გელაძე საერთოდ არ მუშაობს შსს-ს ორგანოებში. გელაძის მიერ წელს შევსებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, სადაც სამუშაო ადგილად სწორედ შსს არის მითითებული, გიორგობიანმა განაცხადა, რომ გელაძემ სამსახური საკუთარი პატაკით 1 ან 2 კვირის წინ დატოვა. დანაშაული მომხდარია დაახლოებით 3 კვირის წინ. შესაბამისად, ამ მომენტისთვის გელაძე იკავებდა შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსის თანამდებობას", -აღნიშნა თარგამაძემ.

მისივე თქმით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ გიგი სვანის ოპერაციის საფასური დავით გელაძის მეგობარმა გადაიხადა და იგივე პიროვნება აპირებს მეორე ოპერაციის თანხის გადახდასაც.

"გამომდინარე იქედან, რომ დავით გელაძე არის შს კრიმინალური პოლიციის უფროსის დავით ბედიას ძველი თანამშრომელი და მეგობარი, მარჯვენა ხელი და დე-ფაქტო მოადგილე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თავად დავით ბედია არის ოდიოზური სოსო ალავიძის დეიდაშვილი, ხოლო შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე ალავიძეს მარჯვენმა ხელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ შსს-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კლანი მოქმედებს", - დასძინა თარგამაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ