კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი
რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი

ჯგუფ "აუტ­სა­ი­დე­რის" სო­ლის­ტი, რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. ის არა­სო­დეს მო­რი­დე­ბია სა­კუ­თა­რი აზ­რის ხმა­მაღ­ლა და­ფიქ­სი­რე­ბას, თუმ­ცა თა­ვის სათ­ქმელს ძი­რი­თა­დად მუ­სი­კით ამ­ბობს ხოლ­მე. რო­ბის არა­სო­დეს და­უ­მა­ლავს, რომ არც სას­მელ­ზე ამ­ბობს უარს და არც მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე, სწო­რედ მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზცი­ა­ზე ლა­პა­რა­კით და­ვი­წყეთ ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ:

- ამ აქ­ცი­ა­ში მეც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც ინ­დი­ვიდ­მა და არა რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, რომ გი­თხრათ, სე­რი­ო­ზუ­ლი "ქეში" ვარ-თქო, მო­გა­ტყუ­ებთ, სუფ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ვამ­ბობ, რომ თუ რა­მის და­წე­რა გინ­და, ან უნდა იყო ნას­ვა­მი ან "და­ბო­ლი­ლი". როცა "და­ბო­ლი­ლი" ხარ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, ხოლო როცა ნას­ვა­მია ადა­მი­ა­ნი, აგ­რე­სია ლა­მის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ძა­ლი­ან ცუდი მიდ­გო­მა აქვთ "და­ბო­ლი­ლე­ბის" მი­მართ, გა­ჩე­რე­ბენ ქუ­ჩა­ში, წა­გიყ­ვა­ნენ და მოგა*****ნე­ბენ, თუმ­ცა სა­ნამ "ფი­სის იზამ", მა­ნამ დე­დას გა­გი­ნე­ბენ. 9 წელი ხო იყო ეგე­თი პატ­რუ­ლი, თან დე­დას გა­გი­ნებ­და და თან ამ გი­ნე­ბის გამო ბო­დიშს გიხ­დი­და. არ შე­იძ­ლე­ბა "კრა­კა­დი­ლიც" ნარ­კო­ტი­კი იყოს და პლა­ნიც.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე სა­ში­ში და მავ­ნე­ბე­ლი ალ­კოჰო­ლია, მე­ტიც, ინ­ცი­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ სიმ­თვრა­ლე­ში მოს­დით ადა­მი­ა­ნებს

- კი, ნამ­დვი­ლად ეგ­რეა.მე თუ მკი­თხავ, ახლა პლა­ნის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას კი არ უნდა გან­ვი­ხი­ლავ­დეთ, არა­მედ და­სა­ლე­ვი­სას. და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა თუა სად­მე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 100-დან 3-4 შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა მო­წე­ვის დროს ჩა­დე­ნი­ლი და და­ნარ­ჩე­ნი სიმ­თვრა­ლი­სას, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბა რომ და­სა­ლე­ვის თე­მას შე­ე­ხოს, მთე­ლი ქვე­ყა­ნა აჯანყდე­ბა. სა­ში­ნე­ლი სას­მე­ლი იყი­დე­ბო­და და იყი­დე­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში. არა­ყი რომ 30 თეთ­რი ეღი­რე­ბა, ის რა უნდა იყოს?! სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუ­ჭერ­დი მხარს ფა­სის მო­მა­ტე­ბის ხარ­ჯზე ამ ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ტუ­რის­ტებს რომ ყან­წე­ბით ასე­მე­ვენ ღვი­ნოს და სას­მელ­ში ახ­რჩო­ბენ და მერე ის, სა­ნამ სას­მე­ლის შო­კი­დან არაა გა­მო­სუ­ლი, მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ქება-დი­დე­ბა­შია, შემ­დეგ უკვე ნა­ბა­ხუ­სე­ვის პე­რი­ო­დი რომ უდ­გე­ბა, მერე ჩვენს ლან­ძღვას და და­ცინ­ვას იწყებს.

- თით­ქმის ყვე­ლა არხზე გა­დის მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი. მა­შინ როცა შოუ-ბიზ­ნე­სის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბა­ზე გა­მუდ­მე­ბით წუ­წუ­ნე­ბენ. ამ­დენ მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურსს აზრი ააქვს?

- ერთ-ერთ კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის წევ­რი ვი­ყა­ვი და ასე თუ ისე შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს ვიც­ნობ. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რად ფუ­ლის სა­კე­თებ­ლად მო­გო­ნი­ლი მახე. სა­ქარ­თვე­ლო და შოუ-ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ცნე­ბაა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი კომ­პო­ზი­ტო­რია, რამ­დე­ნიც მომ­ღე­რა­ლი და ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ვინც პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა იცის, ლა­მის ყვე­ლას კომ­პო­ზი­ტო­რი გო­ნია თავი. მოყ­რი­ან ამ­დენ ბავ­შვებს, მერე ვი­საც ფული აქვს, იმ ბავ­შვს აი­ჩე­მე­ბენ და სას­წა­უ­ლებს აკე­თე­ბენ. მაგ­რამ აქ მშო­ბე­ლიც დამ­ნა­შა­ვეა, უნ­დათ, რომ მათ­მა შვილ­მა იმ­ღე­როს, ლა­მის აუ­ცი­ლე­ბელ ნო­ტად იქცა, რომ სცე­ნა­ზე იდ­გეს. თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მგო­ნი აჯო­ბებს, ერთხელ მი­იყ­ვა­ნონ ბუნ­კერ­თან და ანა­ხონ, რო­გორ ასუფ­თა­ვებს მე­ე­ზო­ვე ქუ­ჩას და ას­წავ­ლონ, რაა რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. რას აღ­წე­ვენ ბო­ლოს? იმას, რომ ვი­ღაც ასი­დან ერთი წავა რა­ღაც კონ­კურ­სზე სა­ზღვარ­გა­რეთ და მერე იწყებს სა­ხელ­მწი­ფო, ვთქვათ, პო­ლო­ნეთ­თან რეკ­ვას, რომ ბი­ძი­ე­ბო, დე­ი­დე­ბო, ჩემ წარ­მო­მად­გე­ნელს სმსე-ბი გა­უგ­ზავ­ნე­თო, იქა­უ­რი პრე­ზი­დენ­ტი გან­კარ­გუ­ლე­ბას გას­ცემს, არი­ქა, გა­უგ­ზავ­ნეთ ამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს სმს-ებიო და გავ­დი­ვართ 15-ე ად­გილ­ზე. გე­კი­თხე­ბით ეს ნორ­მა­ლუ­რია? რა კონ­კურ­სებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, როცა ე.წ. კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი უბ­რა­ლოდ დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილს იც­ვლი­ან, რიგ­ში დგა­ნან, რომ ახლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ე­ტე­ნონ. "დიფ ფარ­ფლის" კონ­ცერ­ტზე ბევ­რი იმი­ტომ მი­ვი­და, რომ მერე ეთ­ქვა, "ფარ­ფლე­ბის" კონ­ცერტს და­ვეს­წა­რიო, თან გა­მო­სა­ჩენ ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს და­დებს ფე­ის­ბუქ­ზე, სხვებ­მაც რომ და­ი­ნა­ხონ. აი ასე­თი "სას­ტა­ვი" რომ გა­მო­ვა კონ­ცერ­ტი­დან, კიდე ერთ "ქლი­ავ" კონ­კურსს გა­ა­კე­თებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი

რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი

ჯგუფ "აუტსაიდერის" სოლისტი, რობი კუხიანიძე ქართულ მუსიკალურ წრეებში ყველასთვის ცნობილია. ის არასოდეს მორიდებია საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას, თუმცა თავის სათქმელს ძირითადად მუსიკით ამბობს ხოლმე. რობის არასოდეს დაუმალავს, რომ არც სასმელზე ამბობს უარს და არც მარიხუანაზე, სწორედ მარიხუანის დეკრიმინალიზციაზე ლაპარაკით დავიწყეთ ჩვენი ინტერვიუ:

- ამ აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა, როგორც ინდივიდმა და არა როგორც ორგანიზატორმა, რომ გითხრათ, სერიოზული "ქეში" ვარ-თქო, მოგატყუებთ, სუფთა შემოქმედებითი თვალსაზრისით ვამბობ, რომ თუ რამის დაწერა გინდა, ან უნდა იყო ნასვამი ან "დაბოლილი". როცა "დაბოლილი" ხარ ურთიერთობა გაცილებით იოლია, ხოლო როცა ნასვამია ადამიანი, აგრესია ლამის ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან ცუდი მიდგომა აქვთ "დაბოლილების" მიმართ, გაჩერებენ ქუჩაში, წაგიყვანენ და მოგა*****ნებენ, თუმცა სანამ "ფისის იზამ", მანამ დედას გაგინებენ. 9 წელი ხო იყო ეგეთი პატრული, თან დედას გაგინებდა და თან ამ გინების გამო ბოდიშს გიხდიდა. არ შეიძლება "კრაკადილიც" ნარკოტიკი იყოს და პლანიც.

- ხშირად ამბობენ, რომ მარიხუანაზე საშიში და მავნებელი ალკოჰოლია, მეტიც, ინციდენტების უმრავლესობა სწორედ სიმთვრალეში მოსდით ადამიანებს

- კი, ნამდვილად ეგრეა.მე თუ მკითხავ, ახლა პლანის კრიმინალიზაციას კი არ უნდა განვიხილავდეთ, არამედ დასალევისას. დანაშაულის სტატისტიკა თუა სადმე, დარწმუნებული ვარ, 100-დან 3-4 შემთხვევა იქნება მოწევის დროს ჩადენილი და დანარჩენი სიმთვრალისას, მაგრამ რომელიმე მთავრობა რომ დასალევის თემას შეეხოს, მთელი ქვეყანა აჯანყდება. საშინელი სასმელი იყიდებოდა და იყიდება მაღაზიებში. არაყი რომ 30 თეთრი ეღირება, ის რა უნდა იყოს?! სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ფასის მომატების ხარჯზე ამ ხარისხის გაუმჯობესებას. ტურისტებს რომ ყანწებით ასემევენ ღვინოს და სასმელში ახრჩობენ და მერე ის, სანამ სასმელის შოკიდან არაა გამოსული, მანამდე საქართველოს ქება-დიდებაშია, შემდეგ უკვე ნაბახუსევის პერიოდი რომ უდგება, მერე ჩვენს ლანძღვას და დაცინვას იწყებს.

- თითქმის ყველა არხზე გადის მუსიკალური კონკურსები. მაშინ როცა შოუ-ბიზნესის განუვითარებლობაზე გამუდმებით წუწუნებენ. ამდენ მუსიკალური კონკურსს აზრი ააქვს?

- ერთ-ერთ კონკურსზე ჟიურის წევრი ვიყავი და ასე თუ ისე შიდა სამზარეულოს ვიცნობ. ეს არის სპეციალურად ფულის საკეთებლად მოგონილი მახე. საქართველო და შოუ-ბიზნესი სხვადასხვა ცნებაა. დღეს საქართველოში იმდენი კომპოზიტორია, რამდენიც მომღერალი და ეს საშინელებაა. ვინც პიანინოზე დაკვრა იცის, ლამის ყველას კომპოზიტორი გონია თავი. მოყრიან ამდენ ბავშვებს, მერე ვისაც ფული აქვს, იმ ბავშვს აიჩემებენ და სასწაულებს აკეთებენ. მაგრამ აქ მშობელიც დამნაშავეა, უნდათ, რომ მათმა შვილმა იმღეროს, ლამის აუცილებელ ნოტად იქცა, რომ სცენაზე იდგეს. თუ აუცილებლობაზეა საუბარი, მგონი აჯობებს, ერთხელ მიიყვანონ ბუნკერთან და ანახონ, როგორ ასუფთავებს მეეზოვე ქუჩას და ასწავლონ, რაა რეალური ცხოვრება. რას აღწევენ ბოლოს? იმას, რომ ვიღაც ასიდან ერთი წავა რაღაც კონკურსზე საზღვარგარეთ და მერე იწყებს სახელმწიფო, ვთქვათ, პოლონეთთან რეკვას, რომ ბიძიებო, დეიდებო, ჩემ წარმომადგენელს სმსე-ბი გაუგზავნეთო, იქაური პრეზიდენტი განკარგულებას გასცემს, არიქა, გაუგზავნეთ ამ გაჭირვებულებს სმს-ებიო და გავდივართ 15-ე ადგილზე. გეკითხებით ეს ნორმალურია? რა კონკურსებზე ვლაპარაკობთ, როცა ე.წ. კულტურის მოღვაწეები უბრალოდ დისლოკაციის ადგილს იცვლიან, რიგში დგანან, რომ ახლა ამ ხელისუფლებას შეეტენონ. ”დიფ ფარფლის” კონცერტზე ბევრი იმიტომ მივიდა, რომ მერე ეთქვა, "ფარფლების" კონცერტს დავესწარიო, თან გამოსაჩენ ადგილზე გადაღებულ ფოტოს დადებს ფეისბუქზე, სხვებმაც რომ დაინახონ. აი ასეთი "სასტავი" რომ გამოვა კონცერტიდან, კიდე ერთ "ქლიავ" კონკურსს გააკეთებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება