მოქალაქეების ნაწილი სამთაწყაროში მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლას აპროტესტებს

მოქალაქეების ნაწილი სამთაწყაროში მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლას აპროტესტებს

მოქალაქეების ნაწილი მეიდანზე სამთაწყაროში მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელის შეშლას აპროტესტებენ. აქციის მონაწლეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით - "ყველა რელიგია თანასწორია", "ყველას აქვს ლოცვის უფლება", "ვილოცოთ მშვიდობისთვის", "ვინ გაზომა სულიერება", "ამათაც საძინებელში ილოცონ?".

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია სოლიდარობა გამოუცხადონ ისლამის მიმდევრებს, რათა მათ ლოცვის საშუალება მიეცეთ.

"მათ აქვთ უფლება ილოცონ სამლოცველოში, კონსტიტუციის თანახმად ყველას აქვს წერისა და აღმსარებლობის უფლება, ჩვენი გზავნილია ხელისუფლების მიმართ ეს კონსტიტუციური უფლება არ დაირღვეს. კარგია ზეპირი და სიტყვიერი განცხადებები, მაგრამ უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ ამ ადამიანებმა მშვიდობიანად ილოცონ", - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.

აქციაზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მეიდანთან მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მეჩეთისკენ დაიძრნენ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა