პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავება შეეძლება
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავება შეეძლება

ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­დის, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მოხ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ის თა­ნახ­მად, "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ეკა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა".

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად კი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 29-წე მუხ­ლის 1 პრი­მა პუნ­ქტი, სა­დაც სწო­რედ ეს ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს.

ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის წევრთა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, მი­ნის­ტრე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, უთა­ნას­წო­რო უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი სტა­ტუ­სით.

ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩეს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, თუნ­დაც მას ჰქონ­დეს სხვა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც, ოღონდ, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ე­ბის მქო­ნე დე­პუ­ტა­ტი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ვე­ღარ აირ­ჩე­ვა. ასე­ვე მი­ნის­ტრად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პირი, მაგ­რამ ასე­თი პირი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ვერ და­ი­ნიშ­ნე­ბა. ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირი ვერც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩე­ვა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­ფხვრა, სა­ხელ­დობრ, სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ერ­თნა­ი­რი ცენ­ზის დად­გე­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 80 დე­პუ­ტა­ტია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავება შეეძლება

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავება შეეძლება

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავება შეეძლება.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".

ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს კონსტიტუციის 29-წე მუხლის 1 პრიმა პუნქტი, სადაც სწორედ ეს ჩანაწერი არსებობს.

ცვლილებების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა და პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის, უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით.

ამჟამად მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც მას ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც, ოღონდ, ორმაგი მოქალაქეოების მქონე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარედ ვეღარ აირჩევა. ასევე მინისტრად შეიძლება დაინიშნოს ორმაგი მოქალაქეობის პირი, მაგრამ ასეთი პირი პრემიერ-მინისტრად ვერ დაინიშნება. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერც საქართველოს პრეზიდენტად აირჩევა.

კანონპროექტის მიზანია, ზემოთაღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრა, სახელდობრ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზის დადგენა.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა