ჟურნალმა "ბომონდმა" ერთგული მკითხველების, რესპონდენტებისა და პარტნიორებისთვის რესტორან "დაუნთაუნის" ახლადგახსნილ ვაკის ფილიალში ტრადიციული საზეიმო წვეულება გამართა. საზეიმო წვეულება ბოლო 6 წელია იმართება. სადღესასწაულო საღამოსთვის ჟურნალი წელს განსაკუთრებულად მოემზადა. მიწვეულ სტუმრებს უამრავი სურპრიზი ელოდათ. საგანგებოდ საზეიმო საღამოსთვის დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ჟურნალის 150 ყდისგან კაბა შექმნა.
ყველაზე მოდურ ჟურნალს 17-წლიანი ისტორია აქვს. ამ წლების განმავლობაში "ბომონდი" საკუთარ მკითხველს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. ბოლო 6 წელია, ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოიცემა. პირველი ფერადი ჟურნალი საქართველოში სასიამოვნო სიახლეებს მომავალშიც გვპირდება.
იხილეთ ვიდეო