Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები?
რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები?

ახალ­ცი­ხე­ში ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე იმ­სჯე­ლეს. შეხ­ვედ­რას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე ფერ­მე­რე­ბი და ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რებ­სა და ფერ­მე­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას და­ეთ­მო. შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა რომ, ფერ­მე­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს უფრო აწუ­ხე­ბენ, ვიდ­რე კერ­ძო ვე­ტე­რი­ნა­რებს. ამის შე­საც­ვლე­ლად კი, მათ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აც­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბაა და და­ნა­შა­უ­ლია, რომ ფერ­მე­რებ­მა ეს არ იცი­ან. პრობ­ლე­მას ამ­წვა­ვებს ისიც, რომ ფერ­მე­რე­ბი სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბებს ბიზ­ნე­სად არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამი­ტომ უნდა მი­ეჩ­ვი­ონ ფერ­მე­რე­ბი თა­ვი­ანთ მე­ურ­ნე­ო­ბებ­ზე ზრუნ­ვას. თუმ­ცა, ამ ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ევა­ლე­ბა.

"ის ყოფა, რო­მელ­შიც ვართ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის ბრა­ლია. დღეს არ არ­სე­ბობს კერ­ძო ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სექ­ტო­რი, ამი­ტომ ფერ­მერ­მა თვი­თონ აიღო ხელ­ში შპ­რი­ცი და ვაქ­ცი­ნა. დღეს სა­ხელ­მწი­ფო ვერ ჩა­ა­ტა­რებს ანა­ლიზს პი­რუ­ტყვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან არ იცი­ან რამ­დე­ნი სული სა­ქო­ნე­ლია აც­რი­ლი ემ­კარ­ზე, პას­ტე­რე­ლოზ­ზე. ამი­ტომ პირ­და­პირ ფერ­მერს ვერ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებ რიგი პი­რო­ბე­ბის დაც­ვას, სა­ა­მი­სოდ მათ ჯერ გა­რე­მო სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­უქ­მნას", - აცხა­დებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია IAAD -ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვე­ტე­რი­ნა­რი ამი­რან კო­ჩა­ლი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები?

რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები?

ახალციხეში ვეტერინარიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და ვეტერინარები ესწრებოდნენ.

მთავარი ყურადღება ვეტერინარებსა და ფერმერებს შორის ურთიერთობას დაეთმო. შეხვედრაზე ითქვა რომ, ფერმერები ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში სახელმწიფოს უფრო აწუხებენ, ვიდრე კერძო ვეტერინარებს. ამის შესაცვლელად კი, მათ ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული აცრები, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებაა და დანაშაულია, რომ  ფერმერებმა ეს არ იციან. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ფერმერები საკუთარ მეურნეობებს ბიზნესად არ განიხილავენ. ამიტომ უნდა მიეჩვიონ ფერმერები თავიანთ მეურნეობებზე ზრუნვას. თუმცა, ამ ცნობიერების ჩამოყალიბება სახელმწიფოს ევალება.

"ის ყოფა, რომელშიც ვართ სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია. დღეს არ არსებობს კერძო ვეტერინარული სექტორი, ამიტომ ფერმერმა თვითონ აიღო ხელში შპრიცი და ვაქცინა. დღეს სახელმწიფო ვერ ჩაატარებს ანალიზს პირუტყვის დაავადებების შესახებ, რადგან არ იციან რამდენი სული საქონელია აცრილი ემკარზე, პასტერელოზზე. ამიტომ პირდაპირ ფერმერს ვერ დაავალდებულებ რიგი პირობების დაცვას, საამისოდ მათ ჯერ გარემო სახელმწიფომ უნდა შეუქმნას", - აცხადებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IAAD -ის ხელმძღვანელი, ვეტერინარი ამირან კოჩალიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა