ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტებმა ე.წ. აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. სტუდენტებმა ჯაჭვი ჭავჭავაძის გამზირის სავალ შუა ზოლზე შეკრეს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ჯაჭვი არის გამოხატულება ერთად დგომის და პროტესტის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაზე.

ამასთან, როგორც სტუდენტები ამბობენ, დღევანდელი აქცია და პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებით. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ეს კანონპროექტი მთლიანად ზღუდავს ავტონომიის უფლებას, მთავრობა ცდილობს დანიშნოს მათთვის სასურველი პიროვნებები უნივერისტეტის ხელმძღვანელებად.

ამასთან, მათივე თქმით, ისინი დღეს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან, ხოლო შემდეგ რას მოიმოქმედებენ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ცოცხალმა ჯაჭვმა თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია