სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები
 ლევან ბერძენიშვილი - უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები

ვე­ლო­დე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა მათი რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს, ვინც "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ უჭერს , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას სა­პარ­ლა­მენ­ტი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნავს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი არ შე­იც­ვლე­ბა, იგი კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ და­უ­ჭერს.

"სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლა და ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბია, რო­მე­ლიც არ ცვლის ძი­რი­თად არსს იმ პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც მე მაქვს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რომ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ეს პუნ­ქტი თუ არ შე­იც­ვა­ლა, პი­რა­დად მე, ამ კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ და­ვუ­ჭერ. კო­მი­ტეტ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე გან­ხი­ლუ­ლია და ისე­თი ცვლი­ლე­ბა არ შე­სუ­ლა, მე რომ მო­მე­წო­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტში, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ შე­სუ­ლა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნას გა­მო­რი­ცხავს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნაც­ვლად ვინ იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტში. ამას­თან, დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს სა­მეც­ნი­ე­რო ხარ­სის­ხი უდა­ვოდ უნდა ჰქონ­დეს.

"სულ ერ­თია, ვინ ეწე­რე­ბო­და კა­ნონპ­რო­ექ­ტში. პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მი­ნის­ტრი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე. თუ არ მოხ­დე­ბა რექ­ტო­რის ან თუნ­დაც რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის არ­ჩე­ვა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­ნო­მია მცირ­დე­ბა და მე ავ­ტო­ნო­მი­ის შემ­ცი­რე­ბას არც ერთი დღით არ მი­ვე­სალ­მე­ბი. პი­რი­ქით, ავ­ტო­ნო­მია უნდა გავ­ზარ­დოთ. ვე­ლო­დე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა მათი რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს, ვინც "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ უჭერს ამ მუხ­ლის გამო", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმის გამო, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლე­ბა, დღეს, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­გეგ­მი­ლია მე­ო­რე მოს­მე­ნა, შეს­ვე­ნე­ბის დროს კო­მი­ტე­ტი ცვლი­ლე­ბებს კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლავს, სა­ღა­მოს კი მე­სა­მე მოს­მე­ნა იგეგ­მე­ბა.

"თუ რა­ი­მე არ შე­იც­ვა­ლა, ამ სა­ღა­მოს კა­ნო­ნის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა", - დას­ძი­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ლევან ბერძენიშვილი - უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები

 ლევან ბერძენიშვილი - უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები

ველოდები, რომ შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს, ვინც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

დეპუტატისთვის მიუღებელია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ბერძენიშვილის განცხადებით, თუ აღნიშნული პუნქტი არ შეიცვლება, იგი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა და ისეთი ცვლილებებია, რომელიც არ ცვლის ძირითად არსს იმ პუნქტთან დაკავშირებით, სადაც მე მაქვს წინააღმდეგობა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ეს პუნქტი თუ არ შეიცვალა, პირადად მე, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. კომიტეტში კანონპროექტი უკვე განხილულია და ისეთი ცვლილება არ შესულა, მე რომ მომეწონოს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტში, ჯერჯერობით, არ შესულა ცვლილება, რომელიც რექტორის დანიშვნას გამორიცხავს. ბერძენიშვილის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვინ იქნება მითითებული კანონპროექტში. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის რექტორს სამეცნიერო ხარსისხი უდავოდ უნდა ჰქონდეს.

"სულ ერთია, ვინ ეწერებოდა კანონპროექტში. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, მინისტრის მოადგილე. თუ არ მოხდება რექტორის ან თუნდაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა, ასეთ შემთხვევაში ავტონომია მცირდება და მე ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები. პირიქით, ავტონომია უნდა გავზარდოთ. ველოდები, რომ შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს, ვინც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს ამ მუხლის გამო", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, დღეს, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია მეორე მოსმენა, შესვენების დროს კომიტეტი ცვლილებებს კიდევ ერთხელ განიხილავს, საღამოს კი მესამე მოსმენა იგეგმება.

"თუ რაიმე არ შეიცვალა, ამ საღამოს კანონის ბედი გადაწყვეტილი იქნება", - დასძინა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია